სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში დატოვებენ
ვანო მერაბიშვილს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში დატოვებენ

შს ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს დღეს სა­ვა­რა­უ­დოდ, "მე­დიქ­ლაბ ჯორ­ჯი­ა­ში" და­ტო­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ექი­მე­ბი გეგ­მა­ვენ სხვა­დას­ხვა კვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტა­რონ, რათა გა­არ­კვი­ონ, რა­ტომ გახ­და შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ცუ­დად. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და რო­გორც კლი­ნი­კის მთა­ვარ ექიმ­თან, ასე­ვე დი­რექ­ტორ­თან.

"ვე­სა­უბ­რე მთა­ვარ ექიმს და გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს. მათ მი­თხრეს, რომ დღეს მე­რა­ბიშ­ვილ­თან შევა სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის რამ­დე­ნი­მე ექი­მი, მოხ­დე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი, ახა­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან ჰორ­ნე­რის სინ­დრომ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არის დად­გე­ნი­ლი, რამ გა­მო­იწ­ვია ეს სინ­დრო­მი - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ან შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ტოქ­სი­კა­ცია. ჩვენ არ გად­მოგ­ვცე­მია წინა კვლე­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, არ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეს კვლე­ვე­ბი უცხო­ეთ­ში გა­დაგ­ვეგ­ზავ­ნა. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ დღის ბო­ლომ­დე მოგ­ვაწ­ვდი­ან „ავერ­სის“ კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის პა­სუ­ხებს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ კლი­ნი­კი­დან მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაყ­ვა­ნა არ მოხ­დე­ბა, რო­გორც წინა შემ­თხვე­ვებ­ში მოხ­და, რომ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით მიჰ­ყავ­დათ და მერე უკან აბ­რუ­ნებ­დნენ. იმე­დია, სრუ­ლად გა­მო­იკ­ვლე­ვენ და მი­ნი­მუმ დი­აგ­ნოზს მა­ინც გვე­ტყვი­ან, რა სჭირს ამ ადა­მი­ანს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გვი­თხრას, რომ ისი­ნი უძ­ლუ­რე­ბი არი­ან, არ შე­უძ­ლი­ათ დი­აგ­ნო­ზის დას­მა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჩი­ვი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის თქმით, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­სა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბე­ბი მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დღეს არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი და ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გოა.

"არა­თუ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბამ, გუ­შინ მო­ვის­მი­ნე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბე­ბიც, სა­დაც ის გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს სა­ერ­თოდ არა­ფე­რი სჭირს. ისიც კი გვი­თხრა, რომ ექი­მე­ბი უწე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას, ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­ზე კვლე­ვე­ბი არ ჩა­ი­ტა­როს. ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სულ რა­ღაც 8 სა­ათ­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი გად­მო­იყ­ვა­ნეს სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში, სა­დაც კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა და ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ და­ად­გი­ნონ მი­ზე­ზი და დი­აგ­ნო­ზი, რა­ტო­მაა მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცუ­დად. შე­სა­ბა­მი­სად, ეს არის ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი. რან­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ისი­ნი აპი­რე­ბენ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ტო­ვე­ბას დღეს ამ კლინ­კა­ში, რათა ერთხელ მა­ინც მოხ­დეს სრულ­ყო­ფი­ლად მისი გა­მოკ­ვლე­ვა და რა­ი­მე შე­დე­გის და­დე­ბა. ამი­ტომ ის გან­ცხა­დე­ბა, რომ თით­ქოს­და მე­რა­ბიშ­ვი­ლი კარ­გად გრძნობს თავს სხვა დღე­ებ­თან შე­და­რე­ბით, უხერ­ხუ­ლი და ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გოა", - აღ­ნიშ­ნა ჩი­ვი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ვანო მერაბიშვილს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში დატოვებენ

ვანო მერაბიშვილს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში დატოვებენ

შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს დღეს სავარაუდოდ, "მედიქლაბ ჯორჯიაში" დატოვებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ექიმები გეგმავენ სხვადასხვა კვლევები ჩაუტარონ, რათა გაარკვიონ, რატომ გახდა შს ყოფილი მინისტრი ცუდად. ადვოკატის ინფორმაციით, მას კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის მთავარ ექიმთან, ასევე დირექტორთან.

"ვესაუბრე მთავარ ექიმს და გენერალურ დირექტორს. მათ მითხრეს, რომ დღეს მერაბიშვილთან შევა სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ექიმი, მოხდება სრულყოფილი, ახალი კვლევის ჩატარება, ვინაიდან ჰორნერის სინდრომთან დაკავშირებით არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია ეს სინდრომი - ეს შეიძლება იყოს სიმსივნური დაავადებები, ან შეიძლება იყოს ინტოქსიკაცია. ჩვენ არ გადმოგვცემია წინა კვლევების პასუხები და შესაბამისად, არ მოგვეცა შესაძლებლობა ეს კვლევები უცხოეთში გადაგვეგზავნა. იმედს ვიტოვებ, რომ დღის ბოლომდე მოგვაწვდიან „ავერსის“ კლინიკაში ჩატარებული კვლევების პასუხებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ კლინიკიდან მერაბიშვილის გაყვანა არ მოხდება, როგორც წინა შემთხვევებში მოხდა, რომ ნახევარი საათით მიჰყავდათ და მერე უკან აბრუნებდნენ. იმედია, სრულად გამოიკვლევენ და მინიმუმ დიაგნოზს მაინც გვეტყვიან, რა სჭირს ამ ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, რომ ისინი უძლურები არიან, არ შეუძლიათ დიაგნოზის დასმა და მერაბიშვილის მკურნალობა", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებები მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დღეს არსებულ ვითარებასთან შედარებით ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგოა.

"არათუ სასჯელაღსრულებამ, გუშინ მოვისმინე იუსტიციის მინისტრის განცხადებებიც, სადაც ის გვეუბნებოდა, რომ ივანე მერაბიშვილს საერთოდ არაფერი სჭირს. ისიც კი გვითხრა, რომ ექიმები უწევენ რეკომენდაციას, ინტოქსიკაციაზე კვლევები არ ჩაიტაროს. ამ განცხადების შემდეგ სულ რაღაც 8 საათში მერაბიშვილი გადმოიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში, სადაც კვლევები უტარდება და ექიმები ცდილობენ დაადგინონ მიზეზი და დიაგნოზი, რატომაა მერაბიშვილი ცუდად. შესაბამისად, ეს არის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. რანდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი აპირებენ მერაბიშვილის დატოვებას დღეს ამ კლინკაში, რათა ერთხელ მაინც მოხდეს სრულყოფილად მისი გამოკვლევა და რაიმე შედეგის დადება. ამიტომ ის განცხადება, რომ თითქოსდა მერაბიშვილი კარგად გრძნობს თავს სხვა დღეებთან შედარებით, უხერხული და ურთიერთსაწინააღმდეგოა", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს