პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ანაკლია სითიმ“ სხვადასხვა მიმართულებით ტენდერები გამოაცხადა
„ანაკლია სითიმ“ სხვადასხვა მიმართულებით ტენდერები გამოაცხადა

„ანაკ­ლია სითი“ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კომ­პა­ნი­ი­დან აც­ნო­ბეს, ანაკ­ლი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის(სეზ) გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, დე­ტა­ლუ­რი სა­მუ­შო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტენ­დერე­ბი გა­მო­ცხად­და, კერ­ძოდ, კი ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მი­სა და გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე.

„ახალ ეტაპს წინ უძღვო­და ეკო­ნო­მი­კურ კვლე­ვა­სა და ანაკ­ლი­ის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბით დო­კუ­მენტზე მუ­შა­ო­ბა. აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში წა­რად­გე­ნენ და მას­ზე ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შობ­დნენ: “ანაკ­ლია სითი“, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი კომ­პა­ნია, BuroHappold Engineering-ი და ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის სფე­რო­ში მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი კონ­სულ­ტან­ტი კომ­პა­ნია Moffat & Nichol-ი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს: ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­დო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვა, მო­თხოვ­ნის ანა­ლი­ზი და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტი.

„ანაკ­ლია სი­თის“ მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე ტენ­დერე­ბი მო­ი­ცავს: 1. არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და სა­ინ­ჟინ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა (ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მის და მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა). 2. ზღვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლის და ანაკ­ლი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბა.

ტენ­დერე­ბი ღიაა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია პლატ­ფორ­მა­ზე www.etenders.ge. ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნულ პლატ­ფორ­მა­ზე უნდა და­რე­გის­ტრირ­დნენ“, - ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან 2016 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ ანაკ­ლი­ა­ში ახორ­ცი­ე­ლებს შავი ზღვის ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექტს. ანაკ­ლი­ის პორ­ტის მიმ­დე­ბა­რედ, იგეგ­მე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­ას­რუ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ანაკ­ლი­ის, რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კვან­ძის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

„ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლის სამ­შე­ნებ­ლო ეტა­პი 2017 წელს და­ი­წყო, ამ­ჯე­რად მას­შტა­ბუ­რი სა­ზღვაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პორ­ტის ამოქ­მე­დე­ბა და პირ­ვე­ლი გე­მის მი­ღე­ბა 2020 წელს იგეგ­მე­ბა. ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის სა­კონ­ტე­ი­ნე­რო ტერ­მი­ნა­ლის ოპე­რა­ტო­რი ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია SSA Marine-ი იქ­ნე­ბა.

ამავდრო­უ­ლად, ქა­ლაქ ანაკ­ლი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­გლებ­ში, „ანაკ­ლია სითი“ გა­ნაგ­რძობს ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის შე­მოკ­რე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით რო­გორც ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას“, - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

„ანაკლია სითიმ“ სხვადასხვა მიმართულებით ტენდერები გამოაცხადა

„ანაკლია სითიმ“ სხვადასხვა მიმართულებით ტენდერები გამოაცხადა

„ანაკლია სითი“ პროექტის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ანაკლიაში სპეციალური ეკონომიკური ზონის(სეზ) განვითარებისთვის, დეტალური სამუშოების მიმართულებით ტენდერები გამოცხადდა, კერძოდ, კი ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავებაზე.

„ახალ ეტაპს წინ უძღვოდა ეკონომიკურ კვლევასა და ანაკლიის კონცეპტუალურ ქალაქგეგმარებით დოკუმენტზე მუშაობა. აღნიშნულ კვლევას უახლოეს მომავალში წარადგენენ და მასზე ბოლო 6 თვის განმავლობაში მუშობდნენ: “ანაკლია სითი“, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ბრიტანული კომპანია, BuroHappold Engineering-ი და ურბანული დაგეგმარების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული კონსულტანტი კომპანია Moffat & Nichol-ი. აღნიშნული კომპანიების საერთაშორისო ექსპერტებმა მოამზადეს: ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განხორციელებადობის ეკონომიკური კვლევა, მოთხოვნის ანალიზი და კონცეპტუალური ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი.

„ანაკლია სითის“ მიერ გამოცხადებული მიმდინარე ტენდერები მოიცავს: 1. არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება (ურბანული განვითარებისა და რეგულირების გეგმის და მშენებლობის ნებართვა). 2. ზღვიდან ამოღებული მასალის განთავსების ადგილის და ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება.

ტენდერები ღიაა და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია პლატფორმაზე www.etenders.ge. ტენდერში მონაწილეობის მსურველები აღნიშნულ პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობასთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების საფუძველზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიაში ახორციელებს შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტს. ანაკლიის პორტის მიმდებარედ, იგეგმება სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რომელიც შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ანაკლიის, როგორც რეგიონული ეკონომიკური კვანძის განვითარებაში.

„ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე, რომლის სამშენებლო ეტაპი 2017 წელს დაიწყო, ამჯერად მასშტაბური საზღვაო სამუშაოები მიმდინარეობს. პორტის ამოქმედება და პირველი გემის მიღება 2020 წელს იგეგმება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი იქნება.

ამავდროულად, ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარების ფარგლებში, „ანაკლია სითი“ განაგრძობს ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების შემოკრებას და საერთაშორისო მასშტაბით როგორც ანაკლიის პროექტის, ასევე საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების წარმოჩენას“, - აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი