მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სვეტის" ხელმძღვანელები მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა 3 356 385 მილიონ ლარს" - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
"სვეტის" ხელმძღვანელები მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა 3 356 385 მილიონ ლარს" - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია „სვე­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მიმ­დი­ნა­რე წლის 3 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის (თაღ­ლი­თო­ბა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით სხვი­სი ნივ­თის და­უფ­ლე­ბა მო­ტყუ­ე­ბით) ჩა­დე­ნი­სათ­ვის სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "სვე­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი გ.ჯ. (გივი ჯიბ­ლა­ძე) და თ. ჯ. (თორ­ნი­კე ჯა­ნე­ლი­ძე) და­ა­კა­ვეს.

მო­გახ­სე­ნებთ, რომ დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „სვე­ტის“ მე­ნა­შე­ნე­თა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2018 წლის 29 მა­ისს, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ მშე­ნე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად მო­ქა­ლა­ქე­თა მიერ გა­დახ­დი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გ.ჯ.-მ და თ.ჯ.-მ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­ნიზ­რა­ხეს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­თა კუთ­ვნილ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხებს. სწო­რედ ამ მიზ­ნით, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „სვე­ტის“ მიერ 2016 წლის და­სა­წყის­ში და­ა­ნონსდა მას­შტა­ბუ­რი ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა ისე, რომ კომ­პა­ნი­ას მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვე­ბი არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.

დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მო­სა­ზი­დად, ჩა­ტარ­და აქ­ტი­უ­რი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­აც, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რი­თაც მოხ­და ბი­ნის შე­ძე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ასე­ვე, სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ზიდ­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მხო­ლოდ ერთ ობი­ექ­ტზე, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გ.ჯ. და თ.ჯ. მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფლნენ მე­ნა­შე­ნე­თა კუთ­ვნილ თან­ხას 3 356 385 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში 5 000-ზე მეტი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­და. მათ შო­რის ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­მო­ი­კი­თხა 2000-ზე მეტი მე­ნა­შე­ნე და საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პირი.

ამო­ღე­ბუ­ლია დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნია „სვეტ­თან“ კავ­შირ­ში მყო­ფი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის: შპს „სვე­ტი დე­ვე­ლოპ­მენ­ტის“, შპს „სვე­ტის“, შპს „სვე­ტი ჯგუ­ფის“, შპს „სვე­ტი ნუ­ცუ­ბი­ძის“ და შპს „ვან­კონ­სტრაქ­შე­ნის“ სა­ბუ­ღალ­ტრო და იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ­ლებ­ზეც და­ი­ნიშ­ნა თე­მა­ტუ­რი შე­მოწ­მე­ბა და რე­ვი­ზია. პა­რა­ლე­ლუ­რად, კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ ქა­ლაქ თბი­ლის­ში (მირ­ცხუ­ლა­ვას ქუჩა N9/11, ჭყონ­დი­დე­ლის ქუჩა N22, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუჩა N125, წე­რეთ­ლის გამზ. N27) და ქა­ლაქ ბა­თუმ­ში (თა­მარ მე­ფის ქუჩა N1) მშე­ნე­ბა­რე ობი­ექ­ტებ­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, და­ი­ნიშ­ნა და ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ინ­ჟინ­რო - ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

ამ ეტაპ­ზე, აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის და და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თა გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით.

შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „სვე­ტის“ ყვე­ლა მე­ნა­შე­ნე, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად მი­ად­გათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი, ცნო­ბილ იქ­ნე­ბი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბად“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სვეტის" ხელმძღვანელები მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა 3 356 385 მილიონ ლარს" - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

"სვეტის" ხელმძღვანელები მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა 3 356 385 მილიონ ლარს" - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენისათვის სამშენებლო კომპანია "სვეტის“ ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. (გივი ჯიბლაძე) და თ. ჯ. (თორნიკე ჯანელიძე) დააკავეს.

მოგახსენებთ, რომ დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს, გამოძიება დაიწყო აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა გ.ჯ.-მ და თ.ჯ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. სწორედ ამ მიზნით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მიერ 2016 წლის დასაწყისში დაანონსდა მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტების დაწყება ისე, რომ კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ ჰქონდა მიღებული.

დიდი ოდენობით თანხის მოსაზიდად, ჩატარდა აქტიური სარეკლამო კამპანიაც, მათ შორის სოციალური ქსელების გამოყენებით, რითაც მოხდა ბინის შეძენით დაინტერესებული როგორც ადგილობრივი ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოზიდვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გ.ჯ. და თ.ჯ. მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

გამოძიების პროცესში 5 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 2000-ზე მეტი მენაშენე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი.

ამოღებულია დეველოპერულ კომპანია „სვეტთან“ კავშირში მყოფი ორგანიზაციების: შპს „სვეტი დეველოპმენტის“, შპს „სვეტის“, შპს „სვეტი ჯგუფის“, შპს „სვეტი ნუცუბიძის“ და შპს „ვანკონსტრაქშენის“ საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებზეც დაინიშნა თემატური შემოწმება და რევიზია. პარალელურად, კომპანიების მიერ ქალაქ თბილისში (მირცხულავას ქუჩა N9/11, ჭყონდიდელის ქუჩა N22, ნუცუბიძის ქუჩა N125, წერეთლის გამზ. N27) და ქალაქ ბათუმში (თამარ მეფის ქუჩა N1) მშენებარე ობიექტებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით, დაინიშნა და ამჟამადაც მიმდინარეობს საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზები.

ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ზემოხსენებული კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესში ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ ყველა მენაშენე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიადგათ მატერიალური ზიანი, ცნობილ იქნებიან დაზარალებულებად“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს