პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 23 წლის ახალწვეული, რომელიც შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა
ვინ იყო 23 წლის ახალწვეული, რომელიც შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა

ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­წვე­უ­ლი, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვით ნას­როლ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა, 23 წლის გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, იგი სო­ფელ­ში უქ­მე­ებ­ზე ოჯახ­თან იყო ჩა­სუ­ლი.

თა­ნა­სოფ­ლე­ლი, რომ­ლის ნას­როლ ტყვი­ა­საც ახალ­გაზ­რდა ბიჭი შე­ე­წი­რა, თე­მურ თე­დო­ზაშ­ვი­ლია. ირ­კვე­ვა, რომ ის მოკ­ლუ­ლის­გან 100-150 მეტ­რის მო­შო­რე­ბით იდგა, რო­დე­საც გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე გამ­თე­ნი­ი­სას იმის­თვის იმ­ყო­ფე­ბო­და, რათა ნაკ­ვეთ­ში ნა­დი­რი შე­ე­ნიშ­ნა.

"შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბულ კაცს ნაკ­ვე­თი ჰქონ­და. ბოლო დღე­ებ­ში ამ­ბობ­და, რომ ღა­მით სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი ნაკ­ვეთს უზი­ა­ნებ­და. რომ და­ღამ­და, სა­ნა­დი­რო თო­ფით ჩა­უ­საფ­რდა - იძახ­და, უნდა მოვ­კლაო. ამ დროს ჩა­მო­უვ­ლია მე­ზობ­ლის ბიჭს, მას ცხო­ველ­ში აე­რია და ეს­რო­ლა. ასე­თი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და სო­ფელ­ში. ეს კაცი პო­ლი­ცი­ას თვი­თონ ჩა­ბარ­და", - ყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ თე­მურ თე­დო­ზაშ­ვილ­მა მი­მალ­ვა სცა­და, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ის ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბი­სა და ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.თ., გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქა­რე­ლი-სკრა-გო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტყეს­თან ახ­ლოს, თა­ნა­სოფ­ლელს - 1995 წელს და­ბა­დე­ბულ გ.მ.-ს სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც მი­ი­მა­ლა. გ.მ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თ.თ. და­ა­კა­ვეს, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი კი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს", – ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნა­ხეთ ვი­დეო: "რა ვიცი, რო­გორ ვერ გა­არ­ჩია, რო­გორ ეს­რო­ლა?!" - ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ქა­რელ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე, რა დრო­საც 23 წლის ახალ­წვე­უ­ლი ბრმა ტყვი­ას ემსხვერ­პლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ვინ იყო 23 წლის ახალწვეული, რომელიც შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა

ვინ იყო 23 წლის ახალწვეული, რომელიც შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა

ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი ახალწვეული, რომელიც შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა, 23 წლის გიორგი მჭედლიშვილია. როგორც ცნობილია, იგი სოფელში უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული.

თანასოფლელი, რომლის ნასროლ ტყვიასაც ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა, თემურ თედოზაშვილია. ირკვევა, რომ ის მოკლულისგან 100-150 მეტრის მოშორებით იდგა, როდესაც გასროლა განახორციელა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბრალდებული მკვლელობის ადგილზე გამთენიისას იმისთვის იმყოფებოდა, რათა ნაკვეთში ნადირი შეენიშნა.

"შემთხვევაში ბრალდებულ კაცს ნაკვეთი ჰქონდა. ბოლო დღეებში ამბობდა, რომ ღამით სავარაუდოდ, გარეული ცხოველი ნაკვეთს უზიანებდა. რომ დაღამდა, სანადირო თოფით ჩაუსაფრდა - იძახდა, უნდა მოვკლაო. ამ დროს ჩამოუვლია მეზობლის ბიჭს, მას ცხოველში აერია და ესროლა. ასეთი ტრაგედია დატრიალდა სოფელში. ეს კაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა", - ყვებიან ადგილობრივები.

მომხდარის შემდეგ თემურ თედოზაშვილმა მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული თ.თ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს, თანასოფლელს - 1995 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. გ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.თ. დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნახეთ ვიდეო: "რა ვიცი, როგორ ვერ გაარჩია, როგორ ესროლა?!" - ადგილობრივები ქარელში მომხდარ ტრაგედიაზე, რა დროსაც 23 წლის ახალწვეული ბრმა ტყვიას ემსხვერპლა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს