მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ეწია შევარდნაძის ცნობილ ჭიქას, საიდანაც სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" დროს ჩაი დალია
რა ბედი ეწია შევარდნაძის ცნობილ ჭიქას, საიდანაც სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" დროს ჩაი დალია

ერთ თვე­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან" 15 წელი ხდე­ბა. ამ დღეს ოპო­ზი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში წი­თე­ლი ვარ­დით შე­იჭ­რა და ტრი­ბუ­ნას­თან მყოფ პრე­ზი­დენტ შე­ვარ­დნა­ძეს გა­დად­გო­მა მოს­თხო­ვა. მერე კი ტრი­ბუ­ნას­თან თა­ვად მი­იჭ­რა და შე­ვარ­დნა­ძის ჩაიც და­ლია. იმ დღის შემ­დეგ წი­თე­ლი ვარ­დი და ჩაის ჭიქა რე­ვო­ლუ­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა. ცოტა ხნის წინ ჩავ­წე­რეთ კაცი, რო­მე­ლიც იმ წი­თელ ვარდს წლე­ბია ჩარ­ჩო­ში ინა­ხავს და ეს ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი კობა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლია. ახლა კი გვინ­და გა­გაც­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც შე­ვარ­დნა­ძის ჩაის ჭიქა ქორ­წილ­ში სა­ჩუ­ქა­რად მი­ი­ღო და მას მერე ამ ნივთს მის­თვის უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

"შე­ვარ­დნა­ძის ცნო­ბი­ლი ჭიქა, რომ­ლი­და­ნაც მი­შამ 2003 წელს პარ­ლა­მენ­ტში ჩაი და­ლია, 23 ნო­ემ­ბრი­დან ჩემ­თან ინა­ხე­ბა", - გვე­უბ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ­მე­დია ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე. ჭიქა, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით, რო­გორც ვთქვით, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" სიმ­ბო­ლო და უკვე რე­ლიკ­ვი­ა­ცაა. ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მოხ­ვდა ჟურ­ნა­ლის­ტის არ­ქივ­ში ეს ნივ­თი და რას ნიშ­ნავს გი­ორ­გის­თვის შე­ვარ­დნა­ძის ჭიქა, ამა­ზე დე­ტა­ლუ­რად Ambebi.ge-ს თა­ვად უამ­ბობს.

გი­ორ­გის ზუს­ტად იმ დღეს, 2003 წლის 23 ნო­ემ­ბერს ქორ­წი­ლი ჰქონ­და და მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც მა­შინ პარ­ლა­მენ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამის აღ­სა­ნიშ­ნად, ქორ­წილ­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო - ჭიქა აჩუ­ქა.

"სა­ერ­თოდ, სიმ­ბო­ლო­ებს დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ომ სწო­რედ მა­შინ შე­ი­ტყო, როცა შე­ვარ­დნა­ძე პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­იქ­ცა, ტრი­ბუ­ნას­თან კი ოპო­ზი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი ლი­დე­რი მი­ვი­და და მისი ჭი­ქი­დან ჩაი და­ლია", - ამ­ბობს გი­ორ­გი და რე­ვო­ლუ­ცი­ის სიმ­ბო­ლო­ებ­ზე სა­უ­ბარს გა­ნაგ­რძობს: "რო­გორც ვიცი, ყო­ფილ დე­პუ­ტატ­თან, კობა ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან ის წი­თე­ლი ვარ­დი ინა­ხე­ბა, რომ­ლი­თაც სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბაზ­ში შე­ვი­და... მე კი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მაქვს ჭიქა. რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, მა­ლე­ვე იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, შე­ვარ­დნა­ძის ჭიქა ერთი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის და­მეთ­მო, მაგ­რამ, ვერ გა­ვი­მე­ტე... სხვა­თა შო­რის, კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­ვე­დი და შე­ვარ­დნა­ძეს ვუ­თხა­რი იმის შე­სა­ხებ, რომ მისი ჭიქა მე მქონ­და. გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა, - შე­საძ­ლოა, ერთ დღეს ის ძა­ლი­ან ძვი­რად გა­ყი­დოო", - დას­ძენს გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე.

ჭი­ქას ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის­თვის უდი­დე­სი სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს, მისი თქმით, - ეს არის ნივ­თი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი პა­ტა­რა და მშვე­ნი­ე­რი ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეპი­ზოდს იტევს. ეს ხომ ორი პრე­ზი­დენ­ტის ფაქ­ტობ­რი­ვი გზა­გა­სა­ყა­რი და ახა­ლი ეპო­ქის და­სა­წყი­სია..."მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს, როცა მსგავ­სი სიმ­ბო­ლო­ე­ბი ვი­ღა­ცის­თვის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო გამ­ხდა­რა. იყო ფაქ­ტე­ბი, როცა მსოფ­ლიო ჰე­გე­მო­ნი­ის იდე­ით შე­პყრო­ბი­ლი ლი­დე­რე­ბი სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლოს ეძებ­დნენ და სწამ­დათ, ხელ­ში ჩა­იგ­დებ­დნენ, მი­ზან­საც მი­აღ­წევ­დნენ. რა თქმა უნდა, ვერ­ცხლის სად­გა­მი­ა­ნი ჩაის ჭიქა ჩემ­თვის უბ­რა­ლოდ, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ათ­ვლის წერ­ტი­ლია და ამ­დე­ნად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც", - აღ­ნიშ­ნავს რეს­პონ­დენ­ტი.

- იცო­და თუ არა მი­ხე­ილ სა­კაშ­ვილ­მა იმის შე­სა­ხებ, რომ შე­ვარ­დნა­ძის ჩაის ჭიქა, სა­ი­და­ნაც პრე­ზი­დენ­ტის ჩაი და­ლია, თქვენ­თან ინა­ხე­ბო­და?

- არ ვიცი, იცო­და თუ არა მი­შამ ამის შე­სა­ხებ, - მე არ მით­ქვამს, მაგ­რამ, რო­გორც გი­თხა­რით, შე­ვარ­დნა­ძე კი ნამ­დვი­ლად იყო საქ­მის კურ­სში.

- და­გი­ლე­ვი­ათ ამ ჭი­ქი­დან ჩაი, ან ვინ­მეს­თვის ხომ არ შე­გი­თა­ვა­ზე­ბი­ათ?

- სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­დეგ, ამ ჭი­ქი­დან ჩაი არა­სო­დეს არა­ვის და­უ­ლე­ვია. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მე და ჩემს ახლო მე­გობ­რებს პრე­ზი­დენ­ტო­ბის ამ­ბი­ცია არ გვაქვს. არც სხვის­თვის შე­მი­თა­ვა­ზე­ბია ჩაის და­ლე­ვა შე­ვარ­დნა­ძის ჭი­ქი­დან (ერთ-ორს კი და­ვა­ლე­ვი­ნებ­დი, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია, ამომ­რჩე­ველ­მა თვი­თონ გა­ა­კე­თოს არ­ჩე­ვა­ნი).

- შვი­ლებს, რო­გორ აუხ­სე­ნით ამ სიმ­ბო­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ?

- ანიმ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ბევ­რს კი­თხუ­ლობს, იცის, რო­გორც რე­ვო­ლუ­ცი­ის ამ სიმ­ბო­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც, ზო­გა­დად, მისი ის­ტო­რი­აც. ბარ­ბა­რე ჯერ მსგავ­სი ამ­ბე­ბი­სათ­ვის პა­ტა­რაა, სულ 6 წლის არის.

ბო­ლოს კი, აპი­რებს თუ არა გი­ორ­გი ამ ნივ­თის გა­ყიდ­ვას: "არა, არ ვფიქ­რობ, რომ მას გავ­ყი­დი, თუმ­ცა იცი, რაც არ იყი­დე­ბა, უფრო ძვი­რად იყი­დე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა ბედი ეწია შევარდნაძის ცნობილ ჭიქას, საიდანაც სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" დროს ჩაი დალია

რა ბედი ეწია შევარდნაძის ცნობილ ჭიქას, საიდანაც სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" დროს ჩაი დალია

ერთ თვეში "ვარდების რევოლუციიდან" 15 წელი ხდება. ამ დღეს ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წითელი ვარდით შეიჭრა და ტრიბუნასთან მყოფ პრეზიდენტ შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვა. მერე კი ტრიბუნასთან თავად მიიჭრა და შევარდნაძის ჩაიც დალია. იმ დღის შემდეგ წითელი ვარდი და ჩაის ჭიქა რევოლუციის სიმბოლოდ იქცა. ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ კაცი, რომელიც იმ წითელ ვარდს წლებია ჩარჩოში ინახავს და ეს ყოფილი დეპუტატი კობა ამირხანაშვილია. ახლა კი გვინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელმაც შევარდნაძის ჩაის ჭიქა ქორწილში საჩუქარად მიიღო და მას მერე ამ ნივთს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"შევარდნაძის ცნობილი ჭიქა, რომლიდანაც მიშამ 2003 წელს პარლამენტში ჩაი დალია, 23 ნოემბრიდან ჩემთან ინახება", - გვეუბნება ინტერნეტმედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე. ჭიქა, რომელიც დღესდღეობით, როგორც ვთქვით, "ვარდების რევოლუციის" სიმბოლო და უკვე რელიკვიაცაა. ალბათ საინტერესოა, როგორ მოხვდა ჟურნალისტის არქივში ეს ნივთი და რას ნიშნავს გიორგისთვის შევარდნაძის ჭიქა, ამაზე დეტალურად Ambebi.ge-ს თავად უამბობს.

გიორგის ზუსტად იმ დღეს, 2003 წლის 23 ნოემბერს ქორწილი ჰქონდა და მეგობარმა, რომელიც მაშინ პარლამენტში იმყოფებოდა, ამის აღსანიშნად, ქორწილში რევოლუციის მთავარი სიმბოლო - ჭიქა აჩუქა.

"საერთოდ, სიმბოლოებს დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. "ვარდების რევოლუციის" შესახებ მსოფლიომ სწორედ მაშინ შეიტყო, როცა შევარდნაძე პარლამენტიდან გაიქცა, ტრიბუნასთან კი ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მივიდა და მისი ჭიქიდან ჩაი დალია", - ამბობს გიორგი და რევოლუციის სიმბოლოებზე საუბარს განაგრძობს: "როგორც ვიცი, ყოფილ დეპუტატთან, კობა ამირხანაშვილთან ის წითელი ვარდი ინახება, რომლითაც სააკაშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა... მე კი, როგორც უკვე გითხარით, მაქვს ჭიქა. რევოლუციის შემდეგ, მალევე იყო შემოთავაზება, შევარდნაძის ჭიქა ერთი ცნობილი ადამიანისთვის დამეთმო, მაგრამ, ვერ გავიმეტე... სხვათა შორის, კრწანისის რეზიდენციაში მივედი და შევარდნაძეს ვუთხარი იმის შესახებ, რომ მისი ჭიქა მე მქონდა. გაიცინა და მითხრა, - შესაძლოა, ერთ დღეს ის ძალიან ძვირად გაყიდოო", - დასძენს გიორგი კაპანაძე.

ჭიქას ჩვენი რესპონდენტისთვის უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს, მისი თქმით, - ეს არის ნივთი, რომელიც ჩვენი პატარა და მშვენიერი ქვეყნის მნიშვნელოვან ეპიზოდს იტევს. ეს ხომ ორი პრეზიდენტის ფაქტობრივი გზაგასაყარი და ახალი ეპოქის დასაწყისია..."მსოფლიო ისტორიაში ბევრი მაგალითი არსებობს, როცა მსგავსი სიმბოლოები ვიღაცისთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა. იყო ფაქტები, როცა მსოფლიო ჰეგემონიის იდეით შეპყრობილი ლიდერები სხვადასხვა სიმბოლოს ეძებდნენ და სწამდათ, ხელში ჩაიგდებდნენ, მიზანსაც მიაღწევდნენ. რა თქმა უნდა, ვერცხლის სადგამიანი ჩაის ჭიქა ჩემთვის უბრალოდ, "ვარდების რევოლუციის" ათვლის წერტილია და ამდენად, მნიშვნელოვანიც", - აღნიშნავს რესპონდენტი.

- იცოდა თუ არა მიხეილ საკაშვილმა იმის შესახებ, რომ შევარდნაძის ჩაის ჭიქა, საიდანაც პრეზიდენტის ჩაი დალია, თქვენთან ინახებოდა?

- არ ვიცი, იცოდა თუ არა მიშამ ამის შესახებ, - მე არ მითქვამს, მაგრამ, როგორც გითხარით, შევარდნაძე კი ნამდვილად იყო საქმის კურსში.

- დაგილევიათ ამ ჭიქიდან ჩაი, ან ვინმესთვის ხომ არ შეგითავაზებიათ?

- სააკაშვილის შემდეგ, ამ ჭიქიდან ჩაი არასოდეს არავის დაულევია. ალბათ იმიტომ, რომ მე და ჩემს ახლო მეგობრებს პრეზიდენტობის ამბიცია არ გვაქვს. არც სხვისთვის შემითავაზებია ჩაის დალევა შევარდნაძის ჭიქიდან (ერთ-ორს კი დავალევინებდი, მაგრამ უმჯობესია, ამომრჩეველმა თვითონ გააკეთოს არჩევანი).

- შვილებს, როგორ აუხსენით ამ სიმბოლოს მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ?

- ანიმ, რომელიც საკმაოდ ბევრს კითხულობს, იცის, როგორც რევოლუციის ამ სიმბოლოს მნიშვნელობის შესახებაც, ზოგადად, მისი ისტორიაც. ბარბარე ჯერ მსგავსი ამბებისათვის პატარაა, სულ 6 წლის არის.

ბოლოს კი, აპირებს თუ არა გიორგი ამ ნივთის გაყიდვას: "არა, არ ვფიქრობ, რომ მას გავყიდი, თუმცა იცი, რაც არ იყიდება, უფრო ძვირად იყიდება".

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

დიდ დიღომში ერთ-ერთი საწყობის ეზოში ხანძარი გაჩნდა

"კომენტარებს ვაწყდები, თითქოს უამრავი დაავადება ჰქონდა და კორონა არ არსებობს, უტიფრები ხართ" - რას წერს COVID-19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილი