პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიახლე ამოქმედდება 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროში
რა სიახლე ამოქმედდება 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროში

15 სექ­ტემ­ბრი­დან მეტ­რო­ში, პი­კის სა­ა­თე­ბი­სას მოც­დის დრო 4-5 წუ­თი­დან 3 წუ­თამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მე­რი­ის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის თქმით, თბი­ლი­სის მე­რი­ას გეგ­მა­ში აქვს მეტ­როს ახა­ლი ვა­გო­ნე­ბის და­მა­ტე­ბა და მო­დერ­ნი­ზე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მო­წეს­რი­გე­ბა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი. ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე გა­დავ­დგით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი. 15 სექ­ტემ­ბრი­დან მგზავ­რთა ნა­კა­დე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, რად­გან ხალ­ხი შვე­ბუ­ლე­ბი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში ბრუნ­დე­ბა და ჩვენ ამის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ.

მინ­და, მეტ­როს თე­მას შე­ვე­ხო, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ზე მეტი მგზავ­რი გა­და­ყავს. ჩვენ მიმ­დი­ნა­რე წელს და­ვა­მა­ტეთ მეტ­როს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ასე­ვე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ცალ­კე­უ­ლი ხა­ზე­ბის, მო­ნაკ­ვე­თე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. კერ­ძოდ, ისე­თი მო­ნაკ­ვე­თე­ბის, რო­მე­ლიც სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვებს გა­ნა­პი­რო­ბებ­და. გა­და­ვამ­ზა­დეთ მე­მან­ქა­ნე­ე­ბი, ახა­ლი ნა­კა­დი მი­ვი­ღეთ მე­მან­ქა­ნე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის მეტ­როს და­ე­მა­ტე­ბა და ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­დე­გად 15 სექ­ტემ­ბრი­დან უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მოც­დის პე­რი­ო­დის შემ­ცი­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით პი­კის სა­ა­თებ­ში.

თუ ადა­მი­ა­ნებს პი­კის სა­ა­თებ­ში 4-5 წუ­თით ლო­დი­ნი უწევ­დათ, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ეს დრო ამ ცვლი­ლე­ბე­ბით და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ით 3 წუ­თამ­დე და­ვი­დეს. რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავ­კმა­ყო­ფილ­დეთ, ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა არის ის, რომ მეტ­როს ახა­ლი ვა­გო­ნე­ბი და­ვა­მა­ტოთ, მო­დერ­ნი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თოთ, რომ მოც­დის დრო 2 წუ­თამ­დე შე­ვამ­ცი­როთ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია" - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო: სი­ახ­ლე მგზავ­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც პი­კის სა­ა­თებ­ში მეტ­რო­ში ამოქ­მედ­დე­ბა

ავტორი:

რა სიახლე ამოქმედდება 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროში

რა სიახლე ამოქმედდება 15 სექტემბრიდან თბილისის მეტროში

15 სექტემბრიდან მეტროში, პიკის საათებისას მოცდის დრო 4-5 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, თბილისის მერიას გეგმაში აქვს მეტროს ახალი ვაგონების დამატება და მოდერნიზება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებიდან დედაქალაქში ბრუნდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

მინდა, მეტროს თემას შევეხო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მგზავრი გადაყავს. ჩვენ მიმდინარე წელს დავამატეთ მეტროს ახალი შემადგენლობა, ასევე განვახორციელეთ ცალკეული ხაზების, მონაკვეთების რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადავამზადეთ მემანქანეები, ახალი ნაკადი მივიღეთ მემანქანეების, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატება და ყოველივე ამის შედეგად 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება განსაკუთრებით პიკის საათებში.

თუ ადამიანებს პიკის საათებში 4-5 წუთით ლოდინი უწევდათ, შესაძლებელი იქნება, ეს დრო ამ ცვლილებებით და მოდერნიზაციით 3 წუთამდე დავიდეს. რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი მიმართულება არის ის, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება გავუკეთოთ, რომ მოცდის დრო 2 წუთამდე შევამციროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც პიკის საათებში მეტროში ამოქმედდება

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ