პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი გადაყვეტილია" - რაზე ისაუბრეს მსოფლიოს და რუსეთის პატრიარქებმა სტამბოლის შეხვედრაზე
"უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი გადაყვეტილია" - რაზე ისაუბრეს მსოფლიოს და რუსეთის პატრიარქებმა სტამბოლის შეხვედრაზე

ჯერ კი­დევ არ არის ცნო­ბი­ლი, სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­და თუ არა ხან­გრძლი­ვი, ეჭ­ვე­ბით, საფრ­თხე­ე­ბი­თა და შე­კი­თხვე­ბით აღ­სავ­სე სა­კი­თხი - უკ­რი­ა­ნის ეკ­ლე­სი­ის­თვის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მი­ნი­ჭე­ბა... ვრცელ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს, ეს სა­კი­თხი გა­და­წყვე­ტი­ლია, თუმ­ცა თა­ვად უკ­რა­ი­ნის პატ­რი­არ­ქი, ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მე სა­ხის პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, 31 აგ­ვის­ტოს მსოფ­ლიო პატ­რი­არქ ბარ­თლო­მე I-სა და რუ­სე­თის პატ­რი­არქ კი­რილს შო­რის სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თუ­ლი თით­ქმის სამ­სა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რის მო­ტი­ვი სწო­რედ უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სა­კი­თხი იყო. ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ემა­ნუ­ე­ლი ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­საც ესა­უბ­რა და დე­ტა­ლე­ბიც გა­აც­ნო.

მისი თქმით, ამ შეხ­ვედ­რა­ზე მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა ბარ­თლო­მემ კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ საქ­მე თით­ქმის გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, ეკუ­მე­ნურ სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და და არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბო­და.

მი­სი­ვე ცნო­ბით, მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი მხა­რეა დარ­ჩე­ნი­ლი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თით­ქმის მი­ღე­ბუ­ლია, დო­კუ­მენტზე მუ­შა­ო­ბა სრულ­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ისე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც ეკუ­მე­ნუ­რი სა­პატ­რი­არ­ქო უწევს კო­ორ­დი­ნა­ცი­ას.

მარ­თა­ლია, უკ­რა­ი­ნის პატ­რი­არ­ქი ოფი­ცი­ა­ლურ შე­ფა­სე­ბას არ აკე­თებს, თუმ­ცა სა­პატ­რი­არ­ქო აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რის­თვი­საც ის სტამ­ბოლ­ში იყო ჩა­სუ­ლი, ვერ შეძ­ლო.

პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას არ ჩქა­რობს თა­ვად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი. Novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ის მხო­ლოდ ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა და გა­ნა­ცხა­და, რომ "ეს იყო ორი მორ­წმუ­ნე ძმის შეხ­ვედ­რა და სა­უ­ბა­რი". თუმ­ცა, მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იმა­ზეც ეტყო­ბო­დათ, რომ ტრა­პეზ­ზე არ დარ­ჩე­ნი­ლან, რაც სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ა­ში, პატ­რი­არქ კი­რილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და მე­უ­ფე ილა­რი­ონ ალ­ფე­ე­ვი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სწო­რედ უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე სტუმ­რობ­და. შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ მა­ღალ დო­ნე­ზე იყო და­ცუ­ლი, მოს­კო­ვი­დან სულ 15 მა­ღა­ლი რან­გის სა­სუ­ლი­ე­რო პირი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის ორი ეთ­ნი­კუ­რად უკ­რა­ი­ნე­ლი.

რო­გორც Novayagazeta.ru წერს, "მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტუქ­ტუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ერთი ეკ­ლე­სია ვერ მი­ი­ღებს ისეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც სხვა ეკ­ლე­სი­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უბ­რა­ლოდ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გავ­დი­ვართ", - აცხა­დებს რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი კი­რი­ლი.

თა­ვად კონ­ტან­ტი­ნო­პო­ლის მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს შეხ­ვედ­რის შე­დე­გებ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­უვრცე­ლე­ბია. რუ­სუ­ლი მე­დია კი კი­თხვას სვამს, რა იქ­ნე­ბა ხვალ?

კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს სი­ნო­დის შემ­დგო­მი სხდო­მა 10-12 ოქ­ტომ­ბერს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. "ზამ­თარ­ში უკ­რა­ი­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია იწყე­ბა, შემ­დეგ კი მარ­ტში, უმაღ­ლე­სი რა­დას... ამ თე­მის წა­მო­წე­ვა კი ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის", - წერს გა­მო­ცე­მა.

თა­ვის მხრივ, პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბის აზრი გა­ი­ყო. ისი­ნი ინ­ტენ­სი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ ინფრო­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხევ­დი­თაც, ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ბარ­თლო­მე I-მა უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღი­ა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, სიც­რუ­ეა.

მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს უკ­რა­ი­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ყო­ფი­ლი პრეს-მდივ­ნის გი­ორ­გი კო­ვა­ლენ­კოს თქმით, "თუ ოქ­ტომ­ბერ­ში არ მი­ი­ღე­ბენ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამას შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბიც მოჰ­ყვე­ბა, რად­გან უკვე კარ­გა ხა­ნია უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­კი­თხის სა­ბო­ლოო გა­დაწვყვე­ტი­ლე­ბის დრო დად­გა".

უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ გა­ი­ყო, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, კი­ე­ვის სა­პატ­რი­არ­ქო, პატ­რი­არქ ფი­ლა­რე­ტის მე­თა­უ­რო­ბით დე ფაქ­ტო და­მო­უ­კი­დებ­ლად არ­სე­ბობს, თუმ­ცა მას არ სცნო­ბენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც გავ­ლე­ნი­ა­ნი რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქო და არც სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია.

ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით და­ი­ძა­ბა 2014 წელს, რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ...

უკ­რა­ი­ნის სა­პატ­რი­არ­ქოს ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. 2018 წლის ივ­ნის­ში თბი­ლის­ში სი­ნო­დის სხდო­მა ჩა­ტარ­და, რომ­ლის ოქ­მის თა­ნახ­მა­დაც, სი­ნო­დის წევ­რე­ბი სა­პატ­რი­არ­ქო­ში შე­მო­სულ სამ წე­რილს გა­ეც­ნენ - კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი­სა და მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის სამ­დივ­ნო­დან, მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქო­დან და უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ი­დან, თუმ­ცა სი­ნოდს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღია. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცია ამ­ჯე­რა­დაც უც­ნო­ბია.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ამის ერთ-ერთ მი­ზე­ზი, სხვა და­ნარ­ჩენ­თან ერ­თად, აფხა­ზე­თის ე.წ. ეკ­ლე­სი­ის ფაქ­ტო­რიც არის - უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო და­კარ­გავს აფხა­ზეთს, რო­გორც სა­ეკ­ლე­სიო ტე­რი­ტო­რი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი გადაყვეტილია" - რაზე ისაუბრეს მსოფლიოს და რუსეთის პატრიარქებმა სტამბოლის შეხვედრაზე

"უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი გადაყვეტილია" - რაზე ისაუბრეს მსოფლიოს და რუსეთის პატრიარქებმა სტამბოლის შეხვედრაზე

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, საბოლოოდ დასრულდა თუ არა ხანგრძლივი, ეჭვებით, საფრთხეებითა და შეკითხვებით აღსავსე საკითხი - უკრიანის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება... ვრცელდება განცხადებები, თითქოს, ეს საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა თავად უკრაინის პატრიარქი, ჯერჯერობით რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

რუსული მედიის ცნობით, 31 აგვისტოს მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-სა და რუსეთის პატრიარქ კირილს შორის სტამბოლში გამართული თითქმის სამსაათიანი შეხვედრის მოტივი სწორედ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იყო. ამის შესახებ საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი ადგილობრივ მედიასაც ესაუბრა და დეტალებიც გააცნო.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ კატეგორიულად განაცხადა, რომ საქმე თითქმის გადაწყვეტილი იყო, ეკუმენურ საპატრიარქოს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და არაფერი შეიცვლებოდა.

მისივე ცნობით, მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია, დოკუმენტზე მუშაობა სრულდება და ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც ეკუმენური საპატრიარქო უწევს კოორდინაციას.

მართალია, უკრაინის პატრიარქი ოფიციალურ შეფასებას არ აკეთებს, თუმცა საპატრიარქო აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილმა გეგმის განხორციელება, რისთვისაც ის სტამბოლში იყო ჩასული, ვერ შეძლო.

პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს თავად რუსეთის პატრიარქი კირილი. Novayagazeta.ru-ს ცნობით, ის მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ "ეს იყო ორი მორწმუნე ძმის შეხვედრა და საუბარი". თუმცა, მოსკოვის სასულიერო პირებს უკმაყოფილება იმაზეც ეტყობოდათ, რომ ტრაპეზზე არ დარჩენილან, რაც საეკლესიო ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია.

რუსეთის დელეგაციაში, პატრიარქ კირილთან ერთად იმყოფებოდა მეუფე ილარიონ ალფეევი, რომელიც საქართველოს სწორედ უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე სტუმრობდა. შეხვედრაზე, სადაც უსაფრთხოების ზომები უპრეცენდენტოდ მაღალ დონეზე იყო დაცული, მოსკოვიდან სულ 15 მაღალი რანგის სასულიერო პირი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ეთნიკურად უკრაინელი.

როგორც Novayagazeta.ru წერს, "მართლმადიდებლური ეკლესიების ორგანიზაციის სტუქტურიდან გამომდინარე, ერთი ეკლესია ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სხვა ეკლესიების პოზიციების საწინააღმდეგო იქნება. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ კოორდინაციას გავდივართ", - აცხადებს რუსეთის პატრიარქი კირილი.

თავად კონტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს შეხვედრის შედეგებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. რუსული მედია კი კითხვას სვამს, რა იქნება ხვალ?

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის შემდგომი სხდომა 10-12 ოქტომბერს არის ჩანიშნული. "ზამთარში უკრაინაში პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია იწყება, შემდეგ კი მარტში, უმაღლესი რადას... ამ თემის წამოწევა კი ორივე სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესებში შედის", - წერს გამოცემა.

თავის მხრივ, პროსახელისუფლებო რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შესახებ მართლმადიდებლური ეკლესიების აზრი გაიყო. ისინი ინტენსიურად ავრცელებენ ინფრომაციას, რომლის მიხევდითაც, ცნობა იმის შესახებ, რომ ბართლომე I-მა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება გადაწყვიტა, სიცრუეა.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის ყოფილი პრეს-მდივნის გიორგი კოვალენკოს თქმით, "თუ ოქტომბერში არ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, ამას შემდეგი ნაბიჯებიც მოჰყვება, რადგან უკვე კარგა ხანია უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხის საბოლოო გადაწვყვეტილების დრო დადგა".

უკრაინისა და რუსეთის ეკლესიები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიყო, როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, კიევის საპატრიარქო, პატრიარქ ფილარეტის მეთაურობით დე ფაქტო დამოუკიდებლად არსებობს, თუმცა მას არ სცნობენ ოფიციალურად არც გავლენიანი რუსეთის საპატრიარქო და არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ...

უკრაინის საპატრიარქოს ავტოკეფალიის საკითხი საქართველოს საპატრიარქოსთვისაც მნიშვნელოვანია. 2018 წლის ივნისში თბილისში სინოდის სხდომა ჩატარდა, რომლის ოქმის თანახმადაც, სინოდის წევრები საპატრიარქოში შემოსულ სამ წერილს გაეცნენ - კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის სამდივნოდან, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოდან და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიიდან, თუმცა სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღია. საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამჯერადაც უცნობია.

არსებული ცნობით, ამის ერთ-ერთ მიზეზი, სხვა დანარჩენთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის ფაქტორიც არის - უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქო დაკარგავს აფხაზეთს, როგორც საეკლესიო ტერიტორიას.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი