სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძმა ავარიაში დამეღუპა, მხოლოდ დედა დამრჩა..." - ავსტრიაში წარმატებული ქართველი, რომელიც რობოტებს ქმნის
"ძმა ავარიაში დამეღუპა, მხოლოდ დედა დამრჩა..." - ავსტრიაში წარმატებული ქართველი, რომელიც რობოტებს ქმნის

ნო­დარ აბ­რა­მიშ­ვი­ლი ავ­სტრი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­სა და შრო­მის შე­დე­გად, დღეს ერთ-ერთ ფირ­მა­ში, მთა­ვარ პროგ­რა­მის­ტად მუ­შა­ობს, სა­დაც მის შრო­მას აფა­სე­ბენ. მუ­შა­ო­ბა ისე და­ი­წყო, რო­გორც პრაქ­ტი­კან­ტმა, თუმ­ცა მა­ნამ­დე საქ­მი­ან, სო­ლი­დურ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე უარი თქვა. პრო­ფე­სი­უ­ლი ძი­ე­ბი­სა და პი­რა­დი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ნო­დარ აბ­რა­მიშ­ვი­ლი გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა:

- 7 წელ­ზე მე­ტია, ავ­სტრი­ა­ში ვცხოვ­რობ. თავ­და­პირ­ვე­ლად, რა თქმა უნდა, რთუ­ლი იყო - ენის ბა­რი­ე­რი მქონ­და. პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რი ვარ - სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ავ­სტრი­ა­ში ვე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე ჩა­ვა­ბა­რე (სპე­ცი­ა­ლო­ბა - რო­ბო­ტექ­ნი­კა და მიკ­რო­ე­ლექტრო­ნი­კა). ენის სწავ­ლა და­ვი­წყე, პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ო­ბაც მი­წევ­და, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლია... შემ­დეგ იქა­უ­რო­ბას საკ­მა­ოდ კარ­გად შე­ვე­გუე, რად­გან დახ­ვე­წი­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­რე­მოა. შრო­მა­სა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ, სას­წავ­ლე­ბე­ლიც ხელს გი­წყობს...

რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, ერთ-ერთი - "მი­ლი­არ­დი­ა­ნი ქა­ლა­ქის" პრო­ექ­ტი იყო, რაც ავ­სტრი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი ქა­ლა­ქის დაპ­რო­ექ­ტე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა მე­ვა­ლე­ბო­და. შემ­დეგ "აუ­დი­ში" პრაქ­ტი­კის გა­სავ­ლე­ლად გა­მიშ­ვეს - თვე­ნა­ხე­ვა­რი უნ­გრეთ­ში ვი­ცხოვ­რე, სა­დაც ევ­რო­პის მას­შტა­ბით, "აუ­დის" ერთ-ერთი დიდი სა­წარ­მოა. სხვა­თა შო­რის, შე­მომ­თა­ვა­ზეს, რომ სწავ­ლა უნ­გრეთ­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ იქ ცხოვ­რე­ბა ისე არ მხიბ­ლავ­და, რო­გორც - ვე­ნა­ში, ამი­ტომ ავ­სტრი­ა­ში დავ­ბრუნ­დი.

მერე, როცა უკვე სწავ­ლას ვას­რუ­ლებ­დი, "ფოლკს­ვა­გე­ნის" ქარ­ხა­ნა­ში, ბრა­ტის­ლა­ვა­ში ვი­ყა­ვი პრაქ­ტი­კებ­ზე. იქ მივ­ხვდი, რომ ეს ის საქ­მე არა­რის, რო­მე­ლიც მინ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვა­კე­თო. მეტ-ნაკ­ლე­ბად რუ­ტი­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რია, ყო­ველ­დღი­უ­რი სი­ახ­ლე ნაკ­ლე­ბია. ადა­მი­ა­ნე­ბი ძი­რი­თა­დად, ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლე­ბენ, რომ რო­ბო­ტექ­ნი­კამ გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ოს, ხდე­ბა გა­დაპ­როგ­რა­მი­რე­ბა და ა.შ. თა­ნაც, უკვე 3 წელი იყო გა­სუ­ლი, რაც ვე­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი და ამ ქა­ლაქ­მა ისე შე­მაყ­ვა­რა თავი, რომ სხვა­გან წას­ვლის სურ­ვი­ლი არ გამ­ჩე­ნია, ავ­სტრი­ა­ში კი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობს. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ფირ­მის ფი­ლი­ა­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც შე­კე­თე­ბას და მსგავს საქ­მე­ებს ემ­სა­ხუ­რე­ბა... გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა სრუ­ლი­ად შე­მეც­ვა­ლა და ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი, ჩემი თავი მთლი­ა­ნად ინ­ტერ­ნეტ ტექ­ნო­ლო­გი­ებს მი­ვუ­ძღვე­ნი.

- ამ სფე­როს­თან მა­ნამ­დე არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გქო­ნი­ათ?

- ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე მქონ­და, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­დო­დი: ერთ-ერთ ფირ­მა­ში ვმუ­შა­ობ­დი, რო­მე­ლიც აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის, ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბის, ვებ­სა­ი­ტე­ბის შექ­მნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს დი­დად აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ იყო, ავ­სტრი­ა­ში კი ამ სფე­რო­ში უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვე­ბი: ვე­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ინ­ფორ­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რად­გან მა­გის­ტრა­ტუ­რას ვე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვამ­თავ­რებ­დი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი - სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სფე­როს ათ­ვი­სე­ბა მი­წევ­და.

სწო­რედ დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო წა­მო­ვე­დი ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან. ახა­ლი პრო­ფე­სი­ის პრაქ­ტი­კუ­ლი ათ­ვი­სე­ბა მა­შინ და­ვი­წყე: ვებგ­ვერ­დებს ვამ­ზა­დებ­დი, რამ­დე­ნი­მე ფირ­მას IT მომ­სა­ხუ­რე­ბას, კონ­სულ­ტა­ცი­ებს ვუ­წევ­დი. მოკ­ლედ, სა­ნამ ორ­მა­გი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, თავს ამით ვირ­ჩენ­დი. შემ­დეგ, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლა და­ვას­რუ­ლე და მთე­ლი ძა­ლით ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ტი­კის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე.

- ფიქ­რობთ, რომ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სა­ბო­ლო­ოა?

- ალ­ბათ, კი. ის საქ­მე ვი­პო­ვე, რა­საც ვე­ძებ­დი. ჯერ კი­დევ ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ტი­კის სწავ­ლის პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნდა ფირ­მა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტებს იწ­ვევ­და. მი­ვე­დი, გა­სა­უბ­რე­ბა გა­ვი­ა­რე... პროგ­რა­მი­რე­ბა­ში სხვა­დას­ხვა "ენა" არ­სე­ბობს. ტეს­ტი­რე­ბა­ზე და­ვა­ლე­ბა იმ პროგ­რა­მულ ენა­ზე მომ­ცეს, რო­მე­ლიც არ ვი­ცო­დი. და­ვა­ლე­ბა იმ ენა­ზე შე­ვას­რუ­ლე, რო­მე­ლიც ვი­ცო­დი. ფაქ­ტობ­რი­ვად, პრაქ­ტი­კან­ტად ამიყ­ვა­ნეს (უფა­სოდ) - შევ­ხე­დოთ, რა გა­მო­ვაო.

ეს პროგ­რა­მუ­ლი ენაც მოკ­ლე დრო­ში (თვე­ნა­ხე­ვარ­ში) ავით­ვი­სე, არა­ერ­თი გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მის ხარ­ჯზე. იმ და­ვა­ლე­ბა­ზე ან კონ­კრე­ტულ პრობ­ლე­მა­ზე, რა­საც სამ­სა­ხურ­ში ვერ წყვეტ­დნენ, სახ­ლში მთე­ლი ღამე ვმუ­შა­ობ­დი, დი­ლით კი სამ­სა­ხურ­ში პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის მე­თო­დით ვბრუნ­დე­ბო­დი. "ზე­მო­თაც" შე­მამ­ჩნი­ეს... უკვე 3 წელ­ზე მე­ტია, ამ ფირ­მა­ში ვმუ­შა­ობ. დღეს­დღე­ო­ბით, მთა­ვა­რი პროგ­რა­მის­ტი ვარ - ჩემს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში 5 პროგ­რა­მის­ტია. რაც მთა­ვა­რია, 7 წლის თავ­ზე მი­ზანს, რომ ავ­სტრი­ა­ში მუ­შა­ო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა მი­მე­ღო, მი­ვაღ­წიე.

- რო­გორც ვიცი, სა­ინ­ტე­რე­სო ჰობი გაქვთ - რო­ბო­ტებს ქმნით...

- ჩემი პრო­ფე­სი­ე­ბი - რო­ბო­ტექ­ნი­კა-მიკ­რო­ე­ლექტრო­ნი­კა და პროგ­რა­მი­რე­ბა გა­ვა­ერ­თი­ა­ნე და სა­ინ­ტე­რე­სო ჰობი გა­მო­ვი­და - ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი რო­ბო­ტე­ბის აწყო­ბა და­ვი­წყე. ეს არის მიკ­რო­ე­ლექტრო­ნი­კის სა­ფუძ­ვლებ­ზე შექ­მნი­ლი პროგ­რა­მი­რე­ბა­დი დრო­ი­დე­ბი (რო­ბო­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დაპ­როგ­რა­მე­ბის შემ­დეგ, კონ­კრე­ტულ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ)

მა­გა­ლი­თად, ჩემ მიერ შექ­მნილ ერთ-ერთ რო­ბოტს ლა­ბი­რინ­თის გავ­ლის ფუნ­ქცია აქვს - ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის ლა­ბი­რინ­თის გავ­ლა შე­უძ­ლია, რა­საც სო­ნა­რე­ბის პრინ­ცი­პით ახერ­ხებს, ანუ იმა­ვე პრინ­ცი­პით, რაც წყალ­ქვე­შა ნა­ვებს აქვთ. ჩემი ჰობი ბევრ დროს მო­ი­თხოვს, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა..

- ავ­სტრი­ა­ში მარ­ტო ცხოვ­რობთ?

- დე­დაც ავ­სტრი­ა­შია, თუმ­ცა ცალ­კე ვცხოვ­რობ. სამ­წუ­ხა­როდ, ოჯა­ხის ახლო წევ­რე­ბი­დან მხო­ლოდ დე­და­ღა დამ­რჩა... მამა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­მე­ღუ­პა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გე­დია, რაც შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რი­ყო, ჩემი ძმის და­კარ­გვაა. ის შარ­შან ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, სა­დაც ბა­ტო­ნი ვანო ზო­დე­ლა­ვაც და­შავ­და და რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, დღემ­დე კო­მა­შია... მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, ჯან­მრთე­ლო­ბის საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რიც და ფი­ზი­კუ­რიც. რამ­დე­ნი­მე თვე და­მა­წყნა­რებ­ლე­ბის, სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბამ მო­მი­წია, რა­მაც რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვია...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ძმა ავარიაში დამეღუპა, მხოლოდ დედა დამრჩა..." - ავსტრიაში წარმატებული ქართველი, რომელიც რობოტებს ქმნის

"ძმა ავარიაში დამეღუპა, მხოლოდ დედა დამრჩა..." - ავსტრიაში წარმატებული ქართველი, რომელიც რობოტებს ქმნის

ნოდარ აბრამიშვილი ავსტრიაში მცხოვრები ქართველია, რომელიც მიზანდასახულობისა და შრომის შედეგად, დღეს ერთ-ერთ ფირმაში, მთავარ პროგრამისტად მუშაობს, სადაც მის შრომას აფასებენ. მუშაობა ისე დაიწყო, როგორც პრაქტიკანტმა, თუმცა მანამდე საქმიან, სოლიდურ შემოთავაზებებზე უარი თქვა. პროფესიული ძიებისა და პირადი ტრაგედიის შესახებ ნოდარ აბრამიშვილი გულახდილად გვესაუბრა:

- 7 წელზე მეტია, ავსტრიაში ვცხოვრობ. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, რთული იყო - ენის ბარიერი მქონდა. პროფესიით ინჟინერი ვარ - საქართველოში საინჟინრო ფაკულტეტი დავამთავრე. ავსტრიაში ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე ჩავაბარე (სპეციალობა - რობოტექნიკა და მიკროელექტრონიკა). ენის სწავლა დავიწყე, პარალელურად მუშაობაც მიწევდა, რაც საკმაოდ რთულია... შემდეგ იქაურობას საკმაოდ კარგად შევეგუე, რადგან დახვეწილი, მოწესრიგებული გარემოა. შრომასა და მიზანდასახულობას ძალიან აფასებენ, სასწავლებელიც ხელს გიწყობს...

რამდენიმე პროექტში ვიყავი ჩართული, ერთ-ერთი - "მილიარდიანი ქალაქის" პროექტი იყო, რაც ავსტრიის ტერიტორიაზე ახალი ქალაქის დაპროექტებას გულისხმობდა. ჰიდროელექტროსადგურების პროექტირება მევალებოდა. შემდეგ "აუდიში" პრაქტიკის გასავლელად გამიშვეს - თვენახევარი უნგრეთში ვიცხოვრე, სადაც ევროპის მასშტაბით, "აუდის" ერთ-ერთი დიდი საწარმოა. სხვათა შორის, შემომთავაზეს, რომ სწავლა უნგრეთში გამეგრძელებინა, მაგრამ იქ ცხოვრება ისე არ მხიბლავდა, როგორც - ვენაში, ამიტომ ავსტრიაში დავბრუნდი.

მერე, როცა უკვე სწავლას ვასრულებდი, "ფოლკსვაგენის" ქარხანაში, ბრატისლავაში ვიყავი პრაქტიკებზე. იქ მივხვდი, რომ ეს ის საქმე არარის, რომელიც მინდა, მთელი ცხოვრება ვაკეთო. მეტ-ნაკლებად რუტინული სამსახურია, ყოველდღიური სიახლე ნაკლებია. ადამიანები ძირითადად, ზედამხედველების ფუნქციას ასრულებენ, რომ რობოტექნიკამ გამართულად იმუშაოს, ხდება გადაპროგრამირება და ა.შ. თანაც, უკვე 3 წელი იყო გასული, რაც ვენაში ვცხოვრობდი და ამ ქალაქმა ისე შემაყვარა თავი, რომ სხვაგან წასვლის სურვილი არ გამჩენია, ავსტრიაში კი ავტომობილების წარმოება არ არსებობს. მხოლოდ რამდენიმე ფირმის ფილიალებია, რომლებიც შეკეთებას და მსგავს საქმეებს ემსახურება... გადავწყვიტე, ჩემი პროფესიული მიმართულება სრულიად შემეცვალა და ყველა სამსახურიდან წამოვედი, ჩემი თავი მთლიანად ინტერნეტ ტექნოლოგიებს მივუძღვენი.

- ამ სფეროსთან მანამდე არანაირი კავშირი არ გქონიათ?

- ჯერ კიდევ მანამდე მქონდა, ვიდრე საქართველოდან წავიდოდი: ერთ-ერთ ფირმაში ვმუშაობდი, რომელიც აპლიკაციების, ონლაინთამაშების, ვებსაიტების შექმნით იყო დაკავებული. მაშინ საქართველოში ეს დიდად აქტუალური არ იყო, ავსტრიაში კი ამ სფეროში უფრო აქტიურად ჩავები: ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, რადგან მაგისტრატურას ვენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ვამთავრებდი, პარალელურად კი - სრულიად განსხვავებული სფეროს ათვისება მიწევდა.

სწორედ დატვირთული გრაფიკის გამო წამოვედი ყველა სამსახურიდან. ახალი პროფესიის პრაქტიკული ათვისება მაშინ დავიწყე: ვებგვერდებს ვამზადებდი, რამდენიმე ფირმას IT მომსახურებას, კონსულტაციებს ვუწევდი. მოკლედ, სანამ ორმაგი სტუდენტი ვიყავი, თავს ამით ვირჩენდი. შემდეგ, მაგისტრატურაში სწავლა დავასრულე და მთელი ძალით ეკონომიკური ინფორმატიკის შესწავლა დავიწყე.

- ფიქრობთ, რომ თქვენი პროფესიული არჩევანი საბოლოოა?

- ალბათ, კი. ის საქმე ვიპოვე, რასაც ვეძებდი. ჯერ კიდევ ეკონომიკური ინფორმატიკის სწავლის პროცესში გამოჩნდა ფირმა, რომელიც ახალგაზრდა პროგრამისტებს იწვევდა. მივედი, გასაუბრება გავიარე... პროგრამირებაში სხვადასხვა "ენა" არსებობს. ტესტირებაზე დავალება იმ პროგრამულ ენაზე მომცეს, რომელიც არ ვიცოდი. დავალება იმ ენაზე შევასრულე, რომელიც ვიცოდი. ფაქტობრივად, პრაქტიკანტად ამიყვანეს (უფასოდ) - შევხედოთ, რა გამოვაო.

ეს პროგრამული ენაც მოკლე დროში (თვენახევარში) ავითვისე, არაერთი გათენებული ღამის ხარჯზე. იმ დავალებაზე ან კონკრეტულ პრობლემაზე, რასაც სამსახურში ვერ წყვეტდნენ, სახლში მთელი ღამე ვმუშაობდი, დილით კი სამსახურში პრობლემის გადაჭრის მეთოდით ვბრუნდებოდი. "ზემოთაც" შემამჩნიეს... უკვე 3 წელზე მეტია, ამ ფირმაში ვმუშაობ. დღესდღეობით, მთავარი პროგრამისტი ვარ - ჩემს დაქვემდებარებაში 5 პროგრამისტია. რაც მთავარია, 7 წლის თავზე მიზანს, რომ ავსტრიაში მუშაობისა და ცხოვრების უფლება მიმეღო, მივაღწიე.

- როგორც ვიცი, საინტერესო ჰობი გაქვთ - რობოტებს ქმნით...

- ჩემი პროფესიები - რობოტექნიკა-მიკროელექტრონიკა და პროგრამირება გავაერთიანე და საინტერესო ჰობი გამოვიდა - ავტომატიზებული რობოტების აწყობა დავიწყე. ეს არის მიკროელექტრონიკის საფუძვლებზე შექმნილი პროგრამირებადი დროიდები (რობოტები, რომლებიც დაპროგრამების შემდეგ, კონკრეტულ დავალებას ასრულებენ)

მაგალითად, ჩემ მიერ შექმნილ ერთ-ერთ რობოტს ლაბირინთის გავლის ფუნქცია აქვს - ნებისმიერი სირთულის ლაბირინთის გავლა შეუძლია, რასაც სონარების პრინციპით ახერხებს, ანუ იმავე პრინციპით, რაც წყალქვეშა ნავებს აქვთ. ჩემი ჰობი ბევრ დროს მოითხოვს, მაგრამ საინტერესოა..

- ავსტრიაში მარტო ცხოვრობთ?

- დედაც ავსტრიაშია, თუმცა ცალკე ვცხოვრობ. სამწუხაროდ, ოჯახის ახლო წევრებიდან მხოლოდ დედაღა დამრჩა... მამა რამდენიმე წლის წინ დამეღუპა, მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც შეიძლებოდა, ჩემს ცხოვრებაში მომხდარიყო, ჩემი ძმის დაკარგვაა. ის შარშან ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა, სადაც ბატონი ვანო ზოდელავაც დაშავდა და როგორც ჩემთვის ცნობილია, დღემდე კომაშია... მომხდარი ტრაგედიის გამო, ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული პრობლემები შემექმნა - ფსიქოლოგიურიც და ფიზიკურიც. რამდენიმე თვე დამაწყნარებლების, საძილე საშუალებების მიღებამ მომიწია, რამაც რაღაც პრობლემები გამოიწვია...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ