მსოფლიო
სამართალი
სპორტი

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის კრაფტი და რატომ გამოიწვია უდიდესი ინტერესი საზოგადოებაში?
რა არის კრაფტი და რატომ გამოიწვია უდიდესი ინტერესი საზოგადოებაში?

ის რაც წლე­ბის წინ ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ა­ლო­ბა იყო, ახლა ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ის ნა­წი­ლი გახ­და, რო­მელ­საც ხში­რად სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვაქ­ცევთ და არც ვა­ფა­სებთ. ეს კრაფ­ტია - ხელ­საქ­მე, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ზედ­მე­ტი სტრე­სი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ჩვე­ნი სხე­უ­ლი და გო­ნე­ბა. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს და ვერც ხვდე­ბა, რო­გორ შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს და ცხოვ­რე­ბა გა­უ­მარ­ტი­ვოს მარ­ტივ­მა ხელ­საქ­მე­მაც კი.

ხელ­საქ­მის ბევ­რმა მოყ­ვა­რულ­მა შე­იძ­ლე­ბა არც იცის, რომ უნი­კა­ლუ­რი ნივ­თის შექ­მნის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის გო­ნე­ბას გან­ტვირ­თვა­ში, ნერ­ვებს - დამ­შვი­დე­ბა­სა და სხე­ულს რე­ლაქ­სა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ექი­მე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ნე­ბის­მი­რი სა­ხის ხელ­საქ­მე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. მათ, ვინც ხელ­საქ­მით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე კარ­გად ეს­მით, რომ კრაფტს ადა­მი­ა­ნის სრულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ კომ­ფორ­ტამ­დე მიყ­ვა­ნა შე­უძ­ლია.

ხელ­საქ­მე ხელს უწყობს ნერ­ვი­უ­ლი სის­ტე­მის მო­წეს­რი­გე­ბას, რაც ყო­ველ­დღი­უ­რად სტრე­სულ და ემო­ცი­ურ გა­რე­მო­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­ტვირ­თვის გარ­და, ხელ­საქ­მე ტვი­ნის მუ­შა­ო­ბა­ზეც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ ხე­ლის­გუ­ლებ­ზე უამ­რა­ვი რე­ცეპ­ტო­რი მდე­ბა­რე­ობს. ამი­ტომ, ხელ­საქ­მე, თუნ­დაც, ქარ­გვის პრო­ცე­სი, ხელს უწყობს მათ სტი­მუ­ლი­რე­ბას, რაც სა­ბო­ლო­ოდ ტვი­ნის მოქ­მე­დე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა. კრაფტ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ავი­თა­რებს ყუ­რა­დღე­ბას, მეხ­სი­ე­რე­ბას და მე­ტყვე­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­საც კი უწყობს ხელს.

ხელ­საქ­მის პრო­ცე­სი და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. თუმ­ცა ის გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი ან­ტის­ტრე­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა ორ­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის მო­ზარ­დე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, უდი­დე­სი ად­გი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ურ მო­წყო­ბი­ლო­ბებს უკა­ვია, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. კრაფ­ტი კი სწო­რედ ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის კოგ­ნი­ტურ და ემო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. სწო­რი მიდ­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია ეკ­რა­ნი თა­ვი­სუფ­ლად ჩა­ვა­ნაც­ვლოთ ხელ­საქ­მით.

ხელ­საქ­მის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ისაა, რომ ის ჩარ­ჩო­ებ­ში არ გსვამთ და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ნივ­თე­ბის დამ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გთა­ვა­ზობთ. ამა­ში კი ხელ­საქ­მის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თებ­მაც უნდა შე­გი­წყონ ხელი. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე კრაფ­ტის გა­მორ­ჩე­ულ ას­ტორ­ტი­მენტს „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“ გთა­ვა­ზობთ. მა­ღა­ზია იმ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვან და ორი­გი­ნა­ლურ არ­ჩე­ვანს გთა­ვა­ზობთ, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კრაფ­ტერ­მა, მისი გე­მოვ­ნე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ატ­რი­ბუ­ტი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შოთა
0

ებიჯო- ახსენით ვინმე კომპეტენტურმა ქართულ (ერთერთ უძლიერეს) ენაზე, რა არის კრაფტი!

ლუცინდა
0

ბევრი უცხო სიტყვაა გამოყენებული იმის ასახსნელად, თუ რა არის კრაფტი, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც, ვერ გავიგე, რა არის.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა არის კრაფტი და რატომ გამოიწვია უდიდესი ინტერესი საზოგადოებაში?

რა არის კრაფტი და რატომ გამოიწვია უდიდესი ინტერესი საზოგადოებაში?

ის რაც წლების წინ ყოველდღიური რეალობა იყო, ახლა ყოველდღიური ცხოვრების ის ნაწილი გახდა, რომელსაც ხშირად სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ და არც ვაფასებთ. ეს კრაფტია - ხელსაქმე, რომელსაც შეუძლია ზედმეტი სტრესისა და ნერვიულობისგან გაათავისუფლოს ჩვენი სხეული და გონება. თუმცა ადამიანების უმეტესობა მას ყურადღებას არ აქცევს და ვერც ხვდება, როგორ შეუძლია დაეხმაროს და ცხოვრება გაუმარტივოს მარტივმა ხელსაქმემაც კი.

ხელსაქმის ბევრმა მოყვარულმა შეიძლება არც იცის, რომ უნიკალური ნივთის შექმნის პარალელურად, ის გონებას განტვირთვაში, ნერვებს - დამშვიდებასა და სხეულს რელაქსაციაში ეხმარება.

ექიმები და ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ნებისმირი სახის ხელსაქმე დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე. მათ, ვინც ხელსაქმით არიან დაკავებული, ყველაზე კარგად ესმით, რომ კრაფტს ადამიანის სრულ ფსიქოლოგიურ კომფორტამდე მიყვანა შეუძლია.

ხელსაქმე ხელს უწყობს ნერვიული სისტემის მოწესრიგებას, რაც ყოველდღიურად სტრესულ და ემოციურ გარემოში მომუშავეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიური განტვირთვის გარდა, ხელსაქმე ტვინის მუშაობაზეც დადებითად აისახება. ცნობილია, რომ ხელისგულებზე უამრავი რეცეპტორი მდებარეობს. ამიტომ, ხელსაქმე, თუნდაც, ქარგვის პროცესი, ხელს უწყობს მათ სტიმულირებას, რაც საბოლოოდ ტვინის მოქმედებაზე აისახება. კრაფტზე მუშაობის პროცესი ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას და მეტყველების გაუმჯობესებასაც კი უწყობს ხელს.

ხელსაქმის პროცესი დადებითად მოქმედებს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუმცა ის განსაკუთრებით კარგი ანტისტრესული საშუალებაა ორსული ქალბატონებისთვის.

21-ე საუკუნეში, როდესაც ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის მოზარდებისა და ბავშვების ცხოვრებაში, უდიდესი ადგილი ტექნოლოგიურ მოწყობილობებს უკავია, ალტერნატიული შეთავაზებების არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. კრაფტი კი სწორედ ის ალტერნატივაა, რომელიც ბავშვების კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე დადებითად მოქმედებს. სწორი მიდგომის შემთხვევაში შეგვიძლია ეკრანი თავისუფლად ჩავანაცვლოთ ხელსაქმით.

ხელსაქმის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის ჩარჩოებში არ გსვამთ და მრავალფეროვანი ნივთების დამზადების შესაძლებლობას გთავაზობთ. ამაში კი ხელსაქმისთვის საჭირო ნივთებმაც უნდა შეგიწყონ ხელი. ქართულ ბაზარზე კრაფტის გამორჩეულ ასტორტიმენტს „ბიბლუსი გალერეა“ გთავაზობთ. მაღაზია იმდენად მრავალფეროვან და ორიგინალურ არჩევანს გთავაზობთ, რომ წარმოუდგენელია კრაფტერმა, მისი გემოვნებისა და სურვილების მიუხედავად, მისთვის სასურველი ატრიბუტი ვერ აღმოაჩინოს.