პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, გახარია... - ვინ დაჰპირდა ივანიშვილს კომპრომატების დადებას ქუმსიშვილზე და ვინ აკონტროლებს პროკურატურას?
მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, გახარია... - ვინ დაჰპირდა ივანიშვილს კომპრომატების დადებას ქუმსიშვილზე და ვინ აკონტროლებს პროკურატურას?

"პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" სტამ­ბა­ში (შპს "კო­ლორ­პა­კი") პრო­კუ­რა­ტუ­რის შეს­ვლამ ძა­ლი­ან დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და მე­დი­ა­რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. რას ეძებს პრო­კუ­რა­ტუ­რა "კო­ლორ­პაკ­ში" და რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო სტამ­ბის 4 წლის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­თხოვ­ნა, ამა­ზე ამ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბას მხო­ლოდ ზო­გა­დი პა­სუ­ხი აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა, რომ­ლებ­მაც ეს თემა აქ­ტი­უ­რად გა­ა­შუ­ქეს, პრო­კუ­რა­ტუ­რის სტამ­ბა­ში შეს­ვლა პირ­და­პირ და­უ­კავ­ში­რეს ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის გარ­შე­მო ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნებს და უკვე მე­რამ­დე­ნედ და­ის­ვა კი­თხვა - და­ი­ჭე­რენ თუ არა ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს? ან თუ და­სა­ჭე­რია რა­ტომ არ იჭე­რენ? რა თქმა უნდა, თუ რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას კა­ნონს და­არ­ღვევს, მან სრუ­ლი სიმ­კაც­რით უნდა აგოს პა­სუ­ხი. თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, სა­უ­ბა­რი იმა­ზე, ვინ რო­მე­ლი კა­ნო­ნი და­არ­ღვია, უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფაქ­ტებს... ვნა­ხოთ, რა­ი­მე კონ­კრე­ტულ ფაქტს წა­რუდ­გენს თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ქუმ­სიშ­ვილს - ის ჯერ მი­ნიშ­ნე­ბე­ბით სა­უბ­რობს.

21 სექ­ტემ­ბერს ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი შავი პი­ა­რი და­უ­კავ­ში­რა "სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე გამ­დიდ­რე­ბის მო­სურ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის არა­ჯან­საღ ინ­ტე­რე­სებს" და თქვა, რომ მისი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ბღალ­ვას ად­რეც და ახ­ლაც ცდი­ლო­ბენ. ცი­ტა­ტა: "სხვა­დას­ხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ჯგუ­ფე­ბი, მათ შო­რის ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი" ცი­ტა­ტის და­სა­რუ­ლი.

ვინ იგუ­ლის­ხმე­ბა "ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­ში", ქუმ­სიშ­ვილს არ უთ­ქვამს. თუმ­ცა ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც სარ­წმუ­ნო წყა­რომ მოგ­ვა­წო­და, მეტ-ნაკ­ლე­ბად სრუ­ლი სუ­რა­თის და­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

მას შემ­დეგ რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტი სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ვი­და და მთავ­რო­ბი­დან კვი­რი­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი ივა­ნიშ­ვილ­მა გა­უშ­ვა, ადა­მი­ან­თა ჯგუფ­მა, რო­მელ­თაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა აქვთ, გა­და­წყვი­ტა კვი­რი­კაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვის უახ­ლო­ე­სი წევ­რის დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ძირ­ვა. ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე სხვა ადა­მი­ან­თან ერ­თად, ესე­ნი არი­ან - ერთი მხრივ, უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი და ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და მე­ო­რე მხრივ, შს მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია.

რა­ტომ და­უ­პი­რის­პირ­დნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და ქუმ­სიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს, ეს ალ­ბათ, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სხვა სტა­ტი­ის თე­მაა. თუმ­ცა ერთ ფაქ­ტორ­ზე უკვე შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ. ცნო­ბი­ლია, რომ უჩა მა­მა­ცაშ­ვი­ლი და ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე მე­გობ­რე­ბი და საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან. სარ­წმუ­ნო წყა­როს ცნო­ბით, მა­შინ რო­დე­საც ქუმ­სიშ­ვი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, ფარ­ცხა­ლა­ძე სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რას, ასე­ვე ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას (აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა შე­დე­გით...), რო­მე­ლიც ფორ­მა­ლუ­რად ფი­ნანსთა მი­ნისტრს ემორ­ჩი­ლე­ბო­და, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი იყო ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის ბრძა­ნე­ბებ­ზე და მას სწო­რედ ფარ­ცხა­ლა­ძის კად­რი გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი ედგა სა­თა­ვე­ში.

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, ქუმ­სიშ­ვილ­მა შეძ­ლო ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს რე­ა­ლუ­რი მარ­თვის ქვეშ და ფარ­ცხა­ლა­ძე გვერ­დზე გას­წია. ბა­დაშ­ვი­ლი მა­შინ­ვე გა­და­იყ­ვა­ნეს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლედ, სა­დაც ამ დრომ­დე მუ­შა­ობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ­ჟა­მად მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას ისევ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და მისი სან­დო ადა­მი­ა­ნე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ და იქ და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე პრო­ცე­სი ვი­თარ­დე­ბა, რაც ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღვწე­რეთ. შალ­ვა თა­დუ­მა­ძე, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რია, რე­ა­ლუ­რად კად­რე­ბის და­ნიშ­ვნა-გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც კი ვერ იღებს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მა­მუ­კა ვა­სა­ძის გა­რე­შე (მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე). შალ­ვა თა­დუ­მა­ძე ცდი­ლობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით მი­ი­ღოს რე­ა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლი დახ­მა­რე­ბას ჰპირ­დე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რა­დაა - თა­დუ­მა­ძეს წი­თე­ლი ხა­ზის იქით არ უშ­ვე­ბენ...

სარ­წმუ­ნო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი და სა­ვა­რა­უ­დოდ კი­დევ ერთი სხვა გავ­ლე­ნი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბა, ად­რეც ცდი­ლობ­დნენ ივა­ნიშ­ვი­ლის დარ­წმუ­ნე­ბას იმა­ში, რომ ქუმ­სიშ­ვილ­ზე(რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თერთ ფა­ვო­რი­ტად ით­ვლე­ბო­და) კო­რუფ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი კომ­პრო­მა­ტე­ბი არ­სე­ბობ­და. ისი­ნი, მა­ნამ­დეც, სა­ნამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კვი­რი­კაშ­ვილს და მის გუნდს გა­უშ­ვებ­და, თა­ვი­სი "სა­ინ­ფორ­მა­ციო პა­ი­კე­ბის" მეშ­ვე­ო­ბით, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს მუდ­მი­ვად "უგ­დებ­დნენ" თე­მებს, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ქუმ­სიშ­ვილ­ზე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სტე­რე­ო­ტი­პის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. კვი­რი­კაშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ კი, ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ზე, რო­გორც კვი­რი­კაშ­ვი­ლის, ასე­ვე ქუმ­სიშ­ვი­ლის უკვე და­უ­ფა­რა­ვი და აშ­კა­რა "გა­შა­ვე­ბის" რა­უნ­დე­ბი და­ი­წყო...სწო­რედ ერ­თერ­თი ასე­თი რა­უნ­დი­სას, ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პი­რებს და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი რამ მოს­თხო­ვა, რომ თუ ამ­ბობთ, რომ ქუმ­სიშ­ვილ­ზე არ­სე­ბობს კომ­პრო­მა­ტი, მო­მი­ტა­ნეთ ის კომ­პრო­მა­ტი! ამის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამუ­შავ­და...

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბოლო 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მოს­თხო­ვა აღ­ნიშ­ნულ პი­რებს კომ­პრო­მა­ტე­ბის წარ­დგე­ნა ქუმ­სიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო, მო­ის­მი­ნა მხო­ლოდ ზო­გა­დი და­პი­რე­ბა, რომ "აი, ხვალ-ზეგ" გა­მო­ძი­ე­ბა და­ნა­შა­უ­ლის კვალ­ზე გა­ვი­დო­და.

მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი, შემ­დეგ სუ­რათს ქმნის: ივა­ნიშ­ვი­ლი კი­თხუ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბის ამ­ბებს, ითხოვს და­პი­რე­ბულ კომ­პრო­მა­ტებს, სა­მარ­თალ­დამ­ცველ უწყე­ბას კი რა­ი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი კომ­პრო­მა­ტი რო­გორც ჩანს, არ აქვს და რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამ ნი­ა­დაგ­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რას პა­ნი­კა და­ე­მარ­თა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ქუმსოო
0

პეისერა ბანკი და მორიგი აფიორა :) ჯიგაარ :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, გახარია... - ვინ დაჰპირდა ივანიშვილს კომპრომატების დადებას ქუმსიშვილზე და ვინ აკონტროლებს პროკურატურას?

მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, გახარია... - ვინ დაჰპირდა ივანიშვილს კომპრომატების დადებას ქუმსიშვილზე და ვინ აკონტროლებს პროკურატურას?

"პალიტრამედიის" სტამბაში (შპს "კოლორპაკი") პროკურატურის შესვლამ ძალიან დიდი საზოგადოებრივი და მედიარეზონანსი გამოიწვია. რას ეძებს პროკურატურა "კოლორპაკში" და რატომ გახდა საჭირო სტამბის 4 წლის დოკუმენტაციის მოთხოვნა, ამაზე ამ სამართალდამცავ უწყებას მხოლოდ ზოგადი პასუხი აქვს. სამაგიეროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, რომლებმაც ეს თემა აქტიურად გააშუქეს, პროკურატურის სტამბაში შესვლა პირდაპირ დაუკავშირეს ყოფილი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენებს და უკვე მერამდენედ დაისვა კითხვა - დაიჭერენ თუ არა ყოფილ მაღალჩინოსანს? ან თუ დასაჭერია რატომ არ იჭერენ? რა თქმა უნდა, თუ რომელიმე ადამიანი თანამდებობაზე ყოფნისას კანონს დაარღვევს, მან სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. თუმცა მეორე მხრივ, საუბარი იმაზე, ვინ რომელი კანონი დაარღვია, უნდა ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს... ვნახოთ, რაიმე კონკრეტულ ფაქტს წარუდგენს თუ არა პროკურატურა საზოგადოებას. რაც შეეხება თავად ქუმსიშვილს - ის ჯერ მინიშნებებით საუბრობს.

21 სექტემბერს ერთ-ერთ კომენტარში ყოფილმა მინისტრმა მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი დაუკავშირა "სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების მოსურნე ადამიანების არაჯანსაღ ინტერესებს" და თქვა, რომ მისი რეპუტაციის შებღალვას ადრეც და ახლაც ცდილობენ. ციტატა: "სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები თუ ჯგუფები, მათ შორის ძალიან გავლენიანი ადამიანები" ციტატის დასარული.

ვინ იგულისხმება "ძალიან გავლენიან ადამიანებში", ქუმსიშვილს არ უთქვამს. თუმცა ის ინფორმაცია, რაც სარწმუნო წყარომ მოგვაწოდა, მეტ-ნაკლებად სრული სურათის დანახვის საშუალებას იძლევა.

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის კონფლიქტი სააშკარაოზე გამოვიდა და მთავრობიდან კვირიკაშვილი და მისი გუნდი ივანიშვილმა გაუშვა, ადამიანთა ჯგუფმა, რომელთაც ბიძინა ივანიშვილზე გარკვეული გავლენა აქვთ, გადაწყვიტა კვირიკაშვილის გარემოცვის უახლოესი წევრის დიმიტრი ქუმსიშვილის საბოლოოდ ჩაძირვა. ივანიშვილთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად, ესენი არიან - ერთი მხრივ, უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი და მეორე მხრივ, შს მინისტრი გიორგი გახარია.

რატომ დაუპირისპირდნენ ეს ადამიანები და ქუმსიშვილი ერთმანეთს, ეს ალბათ, ჟურნალისტური გამოძიების სხვა სტატიის თემაა. თუმცა ერთ ფაქტორზე უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ. ცნობილია, რომ უჩა მამაცაშვილი და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მეგობრები და საქმიანი პარტნიორები არიან. სარწმუნო წყაროს ცნობით, მაშინ როდესაც ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, ფარცხალაძე სრულად აკონტროლებდა როგორც პროკურატურას, ასევე ფინანსურ პოლიციას (აქედან გამომდინარე ყველა შედეგით...), რომელიც ფორმალურად ფინანსთა მინისტრს ემორჩილებოდა, თუმცა რეალურად, აბსოლუტურად დაქვემდებარებული იყო ოთარ ფარცხალაძის ბრძანებებზე და მას სწორედ ფარცხალაძის კადრი გიორგი ბადაშვილი ედგა სათავეში.

რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ, ივანიშვილის დახმარებით, ქუმსიშვილმა შეძლო ფინანსური პოლიციის დაბრუნება ფინანსთა სამინისტროს რეალური მართვის ქვეშ და ფარცხალაძე გვერდზე გასწია. ბადაშვილი მაშინვე გადაიყვანეს მთავარი პროკურორის მოადგილედ, სადაც ამ დრომდე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ სარწმუნო ინფორმაციით, ამჟამად მთავარ პროკურატურას ისევ ოთარ ფარცხალაძე და მისი სანდო ადამიანები აკონტროლებენ და იქ დაახლოებით იგივე პროცესი ვითარდება, რაც ფინანსურ პოლიციასთან დაკავშირებით აღვწერეთ. შალვა თადუმაძე, რომელიც მთავარი პროკურორია, რეალურად კადრების დანიშვნა-გათავისუფლების გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებს ოთარ ფარცხალაძის მარჯვენა ხელის მამუკა ვასაძის გარეშე (მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე). შალვა თადუმაძე ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მიიღოს რეალური ძალაუფლება, ივანიშვილი დახმარებას ჰპირდება, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურადაა - თადუმაძეს წითელი ხაზის იქით არ უშვებენ...

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ზემოთ ნახსენები ადამიანები და სავარაუდოდ კიდევ ერთი სხვა გავლენიანი დაჯგუფება, ადრეც ცდილობდნენ ივანიშვილის დარწმუნებას იმაში, რომ ქუმსიშვილზე(რომელიც იმ დროისთვის ივანიშვილის ერთერთ ფავორიტად ითვლებოდა) კორუფციასთან დაკავშირებით სერიოზული კომპრომატები არსებობდა. ისინი, მანამდეც, სანამ ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილს და მის გუნდს გაუშვებდა, თავისი "საინფორმაციო პაიკების" მეშვეობით, სხვადასხვა მედიასაშუალებებს მუდმივად "უგდებდნენ" თემებს, რომლის მთავარი მიზანი იყო ქუმსიშვილზე კორუმპირებული მაღალჩინოსნის სტერეოტიპის ჩამოყალიბება. კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ კი, ივანიშვილის კარზე, როგორც კვირიკაშვილის, ასევე ქუმსიშვილის უკვე დაუფარავი და აშკარა "გაშავების" რაუნდები დაიწყო...სწორედ ერთერთი ასეთი რაუნდისას, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ზემოხსენებულ პირებს დაახლოებით მსგავსი რამ მოსთხოვა, რომ თუ ამბობთ, რომ ქუმსიშვილზე არსებობს კომპრომატი, მომიტანეთ ის კომპრომატი! ამის შემდეგ პროკურატურა უკვე ოფიციალურად ამუშავდა...

ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 2 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოსთხოვა აღნიშნულ პირებს კომპრომატების წარდგენა ქუმსიშვილთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო, მოისმინა მხოლოდ ზოგადი დაპირება, რომ "აი, ხვალ-ზეგ" გამოძიება დანაშაულის კვალზე გავიდოდა.

მიმდინარე მოვლენების და არსებული ინფორმაციის ანალიზი, შემდეგ სურათს ქმნის: ივანიშვილი კითხულობს გამოძიების ამბებს, ითხოვს დაპირებულ კომპრომატებს, სამართალდამცველ უწყებას კი რაიმე ხელჩასაჭიდი კომპრომატი როგორც ჩანს, არ აქვს და რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ნიადაგზე პროკურატურას პანიკა დაემართა...წაიკითხეთ სრულად