მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილის ფავორიტობიდან საბრალდებო სკამამდე: უყვარს ავტოტრანსპორტი, მოგზაურობა, ექსტრემალური თავგადასავლები - გიორგი ბაჩიაშვილის ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილი დეტალები
ივანიშვილის ფავორიტობიდან საბრალდებო სკამამდე: უყვარს ავტოტრანსპორტი, მოგზაურობა, ექსტრემალური თავგადასავლები - გიორგი ბაჩიაშვილის ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილი დეტალები

2023 წლის 6 ივ­ლისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა 39 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბიტ­კო­ი­ნი მი­ით­ვი­სა, რაც დღეს გა­ცი­ლე­ბით დიდი თან­ხაა.

გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ო­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და წლე­ბის წინ, კერ­ძოდ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა 2017 წელს ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8 253.13 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 39 215 820 აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ეს ინ­ვეს­ტო­რი ქვეყ­ნის ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­თან ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ქარ­თუ­ლი მე­დია ხში­რად წერ­და.

სა­ერ­თო­დაც, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2013 წელს გა­იც­ნო, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახ­ლად მო­სულ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მას მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რო­ბა ანდო. 2013 წლი­დან, 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ას, 2019 წლის მა­ი­სი­დან კი, მან გა­და­ი­ნაც­ვლა მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­დაც იგი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევ­და ფონ­დის მან­და­ტის შე­სა­ბა­მი­სად მუ­შა­ო­ბას. სხვა­დას­ხვა დროს ლა­პა­რა­კი იყო მის ეკო­ნო­მი­კის და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა­ზეც კი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ფონ­დის მრჩე­ველ­თა საბ­ჭო­ში დარ­ჩა.

მა­მას­თან ერ­თად

თა­ვი­დან­ვე ცნო­ბი­ლი იყო, რომ იმ­ხა­ნად 28 წლის ახალ­გაზ­რდა მი­ლი­არ­დე­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი იყო.

2022 წლის აპ­რილ­ში "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლომ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვა, სა­ხელ­წო­დე­ბით "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი ნა­თე­სა­ვე­ბის რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი". იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვი­საც ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­სა და აქ­ტი­ვებს ან­დობს, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იყო გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლიც.

ის ასე­ვე იკა­ვებ­და ექ­სპრე­მი­ე­რის მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ას ბრალ­დე­ბამ­დე ჯერ კი­დევ თვე­ე­ბის წინ და სწო­რედ ამ რან­გში მის­ცა ჩვე­ნე­ბა სინ­გა­პურ­ში გა­მარ­თულ პრო­ცეს­ზე, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და Credit Suisse Trust-ის დავა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. მა­შინ ბა­ჩი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ისა­უბ­რა იმ შე­უ­სა­ბა­მო­ბებ­ზე, რის გა­მოც ივა­ნიშ­ვი­ლი უპი­რის­პირ­დე­ბა Credit Suisse Trust-ს (სინ­გა­პუ­რი), რო­მელ­საც ასო­ბით მი­ლი­ო­ნის ინ­ვეს­ტი­ცია მი­ან­დო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი 2014 წელს Forbes-მა 30 წლამ­დე ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. კერ­ძოდ, ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით under 30-ში ბა­ჩი­აშ­ვი­ლი 28 წლის ასაკ­ში მოხ­ვდა. მა­შინ გა­მო­ცე­მა წერ­და, რომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლი $6-მი­ლი­არ­დი­ან კერ­ძო ფონდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­მე­ლიც იმ დრო­ინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მშპ-ს 40%-ს უდ­რი­და.

დღეს კი წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის და ფი­ნი­შის­კენ გა­სუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ფონ­ზე, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ქვეყ­ნი­დან ფა­რუ­ლად წა­ვი­და, შსს-მა მის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ ერთი საქ­მე - სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ კვე­თის ბრალ­დე­ბით აღ­ძრა. გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ზღვარ­გა­რეთ არი­ან მისი მშობ­ლე­ბიც - ალექ­სან­დრე ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და მა­რი­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი.

  • რა გა­ნა­ცხა­დეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში?

2025 წლის 6 მარტს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თა­ში დახ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი - 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი შ.ქ და­ა­კა­ვა.

შსს-ს ვერ­სი­ით:

2024 წლის დე­კემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში "შუ­ა­მავ­ლის“ სა­ხე­ლით "გა­დამ­ყვანს“ და­უ­კავ­შირ­და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მამა, ალექ­სან­დრე ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მას გარ­კვე­ულ მი­სა­მარ­თზე მის­ვლა სთხო­ვა;"გა­დამ­ყვა­ნი“ მი­ვი­და ამ მი­სა­მარ­თზე და იქ გა­იც­ნო გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი;

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა მას თან­ხის სა­ნაც­ვლოდ "ერთი პი­რის“ სა­ქარ­თვე­ლო­დან ფა­რუ­ლად გაყ­ვა­ნა შეს­თა­ვა­ზა - "გა­დამ­ყვა­ნიც“ და­ე­თან­ხმა.

"წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, მიმ­დი­ნა­რე წლის 2 მარტს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და შ.ქ. სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ე­მარ­თნენ. გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ სა­დახ­ლოს გამ­ტა­რი პუნ­ქტის სი­ახ­ლო­ვეს, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­სა და სა­ბარ­გულს შო­რის, წი­ნას­წარ მო­წყო­ბილ სა­მა­ლავ­ში მო­თავ­სდა.შ.ქ. მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვი­და სა­დახ­ლოს გამ­ტარ პუნ­ქტთან, გა­ი­ა­რა სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი, მათ შო­რის, მე­სა­ზღვრე-კონ­ტრო­ლი­ო­რებ­მა შე­ა­მოწ­მეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის დო­კუ­მენ­ტე­ბი და მოხ­და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, ისი­ნი გა­ე­მარ­თნენ სომ­ხე­თის სა­ზღვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სომ­ხე­თის სა­სა­ზღვრო გამ­ტარ პუნ­ქტთან, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გად­მო­ვი­და ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან და მის სა­ხელ­ზე გა­ცე­მუ­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სხვა პას­პორ­ტი წა­რად­გი­ნა, რის შე­დე­გა­დაც გა­დაკ­ვე­თა სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ერევ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მის­ვლის შემ­დეგ, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა შ.ქ.-ს მოს­თხო­ვა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ, გა­დას­ცა მას და­პი­რე­ბუ­ლი თან­ხა და ურ­ჩია, რომ უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქვე­ყა­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებ­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს.

  • გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი დე­ტა­ლე­ბი

Linkedin-ის გვერ­დის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფია ასე­თია:

გა­ნათ­ლე­ბა:

  • კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი - 2001-2005 ფი­ნან­სე­ბი
  • Insead - 2009-2010 MBA

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა:

  • სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი - 2005 - 2007 წლე­ბი, სა­ვაჭ­რო ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა;
  • დაბი ჯგუ­ფი - 2007-2008 წლე­ბი, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი
  • Booz & Company - 2010-2011 წლე­ბი, პარტნი­ო­რი
  • Unicor Management Company - 2011-2012 წლე­ბი, CEO
  • სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი - 2012-2013 წლე­ბი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე
  • თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი - 2013 - 2019 წლე­ბი, CEO; 2019-დღემ­დე, მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე
  • Mission Gate - 2014- დღემ­დე, დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და CEO

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრო­ფე­სი­ით ფი­ნან­სის­ტი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქეა.

ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და. მისი მშობ­ლე­ბი - ალექ­სან­დრე ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და მა­რი­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი ექი­მე­ბი არი­ან.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი

ასე­ვე ჰყავს და ნინო ბა­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის" მო­დე­ლი იყო და ამ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­და. ის ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ­ზეა გა­თხო­ვი­ლი.

დას­თან ერ­თად

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გო­გო­ნებ­ში ყო­ველ­თვის დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და, თუმ­ცა ოჯა­ხი ამ დრომ­დე არ შე­უქ­მნია. მე­დია წერ­და, რომ ის მოს­კო­ვის ექს-ვიცე მე­რის სოსო ორ­ჯო­ნი­კი­ძის ვა­ჟის, ნი­კუ­შა ორ­ჯო­ნი­კი­ძის მე­გო­ბა­რია.

ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გა­ტა­ცე­ბუ­ლია ავ­ტოს­პორ­ტით და უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ის არც ექ­სტრე­მა­ლურ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე ამ­ბობს უარს.

  • რა ბიზ­ნე­სებს ფლობს გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­მა“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ კომ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­შიც ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წილს ფლობს ან დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს.

მე­წარ­მე­თა რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ფლობს შპს "კეპ­ლერ ინ­ვეს­ტმენტს“, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ არის გარ­კვე­უ­ლი წი­ლე­ბის მფლო­ბე­ლი სხვა 9 კომ­პა­ნი­ა­ში.

გარ­და ამი­სა, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი არის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლე და დი­რექ­ტო­რი; კერ­ძოდ, ის ფლობს შპს "რე­ზი­ნას“ 50%-იან წილს; შპს "აი ქიუ სოფ­ტის” 45.5%-ს; შპს "სა­ქარ­თვე­ლოს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მარ­თვის კომ­პა­ნი­ის“ 40%-იან წილს, ასე­ვე ფიქ­სირ­დე­ბა შპს "ოტო-მო­ტოს“ მე­წი­ლედ; მას­ვე უკა­ვია დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცია კომ­პა­ნი­ა­ში "მეგა თრენ­დს“.

გარ­და ამი­სა, რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით ბა­ჩი­აშ­ვი­ლი არის შპს "მა­ლო­ნე ფა­ი­ნენს ჯორ­ჯი­ას“ დი­რექ­ტო­რი, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია კომ­პა­ნი­აა, ამი­ტომ სა­ბო­ლოო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მიკ­ვლე­ვა რთუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ივანიშვილის ფავორიტობიდან საბრალდებო სკამამდე: უყვარს ავტოტრანსპორტი, მოგზაურობა, ექსტრემალური თავგადასავლები - გიორგი ბაჩიაშვილის ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილი დეტალები

ივანიშვილის ფავორიტობიდან საბრალდებო სკამამდე: უყვარს ავტოტრანსპორტი, მოგზაურობა, ექსტრემალური თავგადასავლები - გიორგი ბაჩიაშვილის ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილი დეტალები

2023 წლის 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 39 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი მიითვისა, რაც დღეს გაცილებით დიდი თანხაა.

განცხადებიდან ირკვეოდა, რომ დანაშაული მოხდა წლების წინ, კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა 2017 წელს ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ინვესტორი ქვეყნის ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელთან ბაჩიაშვილის ახლო ურთიერთობაზე ქართული მედია ხშირად წერდა.

საერთოდაც, ბაჩიაშვილი ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როდესაც ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა მას მისი თანამონაწილეობით დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის დირექტორობა ანდო. 2013 წლიდან, 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, 2019 წლის მაისიდან კი, მან გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, სადაც იგი ზედამხედველობას უწევდა ფონდის მანდატის შესაბამისად მუშაობას. სხვადასხვა დროს ლაპარაკი იყო მის ეკონომიკის და პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზეც კი, თუმცა საბოლოოდ ბაჩიაშვილი ფონდის მრჩეველთა საბჭოში დარჩა.

მამასთან ერთად

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ იმხანად 28 წლის ახალგაზრდა მილიარდერის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა და მასთან დაახლოებული პირი იყო.

2022 წლის აპრილში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევა, სახელწოდებით "ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი". იმ ადამიანებს შორის, ვისაც ივანიშვილი საკუთარ ბიზნესსა და აქტივებს ანდობს, დასახელებული იყო გიორგი ბაჩიაშვილიც.

ის ასევე იკავებდა ექსპრემიერის მრჩევლის პოზიციას ბრალდებამდე ჯერ კიდევ თვეების წინ და სწორედ ამ რანგში მისცა ჩვენება სინგაპურში გამართულ პროცესზე, სადაც ივანიშვილისა და Credit Suisse Trust-ის დავა განიხილებოდა. მაშინ ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა იმ შეუსაბამობებზე, რის გამოც ივანიშვილი უპირისპირდება Credit Suisse Trust-ს (სინგაპური), რომელსაც ასობით მილიონის ინვესტიცია მიანდო.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი 2014 წელს Forbes-მა 30 წლამდე ყველაზე წარმატებულ ადამიანებს შორის დაასახელა. კერძოდ, ფინანსების მიმართულებით under 30-ში ბაჩიაშვილი 28 წლის ასაკში მოხვდა. მაშინ გამოცემა წერდა, რომ ბაჩიაშვილი $6-მილიარდიან კერძო ფონდს ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ დროინდელი საქართველოს მშპ-ს 40%-ს უდრიდა.

დღეს კი წაყენებული ბრალდებების და ფინიშისკენ გასული სასამართლო პროცესის ფონზე, ბაჩიაშვილი ქვეყნიდან ფარულად წავიდა, შსს-მა მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე - საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აღძრა. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, საზღვარგარეთ არიან მისი მშობლებიც - ალექსანდრე ბაჩიაშვილი და მარინა რამაზაშვილი.

  • რა განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში?

2025 წლის 6 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 1 პირი - 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ქ დააკავა.

შსს-ს ვერსიით:

2024 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში "შუამავლის“ სახელით "გადამყვანს“ დაუკავშირდა გიორგი ბაჩიაშვილის მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, რომელმაც მას გარკვეულ მისამართზე მისვლა სთხოვა;"გადამყვანი“ მივიდა ამ მისამართზე და იქ გაიცნო გიორგი ბაჩიაშვილი;

გიორგი ბაჩიაშვილმა მას თანხის სანაცვლოდ "ერთი პირის“ საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა - "გადამყვანიც“ დაეთანხმა.

"წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის 2 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილი და შ.ქ. საქართველო-სომხეთის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ. გამოძიებით დგინდება, რომ სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს, გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის, წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა.შ.ქ. მისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა სადახლოს გამტარ პუნქტთან, გაიარა საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, მესაზღვრე-კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები და მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება.

აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრის მიმართულებით, სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან, გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ, გიორგი ბაჩიაშვილმა შ.ქ.-ს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ, გადასცა მას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა”, - ნათქვამია განცხადებაში. წაიკითხეთ სრულად

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

  • გიორგი ბაჩიაშვილის ბიოგრაფიის ნაკლებად ცნობილი დეტალები

Linkedin-ის გვერდის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილის ბიოგრაფია ასეთია:

განათლება:

  • კავკასიის უნივერსიტეტი - 2001-2005 ფინანსები
  • Insead - 2009-2010 MBA

სამუშაო გამოცდილება:

  • საქართველოს ბანკი - 2005 - 2007 წლები, სავაჭრო ქსელის განვითარების მიმართულება;
  • დაბი ჯგუფი - 2007-2008 წლები, პროექტის მენეჯერი
  • Booz & Company - 2010-2011 წლები, პარტნიორი
  • Unicor Management Company - 2011-2012 წლები, CEO
  • საპარტნიორო ფონდი - 2012-2013 წლები, დირექტორის მოადგილე
  • თანაინვესტირების ფონდი - 2013 - 2019 წლები, CEO; 2019-დღემდე, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე
  • Mission Gate - 2014- დღემდე, დამფუძნებელი და CEO

როგორც ცნობილია, პროფესიით ფინანსისტი ბაჩიაშვილი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.

ის წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა. მისი მშობლები - ალექსანდრე ბაჩიაშვილი და მარინა რამაზაშვილი ექიმები არიან.

გიორგი ბაჩიაშვილის მშობლები

ასევე ჰყავს და ნინო ბაჩიაშვილი, რომელიც წარსულში სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელი იყო და ამ სფეროში წარმატებული კარიერა ჰქონდა. ის ქართველ ბიზნესმენზეა გათხოვილი.

დასთან ერთად

გიორგი ბაჩიაშვილი გოგონებში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ოჯახი ამ დრომდე არ შეუქმნია. მედია წერდა, რომ ის მოსკოვის ექს-ვიცე მერის სოსო ორჯონიკიძის ვაჟის, ნიკუშა ორჯონიკიძის მეგობარია.

ბაჩიაშვილი გატაცებულია ავტოსპორტით და უყვარს მოგზაურობა. ის არც ექსტრემალურ თავგადასავლებზე ამბობს უარს.

  • რა ბიზნესებს ფლობს გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში

"ბიზნესპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც ბაჩიაშვილი წილს ფლობს ან დირექტორის პოზიციას იკავებს.

მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, გიორგი ბაჩიაშვილი ფლობს შპს "კეპლერ ინვესტმენტს“, რომელიც თავის მხრივ არის გარკვეული წილების მფლობელი სხვა 9 კომპანიაში.

გარდა ამისა, ბაჩიაშვილი არის რამდენიმე კომპანიის მეწილე და დირექტორი; კერძოდ, ის ფლობს შპს "რეზინას“ 50%-იან წილს; შპს "აი ქიუ სოფტის” 45.5%-ს; შპს "საქართველოს უძრავი ქონების მართვის კომპანიის“ 40%-იან წილს, ასევე ფიქსირდება შპს "ოტო-მოტოს“ მეწილედ; მასვე უკავია დირექტორის პოზიცია კომპანიაში "მეგა თრენდს“.

გარდა ამისა, რეესტრის მონაცემებით ბაჩიაშვილი არის შპს "მალონე ფაინენს ჯორჯიას“ დირექტორი, რომლის მფლობელიც ოფშორში რეგისტრირებულია კომპანიაა, ამიტომ საბოლოო ბენეფიციარის მიკვლევა რთულია.