პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში "ყველაზე ღარიბმა პრეზიდენტმა" პენსიაზე უარი თქვა
მსოფლიოში "ყველაზე ღარიბმა პრეზიდენტმა" პენსიაზე უარი თქვა

ურუგ­ვა­ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ხოსე მუ­ხი­კამ, რო­მელ­საც „მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ღა­რიბ პრე­ზი­დენტს“ უწო­დე­ბენ, გა­ნა­ცხა­და, რომ სე­ნა­ტო­რის პენ­სი­ის მი­ღე­ბა არ სურს.

მუ­ხი­კა ურუგ­ვა­ის სე­ნატ­ში 2015 წლი­დან მუ­შა­ობ­და, თა­ნამ­დე­ბო­ბა პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ და­ი­კა­ვა. გა­სულ კვი­რას კი სე­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­ტო­ვა.

ყო­ფილ პრე­ზი­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და სე­ნა­ტო­რის სა­ვარ­ძე­ლი 2020 წლამ­დე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან გა­და­ი­ღა­ლა.

მუ­ხი­კა 83 წლი­საა. 14 წელი მას სამ­ხედ­რო ცი­ხე­ებ­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ურუგ­ვა­ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რი და მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბით არის ცნო­ბი­ლი, ბო­დი­ში მო­უ­ხა­და ყვე­ლა კო­ლე­გას, ვის­თვი­საც კა­მა­თის დროს უწყე­ნი­ნე­ბია.

მუ­ხი­კა მსოფ­ლი­ომ ცხოვ­რე­ბის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სტი­ლის წყა­ლო­ბით გა­იც­ნო. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს, ისე­ვე, რო­გორც პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ცოლ­თან ერ­თად ფერ­მა­ში ცხოვ­რობ­და, დე­და­ქა­ლაქთან ახ­ლოს.

პრე­ზი­დენ­ტი და მისი ცოლი ყიდ­დნენ ყვა­ვი­ლებს, ხელ­ფა­სის თით­ქმის 90%-ს კი ქველ­მოქ­მე­დე­ბას ახ­მარ­დნენ. მუ­ხი­კას სა­კუთ­რე­ბა­ში, ფერ­მის გარ­და, იყო 1987 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა Volkswagen Beetle. 2014 წელს ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ნაც­ვლოდ მას მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა მუ­ხი­კამ უარი თქვა და გა­ნა­ცხა­და, რომ ტრან­სპორ­ტი სამი წლის ძაღ­ლის გა­და­საყ­ვა­ნად სჭირ­დე­ბო­და.

ურუგ­ვა­ის პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მუ­ხი­კა პენ­სი­ა­ზე გას­ვლის შემ­დეგ 2019 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მო­ემ­ზა­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მსოფლიოში "ყველაზე ღარიბმა პრეზიდენტმა" პენსიაზე უარი თქვა

მსოფლიოში "ყველაზე ღარიბმა პრეზიდენტმა" პენსიაზე უარი თქვა

ურუგვაის ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ, რომელსაც „მსოფლიოში ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს“ უწოდებენ, განაცხადა, რომ სენატორის პენსიის მიღება არ სურს.

მუხიკა ურუგვაის სენატში 2015 წლიდან მუშაობდა, თანამდებობა პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ დაიკავა. გასულ კვირას კი სენატორის თანამდებობაც დატოვა.

ყოფილ პრეზიდენტს საშუალება ჰქონდა სენატორის სავარძელი 2020 წლამდე შეენარჩუნებინა, თუმცა გადადგომის შესახებ განცხადებაში აღნიშნა, რომ ძალიან გადაიღალა.

მუხიკა 83 წლისაა. 14 წელი მას სამხედრო ციხეებში აქვს გატარებული. ურუგვაის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც პირდაპირი და მწვავე განცხადებებით არის ცნობილი, ბოდიში მოუხადა ყველა კოლეგას, ვისთვისაც კამათის დროს უწყენინებია.

მუხიკა მსოფლიომ ცხოვრების მოკრძალებული სტილის წყალობით გაიცნო. პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს, ისევე, როგორც პოსტის დატოვების შემდეგ, ცოლთან ერთად ფერმაში ცხოვრობდა, დედაქალაქთან ახლოს.

პრეზიდენტი და მისი ცოლი ყიდდნენ ყვავილებს, ხელფასის თითქმის 90%-ს კი ქველმოქმედებას ახმარდნენ. მუხიკას საკუთრებაში, ფერმის გარდა, იყო 1987 წელს გამოშვებული ავტომანქანა Volkswagen Beetle. 2014 წელს ავტომობილის სანაცვლოდ მას მილიონი დოლარი შესთავაზეს, თუმცა მუხიკამ უარი თქვა და განაცხადა, რომ ტრანსპორტი სამი წლის ძაღლის გადასაყვანად სჭირდებოდა.

ურუგვაის პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ მუხიკა პენსიაზე გასვლის შემდეგ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მოემზადება.

"მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნავალნისა და სააკაშვილზე?

მინსკში მილიციამ აქციაზე 125 ადამიანი დააკავა - ძალოვანებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს

როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა