მსოფლიო

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანის სამშობიარო სახლში მშობიარობის შემდეგ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა
გლდანის სამშობიარო სახლში მშობიარობის შემდეგ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გლ­დან­ში მდე­ბა­რე სამ­შო­ბი­ა­რო სახლ „ნი­ნო­ში“ მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, 35 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის დი­რექ­ტორ­მა ნინო კა­კუ­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, რის გა­მოც მისი ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. ახალ­გაზ­რდა ქალი სწო­რედ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში და­ი­ღუ­პა.

ნინო კა­კუ­ლი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტის და­ღუპ­ვის ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის შემ­დეგ 35 წლის ქალს გული გა­უ­ჩერ­და, რის მი­ზეზ­საც ამ­ჟა­მად ექ­სპერ­ტი­ზა ად­გენს. „ნი­ნოს“ დი­რექ­ტო­რის თქმით, საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და სა­პარ­ტუ­ლო პო­ლი­ცია.

„პა­ცი­ენ­ტმა კლი­ნი­კა „ნი­ნო­ში“ 19:45 სა­ათ­ზე იმ­შო­ბი­ა­რა, სის­ხლდე­ნა კი მშო­ბი­ა­რო­ბი­დან ორი სა­ა­თის შემ­დეგ და­ე­წყო. წნე­ვა და­უ­ვარ­და და სის­ხლდე­ნის გამო სის­ხლის ბან­კე­ბის­თვის მი­მარ­თვა გახ­და სა­ჭი­რო, თუმ­ცა მისი ჯგუ­ფის სის­ხლი არ­ცერთ პარტნი­ორ სის­ხლის ბანკს არ აღ­მო­აჩ­ნდა. ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­დაყ­ვა­ნი­სას ჯერ კი­დევ გონ­ზე იყო. ჩვენ მე­ო­რე დო­ნის კლი­ნი­კა ვართ, ამი­ტომ პა­ცი­ენ­ტი მე­სა­მე დო­ნის კლი­ნი­კა­ში ღა­მის 01:00 სა­ათ­ზე, დრო­უ­ლად გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და იქ რა მოხ­და, მერე უკვე არა­ვინ იცის. გონ­ზე იყო, როცა შე­ვი­და, სტა­ბი­ლუ­რად ჰქონ­და წნე­ვა და იქ უკვე რა მოხ­და, არ ვიცი, ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს და ჩვენ თვი­თო­ნაც ვი­ძი­ებთ ამას.

ჩვენ და­ნა­შა­უ­ლი არ მიგ­ვი­ძღვის, რაც შეგ­ვეძ­ლო, რაც სა­ჭი­როა, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და. ჩვენ­თან არ და­ღუ­პუ­ლა, ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში და­ი­ღუ­პა. აქ იმ­შო­ბი­ა­რა, სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და იქ და­ი­ღუ­პა. მი­ზე­ზი რა გახ­და, ჯერ არა­ვინ იცის, ექ­სპერ­ტი­ზა ჩარ­თუ­ლია, ჩარ­თუ­ლია დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცია, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და გა­ირ­კვე­ვა ალ­ბათ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. ჩვენ რაც შეგ­ვეძ­ლო და ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი იყო“, - გან­მარ­ტა ნინო კა­კუ­ლი­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო: სამ­შო­ბი­ა­რო სახლ "ნი­ნო­ში" მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ 35 წლის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა - რას ამ­ბობს დი­რექ­ტო­რი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

გლდანის სამშობიარო სახლში მშობიარობის შემდეგ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გლდანის სამშობიარო სახლში მშობიარობის შემდეგ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გლდანში მდებარე სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამშობიარო სახლის დირექტორმა ნინო კაკულიამ განუცხადა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა.

ნინო კაკულიას ინფორმაციით, პაციენტის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე განმარტებით, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დაწყების შემდეგ 35 წლის ქალს გული გაუჩერდა, რის მიზეზსაც ამჟამად ექსპერტიზა ადგენს. „ნინოს“ დირექტორის თქმით, საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტულო პოლიცია.

„პაციენტმა კლინიკა „ნინოში“ 19:45 საათზე იმშობიარა, სისხლდენა კი მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ დაეწყო. წნევა დაუვარდა და სისხლდენის გამო სისხლის ბანკებისთვის მიმართვა გახდა საჭირო, თუმცა მისი ჯგუფის სისხლი არცერთ პარტნიორ სისხლის ბანკს არ აღმოაჩნდა. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანისას ჯერ კიდევ გონზე იყო. ჩვენ მეორე დონის კლინიკა ვართ, ამიტომ პაციენტი მესამე დონის კლინიკაში ღამის 01:00 საათზე, დროულად გადავიყვანეთ და იქ რა მოხდა, მერე უკვე არავინ იცის. გონზე იყო, როცა შევიდა, სტაბილურად ჰქონდა წნევა და იქ უკვე რა მოხდა, არ ვიცი, ექსპერტიზა დაადგენს და ჩვენ თვითონაც ვიძიებთ ამას.

ჩვენ დანაშაული არ მიგვიძღვის, რაც შეგვეძლო, რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდა. ჩვენთან არ დაღუპულა, ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. აქ იმშობიარა, სტაბილურ მდგომარეობაში გადავიყვანეთ და იქ დაიღუპა. მიზეზი რა გახდა, ჯერ არავინ იცის, ექსპერტიზა ჩართულია, ჩართულია დიდუბის რაიონის პოლიცია, ჯანდაცვის სამინისტრო და გაირკვევა ალბათ, გარდაცვალების მიზეზი. ჩვენ რაც შეგვეძლო და ჩვენი მონაცემებით პროტოკოლის მიხედვით ყველაფერი გაკეთებული იყო“, - განმარტა ნინო კაკულიამ.

იხილეთ ვიდეო: სამშობიარო სახლ "ნინოში" მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა - რას ამბობს დირექტორი?

რა შედეგი აჩვენა ლილოს, დინამოსა და ელიავას ბაზრობების კვლევამ კორონავირუსზე - ამირან გამყრელიძის კომენტარი

"ხიდის მოაჯირზე იჯდა და გადავარდა" - ფოთში, მდინარე რიონში 20 წლამდე გოგოს ეძებენ

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები