სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკეთესო ქართული საბავშვო წიგნები - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულები ცნობილია
საუკეთესო ქართული საბავშვო წიგნები - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულები ცნობილია

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა სხვა კა­ტე­გო­რი­ის წიგ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში საკ­მა­ოდ დიდი სივ­რცე ეთ­მო­ბა სა­ბავ­შვო წიგ­ნებს, რო­მელ­თან ნა­წი­ლი თარ­გმნია, ნა­წი­ლი კი - ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მიერ და­წე­რი­ლი. ეტა­პობ­რი­ვად იზ­რდე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რო­ბაც.

აღ­ნიშ­ნულს პრო­ცე­სებს ხელს უწყო­ბენ გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ბეჭ­და­ვენ ქარ­თველ ავ­ტო­რებს. გა­სულ წელს და­არ­სდა ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ბავ­შვო და საყ­მაწ­ვი­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მი­აც, რომ­ლის მი­ზა­ნიც სა­ბავ­შვო და საყ­მაწ­ვი­ლო მწერ­ლო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და გა­მომ­ცემ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბაა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­მია მე­ო­რედ გა­ი­ცა. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა ჰქონ­და 2017 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ცე­მულ წიგ­ნებს, პი­ე­სებს და ინო­ვა­ცი­ურ სა­ბავ­შვო პრო­ექ­ტებს.

თამ­რი ფხა­კა­ძე ის მწე­რა­ლია, რომ­ლის წიგ­ნე­ბიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მოს­წონთ ქარ­თველ ბავ­შვებს. გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, ის წელ­საც პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და. ამ­ჯე­რად თამ­რი ფხა­კა­ძის წიგნ­მა "კი­კის თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ სა­უ­კე­თე­სი პრო­ზა­უ­ლი წიგ­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა.

"წიგ­ნი წლე­ბის წინ და­ი­წე­რა, მაგ­რამ მა­შინ გა­მო­ცე­მა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. 2017 წელს კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" სე­რია "მოს­წავ­ლის არ­ჩე­ვა­ნის" ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა. ეს სე­რი­უ­ლი ზღა­პა­რია, წიგნს ერ­თი­ა­ნი სი­უ­ჟე­ტი არ აქვს. კი­კის ამ­ბე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონთ მულ­ტიპ­ლი­კა­ტო­რებს და მისი პა­ტა­რა სე­რი­ულ მულ­ტფილ­მე­ბად ქცე­ვაც უნ­დათ. თითო თავი არის ბავ­შვის­თვის თითო ზნე­ობ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლი გად­მო­ცე­მუ­ლი სა­ბავ­შვო სა­ხა­ლი­სო ენით. ის­ტო­რი­ე­ბი აღ­მზრდე­ლო­ბი­თია, მაგ­რამ ამ­ბა­ვი იმ­დე­ნად ზღაპ­რუ­ლად და მხი­ა­რუ­ლად ვი­თარ­დე­ბა, რომ ამას ბავ­შვი ვერ გრძნობს," - გან­მარ­ტავს თამ­რი ფხა­კა­ძე.

რო­გორც ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, მან უკვე მე­ო­რედ მი­ი­ღო გო­გე­ბაშ­ვი­ლის პრე­მია, რაც საკ­მა­ოდ დიდი სტი­მუ­ლია.

"სა­ბავ­შვო მწერ­ლის­თვის პრე­მია დიდი მო­ტი­ვა­ტო­რია. ის ხელს უწყობს, რომ მეტი სა­ბავ­შვო წიგ­ნი და­ი­წე­როს. მწერ­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის საკ­მა­ოდ კარ­გი მე­ქა­ნიზ­მია" - და­ა­მა­ტა თამ­რი ფხა­კა­ძემ.

ნა­თია ჯა­ნა­ში­ას ლექ­სე­ბის კრე­ბულ­მა "ენო­ტის რე­მონ­ტი" სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი წიგ­ნის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა. წიგნ­ში, ავ­ტო­რის რჩე­უ­ლი 45-მდე ლექ­სია შე­სუ­ლი.

"ამ წიგნ­ში თავ­მოყ­რი­ლია ლექ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის მან­ძილ­ზე დავ­წე­რე. 15 წიგ­ნი მაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი და მათ შო­რის "ენო­ტის რე­მონტს" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო. პირ­ველ რიგ­ში, მას­ში რჩე­უ­ლი ლექ­სე­ბია შე­სუ­ლი. მხატ­ვრო­ბა არის ძა­ლი­ან კარ­გი, რო­მე­ლიც ნანა მელ­ქა­ძეს ეკუთ­ვნის. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-მა" კი ის სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხით გა­მოს­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად კონ­კურსს, ის ბევ­რი სა­ბავ­შვო ავ­ტო­რის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბაა" - აღ­ნიშ­ნავს ნა­თია ჯა­ნა­შია.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი­დან ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თვის პრე­მია გა­და­ე­ცა გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვილს, რომ­ლის წიგ­ნიც "პა­ტა­რა ქა­ლა­ქის ზღაპ­რე­ბი" გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის ბესტსე­ლე­რია.

სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტუ­რი წიგ­ნი - ნა­თია ჯა­ნა­შია "ენო­ტის რე­მონ­ტი" , პა­ლიტ­რა L

სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი წიგ­ნი

ა) ყვე­ლა­ზე პა­ტა­რე­ბის­თვის, 3 – 6 წელი - თამ­რი ფხა­კა­ძე "კი­კის თავ­გა­და­სა­ვა­ლი", პა­ლიტ­რა L

ბ) პა­ტა­რე­ბის­თვის, 7 – 12 წელი - დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი "სა­ხა­ტავ რვე­ულ­ში ჩა­წე­რი­ლი ზღაპ­რე­ბი", "არ­ტა­ნუ­ჯი"

გ) ყმაწ­ვი­ლე­ბის­თვის, 13 + - ნატო და­ვი­თაშ­ვი­ლი "მთვა­რის შვი­ლო­ბი­ლე­ბი", ქარჩხა­ძის გა­მომ­ცემ­ლო­ბა

სა­უ­კე­თე­სო ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი

ა) ყვე­ლა­ზე პა­ტა­რე­ბის­თვის, 3 – 6 წელი - ანა ჯა­ნე­ლი­ძე „ჰიპა ირ­ჩევს პრო­ფე­სი­ას“, ზო­ლი­ა­ნი კატა

ბ) პა­ტა­რე­ბის­თვის, 7 – 12 წელი - ლელა ცუცქრი­ძე „მხი­ა­რუ­ლი ოჯა­ხი და სხვე­ბი“ სა­ქარ­თვე­ლოს აკა­დე­მი­უ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბა

სა­უ­კე­თე­სო სა­ბავ­შვო დრა­მა­ტურ­გია - ალექს ჩიღ­ვი­ნა­ძე "თქვენ­თა­ნაც აბ­რა­ხუ­ნე­ბენ?"

სა­უ­კე­თე­სო ნა­თარ­გმნი სა­ბავ­შვო/საყ­მაწ­ვი­ლო წიგ­ნი - თა­მარ კვი­ჟი­ნა­ძე ერნე სვინ­გე­ნის "ბა­ლა­და გა­ტე­ხილ ცხვირ­ზე"

სა­ბავ­შვო-საყ­მაწ­ვი­ლო ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი - ირმა მა­ლა­ცი­ძე "სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა"

სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლის­თვის პრე­მია გა­და­ე­ცა გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვილს, რომ­ლის "პა­ტა­რა ქა­ლა­ქის ზღაპ­რე­ბი" გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის ბესტსე­ლე­რია.

ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ნატო ინ­გო­როყ­ვა, ზაზა აბ­ზი­ა­ნი­ძე, თეა თო­ფუ­რია, მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი და გი­ორ­გი კა­კა­ბა­ძე.

პრე­მია სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით ტარ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საუკეთესო ქართული საბავშვო წიგნები - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულები ცნობილია

საუკეთესო ქართული საბავშვო წიგნები - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოში საბავშვო ლიტერატურა სხვა კატეგორიის წიგნებთან შედარებით ყველაზე პოპულარულია. წიგნის მაღაზიებში საკმაოდ დიდი სივრცე ეთმობა საბავშვო წიგნებს, რომელთან ნაწილი თარგმნია, ნაწილი კი - ქართველი ავტორების მიერ დაწერილი. ეტაპობრივად იზრდება ქართული საბავშვო ლიტერატურის პოპულარობაც.

აღნიშნულს პროცესებს ხელს უწყობენ გამომცემლობები, რომლებიც აქტიურად ბეჭდავენ ქართველ ავტორებს. გასულ წელს დაარსდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიაც, რომლის მიზანიც საბავშვო და საყმაწვილო მწერლობის პოპულარიზაცია და გამომცემლების წახალისებაა. რამდენიმე დღის წინ პრემია მეორედ გაიცა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2017 წელს საქართველოში გამოცემულ წიგნებს, პიესებს და ინოვაციურ საბავშვო პროექტებს.

თამრი ფხაკაძე ის მწერალია, რომლის წიგნებიც გამორჩეულად მოსწონთ ქართველ ბავშვებს. გასული წლის მსგავსად, ის წელსაც პრემიის ლაურეატი გახდა. ამჯერად თამრი ფხაკაძის წიგნმა "კიკის თავგადასავალი“ საუკეთესი პროზაული წიგნის კატეგორიაში გაიმარჯვა.

"წიგნი წლების წინ დაიწერა, მაგრამ მაშინ გამოცემა ვერ მოვახერხე. 2017 წელს კი გამომცემლობა "პალიტრა L-მა" სერია "მოსწავლის არჩევანის" ფარგლებში გამოსცა. ეს სერიული ზღაპარია, წიგნს ერთიანი სიუჟეტი არ აქვს. კიკის ამბები ძალიან მოსწონთ მულტიპლიკატორებს და მისი პატარა სერიულ მულტფილმებად ქცევაც უნდათ. თითო თავი არის ბავშვისთვის თითო ზნეობრივი გაკვეთილი გადმოცემული საბავშვო სახალისო ენით. ისტორიები აღმზრდელობითია, მაგრამ ამბავი იმდენად ზღაპრულად და მხიარულად ვითარდება, რომ ამას ბავშვი ვერ გრძნობს," - განმარტავს თამრი ფხაკაძე.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მან უკვე მეორედ მიიღო გოგებაშვილის პრემია, რაც საკმაოდ დიდი სტიმულია.

"საბავშვო მწერლისთვის პრემია დიდი მოტივატორია. ის ხელს უწყობს, რომ მეტი საბავშვო წიგნი დაიწეროს. მწერლების გააქტიურების საკმაოდ კარგი მექანიზმია" - დაამატა თამრი ფხაკაძემ.

ნათია ჯანაშიას ლექსების კრებულმა "ენოტის რემონტი" საუკეთესო პოეტური წიგნის კატეგორიაში გაიმარჯვა. წიგნში, ავტორის რჩეული 45-მდე ლექსია შესული.

"ამ წიგნში თავმოყრილია ლექსები, რომლებიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დავწერე. 15 წიგნი მაქვს გამოცემული და მათ შორის "ენოტის რემონტს" განსაკუთრებული ადგილი უკავია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, მასში რჩეული ლექსებია შესული. მხატვრობა არის ძალიან კარგი, რომელიც ნანა მელქაძეს ეკუთვნის. გამომცემლობა "პალიტრა L-მა" კი ის საუკეთესო ხარისხით გამოსცა. რაც შეეხება თავად კონკურსს, ის ბევრი საბავშვო ავტორის ახდენილი ოცნებაა" - აღნიშნავს ნათია ჯანაშია.

გამარჯვებულებიდან ასევე აღსანიშნავია, რომ საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის პრემია გადაეცა გურამ პეტრიაშვილს, რომლის წიგნიც "პატარა ქალაქის ზღაპრები" გამომცემლობა პალიტრა L-ის ბესტსელერია.

საუკეთესო პოეტური წიგნი - ნათია ჯანაშია "ენოტის რემონტი" , პალიტრა L

საუკეთესო პროზაული წიგნი

ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი - თამრი ფხაკაძე "კიკის თავგადასავალი", პალიტრა L

ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი - დიანა ანფიმიადი "სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები", "არტანუჯი"

გ) ყმაწვილებისთვის, 13 + - ნატო დავითაშვილი "მთვარის შვილობილები", ქარჩხაძის გამომცემლობა

საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი

ა) ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი - ანა ჯანელიძე „ჰიპა ირჩევს პროფესიას“, ზოლიანი კატა

ბ) პატარებისთვის, 7 – 12 წელი - ლელა ცუცქრიძე „მხიარული ოჯახი და სხვები“ საქართველოს აკადემიური გამომცემლობა

საუკეთესო საბავშვო დრამატურგია - ალექს ჩიღვინაძე "თქვენთანაც აბრახუნებენ?"

საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი - თამარ კვიჟინაძე ერნე სვინგენის "ბალადა გატეხილ ცხვირზე"

საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი - ირმა მალაციძე "საბავშვო ლიტერატურა"

საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის პრემია გადაეცა გურამ პეტრიაშვილს, რომლის "პატარა ქალაქის ზღაპრები" გამომცემლობა პალიტრა L-ის ბესტსელერია.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ნატო ინგოროყვა, ზაზა აბზიანიძე, თეა თოფურია, მარიამ წიკლაური და გიორგი კაკაბაძე.

პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ტარდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი