პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ" - მარინა კახიანი პირადსა და კარიერაზე
"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ" - მარინა კახიანი პირადსა და კარიერაზე

"სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი. დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ლექ­სებს მი­კი­თხავ­და და მას­წავ­ლი­და, მერე მე მა­კი­თხებ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ შე­მიძ­ლია ლექ­სის წა­კი­თხვა და სკო­ლის სა­ღა­მო­ებ­ზე გა­მოს­ვლას მა­ვა­ლებ­დნენ. მე­ზა­რე­ბო­და, მაგ­რამ დედა მა­ძა­ლებ­და, შემ­დეგ კი, ყო­ვე­ლი გა­მოს­ვლის მერე ხუმ­რობ­და, - ხომ გსი­ა­მოვ­ნებს, ტაშს რომ გიკ­რა­ვე­ნო? გა­ვი­სუ­სე­ბო­დი ხოლ­მე, ნამ­დვი­ლად მსი­ა­მოვ­ნებ­და", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი მა­რი­ნა კა­ხი­ა­ნი, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტო­ბის დროს ყმაწ­ვი­ლე­ბი ლექ­სებს უძღვნიდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე რო­გორც არ­ტისტს, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ანე­ბივ­რებ­დნენ ლექ­სე­ბით და მათ­შო­რის, ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც იყ­ვნენ. ერთი ლექ­სი გიზო ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ მი­უ­ძღვნა და თა­ვის წიგნ­ში შე­ი­ტა­ნა.

"ჩემი სა­ხე­ლი არ მომ­წონ­და..."

- ბავ­შვო­ბა­ში ჩემი სა­ხე­ლი არ მომ­წონ­და და ხა­თუ­ნა და­ვირ­ქვი. ახლა მა­რი­ნა ყვე­ლა სა­ხელს მირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ მა­შინ რა­ტომ­ღაც ვღი­ზი­ან­დე­ბო­დი. დე­და­ჩე­მი ხა­თუ­ნას მე­ძახ­და, ბე­ბია - მა­რი­ნას და არ ვპა­სუ­ხობ­დი ხოლ­მე, სა­ნამ ხა­თუ­ნას არ და­მი­ძა­ხებ­და. ასე­თი უც­ნა­უ­რი აჩე­მე­ბა მქონ­და. მა­მა­ჩემ­მა სიმ­ღე­რა "ხათუ-მარი" მო­მი­ძღვნა (კომ­პო­ზი­ტო­რი და დი­რი­ჟო­რი გახ­ლდათ), იავ­ნა­ნას სტილ­ში, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მე­ლო­დია და­მი­წე­რა.

მოგ­ზა­უ­რო­ბა თე­ატ­რა­ლუ­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით- ერთ-ერთი რამ, რაც უზო­მოდ მიყ­ვარს, ეს არის მოგ­ზა­უ­რო­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ავად­მყო­ფი ვარ მოგ­ზა­უ­რო­ბის. ზა­ფხულ­ში თურ­ქეთ­ში, ეგე­ო­სის ზღვა­ზე ვის­ვე­ნებ. შარ­შან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი წელი მქონ­და, მა­ი­სის ბო­ლოს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან 2 კვი­რით თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან მოს­კო­ვის თე­ატ­რი ჩა­მო­დი­ო­და გას­ტრო­ლებ­ზე, გა­და­ღე­ბე­ბი­და­ნაც ვი­თხო­ვე ორი კვი­რით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მე­გობ­რე­ბის მიწ­ვე­ვით, ოს­ლო­ში აღ­მოვ­ჩნდით მე და ჩემი მე­გო­ბა­რი. იქ პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი. ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­გე­ბით ცივ ქვე­ყა­ნა­ში თბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ოს­ლოს გარ­და, მან­ქა­ნით მო­ვი­ა­რეთ შვე­დე­თის ნა­წი­ლი, ვი­ყა­ვით გე­ტე­ბორ­გში, 2 დღე კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში... ასე რომ, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მშვე­ნი­ე­რი ტური გა­მოგ­ვი­ვი­და. ოს­ლო­ში თუ შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი, მერე უკვე და­გეგ­მი­ლად, დიდი ხნის ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლე და რომ­ში ჩა­ვე­დით. იტა­ლი­ა­ში გას­ტრო­ლებ­ზე ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ რომ­ში - არა. ნა­ნახ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

როცა მსა­ხი­ო­ბი თე­ატ­რში ინ­ტენ­სი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობს, წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გეგ­მავს. წელს მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ერთი კვი­რით ათენ­ში აღ­მოვ­ჩნდით. მერე დავ­გეგ­მეთ და წა­ვე­დით კუნ­ძულ­ზე ეგი­ნა, სა­დაც არის პა­ტა­რა ქა­ლა­ქი აგია მა­რი­ნა (წმინ­და მა­რი­ნა) და იქ ვის­ვე­ნებ­დით. ჩვე­ნი პა­წია სას­ტუმ­როს გვერ­დით, რომ­ლის კი­ბეც პირ­და­პირ ზღვა­ში ჩა­დი­ო­და, სას­ტუმ­რო "არგო" იყო (იცი­ნის). "არ­გოს" წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­ვუგ­ზავ­ნე მე­გობ­რებს და ამა­ზე ბევ­რი იხა­ლი­სეს... "მე­დე­ას" გას­ტრო­ლე­ბით ათენ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ ვი­ყა­ვი. გან­სა­კუთ­რე­ბით ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის ემო­ცი­ე­ბი. მათ­თვის სპექ­ტაკლს სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და. ისი­ნი მხვდე­ბოდ­ნენ სიყ­ვა­რუ­ლით, პა­ტი­ვის­ცე­მით, სა­ჩუქ­რე­ბით, ბევ­რი მათ­გა­ნი ტი­რო­და. სა­ბერ­ძნეთ­ში ოთხჯერ ვარ ნამ­ყო­ფი. ჯერ კი­დევ 1988 წელს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა გას­ტროლ­ზე "რი­ჩარდ III" და "მეფე ლირი" იმ სა­ო­ცარ თე­ატ­რში წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც აკ­რო­პო­ლი­სის ფერ­ხთით არის. და აი, წლე­ბის შემ­დეგ სა­ბერ­ძნეთ­ში გა­ვიხ­სე­ნე ის დრო, როცა იქ "მეფე ლირს" ვთა­მა­შობ­დით. ძა­ლი­ან მინ­დო­და თე­ატ­რში შევ­სუ­ლი­ყა­ვი და მა­შინ­დე­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი გან­მე­ახ­ლე­ბი­ნა, როცა ამ ლე­გენ­და­რულ სცე­ნა­ზე, ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ცის ქვეშ, პა­ტა­რა გო­გო­ნა კორ­დე­ლი­ას როლს ვას­რუ­ლებ­დი, მაგ­რამ იმ დღე­ებ­ში ათენ­ში არც სპექ­ტაკ­ლი და არც სხვა რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ტარ­დე­ბო­და, ამი­ტომ თე­ატ­რში ვერ მოვ­ხვდი.

გია მა­ტა­რა­ძე...

- დიდი დრო გა­ვი­და ჩემი მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან და გია ჩემ­თვის, დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბულ და სა­ო­ცარ მა­მა­კა­ცად რჩე­ბა. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და იუ­მო­რის მქო­ნე, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. უამ­რავ სი­ურპრიზს მი­წყობ­და არა მარ­ტო და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე, სხვა დრო­საც მა­ნე­ბივ­რებ­და. ჩემი წი­ნაპ­რე­ბი სვა­ნე­თი­დან არი­ან, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მამა და ბა­ბუა სვა­ნეთ­ში არ იყ­ვნენ ნამ­ყო­ფე­ბი, არც მე ვყო­ფილ­ვარ მა­ნამ­დე: ჩემი ერთ-ერთი და­ბა­დე­ბის დღეს, გიამ სი­ურპრი­ზი მო­მი­წყო (იღი­მის). ვი­თომ გა­და­ღე­ბის­თვის ად­გი­ლის შე­სარ­ჩე­ვად, მეს­ტი­ა­ში წა­ვე­დით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და და­ბა­დე­ბის დღე იქ გა­და­მი­ხა­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ" - მარინა კახიანი პირადსა და კარიერაზე

"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ" - მარინა კახიანი პირადსა და კარიერაზე

"სკოლაში სწავლისას მსახიობობაზე არ ვფიქრობდი. დედაჩემის დამსახურებაა, რომ ლექსებს მიკითხავდა და მასწავლიდა, მერე მე მაკითხებდა. აღმოჩნდა, რომ შემიძლია ლექსის წაკითხვა და სკოლის საღამოებზე გამოსვლას მავალებდნენ. მეზარებოდა, მაგრამ დედა მაძალებდა, შემდეგ კი, ყოველი გამოსვლის მერე ხუმრობდა, - ხომ გსიამოვნებს, ტაშს რომ გიკრავენო? გავისუსებოდი ხოლმე, ნამდვილად მსიამოვნებდა", - ამბობს მსახიობი მარინა კახიანი, რომელსაც სტუდენტობის დროს ყმაწვილები ლექსებს უძღვნიდნენ. მოგვიანებით უკვე როგორც არტისტს, თაყვანისმცემლები ანებივრებდნენ ლექსებით და მათშორის, ქალბატონებიც იყვნენ. ერთი ლექსი გიზო ნიშნიანიძემ მიუძღვნა და თავის წიგნში შეიტანა.

"ჩემი სახელი არ მომწონდა..."

- ბავშვობაში ჩემი სახელი არ მომწონდა და ხათუნა დავირქვი. ახლა მარინა ყველა სახელს მირჩევნია, მაგრამ მაშინ რატომღაც ვღიზიანდებოდი. დედაჩემი ხათუნას მეძახდა, ბებია - მარინას და არ ვპასუხობდი ხოლმე, სანამ ხათუნას არ დამიძახებდა. ასეთი უცნაური აჩემება მქონდა. მამაჩემმა სიმღერა "ხათუ-მარი" მომიძღვნა (კომპოზიტორი და დირიჟორი გახლდათ), იავნანას სტილში, ძალიან ლამაზი მელოდია დამიწერა.

მოგზაურობა თეატრალური მინიშნებებით- ერთ-ერთი რამ, რაც უზომოდ მიყვარს, ეს არის მოგზაურობა. შემიძლია ვთქვა, რომ ავადმყოფი ვარ მოგზაურობის. ზაფხულში თურქეთში, ეგეოსის ზღვაზე ვისვენებ. შარშან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული წელი მქონდა, მაისის ბოლოს რუსთაველის თეატრიდან 2 კვირით თავისუფალი ვიყავი, რადგან მოსკოვის თეატრი ჩამოდიოდა გასტროლებზე, გადაღებებიდანაც ვითხოვე ორი კვირით გათავისუფლება და მეგობრების მიწვევით, ოსლოში აღმოვჩნდით მე და ჩემი მეგობარი. იქ პირველად მოვხვდი. ყველანაირი გაგებით ცივ ქვეყანაში თბილი ადამიანები ცხოვრობენ. ოსლოს გარდა, მანქანით მოვიარეთ შვედეთის ნაწილი, ვიყავით გეტებორგში, 2 დღე კოპენჰაგენში... ასე რომ, მეგობრების დახმარებით მშვენიერი ტური გამოგვივიდა. ოსლოში თუ შემთხვევით აღმოვჩნდი, მერე უკვე დაგეგმილად, დიდი ხნის ოცნება ავისრულე და რომში ჩავედით. იტალიაში გასტროლებზე ვყოფილვარ, მაგრამ რომში - არა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

როცა მსახიობი თეატრში ინტენსიურად მოღვაწეობს, წინასწარ ვერაფერს გეგმავს. წელს მოულოდნელად, ერთი კვირით ათენში აღმოვჩნდით. მერე დავგეგმეთ და წავედით კუნძულზე ეგინა, სადაც არის პატარა ქალაქი აგია მარინა (წმინდა მარინა) და იქ ვისვენებდით. ჩვენი პაწია სასტუმროს გვერდით, რომლის კიბეც პირდაპირ ზღვაში ჩადიოდა, სასტუმრო "არგო" იყო (იცინის). "არგოს" წინ გადაღებული ფოტო გავუგზავნე მეგობრებს და ამაზე ბევრი იხალისეს... "მედეას" გასტროლებით ათენში დაახლოებით ათი წლის წინ ვიყავი. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო იქ მცხოვრები ქართველების ემოციები. მათთვის სპექტაკლს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ისინი მხვდებოდნენ სიყვარულით, პატივისცემით, საჩუქრებით, ბევრი მათგანი ტიროდა. საბერძნეთში ოთხჯერ ვარ ნამყოფი. ჯერ კიდევ 1988 წელს, რუსთაველის თეატრმა გასტროლზე "რიჩარდ III" და "მეფე ლირი" იმ საოცარ თეატრში წარმოადგინა, რომელიც აკროპოლისის ფერხთით არის. და აი, წლების შემდეგ საბერძნეთში გავიხსენე ის დრო, როცა იქ "მეფე ლირს" ვთამაშობდით. ძალიან მინდოდა თეატრში შევსულიყავი და მაშინდელი შეგრძნებები განმეახლებინა, როცა ამ ლეგენდარულ სცენაზე, ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ, პატარა გოგონა კორდელიას როლს ვასრულებდი, მაგრამ იმ დღეებში ათენში არც სპექტაკლი და არც სხვა რაიმე ღონისძიება არ ტარდებოდა, ამიტომ თეატრში ვერ მოვხვდი.

გია მატარაძე...

- დიდი დრო გავიდა ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან და გია ჩემთვის, დღემდე განსაკუთრებულ და საოცარ მამაკაცად რჩება. განათლებული და იუმორის მქონე, კარგი ადამიანი იყო. უამრავ სიურპრიზს მიწყობდა არა მარტო დაბადების დღეებზე, სხვა დროსაც მანებივრებდა. ჩემი წინაპრები სვანეთიდან არიან, მაგრამ სამწუხაროდ, მამა და ბაბუა სვანეთში არ იყვნენ ნამყოფები, არც მე ვყოფილვარ მანამდე: ჩემი ერთ-ერთი დაბადების დღეს, გიამ სიურპრიზი მომიწყო (იღიმის). ვითომ გადაღებისთვის ადგილის შესარჩევად, მესტიაში წავედით რამდენიმე ადამიანი და დაბადების დღე იქ გადამიხადა. წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება