სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

7

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 10:32-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 20:32-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - "დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..."
საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - "დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..."

სა­ბერ­ძნეთ­ში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტთა იმე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე ავ­რცე­ლებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი სოფო წიკ­ლა­უ­რია და ქალს 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა.

"გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი 23 წლის სოფო წიკ­ლა­უ­რი. იპო­ვეს ბი­ნა­ში ორი დღის გარ­დაც­ვლი­ლი, დარ­ჩა 2 თვის ბავ­შვი, რო­მელ­საც ძაღ­ლი და­რა­ჯობ­და..." - წერს სი­ხა­რუ­ლი­ძე.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას შე­სა­ხებ წერს კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი და­რე­ჯან ღამ­ბა­ში­ძე:

"სოფო სამი წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ჭკვი­ან, კრი­ა­ლა თვა­ლე­ბი­დან, სევ­და­ნა­რე­ვი ტკი­ვი­ლი მი­ყუ­რებ­და. მივ­ხვდი ცხოვ­რე­ბის სუს­ხი­ან წლებს მარ­ტო უმკლავ­დე­ბო­და. არა­და სულ 23 წლის თუ იქ­ნე­ბო­და. მინ­დო­და დავ­ხმა­რე­ბო­დი, ვთხო­ვე მო­სუ­ლი­ყო ჩვენს "ქარ­თულ სახ­ლში", დამ­პირ­და კიო, თით­ქოს წა­მი­ე­რად მოს­წყდა წარ­სუ­ლის წა­მებს, გა­ი­ხა­რა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რით, მაგ­რამ არ მო­ვი­და, და­მე­კარ­გა... ამ დღე­ებ­ში ბავ­შვის სუ­რა­თი გად­მო­მიგ­ზავ­ნა, ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, რომ "და­ვი­კარ­გე­თო".

დღეს კი შავ ფარ­დად და­ეშ­ვა სიყ­ვა­რუ­ლი, ოც­ნე­ბა, იმე­დი და ყვე­ლა მისი სა­ი­დუმ­ლო. ბავ­შვი­ვით გავ­შრი... სოფო დავ­კარ­გეთ, ალ­ბად უკა­ნას­კნე­ლად ცრემ­ლი მოს­წყდა გა­ნა­წა­მებ დე­დას, რო­მე­ლიც მის ერთი თვის შო­ბილს ხარ­ბად უყუ­რებ­და და შვე­ლას ითხოვ­და. მისი პა­ტა­რა დე­დას ვე­რა­სო­დეს ნა­ხავს, ტრა­გი­კუ­ლად დამ­თავ­რდა ამ პა­ტა­რა გო­გო­ნას ყოფა ემიგ­რა­ცი­ა­ში. ბედს წი­ნას­წარ ვე­რა­ვინ გათ­ვლის. ემიგ­რა­ცი­ა­ში კი მსხვერ­პლი იზ­რდე­ბა. ვე­რა­ფერს ვშვე­ლით..." - წერს ღამ­ბა­ში­ძე.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში ჩარ­თუ­ლია ათენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს. უწყე­ბა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ სა­უბ­რო­ბენ ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შს სამინისტრო იმ სქემის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რითაც, უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შეძლო
ავტორი:

საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - "დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..."

საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - "დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..."

საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" დამფუძნებელი შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფო წიკლაურია და ქალს 2 თვის ბავშვი დარჩა.

"გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური. იპოვეს ბინაში ორი დღის გარდაცვლილი, დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა..." - წერს სიხარულიძე.

გარდაცვლილი გოგონას შესახებ წერს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი დარეჯან ღამბაშიძე:

"სოფო სამი წლის წინ გავიცანი, ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა დავხმარებოდი, ვთხოვე მოსულიყო ჩვენს "ქართულ სახლში", დამპირდა კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა... ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა, ბოდიში მომიხადა, რომ "დავიკარგეთო".

დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება, იმედი და ყველა მისი საიდუმლო. ბავშვივით გავშრი... სოფო დავკარგეთ, ალბად უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის. ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება. ვერაფერს ვშველით..." - წერს ღამბაშიძე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში გარდაცვლილი ქალის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს