სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას თამარ სანიკიძე
სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას თამარ სანიკიძე

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ სა­ნი­კი­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ველ ვრცელ კო­მენ­ტარს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" აკე­თებს. სა­ნი­კი­ძის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი არ ჰქონ­და და გან­ცხა­დე­ბით მან თა­ვად მი­მარ­თა.

„პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რაც უნდა გან­ვმარ­ტოთ არის ის, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს ჩვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი არ ჰქონ­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­და ჩვე­ნი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ჩვენ მივ­მარ­თეთ სა­მი­ნის­ტროს და დავ­წე­რეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან წას­ვლა­ზე იმი­ტომ, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი არის კა­ნონ­ში გა­წე­რი­ლი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე ხალ­ხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ მომ­ხდა­რა.

ჩემი პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის და­წე­რის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და ის, რომ არ იყო მი­ნის­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თი პრო­ცე­სი. მე ვერ და­ვი­ნა­ხე მის ხედ­ვა­ში რა იგუ­ლის­ხმე­ბო­და, ასე­ვე ცენ­ტრის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ, რომ ამ პრო­ცე­სებს ჩა­მოვ­შო­რე­ბო­დი. მი­ნისტრს ალ­ბათ, აქვს გარ­კვე­უ­ლი ხედ­ვა და უნდა იმ გუნდთან მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­თა­ნაც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობს“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ნი­კი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მის სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, სა­ნი­კი­ძე ამ­ბობს, რომ აქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან და ის გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში დარ­ჩე­ბა.

„ჯერ­ჯე­რო­ბით ვყა­ლიბ­დე­ბი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით და რო­გორ მინ­და მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ამ ეტაპ­ზე რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, არის ის, რომ სფე­როს ნამ­დვი­ლად არ შე­ვიც­ლი, რად­გან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და და ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ამ გა­მოც­დი­ლე­ბის ისევ ამ სფე­რო­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად სად, ამა­ზე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი.

სა­ექ­სპერ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბით ისე­დაც და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ევ­რო­საბ­ჭოს ექ­სპერ­ტი ვარ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ნა­წილ­ში, აქ მუ­შა­ო­ბას ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვაგ­რძე­ლებ; რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, აქ ალ­ბათ, ჯერ კი­დევ უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე. პერ­მა­ნენ­ტუ­ლი სა­მუ­შა­ოს სფე­რო და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცია ჯერ არ შე­მირ­ჩე­ვია. არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­მი­ღია. სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ჩემი დაბ­რუ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 2018 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მო­ად­გი­ლე­ე­ბი თე­მურ მურ­ღუ­ლია და ლია გი­გა­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. ამა­ვე დღეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მა­ნა­ნა მი­ქა­ბე­რი­ძე, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი მაია მი­ნი­ნოშ­ვი­ლი.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას უწყე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი დახ­ვდა. კერ­ძოდ, მისი თქმით, პრობ­ლე­მე­ბი იყო გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­თან და სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ ტექ­ნი­კურ სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ehh
0

ეს ქალი ყოფილა სრული უცოდინარი, ამპარტავანი და უსაფუძვლოდ ამბიციური, არაფრით არ შეიძლება ასეთი ადამიანის თანამდებობაზე ყოფნა, დაუშვებელი და დამღუპველია საქმისთვის და ქვეყნისთვის 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას თამარ სანიკიძე

სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას თამარ სანიკიძე

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ ვრცელ კომენტარს "ინტერპრესნიუსთან" აკეთებს. სანიკიძის თქმით, განათლების მინისტრს მისი გათავისუფლების საფუძვლები არ ჰქონდა და განცხადებით მან თავად მიმართა.

„პირველი და მნიშვნელოვანი, რაც უნდა განვმარტოთ არის ის, რომ განათლების მინისტრს ჩვენი გათავისუფლების საფუძვლები არ ჰქონდა. გათავისუფლება მოხდა ჩვენივე გადაწყვეტილების ფარგლებში. გათავისუფლებისთვის ჩვენ მივმართეთ სამინისტროს და დავწერეთ განცხადებები პოზიციებიდან წასვლაზე იმიტომ, რომ ხელმძღვანელების გათავისუფლების საფუძვლები არის კანონში გაწერილი და ამის საფუძველზე ხალხის გათავისუფლება არ მომხდარა.

ჩემი პირადი განცხადების დაწერის საფუძველი გახდა ის, რომ არ იყო მინისტრთან თანამშრომლობითი პროცესი. მე ვერ დავინახე მის ხედვაში რა იგულისხმებოდა, ასევე ცენტრის განვითარების ეტაპები, აქედან გამომდინარე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ პროცესებს ჩამოვშორებოდი. მინისტრს ალბათ, აქვს გარკვეული ხედვა და უნდა იმ გუნდთან მუშაობა, რომელთანაც თავს კომფორტულად იგრძნობს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სანიკიძემ.

რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, სანიკიძე ამბობს, რომ აქვს შემოთავაზება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ის განათლების სფეროში დარჩება.

„ჯერჯერობით ვყალიბდები, რა მიმართულებით და როგორ მინდა მუშაობის გაგრძელება. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ სფეროს ნამდვილად არ შევიცლი, რადგან დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოცდილების ისევ ამ სფეროში გამოყენება. კონკრეტულად სად, ამაზე უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდები.

საექსპერტო საქმიანობით ისედაც დაკავებული ვიყავი, ევროსაბჭოს ექსპერტი ვარ უმაღლესი განათლების რეფორმის ნაწილში, აქ მუშაობას ჩვეულებრივად ვაგრძელებ; რაც შეეხება პედაგოგიურ საქმიანობას, აქ ალბათ, ჯერ კიდევ უნდა ჩამოვყალიბდე. პერმანენტული სამუშაოს სფერო და კონკრეტული პოზიცია ჯერ არ შემირჩევია. არის შემოთავაზებები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა გადაწყვეტილება არ მიმიღია. სახელმწიფო სამსახურში ჩემი დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია“, - განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, 2018 წლის 10 სექტემბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამავე დღეს გაათავისუფლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მინინოშვილი.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მას უწყებაში პრობლემები დახვდა. კერძოდ, მისი თქმით, პრობლემები იყო გრიფირების პროცესთან და სკოლებში არსებულ ტექნიკურ სხვადასხვა დარღვევებთან დაკავშირებით.

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე

როგორ და სად უნდა დაგეგმოთ ზაფხულში ბავშვებთან ერთად დასვენება - პაატა იმნაძის განმარტება კითხვაზე

"პლაჟებზე დაცული უნდა იყოს ფიზიკური დისტანცირება" - ხათუნა ზახაშვილის რეკომენდაციები საზღვაო სეზონთან დაკავშირებით