მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალაძეს ყოველთვის კარგად აცვია, იგრძნობა, რომ იტალიაში ცხოვრობდა" - ნინო იოსელიანი ქართველი ქალებისა და მამაკაცების გემოვნებაზე
"კალაძეს ყოველთვის კარგად აცვია, იგრძნობა, რომ იტალიაში ცხოვრობდა" - ნინო იოსელიანი ქართველი ქალებისა და მამაკაცების გემოვნებაზე

"ჩაც­მის ეს სტი­ლი, რაც ახლა ამო­ვი­ჩე­მეთ, ქა­ლუ­რო­ბას გვა­კარ­გვი­ნებს. თუ მა­მა­კა­ცე­ბის აზ­რსაც გა­ვი­კი­თხავთ, ყვე­ლას ისე­თი ქალი ხიბ­ლავს, რო­მე­ლიც გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, ნაზი და ელე­გან­ტუ­რია", - ამ­ბობს ჟურ­ნალ Hello-ს რე­დაქ­ტო­რი ნინო იო­სე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც გე­მოვ­ნე­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვთან­ხმდა...

- ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­ნათ­ლე­ბაა! გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან ბევ­რი რამ გა­ნას­ხვა­ოს! ადა­მი­ა­ნი თუ ჭკვი­ა­ნი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ხარ, გე­მოვ­ნე­ბაც შე­გიძ­ლია გა­ნი­ვი­თა­რო და ზუს­ტა­დაც შე­ა­ფა­სო, რა არის კარ­გი და რა - ცუდი! მოგ­ზა­უ­რო­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! ასეთ დროს ბევ­რს ნა­ხავ, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას ეზი­ა­რე­ბი, ბევრ ადა­მი­ან­თან გი­წევს კო­მუ­ნი­კა­ცია და ეს ყვე­ლა­ფე­რი გე­მოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა! რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბას, ამა­ში მხო­ლოდ ბევ­რი წიგ­ნის კი­თხვას არ ვგუ­ლის­ხმობ. ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში უნდა იყო და იცო­დე, რა ხდე­ბა დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში. მხო­ლოდ კლა­სი­კა რომ იკი­თხო, ეს არ არის საკ­მა­რი­სი. რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იცო­დე შენი ქვეყ­ნის და მსოფ­ლი­ოს წარ­სუ­ლი, მაგ­რამ სიძ­ვე­ლე­ში არ უნდა ჩარ­ჩე! ძვე­ლის და ახ­ლის ბა­ლან­სია დღე­ვან­დე­ლო­ბა!

- ამ­ბო­ბენ, რომ დღეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში მოდა გა­ი­ყი­ნა...

- დიახ, "ბომ­ჟუ­რი" სტი­ლი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია... ბევ­რი ჭკუ­აც არ უნდა, ფარ­თხუ­ნა შარ­ვა­ლი ამო­იც­ვა და ხუთი ზო­მით დიდი მა­ი­სუ­რი შე­უ­ხა­მო. ეს მარ­თა­ლია, ყო­ველ­დღი­უ­რად კომ­ფორ­ტუ­ლია, მაგ­რამ მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბულ წვე­უ­ლე­ბა­ზე ყვე­ლას აც­ვია ისე, რო­გორც სა­ჭი­როა. გა­ყი­ნუ­ლი მოდა შე­იძ­ლე­ბა მა­სა­ში იყოს, მაგ­რამ მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ეს­პა­ნეთ­ში ხში­რად მი­წევს სა­უ­კე­თე­სო რეს­ტო­რან­ში ყოფ­ნა, სა­დაც ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბი­ან. კა­ლი­ფორ­ნი­ა­შიც, რეს­ტორ­ნებ­ში დრეს­კო­დია, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­იც­ვა! ჩვე­უ­ლებ­რივ დღის კა­ფე­სა და ბარ­ში სპორ­ტუ­ლი სა­მო­სით და­დი­ან, რად­გან დიდ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწე­ვენ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს. ბევ­რს ვარ­ჯი­შო­ბენ, ფე­ხით ან ვე­ლო­სი­პე­დით და­დი­ან. ამი­ტომ, ლან­ჩის დროს სპორ­ტუ­ლი სა­მო­სით კა­ფე­ში შეს­ვლა პრობ­ლე­მა არ არის, მაგ­რამ სა­ღა­მოს წვე­უ­ლე­ბა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლა­მა­ზი სა­მო­სით წას­ვლა!

- უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ თბი­ლი­სუ­რი მოდა და­ი­კარ­გა...

- თბი­ლის­ში ისე­თი ად­გი­ლე­ბი და­ი­კარ­გა, სა­დაც ლა­მა­ზად ჩაც­მუ­ლი წახ­ვალ. უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და კლუ­ბე­ბი, ბა­რე­ბი, სა­დაც გა­მო­წყო­ბა არ გჭირ­დე­ბა. ასე­თი ტრენ­დი შე­მო­ვი­და... ევ­რო­პამ უკვე გა­ი­ა­რა ეს პე­რი­ო­დი და ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც მო­ბეზ­რდე­ბათ. კლა­სი­კა და გლა­მუ­რი არ და­ი­კარ­გე­ბა! გუ­ლის სიღ­რმე­ში ყვე­ლა ქალს გვინ­და მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი, ქა­ლუ­რე­ბი და ლა­მა­ზე­ბი ვი­ყოთ... ეს ჩაც­მის სტი­ლი ქა­ლუ­რო­ბას გვა­კარ­გვი­ნებს. ვერ გა­ი­გებ, ქალი ხარ თუ კაცი... თუ მა­მა­კა­ცე­ბის აზ­რსაც გა­ვი­კი­თხავთ, ყვე­ლას ისე­თი ქალი ხიბ­ლავს, რო­მე­ლიც გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, ნაზი და ელე­გან­ტუ­რია. ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ეს სტი­ლი დიდ­ხანს არ გაგ­ვყვე­ბა. უბ­რა­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში უცებ ვი­ცით რა­ღა­ცის ატა­ცე­ბა.

- ვინ გახ­სენ­დე­ბათ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი­დან, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი?

- ნანი ბრეგ­ვა­ძე და მისი სა­მე­გობ­რო წრის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზად იმო­სე­ბი­ან... ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოდ იც­ვამს მო­დის ექ­სპერ­ტი დალი ჩი­ტა­ლა­ძე. დი­ზა­ი­ნე­რე­ბიც მშვე­ნივ­რად იმო­სე­ბი­ან და მუდ­მი­ვად მოვ­ლი­ლე­ბი არი­ან. მა­გა­ლი­თად, თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვა, თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძე... სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბი უფრო მე­ტად უვ­ლი­ან თავს, ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბი... მა­მა­კა­ცე­ბი­დან ყო­ველ­თვის კარ­გად ჩაც­მუ­ლია ქა­ლა­ქის მერი კახი კა­ლა­ძე. იტა­ლი­ა­ში რომ ცხოვ­რობ­და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იგ­რძნო­ბა. აქვე ვახ­სე­ნებ­დი მის მე­უღ­ლეს, ანუ­კი არე­ში­ძეს, ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნა­დაა ჩაც­მუ­ლი.

- მა­მა­კა­ცე­ბი­დან მხო­ლოდ კახი კა­ლა­ძე გა­გახ­სენ­დათ?..

- მსა­ხი­ო­ბი ზურა ყიფ­ში­ძეც ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, გა­რეგ­ნო­ბაც ხელს უწყობს... სა­ერ­თოდ, ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ერთ სტილ­ში არი­ან: ძი­რი­თა­დად, შავი ფე­რის სა­მო­სი, შავი წვე­რი და პა­ტა­რა ღიპი... ამ ბოლო დროს და­ი­წყეს ვარ­ჯი­ში, თო­რემ უმე­ტე­სო­ბა ერ­თნა­ი­რად სა­სა­ცი­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

- მუდ­მი­ვად ლა­მაზ ფე­რებ­ში ხართ შე­მო­სი­ლი... რო­მე­ლია თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბი?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს თეთ­რი, ვარ­დის­ფე­რი, ჟო­ლოს­ფე­რი, ფი­რუ­ზის­ფე­რი... ჭრე­ლი სა­მო­სიც მომ­წონს... შავი ფერი, ოქ­როს­ფე­რი დე­ტა­ლით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ძა­ლი­ან მი­ზი­დავს.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"კალაძეს ყოველთვის კარგად აცვია, იგრძნობა, რომ იტალიაში ცხოვრობდა" - ნინო იოსელიანი ქართველი ქალებისა და მამაკაცების გემოვნებაზე

"კალაძეს ყოველთვის კარგად აცვია, იგრძნობა, რომ იტალიაში ცხოვრობდა" - ნინო იოსელიანი ქართველი ქალებისა და მამაკაცების გემოვნებაზე

"ჩაცმის ეს სტილი, რაც ახლა ამოვიჩემეთ, ქალურობას გვაკარგვინებს. თუ მამაკაცების აზრსაც გავიკითხავთ, ყველას ისეთი ქალი ხიბლავს, რომელიც გემოვნებიანი, ნაზი და ელეგანტურია", - ამბობს ჟურნალ Hello-ს რედაქტორი ნინო იოსელიანი, რომელიც გემოვნებაზე სასაუბროდ სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ყველაზე მთავარი განათლებაა! განათლებულ ადამიანს შეუძლია ერთმანეთისგან ბევრი რამ განასხვაოს! ადამიანი თუ ჭკვიანი და განათლებული ხარ, გემოვნებაც შეგიძლია განივითარო და ზუსტადაც შეაფასო, რა არის კარგი და რა - ცუდი! მოგზაურობაც მნიშვნელოვანია! ასეთ დროს ბევრს ნახავ, სხვადასხვა ქვეყნის კულტურას ეზიარები, ბევრ ადამიანთან გიწევს კომუნიკაცია და ეს ყველაფერი გემოვნების განვითარებაზე დადებითად აისახება! რაც შეეხება განათლებას, ამაში მხოლოდ ბევრი წიგნის კითხვას არ ვგულისხმობ. ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყო და იცოდე, რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში. მხოლოდ კლასიკა რომ იკითხო, ეს არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, აუცილებელია იცოდე შენი ქვეყნის და მსოფლიოს წარსული, მაგრამ სიძველეში არ უნდა ჩარჩე! ძველის და ახლის ბალანსია დღევანდელობა!

- ამბობენ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში მოდა გაიყინა...

- დიახ, "ბომჟური" სტილი ძალიან აქტუალურია... ბევრი ჭკუაც არ უნდა, ფართხუნა შარვალი ამოიცვა და ხუთი ზომით დიდი მაისური შეუხამო. ეს მართალია, ყოველდღიურად კომფორტულია, მაგრამ მაღალ საზოგადოებაში და განსაკუთრებულ წვეულებაზე ყველას აცვია ისე, როგორც საჭიროა. გაყინული მოდა შეიძლება მასაში იყოს, მაგრამ მაღალ საზოგადოებაში არისტოკრატიულად გამოიყურებიან. მაგალითად, ესპანეთში ხშირად მიწევს საუკეთესო რესტორანში ყოფნა, სადაც ყოველთვის მაღალი გემოვნებით იმოსებიან. კალიფორნიაშიც, რესტორნებში დრესკოდია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა! ჩვეულებრივ დღის კაფესა და ბარში სპორტული სამოსით დადიან, რადგან დიდ პოპულარიზაციას უწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ბევრს ვარჯიშობენ, ფეხით ან ველოსიპედით დადიან. ამიტომ, ლანჩის დროს სპორტული სამოსით კაფეში შესვლა პრობლემა არ არის, მაგრამ საღამოს წვეულებაზე აუცილებელია ლამაზი სამოსით წასვლა!

- უფროსი თაობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ თბილისური მოდა დაიკარგა...

- თბილისში ისეთი ადგილები დაიკარგა, სადაც ლამაზად ჩაცმული წახვალ. უფრო პოპულარული გახდა კლუბები, ბარები, სადაც გამოწყობა არ გჭირდება. ასეთი ტრენდი შემოვიდა... ევროპამ უკვე გაიარა ეს პერიოდი და ვფიქრობ, საქართველოშიც მობეზრდებათ. კლასიკა და გლამური არ დაიკარგება! გულის სიღრმეში ყველა ქალს გვინდა მომხიბვლელები, ქალურები და ლამაზები ვიყოთ... ეს ჩაცმის სტილი ქალურობას გვაკარგვინებს. ვერ გაიგებ, ქალი ხარ თუ კაცი... თუ მამაკაცების აზრსაც გავიკითხავთ, ყველას ისეთი ქალი ხიბლავს, რომელიც გემოვნებიანი, ნაზი და ელეგანტურია. ამიტომაც მგონია, რომ ეს სტილი დიდხანს არ გაგვყვება. უბრალოდ, საქართველოში უცებ ვიცით რაღაცის ატაცება.

- ვინ გახსენდებათ ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან, როგორც გამორჩეულად გემოვნებიანი?

- ნანი ბრეგვაძე და მისი სამეგობრო წრის ქალბატონები ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზად იმოსებიან... ყოველთვის საინტერესოდ იცვამს მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე. დიზაინერებიც მშვენივრად იმოსებიან და მუდმივად მოვლილები არიან. მაგალითად, თამუნა ინგოროყვა, თეონა თავართქილაძე... საქართველოში ქალები უფრო მეტად უვლიან თავს, ვიდრე მამაკაცები... მამაკაცებიდან ყოველთვის კარგად ჩაცმულია ქალაქის მერი კახი კალაძე. იტალიაში რომ ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში, იგრძნობა. აქვე ვახსენებდი მის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს, ყოველთვის გემოვნებიანადაა ჩაცმული.

- მამაკაცებიდან მხოლოდ კახი კალაძე გაგახსენდათ?..

- მსახიობი ზურა ყიფშიძეც ყოველთვის საინტერესოდ გამოიყურება, გარეგნობაც ხელს უწყობს... საერთოდ, ქართველი მამაკაცები ერთ სტილში არიან: ძირითადად, შავი ფერის სამოსი, შავი წვერი და პატარა ღიპი... ამ ბოლო დროს დაიწყეს ვარჯიში, თორემ უმეტესობა ერთნაირად სასაცილოდ გამოიყურება.

- მუდმივად ლამაზ ფერებში ხართ შემოსილი... რომელია თქვენი საყვარელი ფერები?

- ძალიან მიყვარს თეთრი, ვარდისფერი, ჟოლოსფერი, ფირუზისფერი... ჭრელი სამოსიც მომწონს... შავი ფერი, ოქროსფერი დეტალით გაფორმებული ძალიან მიზიდავს.

წაიკითხეთ სრულად

ანუკი არეშიძე პარიზის მოდის კვირეულზე - რა ფოტოებს აქვეყნებს დიზაინერი "ინსტაგრამზე"

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს!!!

ლევან გელბახიანი ბერლინალეზე ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა - "ამ ფილმით საკუთარი თავი უკეთ შევიცანი"