პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბლექ სი არენაზე“ ანსამბლი „ივერია“ განახლებულ „ჩხიკვთა ქორწილს“ წარმოგიდგენთ
„ბლექ სი არენაზე“ ანსამბლი „ივერია“ განახლებულ „ჩხიკვთა ქორწილს“ წარმოგიდგენთ

28 აგ­ვის­ტოს, „Check In Georgia“-ს ფარ­გლებ­ში, „ბლექ სი არე­ნა­ზე“, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ლო­მი­სი“ და ან­სამ­ბლი „ივე­რია“ წარ­მო­გიდ­გენთ გა­ნახ­ლე­ბულ მი­უ­ზიკლს „ჩხიკვთა ქორ­წი­ლი“. ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც „ბლექ სი არე­ნა­ზე“ ქარ­თუ­ლი მი­უ­ზიკ­ლი და­იდ­გმე­ბა.

„ჩხიკვთა ქორ­წი­ლი“ უკვე თით­ქმის 40 წე­ლია, წარ­მა­ტე­ბით იდ­გმე­ბა და უდი­დე­სი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ. მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას და ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლის ეს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მი­უ­ზიკ­ლი, რო­მელ­ზეც თა­ო­ბე­ბი გა­ი­ზარ­და, სხვა­დას­ხვა წელს თით­ქმის 800-ჯერ ჩა­ტარ­და.

წლე­ვან­დე­ლი „ჩხიკვთა წორ­წი­ლი“ ეძღვნე­ბა ან­სამ­ბლ „ივე­რი­ის“ 50 წლის იუ­ბი­ლეს. ლე­გენ­და­რულ „ივე­რი­ე­ლებ­თან“ - თე­მურ წიკ­ლა­ურ­თან, მა­ნა­ნა თო­და­ძეს­თან, ნუგ­ზარ კვა­შალ­თან, ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვილ­თან და სხვებ­თან ერ­თად, მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბი­ან ახა­ლი თა­ო­ბის ვარ­სკვლა­ვე­ბი: ნუზა ბუ­ზა­ლა­ძე (ქე­თე­ვა­ნი), ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი (ზა­ქა­რა), ბო­რის ბე­დია (ყვა­ვი), პო­პუ­ლა­რუ­ლი ან­სამ­ბლი: „ქუ­ჩის მუ­სი­კო­სე­ბი“ გია ბა­ღაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და სხვა.

დღეს, სას­ტუმ­რო „იო­ტა­ში“ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც დაწ­ვრი­ლე­ბით ისა­უბ­რეს, რა ელო­დე­ბა მა­ყუ­რე­ბელს 28 აგ­ვის­ტოს, არე­ნის სცე­ნა­ზე.

ანი კავ­ლე­ლიშ­ვი­ლი, „ბლექ სი არე­ნას“ დი­რექ­ტო­რი:

„ქარ­თუ­ლი ზა­ფხუ­ლი ბლექ სი არე­ნა­ზე“ წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მის ფარ­გლებ­ში უკვე გავ­მარ­თეთ სამი კონ­ცერ­ტი, რომ­ლებ­მაც დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. 28 აგ­ვის­ტოს კი ჩვენს სცე­ნას პირ­ვე­ლად და­ი­კა­ვებს ქარ­თუ­ლი მი­უ­ზიკ­ლი. ვფიქ­რობ, ტუ­რის­ტე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სპექ­ტაკ­ლის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით ნახ­ვა, სა­დაც გა­ერ­თი­ან­დნენ ძვე­ლი და ახა­ლი თა­ო­ბის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი. მი­ხა­რია, რომ ამ პრო­ექ­ტმა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და არე­ნის სცე­ნას ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და­ი­კა­ვე­ბენ. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, პრო­ექ­ტის მი­მართ მა­ყუ­რე­ბელ­მა დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ამ­ჟღავ­ნა.

გი­ორ­გი ჩო­გო­ვა­ძე, ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

წელს პრო­ექ­ტი „ჩექ ინ ჯორ­ჯია“ ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და მას­ში და­ახ­ლო­ე­ბით 300-მდე ღო­ნის­ძი­ე­ბაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა „ბლექ სი არე­ნა­ზე“ და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტებს. ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი წელი გვქონ­და, მად­ლო­ბა ანი კავ­ლე­ლიშ­ვილს ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. „ბლექ სი არე­ნა­ზე“ 28 აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თე­ბა ქარ­თუ­ლი მი­უ­ზიკ­ლი და ეს ჩვენ ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს.

გია ბა­ღაშ­ვი­ლი, „ლო­მი­სის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

მად­ლო­ბა „ბლექ სი არე­ნას“ და „ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას“, ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა მათ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა, მარ­თლაც უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბია, რა­ზეც შე­დე­გე­ბიც მე­ტყვე­ლებს. ქარ­თუ­ლი ესტრა­დის­თვის, ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა, რომ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე არე­ნა­ზე წარ­მო­ვაგ­დი­ნოთ პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც გა­უძ­ლო დროს, რო­მე­ლიც ხში­რად ას­წრებ­და დროს და სარ­გებ­ლობს ხალ­ხის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით.

37 მო­ნა­წი­ლე იქ­ნე­ბა სცე­ნა­ზე. შე­ვეც­დე­ბით, თვითმყო­ფა­დო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა, ისე აჟ­ღერ­დეს, ისე­თი ეს­თე­ტი­კით, რო­გორც ის დიდ­მა მა­ესტრომ შექ­მნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იქ­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით და გა­მო­ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რა­საც არე­ნა გვაძ­ლევს. რამ­დე­ნი­მე თვეა, გვაქვს ყო­ველ­დღი­უ­რი 10-12-სა­ა­თი­ა­ნი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა კონ­ცერ­ტი და­ამ­თხვი­ეს მა­რი­ა­მო­ბის დღეს. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, როცა ქარ­თველ კაცს უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჰყავს, ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მი­იწ­ვი­ოს ის არე­ნა­ზე და აჩ­ვე­ნოს გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი მი­უ­ზიკ­ლი.

რო­გორც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „ბლექ სი არე­ნა­ზე“ „ჩხიკვთა ქორ­წი­ლის“ სა­ი­უ­ბი­ლეო დად­გმა“ ეძღვნე­ბა ან­სამ­ბლ „ივე­რი­ის“ 50 წლის და „ჩხიკვთა ქორ­წი­ლის“ 40 წლის იუ­ბი­ლეს და მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ურპრი­ზი ელის.

კომ­პო­ზი­ტო­რი - ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ია, ლიბ­რე­ტოს ავ­ტო­რე­ბი - ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი და ავ­თან­დილ გე­ლო­ვა­ნი, მხატ­ვრე­ბი - ანი ნი­ნუა და ნინო სურ­გუ­ლა­ძე, დამ­დგმე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი - კოტე ფურ­ცე­ლა­ძე და ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძე, სას­ცე­ნო მოძ­რა­ო­ბა - გოგა ოსე­ფაშ­ვი­ლი, მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი - გია ბა­ღაშ­ვი­ლი, დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი - ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: თე­მურ წიკ­ლა­უ­რი, ნუგ­ზარ კვა­შა­ლი, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი, ბო­რის ბე­დია, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე, ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვი­ლი, გუ­რამ ჯაში, მა­ნა­ნა თო­და­ძე, ქეთი წიკ­ლა­უ­რი, თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძე, მე­რაბ სამ­ყუ­რაშ­ვი­ლი, დიტო სა­კან­დე­ლი­ძე, ჯანო იზო­რია, გია და­ვი­თი­ა­ნი, გუჯა მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, გოგა ოსე­ფაშ­ვი­ლი, ლუ­ი­ზა კო­ბა­ლა­ძე, ლილი ზღვა­უ­რი, ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი, ზურა ლა­ლი­აშ­ვი­ლი, ვიქ­ტორ ლა­ლი­აშ­ვი­ლი, დათო აბუ­ლა­ძე, გია ბა­ღაშ­ვი­ლი, ფრი­დონ სუ­ლა­ბე­რი­ძე (უმ­ცრო­სი), ლაშა მძი­ნა­რაშ­ვი­ლი, მი­რი­ან ბე­რე­ლი­ძე, ირაკ­ლი ნა­დი­რაშ­ვი­ლი, მა­ი­კო ვა­წა­ძე, შო­რე­ნა ჯა­ფა­რი­ძე, ცი­სია კა­ლან­და­ძე, ეკა მო­დე­ბა­ძე, ლუკა წიკ­ლა­უ­რი, ილა სა­ბა­ძე, თენ­გო გუმ­ბე­რი­ძე, დათო მჭედ­ლიშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძე.

შე­ი­ძი­ნეთ ბი­ლე­თე­ბი ონ­ლა­ინ: Tkt.ge/ChkhikvtaKortsili

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

„ბლექ სი არენაზე“ ანსამბლი „ივერია“ განახლებულ „ჩხიკვთა ქორწილს“ წარმოგიდგენთ

„ბლექ სი არენაზე“ ანსამბლი „ივერია“ განახლებულ „ჩხიკვთა ქორწილს“ წარმოგიდგენთ

28 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისი“ და ანსამბლი „ივერია“ წარმოგიდგენთ განახლებულ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც „ბლექ სი არენაზე“ ქართული მიუზიკლი დაიდგმება.

„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა, სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა.

წლევანდელი „ჩხიკვთა წორწილი“ ეძღვნება ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის იუბილეს. ლეგენდარულ „ივერიელებთან“ - თემურ წიკლაურთან, მანანა თოდაძესთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან და სხვებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის ვარსკვლავები: ნუზა ბუზალაძე (ქეთევანი), ანდრია გველესიანი (ზაქარა), ბორის ბედია (ყვავი), პოპულარული ანსამბლი: „ქუჩის მუსიკოსები“ გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით და სხვა.

დღეს, სასტუმრო „იოტაში“ ამ ღონისძიებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც დაწვრილებით ისაუბრეს, რა ელოდება მაყურებელს 28 აგვისტოს, არენის სცენაზე.

ანი კავლელიშვილი, „ბლექ სი არენას“ დირექტორი:

„ქართული ზაფხული ბლექ სი არენაზე“ წარმატებით მიმდინარეობს. მის ფარგლებში უკვე გავმართეთ სამი კონცერტი, რომლებმაც დიდი დაინტერესება და აღფრთოვანება გამოიწვია. 28 აგვისტოს კი ჩვენს სცენას პირველად დაიკავებს ქართული მიუზიკლი. ვფიქრობ, ტურისტებისთვის საინტერესო იქნება სპექტაკლის განახლებული სახით ნახვა, სადაც გაერთიანდნენ ძველი და ახალი თაობის ქართველი ვარსკვლავები. მიხარია, რომ ამ პროექტმა ბევრი ადამიანი გააერთიანა და არენის სცენას ქართველი შემსრულებლები დაიკავებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, პროექტის მიმართ მაყურებელმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნა.

გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

წელს პროექტი „ჩექ ინ ჯორჯია“ ძალიან მრავალფეროვანია და მასში დაახლოებით 300-მდე ღონისძიებაა გაერთიანებული, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ კონცერტებს. ამ მხრივ გამორჩეული და წარმატებული წელი გვქონდა, მადლობა ანი კავლელიშვილს ამ ყველაფრისთვის. „ბლექ სი არენაზე“ 28 აგვისტოს პირველად გაიმართება ქართული მიუზიკლი და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს.

გია ბაღაშვილი, „ლომისის“ გენერალური დირექტორი:

მადლობა „ბლექ სი არენას“ და „ჩექ ინ ჯორჯიას“, ერთი სიამოვნებაა მათთან ერთად მუშაობა, მართლაც უმაღლესი სტანდარტებია, რაზეც შედეგებიც მეტყველებს. ქართული ესტრადისთვის, ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის დიდი ფუფუნებაა, რომ გვაქვს საშუალება, მსოფლიო სტანდარტებისა და შესაძლებლობების მქონე არენაზე წარმოვაგდინოთ პროექტი, რომელმაც გაუძლო დროს, რომელიც ხშირად ასწრებდა დროს და სარგებლობს ხალხის უდიდესი სიყვარულით.

37 მონაწილე იქნება სცენაზე. შევეცდებით, თვითმყოფადობით გამორჩეული მუსიკა, ისე აჟღერდეს, ისეთი ესთეტიკით, როგორც ის დიდმა მაესტრომ შექმნა. რასაკვირველია, იქნება განახლებული სახით და გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც არენა გვაძლევს. რამდენიმე თვეა, გვაქვს ყოველდღიური 10-12-საათიანი რეპეტიციები. ძალიან გვიხარია, რომ ორგანიზატორებმა კონცერტი დაამთხვიეს მარიამობის დღეს. აგვისტოს ბოლოს, როცა ქართველ კაცს უამრავი სტუმარი ჰყავს, ეძლევა შესაძლებლობა, რომ მიიწვიოს ის არენაზე და აჩვენოს გამორჩეული ქართული მიუზიკლი.

როგორც პრესკონფერენციაზე ჯემალ ბაღაშვილმა აღნიშნა, „ბლექ სი არენაზე“ „ჩხიკვთა ქორწილის“ საიუბილეო დადგმა“ ეძღვნება ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის და „ჩხიკვთა ქორწილის“ 40 წლის იუბილეს და მაყურებელს ძალიან ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელის.

კომპოზიტორი - ალექსანდრე ბასილაია, ლიბრეტოს ავტორები - ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი, მხატვრები - ანი ნინუა და ნინო სურგულაძე, დამდგმელი ქორეოგრაფები - კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე, სასცენო მოძრაობა - გოგა ოსეფაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი - გია ბაღაშვილი, დამდგმელი რეჟისორი - ჯემალ ბაღაშვილი, მონაწილეობენ: თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ქეთი წიკლაური, თამუნა ტაბატაძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, ჯანო იზორია, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი, ავთანდილ თაბუკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, ჯემალ ბაღაშვილი, ზურა ლალიაშვილი, ვიქტორ ლალიაშვილი, დათო აბულაძე, გია ბაღაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლაშა მძინარაშვილი, მირიან ბერელიძე, ირაკლი ნადირაშვილი, მაიკო ვაწაძე, შორენა ჯაფარიძე, ცისია კალანდაძე, ეკა მოდებაძე, ლუკა წიკლაური, ილა საბაძე, თენგო გუმბერიძე, დათო მჭედლიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე.

შეიძინეთ ბილეთები ონლაინ: Tkt.ge/ChkhikvtaKortsili

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს