სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტვ პირველის" ჟურნალისტებს გლდანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
"ტვ პირველის" ჟურნალისტებს გლდანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლ­დან­ში მყოფ არ­ხის ჟურ­ნა­ლისტს გა­და­ღე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

ტრა­პა­ი­ძემ გან­ცხა­დე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი თა­თია ჩა­ფი­ჩა­ძე პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვას გეგ­მავ­და, რა დრო­საც მას ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

"ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და იქ, სა­დაც ავ­ტო­ბუ­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბო­და ამომ­რჩევ­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნა რე­გი­ო­ნებ­ში. ის იყო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით და კა­მე­რით აპი­რებ­და ჩვენ­თვის ლაივ რე­პორ­ტა­ჟის მო­წო­დე­ბას. მას შემ­დეგ, რაც მან ჩარ­თო ტე­ლე­ფო­ნი, ჩა­არ­ტყეს და არ მის­ცეს გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟურ­ნა­ლის­ტმა ად­გილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ინ­ცი­დენტზე გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. „გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა ჟურ­ნა­ლისტზე პირ­და­პირ ჩარ­თვამ­დე: გლ­დან­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ტვ პირველის" ჟურნალისტებს გლდანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

"ტვ პირველის" ჟურნალისტებს გლდანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, დიანა ტრაპაიძის ინფორმაციით, გლდანში მყოფ არხის ჟურნალისტს გადაღებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტრაპაიძემ განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი თათია ჩაფიჩაძე პირდაპირ ეთერში ჩართვას გეგმავდა, რა დროსაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა იქ, სადაც ავტობუსების მეშვეობით ხდებოდა ამომრჩევლების გადაყვანა რეგიონებში. ის იყო მობილური ტელეფონით და კამერით აპირებდა ჩვენთვის ლაივ რეპორტაჟის მოწოდებას. მას შემდეგ, რაც მან ჩართო ტელეფონი, ჩაარტყეს და არ მისცეს გადაღების საშუალება“, - განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

მისი ინფორმაციით, ჟურნალისტმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. „გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტზე პირდაპირ ჩართვამდე: გლდანში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"