პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრიიდან ქართული ოჯახი გამოაძევეს - "სამკურნალოდ ვიყავით წასული, უცებ დამადგა პოლიცია და სადეპორტაციოდ მოგვამზადეს"
ავსტრიიდან ქართული ოჯახი გამოაძევეს - "სამკურნალოდ ვიყავით წასული, უცებ დამადგა პოლიცია და სადეპორტაციოდ მოგვამზადეს"

ავ­სტრი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ოჯა­ხი გა­მო­ა­ძე­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა წევ­რმა კახა შა­თი­რიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში შვი­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბიც თან ჰქონ­დათ.

მი­სი­ვე თქმით, დე­პორ­ტა­ცი­ის დროს ჩა­მო­არ­თვეს ყვე­ლა სა­ხის სა­ბუ­თი, ასე­ვე ეტლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მისი შვი­ლი გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

"ავ­სტრი­ა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ ვი­ყა­ვით. ჩვენს შვილს აქვს ცე­რემ­ბრა­ლუ­რი დამ­ბლა, ასე­ვე ეპი­ლეფ­სია. მთავ­რო­ბამ და­მი­ფი­ნან­სა მკურ­ნა­ლო­ბა, ყვე­ლა სა­ბუთ­ზე ხე­ლია მო­წე­რი­ლი, თუმ­ცა უცებ თავ­ზე და­მად­გა პო­ლი­ცია. მო­ვი­თხო­ვეთ ად­ვო­კა­ტი, თუმ­ცა არა­ფერ­მა გაჭ­რა. წაგ­ვიყ­ვა­ნეს და სა­დე­პორ­ტა­ცი­ოდ მოგ­ვამ­ზა­დეს.

ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ის იყო, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. გვა­ნა­ხეს სა­ბუ­თე­ბი, სა­დაც ეწე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კებ­ში უფა­სოა მკურ­ნა­ლო­ბა და გვი­თხრეს - აქ რა­ტომ მკურ­ნა­ლობ­თო. ჩემ­მა არა­ნა­ირ­მა ახ­სნამ არ გაჭ­რა. ორი დღე გვამ­ყო­ფეს ბავ­შვთან ერ­თად იქ და შემ­დეგ გა­მოგ­ვიშ­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ გა­მოგ­ვა­ტა­ნეს. ბავ­შვის მკურ­ნა­ლო­ბის სა­ბუ­თე­ბიც კი წა­ი­ღეს. გვი­თხრეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­გე­ცე­მა­თო, თუმ­ცა ჯერ არა­ფე­რი მიგ­ვი­ღია.

ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი მქონ­და, რომ ავ­სტრი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა გა­მოგ­ვა­ძე­ვეს. ეტ­ლიც კი ჩა­მოგ­ვარ­თვეს და გა­მო­მიშ­ვეს უეტ­ლოდ, ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვით," - გა­ნა­ცხა­და კახა შა­თი­რიშ­ვილ­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 აგ­ვის­ტოს ავ­სტრი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ 50-მდე მო­ქა­ლა­ქე გა­მო­ა­ძე­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ავსტრიიდან ქართული ოჯახი გამოაძევეს - "სამკურნალოდ ვიყავით წასული, უცებ დამადგა პოლიცია და სადეპორტაციოდ მოგვამზადეს"

ავსტრიიდან ქართული ოჯახი გამოაძევეს - "სამკურნალოდ ვიყავით წასული, უცებ დამადგა პოლიცია და სადეპორტაციოდ მოგვამზადეს"

ავსტრიიდან საქართველოს მოქალაქეების ოჯახი გამოაძევეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა კახა შათირიშვილმა განუცხადა, ქვეყანაში შვილის სამკურნალოდ იმყოფებოდნენ, რასთან დაკავშირებული დოკუმენტაციებიც თან ჰქონდათ.

მისივე თქმით, დეპორტაციის დროს ჩამოართვეს ყველა სახის საბუთი, ასევე ეტლი, რომლის საშუალებითაც მისი შვილი გადაადგილდებოდა.

"ავსტრიაში სამკურნალოდ ვიყავით. ჩვენს შვილს აქვს ცერემბრალური დამბლა, ასევე ეპილეფსია. მთავრობამ დამიფინანსა მკურნალობა, ყველა საბუთზე ხელია მოწერილი, თუმცა უცებ თავზე დამადგა პოლიცია. მოვითხოვეთ ადვოკატი, თუმცა არაფერმა გაჭრა. წაგვიყვანეს და სადეპორტაციოდ მოგვამზადეს.

ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ ქართველები ვიყავით. გვანახეს საბუთები, სადაც ეწერა, რომ საქართველოს კლინიკებში უფასოა მკურნალობა და გვითხრეს - აქ რატომ მკურნალობთო. ჩემმა არანაირმა ახსნამ არ გაჭრა. ორი დღე გვამყოფეს ბავშვთან ერთად იქ და შემდეგ გამოგვიშვეს საქართველოში. არანაირი დოკუმენტი არ გამოგვატანეს. ბავშვის მკურნალობის საბუთებიც კი წაიღეს. გვითხრეს, საქართველოში გადმოგეცემათო, თუმცა ჯერ არაფერი მიგვიღია.

ყველანაირი საბუთი მქონდა, რომ ავსტრიაში მკურნალობა გაგვეგრძელებინა, თუმცა გამოგვაძევეს. ეტლიც კი ჩამოგვართვეს და გამომიშვეს უეტლოდ, ხელში აყვანილი ბავშვით," - განაცხადა კახა შათირიშვილმა.

მისი ინფორმაციით, 24 აგვისტოს ავსტრიიდან საქართველოში მათთან ერთად საქართველოს კიდევ 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს.

"რა თქმა უნდა, გარეჯი საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს" - ივერი მელაშვილი

კერძო სატრანსპორტო საშუალებების ე.წ. ბასლეინებში ​მოძრაობა ხვალიდან იკრძალება

როგორი პირობებით და რა რეგულაციებით ხვდებიან სკოლები დასწრებული ფორმით სწავლების აღდგენას - განათლების სამინისტროს განცხადება