სპორტი

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითი შოუ - "პრეზიდენტი", რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება" - გია ხუხაშვილი
"ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითი შოუ - "პრეზიდენტი", რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება" - გია ხუხაშვილი

28 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი პირ­და­პი­რი წე­სით უკა­ნას­კნე­ლად გა­ი­მარ­თა. სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დრო­საც აშ­კა­რად ჩან­და, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბის ძი­რი­თა­დი კან­დი­და­ტე­ბი იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის "ძალა ერ­თო­ბა­შია" კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე, რაც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­შიც გა­მოჩ­ნდა. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვი­ნა­ო­ბას მე­ო­რე ტური გა­მო­ავ­ლენს.

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს რომ "6 წე­ლია ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ოც­ნე­ბის" და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შუ­ლე­რუ­ლი თა­მა­შის მსხვერ­პლია" და რომ ამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბით ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი "რე­ა­ლი­თი შოუ" იწყე­ბა:

"ეს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო იმით, რომ სკან­და­ლუ­რი რამ მო­ვის­მი­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებ­ზე, გაჩ­ნდა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც დო­მი­ნი­რე­ბენ პო­ლი­ტი­კა­ზე, მე­ტიც, უკ­ვე­თენ პო­ლი­ტი­კას, რაც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო რამ არის. ამა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბა სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო, რაც დი­დად არც გამ­კვირ­ვე­ბია, მაგ­რამ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უპირ­ვე­ლე­სად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უჯ­დე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რად.

ეს არ­ჩევ­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ო­და იმი­თაც, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის პი­რა­დი რე­ი­ტინ­გი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებ­და.

ამ არ­ჩევ­ნებს შე­იძ­ლე­ბა ვერც კი ვუ­წო­დოთ არ­ჩევ­ნე­ბი, რად­გან ამომ­რჩევ­ლის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი იყო სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის­გან. კონ­კრე­ტულ კან­დი­და­ტებს არც ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, მოხ­და პარ­ტი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის შე­ტა­კე­ბა.

ამომ­რჩე­ვე­ლი მთე­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­რობ­და, რომ მას უნდა აერ­ჩია ცუდ­სა და უა­რესს შო­რის. ამ ორ ძა­ლას, რომ­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის­თვის, და­კარ­გუ­ლი აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის ნდო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­და­ტებს, უკვე ვთქვი, რომ მათი ნა­ტუ­რა­ლუ­რი რე­ი­ტინ­გი ერ­თნიშ­ნა ციფ­რე­ბით თუ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, მათი კო­მუ­ნი­კა­ცია ხალ­ხთან, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ შემ­დგა­რა. თუ რამ შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა, ძი­რი­თა­დად, პარ­ტი­ულ აქ­ტივ­თან, წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი სი­ე­ბით, ავ­ტო­ბუ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბით და ა.შ. ამ არ­ჩევ­ნებ­მა ცხად­ყო, რომ სა­შუ­ა­ლო-სტა­ტის­ტი­კუ­რი ამომ­რჩევ­ლის თვალ­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლი არი­ან.

შე­სა­ბა­მი­სად, ის რე­ა­ლი­თი­შო­უს და­ემ­სგავ­სა, ძი­რი­თა­დად, ტე­ლე­ვი­ზორ­ში უყუ­რებ­დნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, თუ რო­გორ ეძახ­დნენ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს "რუ­სე­თის აგენ­ტებს", რო­გორ აყ­ვედ­რიდ­ნენ ერ­თმა­ნეთს წარ­სულს და ა.შ.

მოკ­ლედ, ამ არ­ჩევ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო რე­ა­ლი­თი­შოუ "პრე­ზი­დენ­ტი", რო­მე­ლიც უნდა გაგ­რძელ­დეს 2024 წლამ­დე. სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ცხა­დად გა­მოჩ­ნდა, რომ ვი­საც უნდა გა­ე­მარ­ჯვა, მას ვერ ექ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი სა­ხალ­ხო ლე­გი­ტი­მა­ცია, რად­გან ამ­გვარ ნე­გა­ტი­ურ არ­ჩევ­ნებ­ში ამომ­რჩე­ვე­ლი ხმას აძ­ლევს არა კონ­კრე­ტულ კან­დი­დატს, არა­მედ სხვა კან­დი­და­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, თა­ნაც აშ­კა­რა იყო ისიც, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ბედს ამომ­რჩე­ვე­ლი კი არა, რე­სურ­სე­ბი წყვეტ­და.

ჩემი აზ­რით, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მოჩ­ნდა ისიც, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ნა­ტუ­რა­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი უფრო ნაკ­ლე­ბი ჰყავს, ვიდ­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". სა­მა­გი­ე­როდ, ამ უკა­ნას­კნე­ლის ნე­გა­ტი­უ­რი რე­ი­ტინ­გი კვლა­ვაც მა­ღა­ლია, ანუ კვლა­ვაც ბევ­რი ამომ­რჩე­ვე­ლია მის­და­მი უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბი­ლი. მაგ­რამ ისიც ცხა­დია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" თან­და­თან კარ­გავს მო­რა­ლურ უპი­რა­ტე­სო­ბას წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითი შოუ - "პრეზიდენტი", რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება" - გია ხუხაშვილი

"ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითი შოუ - "პრეზიდენტი", რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება" - გია ხუხაშვილი

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით უკანასკნელად გაიმართა. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროსაც აშკარად ჩანდა, რომ პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატები იყვნენ ხელისუფლების მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რაც არჩევნების შედეგებშიც გამოჩნდა. ქვეყნის პრეზიდენტის ვინაობას მეორე ტური გამოავლენს.

ექსპერტი გია ხუხაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს რომ "6 წელია ქართველი საზოგადოება "ოცნების" და "ნაციონალების" შულერული თამაშის მსხვერპლია" და რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებით ქვეყანაში ახალი "რეალითი შოუ" იწყება:

"ეს საარჩევნო პროცესი გამორჩეული იყო იმით, რომ სკანდალური რამ მოვისმინეთ ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში არიან ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომინირებენ პოლიტიკაზე, მეტიც, უკვეთენ პოლიტიკას, რაც სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან სახიფათო რამ არის. ამაზე ხელისუფლების რეაგირება სრულიად არაადეკვატური იყო, რაც დიდად არც გამკვირვებია, მაგრამ ეს დამოკიდებულება უპირველესად ხელისუფლებას დაუჯდება ძალიან ძვირად.

ეს არჩევნები გამოირჩეოდა იმითაც, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების პირადი რეიტინგი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

ამ არჩევნებს შეიძლება ვერც კი ვუწოდოთ არჩევნები, რადგან ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა დისტანცირებული იყო საარჩევნო პროცესისგან. კონკრეტულ კანდიდატებს არც ჰქონდა მნიშვნელობა, მოხდა პარტიული რესურსების შეტაკება.

ამომრჩეველი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ფიქრობდა, რომ მას უნდა აერჩია ცუდსა და უარესს შორის. ამ ორ ძალას, რომლებიც იბრძოდნენ ძალაუფლების გადანაწილებისთვის, დაკარგული აქვს საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა.

რაც შეეხება კანდიდატებს, უკვე ვთქვი, რომ მათი ნატურალური რეიტინგი ერთნიშნა ციფრებით თუ გამოიხატება, მათი კომუნიკაცია ხალხთან, პრაქტიკულად, არ შემდგარა. თუ რამ შეხვედრები გაიმართა, ძირითადად, პარტიულ აქტივთან, წინასწარ შედგენილი სიებით, ავტობუსების მობილიზებით და ა.შ. ამ არჩევნებმა ცხადყო, რომ საშუალო-სტატისტიკური ამომრჩევლის თვალში არსებული პოლიტიკური ძალები დისკრედიტირებული არიან.

შესაბამისად, ის რეალითიშოუს დაემსგავსა, ძირითადად, ტელევიზორში უყურებდნენ მოქალაქეები, თუ როგორ ეძახდნენ საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს "რუსეთის აგენტებს", როგორ აყვედრიდნენ ერთმანეთს წარსულს და ა.შ.

მოკლედ, ამ არჩევნებით საქართველოში დაიწყო რეალითიშოუ "პრეზიდენტი", რომელიც უნდა გაგრძელდეს 2024 წლამდე. საარჩევნო პროცესში ცხადად გამოჩნდა, რომ ვისაც უნდა გაემარჯვა, მას ვერ ექნებოდა საკმარისი სახალხო ლეგიტიმაცია, რადგან ამგვარ ნეგატიურ არჩევნებში ამომრჩეველი ხმას აძლევს არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ სხვა კანდიდატის საწინააღმდეგოდ, თანაც აშკარა იყო ისიც, რომ გამარჯვებულის ბედს ამომრჩეველი კი არა, რესურსები წყვეტდა.

ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე გამოჩნდა ისიც, რომ "ქართულ ოცნებას" ნატურალური ამომრჩეველი უფრო ნაკლები ჰყავს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას". სამაგიეროდ, ამ უკანასკნელის ნეგატიური რეიტინგი კვლავაც მაღალია, ანუ კვლავაც ბევრი ამომრჩეველია მისდამი უარყოფითად განწყობილი. მაგრამ ისიც ცხადია, რომ "ქართული ოცნება" თანდათან კარგავს მორალურ უპირატესობას წაიკითხეთ სრულად

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები