პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 წელი აგვისტოს ომიდან - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც შესაძლოა, აღარ გვახსოვს
09:51 / 07-08-2021
13 წელი აგვისტოს ომიდან - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც შესაძლოა, აღარ გვახსოვს
09:51 / 07-08-2021

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან 13 წელი გა­ვი­და... ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე.

ერ­თად გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი ტრა­გი­კუ­ლი დღე­ე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­ას პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან 16 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით - ომის დღე­ებს, რო­მე­ლიც ბევ­რად უფრო ადრე და­ი­წყო და რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

1-ელი აგ­ვის­ტო

ერედ­ვი-ხე­ი­თის შე­მოვ­ლით გზა­ზე აფეთ­ქდა სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა, ინ­ტენ­სი­უ­რი, ორ­მხრი­ვი სრო­ლა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფებ­სა და ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს შო­რის, და­ი­ღუ­პა 6 და და­იჭ­რა 21 ადა­მი­ა­ნი.

2 აგ­ვის­ტო

მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში იბომ­ბე­ბო­და ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი: ქვე­მო და ზემო ნი­ქო­ზი, ავ­ნე­ვი, ერედ­ვი, ერგნე­თი. სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში თე­მურ ია­კო­ბაშ­ვი­ლი რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, მა­რატ კუ­ლახ­მე­ტოვს ხვდე­ბა. ია­კო­ბაშ­ვი­ლი ოს სე­პა­რა­ტის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­საც ითხოვს, მაგ­რამ უარს იღებს.

3 აგ­ვის­ტო

ცხინ­ვა­ლი­დან რუ­სეთ­ში ევა­კუ­ი­რე­ბულ იქნა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა – ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი. ვლა­დი­კავ­კაზ­ში ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის მხარ­დამ­ჭე­რი მი­ტინ­გი იმარ­თე­ბა. ამ დღეს აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სექ­ტემ­ბრი­დან გალ­ში ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ. სერ­გეი ბა­ღაფ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას აცხა­დებს და ენ­გუ­რის ხიდს კე­ტავს. რო­კის გვი­რა­ბი­დან რუ­სე­თის 58-ე არ­მი­ის ხუთი ბა­ტა­ლი­ო­ნი, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა და არ­ტი­ლე­რია შე­მო­დის.

4 აგ­ვის­ტო

ოს სე­პა­რა­ტის­ტთა ლი­დე­რი ედუ­არდ კო­კო­ი­თი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას არ გა­მარ­თავს. სე­პა­რა­ტის­ტთა ე. წ. შს მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ მინ­ძა­ე­ვი აცხა­დებს, რომ ცხინ­ვა­ლი მზად არის ცე­ცხლის გა­სახ­სნე­ლად. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მდგა­რი რუ­სუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­და­დის.

5 აგ­ვის­ტო

ისევ და­ცხრი­ლეს ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი. აფხა­ზი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა­ზე იწყე­ბენ ლა­პა­რაკს. სამ­ხრეთ რუ­სე­თი­დან მო­ხა­ლი­სე­თა ნა­კა­დი მო­ე­დი­ნე­ბა. გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს ეუთო და ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვა­ში სე­პა­რა­ტის­ტებს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

6 აგ­ვის­ტო

მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი არ­ტი­ლე­რი­ით მთე­ლი დღე იბომ­ბე­ბა ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი: ნული, ავ­ნე­ვი, თა­მა­რა­შე­ნი... აა­ფეთ­ქეს ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა „ბე-ემ-პე“. ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი კვლავ იცხრი­ლე­ბა. არის მსხვერ­პლი. ქარ­თულ­მა მხა­რემ რე­გი­ო­ნის სა­ზღვარ­თან ტან­კე­ბი, ჯარი და არ­ტი­ლე­რია გა­ნა­ლა­გა და სრო­ლით­ვე პა­სუ­ხობს მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, სა­გან­გე­ბო თათ­ბი­რის შემ­დეგ, თბი­ლის­ში გზავ­ნი­ან იური პო­პოვს, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც, ია­კო­ბაშ­ვი­ლი­სა და ჩო­ჩი­ე­ვის შეხ­ვედ­რა რუ­სუ­ლი მხა­რის ხელ­შე­წყო­ბით გა­ი­მარ­თე­ბა, ხოლო რე­გი­ონ­ში მოვ­ლე­ნა­თა ძა­ლის­მი­ე­რი გზით გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი გან­ზე ვერ დარ­ჩე­ბა. ოსმა სე­პა­რა­ტის­ტებ­მა 7 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვალ­ში და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა გა­და­დეს და ქარ­თულ მხა­რეს შეხ­ვედ­რა 9 აგ­ვის­ტოს შეს­თა­ვა­ზეს.

7 აგ­ვის­ტო

ქარ­თულ სოფ­ლებ­ზე თავ­დას­ხმა გახ­შირ­და - სე­პა­რა­ტის­ტე­ბი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ბომ­ბა­ვენ ქარ­თულ სოფ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, რომ ქარ­თუ­ლი მხა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თვის მზად არის... სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა კი მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი ზე­გავ­ლე­ნა სე­პა­რა­ტის­ტებ­ზე და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბომბვა აღ­კვე­თოს...

კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში სნა­ი­პე­რუ­ლი ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს სოფ­ლის მცხოვ­რებ­თა წი­ნა­აღ­მდეგ, ინ­ტენ­სი­უ­რად ის­ვრი­ან არ­ტი­ლე­რია, ტან­კე­ბი და ხელ­სა­ტყორ­ცნი არ­ტი­ლე­რი­უ­ლი სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად არის შე­მო­ტა­ნი­ლი - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი

ის მხა­რე­ებს ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა­ტის მო­ლა­პა­რა­კე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს - პი­რო­ბა, სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის სრუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ის მი­ნი­ჭე­ბი­სა, ძა­ლა­ში რჩე­ბა... სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­დევ ერთხელ სთა­ვა­ზობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას შუ­ა­მავ­ლო­ბას კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ოსურ­მა მხა­რემ ცე­ცხლი დრო­ე­ბით შე­წყვი­ტა, მაგ­რამ მალე ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია და კვლავ შე­უ­ტია ქარ­თულ სოფ­ლებს...

23:30 სა­ათ­ზე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად, სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით, ქარ­თუ­ლი მხა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებს იწყებს... ქარ­თუ­ლი მხა­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე რუ­სე­თის 58-ე არ­მია რო­კის გვი­რა­ბით ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­დის.

8 აგ­ვის­ტო

რუ­სულ­მა მხა­რემ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იქვე და­ტო­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სი ჯა­რე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი და მძი­მე ტექ­ნი­კა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში გა­ნა­ლა­გა... რუ­სულ­მა ავი­ა­ცი­ამ და­ბომ­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნის მიღ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რა­საც მოჰ­ყვა მსხვერ­პლი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და და­ზი­ან­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა:

  • გორი და გო­რის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი (მათ შო­რის – სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა);
  • მარ­ნე­უ­ლის აე­როდ­რო­მი;
  • ვა­ზი­ა­ნის აე­როდ­რო­მი;
  • კო­პიტ­ნა­რის აე­როდ­რო­მი;
  • ონი;
  • ფო­თის პორ­ტი;
  • ბაქო-სუფ­სის ნავ­თობ­სა­დე­ნი;
  • ანაკ­ლია;
  • ზემო აფხა­ზე­თი/კო­დო­რის ხე­ო­ბა;
  • თბი­ლი­სი (სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა და თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო რა­და­რი);
  • ხელ­ვა­ჩა­უ­რი;
  • ში­რა­ქი;
  • სე­ნა­კის აე­რო­პორ­ტი და სამ­ხედ­რო ბაზა;
  • კას­პი და ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი;
  • ბორ­ჯო­მის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი

9 აგ­ვის­ტო

რუ­სულ­მა და აფხა­ზურ­მა ძა­ლებ­მა მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სნეს - კო­დო­რის ხე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იჭრ­ნენ და ფო­თი­სა და სე­ნა­კის ოკუ­პი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, და­ბომ­ბეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და სტრა­ტე­გი­უ­ლი წერ­ტი­ლე­ბი – ფლო­ტი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი... იმ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ვებ­სა­ი­ტებ­ზე ჰა­კე­რებ­მაც მი­ი­ტა­ნეს მძლავ­რი იე­რი­ში.

ორმა რუ­სულ­მა მო­ი­ე­რი­შემ ქა­ლაქ გორ­თან ქარ­თუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის პო­ზი­ცი­ე­ბი და­ბომ­ბა. გორ­ში ბომ­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს მოხ­ვდა. რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ფსკო­ვის 76-ე სა­ჰა­ე­რო დი­ვი­ზია ცხინ­ვალ­ში შე­ვი­და. ქარ­თუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­მოგ­დე­ბუ­ლია 10 რუ­სუ­ლი მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქვე­ყა­ნა­ში სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. სა­ქარ­თვე­ლო ერა­ყი­დან ათა­სი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გა­მოწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცია ლი­ახ­ვის ხე­ო­ბის ცხრა­ვე სო­ფელს ბომ­ბავს. ხე­ო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა შვე­ლას ითხოვს.

ცხინ­ვალ­ში ბრძო­ლე­ბი მძაფ­რდე­ბა. რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ამ ონის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი: წე­დი­სი და ბარი და­ბომ­ბა.

10 აგ­ვის­ტო

რუ­სებ­მა აფხა­ზეთ­ში 9 000 ქვე­ი­თი და 350 ჯავ­შან­მან­ქა­ნა შე­იყ­ვა­ნეს. სერ­გეი ბა­ღაფ­ში აცხა­დებს, რომ აფხა­ზე­თი მზად არის "კა­ნო­ნის და­სამ­ყა­რებ­ლად". მან 1 000 ჯა­რის­კა­ცი გაგ­ზავ­ნა კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში და გა­მო­ა­ცხა­და მო­ბი­ლი­ზა­ცია.

ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბი ცხინ­ვალს ტო­ვე­ბენ, თუმ­ცა, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ცნო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ ცალ­მხრი­ვად ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, რუ­სე­თის მხა­რემ კი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­ზე უარი თქვა, რად­გან, მათი მტკი­ცე­ბით, ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბი უკან და­ხე­ვის ნაც­ვლად პო­ზი­ცი­ებს იკა­ვე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რის, შოთა უტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ ცე­ცხლი შე­წყვი­ტა და ქარ­თულ­მა ჯა­რებ­მა და­ტო­ვეს ე. წ. სამ­ხრე­თი ოსე­თი.

იმა­ვე დღეს, საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ბერ­ნარ კუშ­ნე­რის ჩა­მოფ­რე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, რუ­სებ­მა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი და­ბომ­ბეს... თუმ­ცა, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ამ ცნო­ბას დე­ზინ­ფორ­მა­ცია უწო­და. მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო და­თან­ხმდა რუ­სე­თის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის შეს­ვლას ზუგ­დიდ­ში. ინ­ტენ­სი­უ­რად იბომ­ბე­ბა ზუგ­დი­დის, სე­ნა­კის, გო­რის, ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნე­ბი, ზემო აფხა­ზე­თი, თბი­ლი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და­ვით ბაქ­რა­ძე ტე­ლე­ე­თე­რით მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, თბი­ლი­სის და­სა­ცა­ვად ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით დახ­ვდეს მტერს... მოგ­ვი­ა­ნე­ბით შს მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ეკა ზღუ­ლა­ძემ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა „და­ამ­შვი­და“: რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი თბი­ლის­ზე აღარ მო­დი­ან – ორ­ჭო­სან­თან გა­და­უხ­ვი­ე­სო.

მოს­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნო­ციდ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ეუ­თოს თავ­მჯდო­მა­რე კი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი შუ­ა­მავ­ლის როლს კი არ ას­რუ­ლებს, კონ­ფლიქ­ტის მხა­რედ მოგ­ვევ­ლი­ნა.

11 აგ­ვის­ტო

რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ცხინ­ვა­ლი ისევ ქარ­თუ­ლი არ­ტი­ლე­რი­ის ცე­ცხლქვე­შაა. გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სე­სი­ა­ზე გა­ცხად­და, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან კონ­დო­ლი­ზა რა­ის­თან დიპ­ლო­მა­ტი­ურ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში თქვა: „სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი უნდა წა­ვი­დეს!“ და­სავ­ლე­თი ში­შობს, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბას აპი­რებს. რუ­სეთ­მა უარ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის მცდე­ლო­ბა: "ჩვენ საკ­მა­რი­სი ტე­რი­ტო­რია გვაქვს და სა­ქარ­თვე­ლო არ გვჭირ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის სპი­კერ­მა ალექ­სეი რო­გო­ზინ­მა.

არ­სე­ბობს რუ­სუ­ლი არ­მი­ის თბი­ლის­ში შე­მოს­ვლის საფრ­თხე... უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის, ალექ­სან­დრე ლო­მა­ი­ას, გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თულ არ­მი­ას ნაბ­რძა­ნე­ბი აქვს ქა­ლაქ მცხე­თას­თან გა­მაგ­რე­ბა. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კი აცხა­დებს, რომ რუ­სეთს თბი­ლის­ზე თავ­დას­ხმა არა აქვს და­გეგ­მი­ლი(?!). თუმ­ცა... ტან­კებ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სა­ჯა­რი­სო ნა­წი­ლე­ბი თბი­ლი­სის­კენ და­იძ­რნენ და სო­ფელ იგო­ეთ­თან შე­ჩერ­დნენ... მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და CNN-ის კად­რე­ბი, სა­დაც აღელ­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ტე­ლე­ფო­ნით უკავ­შირ­დე­ბა და­სავ­ლე­თის ლი­დე­რებს და აგ­რე­სი­ის შე­ჩე­რე­ბას სთხოვს. ამ სა­უბ­რის კად­რე­ბი, სა­დაც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ჰალ­სტუხს ნერ­ვი­უ­ლად ღე­ჭავს, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იხი­ლა...

სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრებ­თან ქარ­თველ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა გრძე­ლი რიგი დგას... ისი­ნი ოჯა­ხე­ბი­ა­ნად ქვე­ყა­ნას ტო­ვე­ბენ და გარ­ბი­ან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა სიაც, სა­დაც თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქვეყ­ნი­დან გას­ვლი­სა და უკან დაბ­რუ­ნე­ბის ზუს­ტი დროა მი­თი­თე­ბუ­ლი.

12 აგ­ვის­ტო

რუ­სუ­ლი მხა­რე ქმნის ფო­თის პორ­ტის გარ­შე­მო 50-კი­ლო­მეტ­რი­ან ბუ­ფე­რულ ზო­ნას. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ისევ მო­უ­წო­დებს რუ­სეთს, გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი კრი­ზი­სის გა­და­სა­ლა­ხა­ვად. "დიდი შვი­დი­ა­ნის" სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი რუ­სე­თის­გან უპი­რო­ბოდ ცე­ცხლის შე­წყვე­ტას მო­ი­თხო­ვენ. რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა და­ი­წყეს სპე­ცო­პე­რა­ცია ზემო აფხა­ზეთ­ში... კო­დო­რის ხე­ო­ბი­დან გა­მო­დის მო­სახ­ლე­ო­ბა.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს მო­უ­წო­და - შე­წყდეს ცე­ცხლი და და­ი­წყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა. თუმ­ცა, რუ­სე­თის ავი­ა­ცია აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ბომბვას. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბას პარ­ლა­მენ­ტთან შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს...

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად თბი­ლის­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ ეს­ტო­ნე­თის, ლიტ­ვის, უკ­რა­ი­ნი­სა და პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი, ასე­ვე ლატ­ვი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. იმა­ვე სა­ღა­მოს მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ჩა­მოფ­რინ­და ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის რფ პრე­ზი­დენ­ტთან შე­თან­ხმე­ბუ­ლი 6-პუნ­ქტი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი.

პარ­ლა­მენ­ტის წინ შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხი კი სკან­დი­რებს: "სარ­კო, სარ­კო". ისი­ნი იმე­დით შეჰ­ყუ­რე­ბენ სარ­კო­ზის მიერ მედ­ვე­დევ­თან შე­თან­ხმე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მელ­ზეც სა­ა­კაშ­ვილ­საც ხელი აქვს მო­სა­წე­რი. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-6 პუნ­ქტის ფორ­მუ­ლი­რე­ბას აფხა­ზე­თი­სა და ე. წ. სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რან­ტი­ე­ბის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე...

აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­მოგ­ზავ­ნა სა­ეს­კად­რო ნაღ­მო­სა­ნი „მა­კ­ფო­ლი“ (აღ­ჭურ­ვი­ლი „ტო­მა­ჰავ­კის“ ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტე­ბით და უახ­ლე­სი საბ­რძო­ლო-სა­ინ­ფორ­მა­ციო ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მით), „მა­უნთ უით­ნი“ (აშშ-ის მე­ექ­ვსე ფლო­ტის ფლაგ­მა­ნი) და სა­ნა­პი­რო დაც­ვის კა­ტარ­ღა. ამე­რი­კულ ხო­მალ­დებს ნა­ტოს ათზე მეტი გემი ახ­ლდა. აშშ-მა უახ­ლე­სი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბი რე­გი­ონ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი რუსი ანა­ლო­გე­ბის­გან მხო­ლოდ 90 მი­ლის და­შო­რე­ბით გა­ნა­ლა­გა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ამით მათ და­უ­პი­რის­პირ­და.

სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი მედ­ვე­დე­ვი გვამ­ცნობს: "მშვი­დო­ბის­თვის იძუ­ლე­ბის ოპე­რა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლია!"

13 აგ­ვის­ტო

სარ­კო­ზის ძა­ლის­ხმე­ვამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო – რუ­სულ­მა ტან­კებ­მა, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ, უფ­ლის­ცი­ხეს­თან გა­და­უხ­ვი­ეს... გორს კი აკონ­ტრო­ლე­ბენ რუ­სუ­ლი და ე.წ. ოსუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნუ­კი­თხა­ვად მა­რო­დი­ო­რო­ბენ და სას­ტი­კად უს­წორ­დე­ბი­ან გო­რის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ცხად­და...

14 აგ­ვის­ტო

თბი­ლის­ში თავი მო­ი­ყა­რა 28 ათას­მა ლტოლ­ვილ­მა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი­დან.

15 აგ­ვის­ტო

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თბი­ლის­ში ხელი მო­ა­წე­რა სარ­კო­ზის მიერ მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ახალ ვერ­სი­ას.

16 აგ­ვის­ტო

მოს­კოვ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმაც მო­ა­წე­რა ხელი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას.

ინ­ფორ­მა­ცია ეფუძ­ნე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რის" პუბ­ლი­კა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია "პა­ლიტ­რა L"-ის გა­მო­ცე­მა­ში "რჩე­უ­ლი ეპო­ქა".

ფო­ტო­ე­ბი: "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" არ­ქი­ვი; მზია სა­გა­ნე­ლი­ძე, ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლი, გია აბ­და­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
9

საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა მოკლე ისტორია და ...

 მაშ, ასე:

1. ომი რუსეთმა საქართველოსთან დაიწყო პეტრე I-მდე ჯერ კიდევ 2 თაობით ადრე!!! იქიდან მოყოლებული დღეის ჩათვლით, მას საქართველო მუდამ მიაჩნდა (და მ ი ა ჩ ნ ი ა !) თავის კუთვნილებად, ყოველგვარი ტრაქტატ-მატრატებისა და მათი დარღვევების გარეშეც! აი, როგორი იყო რუსი მეფეების ტიტულატურა: "В 1625 году царь Михаил Федорович в титул добавляет фразу: «Повелитель и Государь И в е р с к и я земли, К а р т а л и н с к и х и Г р у з и н с к и х царей и Кабардинския земли, Черкасских и Горских Князей». მერე, გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით, რუსეთმა არა მხოლოდ ქართლ-კახეთში გააუქმა მეფობა (რაც მანამდე არცერთ დამპყრობელს არ უკადრია ), ი,პერიი სწინააღმდეგ მიმართული მრავალი აჯანყება სისხლში ჩაახშო, წამებით მოკლა ჩვენი მღვდელმთავრები, აკრძალა ქართულ ენაზე ეკლესიებში მღვდელმსახურება, უამრავი ქართველი ჯარისკაცი ჩაიყენა თავის სამსახურში - ცოტამ იცის, რომ იმპერიას ემსახურებოდა და მისთვის სისხლს ღვრიდა 3 1 8 (ს ა მ ა ს თ ვ რ ა მ ე ტ ი!) ქართველი მარტო გ ე ნ ე რ ა ლ ი! დაუფასდათ?! ქართველები რომ იბრძოდნენ, (სხვათა შორის პეტრე ბაგრატიონი საფლავიდან ამოაგდეს და მოგვიანებით საფლავის იმიტაციაღა გაუკეთეს) , იმპერია ჩვენს ტერიტორიებზე ათი ათასობით უცხოტომელს გვისახლებდა!!!

2. სამართლიანობისათვის აღვნიშნოთ - რუსეთს მხოლოდ საქართველოსთან მიმართ არა აქვს გართულება. მათი ლიდერის, პუტინის სიტყვებია, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი უბედურება იყო არა, ვთქვათ, ორი მ ს ო ფ ლ ი ო ო მ ი , არამედ - ს ს რ კ-ის დ ა შ ლ ა ! მისივე განცხადებით, რუსეთს საზღვრები არ აქვს: "Границы России нигде не заканчиваются". აქედან გააკეთეთ დაკვნებიც - გაითვალისწინეთ თუნდაც ის ფაქტი, რომ მან რუსეთის პრეზიდენტად მოსვლისთანავე აღადგინა ს ს რ კ -ის ჰ ი მ ნ ი... რაც შეეხება საქართველოს, მისთვის ჩვენი ქვეყანა რაღაც გაურკვეველი ტერიტორიული ერთეული ყოფილა, რომელსაც თურმე თავი ჯერ აფსუების სახელმწიფოსათვის, მერე რუსეთისათვის შეუფარებია და ამით გდარჩენილა აქამდე და ახლა კი დროა, სახაროვისეული გეგმის თანახმად სულ ცოტა 5 ერთეულად დაიშალოს (მათ შორის მინგრელიად და ჯ ა ვ ა ხ კ ა დ !) .

3. მერე, პუტინმა ტელეკამერების წინაშე საქვეყნოდ დაიტრაბახა, რომ 2008 წლის ომი მანვე დაგეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს - მედვედევს არ დააბრალოთ, ჩემი დამსახურება არისო!!!

4. ომის წ ი ნ ა წელს კრემლმა აფხაზეთში სრულიად უკანონოდ შეიყვანა ე. წ. "სარკინიგზო ჯარები", ამით მოამზადა რკინიგზა სამეგრელოსაკენ შეიარაღებული ძალების გადასასროლად და ჩამოაგდო ჩვენი მზვერავი უპილოტო თვითმფრინავი თავიანთი ნამოქმედარის კვალის დასაფარავად!!!

5. დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების შემდეგ პუტინმა 2008 წლის თებერვალში საქვეყნოდ გვამცნო, რომ მიდიოდა "დომაშნიე ზაგატოვკების" დაზუსტება! იმავე წლის აპრილში დიპლომატიური კავშირი დაამყარა ჯერ კიდევ 1993 წელს მიტაცებულ ტერიტორიებთან, რაც უკვე სრულიად აშკარად ო მ ი ს გამოცხადებაა !!!

6. ომის დაწყებამდე ზაფხულში (რუსეთის მიერ სხვა ქვეყნებში შეჭრისათვის ტ რ ა დ ი ც ი უ ლ თვეში - ა გ ვ ი ს ტ ო შ ი) იმპერია 200 ათასიანი არმიით "შემთხვევით" მოადგა საქართველოს საზღვრებს, მათგან რამდენიმე ათას ჯარისკაცს გზა "დაებნა" და ასევე "შემთხვევით" გაიარეს როკის გვირაბი 7 აგვისტომდე, მანამდე კი დ ა ი ბ ო მ ბ ა ქართული სოფლები: ნული, ავნევი,.. დაიღუპა და დაიჭრა ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, განხორციელდა სამთავრობო საიტებზე მძლავრი კიბერშეტევა, რაც ცნობლია, რომ მოითხოვდა ძალიან დიდ ძალისხმევას და წინასწარ ორგანიზებას.

7. ოპერაცია იმდენად ფართოდ იყო დაგეგმილი, რომ იგი გასცდა საქართველოს ფარგლებს - თურქეთის დაშინება-დაშუნტების მიზნით, 5 აგვისტოს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ააფეთქეს "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მილსადენი!

8. ყოველივეს "სათანადოდ" ასახვისათვის, თუ როგორ "ვერაგულად და სრულიად მოულოდნელად" დაესხმებოდნენ "ბარბაროსი" ქართველები "ბაიბურში არმყოფ, მძინარე" ცხინვალელებს, იქ ერთი კვირით ადრე გადასროლილი იქნა წინასწარ მომზადებული რუსული მასმედიის წარმომადგენლებიც.

9. აქ სათანადო ინსტრუქციებით აღიჭურვა მე-5 კოლონა, რომელიც უკვე 12 წელიწადია (თვით „პრეზიდენტის“ ჩათვლით) კრემლთან უნისონში ასრულებს იქ დაწერილ "სიმღერებს".

10. აგვისტოს პირველივე დღეებში მ ო კ ლ ე ს ქართველი ს ა მ შ ვ ი დ ო ბ ო ე ბ ი, ხოლო გადაგდებულმა და სასიკვდილოდ განწირულმა გენერალამ კ უ ლ ა ხ მ ე ტ ო ვ მ ა (მისი რამდენიმე ასეული ცხინვალში ერთი კვირით ადრე გადასროლილ რუსულ სპეცნაზს უნდა გაენადგურებინა, რათა სამშვიდოების დაღუპვა "პირსისხლიან" სააკაშვილს დაბრალებოდა!!!), ქართველთა ტელეკამერების წინ ა ღ ი ა რ ა თავისი უსუსურობა!

11. საქართველოს მტრები ჩვენს გასამტყუნებლად ხშირად "იშველიებენ" ტალიავინის კომისიის დასკვნას, მაგრამ იქ ხომ საუბარი იყო მხოლოდ კონფლიქტის კ უ ლ მ ი ნ ა ც ი ა ზ ე, რომელიც საქართველოს ბრალდებოდა, მაგრამ მოდით, ასე დავსვათ საკითხი: ვთქვათ, მტერი 1-ლი იანვრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღე თითო მოქალაქეს გიკლავს და 31-ში შენ მას 2 მეომარი მოუკალი, ცხადია, ა რ ი თ მ ე ტ ი კ უ ლ ა დ სწორედ ბოლო ქმედება ჩაითვლება კონფლიქტის კულმინაციად! და რა გამოდის - წყნარად, მშვიდად უნდა ჩავბარებოდით კრემლს?!! წარმოგიდგენიათ, როგორი ყიჟინა ატყდებოდა წინა ხელისულების მოწინააღმდეგების მხრიდან, ვითომ მხოლოდ კოკოითის ძალებს (სულ რამდენიმე ასეულ ოსს!!!) რომ განეხორციელებინა მთელს სამაჩაბლოში ქართველების ე თ ნ ო წ მ ე ნ დ ა, რა მიზნების შესახებაც მან აგვისტოს დასაწყისშივე ს ა ქ ვ ე ყ ნ ო დ განაცხადა რუსული ტელეკამერებისვე წინ და მისი აღსრულება, როგორც უკვე ვთქვით, ქართული სოფლების - ნულის, ავნევის მასირებული დაბომბვით და ქართველი სამშვიდობოების და მოსახლეობის მკვლელობით დაიწყო! დ ა ამ დროს ჩვენებს, პირველ რიგში ჯ ა რ ს, იმის შიშით, პ რ ო ვ ო კ ა ც ი ა ს არ წ ა მ ო ვ ე გ ო თ ო, აუღელვებლად ეყურებინა, როგორ ხოცავდნენ ქართველებს ოსები, ათი ათასობით "მშვიდობის მტრედი" რუსი და როგორ მოჰქონდათ მათ საზღვარი გორამდე?!! თან, ესეც არ დაივიწყოთ, ოსების გაცხადებულ მიზნებში შედიოდა სხვა "ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ‘ ო ს უ რ ი ტერიტორიების" - ქარელის რაიონის, ბაკურიანის და ა.შ. მიტაცებაც!!! რა ექნა სააკაშვილს - ისედაც "შეშფოთებული" ევროპის მხოლოდ კიდევ მეტად შეშფოთებით დაკმაყოფილებულიყო და ხელი არ გამოეღო?!! მაშინ რ ა ს ა ღ ა რ იტყოდით მასზე, რ უ ს ე თ უ მ ე ე ბ ო ?!!

12. ყირიმსა და დონბასში "პ რ ო ვ ო კ ა ც ი ა ს ა რ წ ა მ ო გ ე ბ უ ლ ი" უკრაინის მაგალითმა მაინც აღარ უნდა გასწავლოთ ჭკუა?!! თავის დედაზე რომ ხელი აღმართოს, რას უწოდებდით ასეთ „კაცს“?! რუსეთისათვის კიევი ხომ დ ე დ ა ა !!! რუსეთუმეებო, დედა გყავთ ან ოდესმე გყოლიათ მაინც?!!!

 

საქართველომ მუდამ ებრძოდა დამპყრობელს: მარტო ანტირუსული აჯანყებების წლებს დავასახელებ - 1802, 1804, 1810, 1812, 1819-1820, 1832, 1841, 1857, 1876, 1878, 1905-1907, 1922, 1924, 1956... 1989 წელი ერთ-ერთი იმათგანია.

აღარ გავიხსენებ ანტისპარსულ, ანტიარაბულ, ანტიმონღოლურ, ანტიოსმალურ, ანტიირანულ ბრძოლებს და აჯანყებათა გრძელ სერიას.

ამ ბრძოლებისა და ომების წყალობით შევინარჩუნეთ არსებობა და მოვედით აქამდე, რასაც დღეს ასე გამწარებით ებრძვის ბორია ივანოვის კომანდა!

 

დაბოლოს, შევამოწმოთ, რამდენად ვართ ქ ა რ თ ვ ე ლ ი და თითოეულმა საკუთარ თავს ჰკითხოს:

ვინ

დაიწყო

აგვისტოს

ომი?!!!

 

P. S. ასეთი აუხდენელი ნატვრა მაქვს - ერთი (ერთადერთი!) აზერბაიჯანელი ან სომეხი ადამიანი მაპოვნინოს ღმერთმა, საკუთარ სამშობლოს რომ აბრალებდეს ამ ქვეყნებს შორის ომის დაწყებას.

 

გელა
18

საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა მოკლე ისტორია და ...

1. ომი რუსეთმა საქართველოსთან დაიწყო პეტრე I-მდე ჯერ კიდევ 2 თაობით ადრე!!! იქიდან მოყოლებული დღეის ჩათვლით, მას საქართველო მუდამ მიაჩნდა (და მ ი ა ჩ ნ ი ა !) თავის კუთვნილებად, ყოველგვარი ტრაქტატ-მატრატებისა და მათი დარღვევების გარეშეც! აი, როგორი იყო რუსი მეფეების ტიტულატურა: "В 1625 году царь Михаил Федорович в титул добавляет фразу: «Повелитель и Государь И в е р с к и я земли, К а р т а л и н с к и х и Г р у з и н с к и х царей и Кабардинския земли, Черкасских и Горских Князей». მერე, გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით, რუსეთმა არა მხოლოდ ქართლ-კახეთში გააუქმა მეფობა (რაც მანამდე არცერთ დამპყრობელს არ უკადრია ), იმპერიის წინააღმდეგ მიმართული მრავალი აჯანყება სისხლში ჩაახშო, წამებით მოკლა ჩვენი მღვდელმთავრები, აკრძალა ქართულ ენაზე ეკლესიებში მღვდელმსახურება, უამრავი ქართველი ჯარისკაცი ჩაიყენა თავის სამსახურში - ცოტამ თუ იცის, რომ იმპერიას ემსახურებოდა და მისთვის სისხლს ღვრიდა 3 1 8 (ს ა მ ა ს თ ვ რ ა მ ე ტ ი!) ქართველი მარტო გ ე ნ ე რ ა ლ ი! დაუფასდათ?! ქართველები რომ იბრძოდნენ, (სხვათა შორის პეტრე ბაგრატიონი საფლავიდან ამოაგდეს და მოგვიანებით საფლავის იმიტაციაღა გაუკეთეს), იმპერია ჩვენს ტერიტორიებზე ათი ათასობით უცხოტომელს გვისახლებდა!!!

2. სამართლიანობისათვის აღვნიშნოთ - რუსეთს მხოლოდ საქართველოსთან მიმართ არა აქვს გართულება. მათი ლიდერის, პუტინის სიტყვებია, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი უბედურება იყო არა, ვთქვათ, ორი მ ს ო ფ ლ ი ო ო მ ი , არამედ - ს ს რ კ-ის დ ა შ ლ ა ! მისივე განცხადებით, რუსეთს საზღვრები არ აქვს: "Границы России нигде не заканчиваются". აქედან გააკეთეთ დასკვნებიც - გაითვალისწინეთ თუნდაც ის ფაქტი, რომ მან რუსეთის პრეზიდენტად მოსვლისთანავე აღადგინა ს ს რ კ -ის ჰ ი მ ნ ი... რაც შეეხება საქართველოს, მისთვის ჩვენი ქვეყანა რაღაც გაურკვეველი ტერიტორიული ერთეული ყოფილა, რომელსაც თურმე თავი ჯერ აფსუების სახელმწიფოსათვის, მერე რუსეთისათვის შეუფარებია და ამით გადარჩენილა აქამდე და ახლა კი დროა, სახაროვისეული გეგმის თანახმად რომ სულ ცოტა 5 ერთეულად დაიშალოს (მათ შორის მინგრელიად და ჯ ა ვ ა ხ კ ა დ !) .

3. მერე, პუტინმა ტელეკამერების წინაშე საქვეყნოდ დაიტრაბახა, რომ 2008 წლის ომი მანვე დაგეგმა ჯერ კიდევ 2006 წელს - მედვედევს არ დააბრალოთ, ჩემი დამსახურება არისო!!!

4. ომის წ ი ნ ა წელს კრემლმა აფხაზეთში სრულიად უკანონოდ შეიყვანა ე. წ. "სარკინიგზო ჯარები", ამით მოამზადა რკინიგზა სამეგრელოსაკენ შეიარაღებული ძალების გადასასროლად და ჩამოაგდო ჩვენი მზვერავი უპილოტო თვითმფრინავი თავიანთი ნამოქმედარის კვალის დასაფარავად!!!

5. დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარების შემდეგ პუტინმა 2008 წლის თებერვალში საქვეყნოდ გვამცნო, რომ მიდიოდა "დომაშნიე ზაგატოვკების" დაზუსტება! იმავე წლის აპრილში დიპლომატიური კავშირი დაამყარა ჯერ კიდევ 1993 წელს მიტაცებულ ტერიტორიებთან, რაც უკვე სრულიად აშკარად ო მ ი ს გამოცხადებაა !!!

6. ომის დაწყებამდე ზაფხულში (რუსეთის მიერ სხვა ქვეყნებში შეჭრისათვის ტ რ ა დ ი ც ი უ ლ თვეში - ა გ ვ ი ს ტ ო შ ი) იმპერია 200 ათასიანი არმიით "შემთხვევით" მოადგა საქართველოს საზღვრებს, მათგან რამდენიმე ათას ჯარისკაცს გზა "დაებნა" და ასევე "შემთხვევით" გაიარეს როკის გვირაბი 7 აგვისტომდე, მანამდე კი დ ა ი ბ ო მ ბ ა ქართული სოფლები: ნული, ავნევი,.. დაიღუპა და დაიჭრა ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, განხორციელდა სამთავრობო საიტებზე მძლავრი კიბერშეტევა, რაც ცნობლია, რომ მოითხოვდა ძალიან დიდ ძალისხმევას და წინასწარ ორგანიზებას.

7. ოპერაცია იმდენად ფართოდ იყო დაგეგმილი, რომ იგი გასცდა საქართველოს ფარგლებს - თურქეთის დაშინება-დაშუნტების მიზნით, 5 აგვისტოს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ააფეთქეს "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მილსადენი!

8. ყოველივეს "სათანადოდ" ასახვისათვის, თუ როგორ "ვერაგულად და სრულიად მოულოდნელად" დაესხმებოდნენ "ბარბაროსი" ქართველები "ბაიბურში არმყოფ, მძინარე" ცხინვალელებს, იქ ერთი კვირით ადრე გადასროლილი იქნა წინასწარ მომზადებული რუსული მასმედიის წარმომადგენლებიც.

9. აქ სათანადო ინსტრუქციებით აღიჭურვა მე-5 კოლონა, რომელიც უკვე 12 წელიწადია (თვით „პრეზიდენტის“ ჩათვლით) კრემლთან უნისონში ასრულებს იქ დაწერილ "სიმღერებს".

10. აგვისტოს პირველივე დღეებში მ ო კ ლ ე ს ქართველი ს ა მ შ ვ ი დ ო ბ ო ე ბ ი, ხოლო გადაგდებულმა და სასიკვდილოდ განწირულმა გენერალამ კ უ ლ ა ხ მ ე ტ ო ვ მ ა (მისი რამდენიმე ასეული ცხინვალში ერთი კვირით ადრე გადასროლილ რუსულ სპეცნაზს უნდა გაენადგურებინა, რათა სამშვიდოების დაღუპვა "პირსისხლიან" სააკაშვილს დაბრალებოდა!!!), ქართველთა ტელეკამერების წინ ა ღ ი ა რ ა თავისი უსუსურობა!

11. საქართველოს მტრები ჩვენს გასამტყუნებლად ხშირად "იშველიებენ" ტალიავინის კომისიის დასკვნას, მაგრამ იქ ხომ საუბარი იყო მხოლოდ კონფლიქტის კ უ ლ მ ი ნ ა ც ი ა ზ ე, რომელიც საქართველოს ბრალდებოდა, მაგრამ მოდით, ასე დავსვათ საკითხი: ვთქვათ, მტერი 1-ლი იანვრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით ყოველდღე თითო მოქალაქეს გიკლავს და 31-ში შენ მას 2 მეომარი მოუკალი, ცხადია, ა რ ი თ მ ე ტ ი კ უ ლ ა დ სწორედ ბოლო ქმედება ჩაითვლება კონფლიქტის კულმინაციად! და რა გამოდის - წყნარად, მშვიდად უნდა ჩავბარებოდით კრემლს?!! წარმოგიდგენიათ, როგორი ყიჟინა ატყდებოდა წინა ხელისულების მოწინააღმდეგების მხრიდან, ვითომ მხოლოდ კოკოითის ძალებს (სულ რამდენიმე ასეულ ოსს!!!) რომ განეხორციელებინა მთელს სამაჩაბლოში ქართველების ე თ ნ ო წ მ ე ნ დ ა, რა მიზნების შესახებაც მან აგვისტოს დასაწყისშივე ს ა ქ ვ ე ყ ნ ო დ განაცხადა რუსული ტელეკამერებისვე წინ და მისი აღსრულება, როგორც უკვე ვთქვით, ქართული სოფლების - ნულის, ავნევის მასირებული დაბომბვით და ქართველი სამშვიდობოების და მოსახლეობის მკვლელობით დაიწყო! დ ა ამ დროს ჩვენებს, პირველ რიგში ჯ ა რ ს, იმის შიშით, პ რ ო ვ ო კ ა ც ი ა ს არ წ ა მ ო ვ ე გ ო თ ო, აუღელვებლად ეყურებინა, როგორ ხოცავდნენ ქართველებს ოსები, ათი ათასობით "მშვიდობის მტრედი" რუსი და როგორ მოჰქონდათ მათ საზღვარი გორამდე?!! თან, ესეც არ დაივიწყოთ, ოსების გაცხადებულ მიზნებში შედიოდა სხვა "ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ‘ ო ს უ რ ი ტერიტორიების" - ქარელის რაიონის, ბაკურიანის და ა.შ. მიტაცებაც!!! რა ექნა სააკაშვილს - ისედაც "შეშფოთებული" ევროპის მხოლოდ კიდევ მეტად შეშფოთებით დაკმაყოფილებულიყო და ხელი არ გამოეღო?!! მაშინ რ ა ს ა ღ ა რ იტყოდით მასზე, რ უ ს ე თ უ მ ე ე ბ ო ?!!

12. ყირიმსა და დონბასში "პ რ ო ვ ო კ ა ც ი ა ს ა რ წ ა მ ო გ ე ბ უ ლ ი" უკრაინის მაგალითმა მაინც აღარ უნდა გასწავლოთ ჭკუა?!! თავის დედაზე რომ ხელი აღმართოს, რას უწოდებდით ასეთ „კაცს“?! რუსეთისათვის კიევი ხომ დ ე დ ა ა !!! რუსეთუმეებო, დედა გყავთ ან ოდესმე გყოლიათ მაინც?!!!

 

საქართველომ მუდამ ებრძოდა დამპყრობელს: მარტო ანტირუსული აჯანყებების წლებს დავასახელებ - 1802, 1804, 1810, 1812, 1819-1820, 1832, 1841, 1857, 1876, 1878, 1905-1907, 1922, 1924, 1956... 1989 წელი ერთ-ერთი იმათგანია.

აღარ გავიხსენებ ანტისპარსულ, ანტიარაბულ, ანტიმონღოლურ, ანტიოსმალურ, ანტიირანულ ბრძოლებს და აჯანყებათა გრძელ სერიას.

ამ ბრძოლებისა და ომების წყალობით შევინარჩუნეთ არსებობა და მოვედით აქამდე, რასაც დღეს ასე გამწარებით ებრძვის ბორია ივანოვის კომანდა!

 

დაბოლოს, შევამოწმოთ, რამდენად ვართ ქ ა რ თ ვ ე ლ ი და თითოეულმა საკუთარ თავს ჰკითხოს:

ვინ

დაიწყო

აგვისტოს

ომი?!!!

 

P. S. ასეთი აუხდენელი ნატვრა მაქვს - ერთი (ერთადერთი!) აზერბაიჯანელი ან სომეხი ადამიანი მაპოვნინოს ღმერთმა, საკუთარ სამშობლოს რომ აბრალებდეს ამ ქვეყნებს შორის ომის დაწყებას.

 

ავტორი:

13 წელი აგვისტოს ომიდან - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც შესაძლოა, აღარ გვახსოვს

13 წელი აგვისტოს ომიდან - ტრაგიკული მოვლენების ქრონოლოგია, რომელიც შესაძლოა, აღარ გვახსოვს

რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა... ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე.

ერთად გადავავლოთ თვალი ტრაგიკული დღეების ქრონოლოგიას პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით - ომის დღეებს, რომელიც ბევრად უფრო ადრე დაიწყო და რომელმაც საქართველოს მომავალი მთლიანად შეცვალა.

1-ელი აგვისტო

ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე აფეთქდა საქართველოს შსს-ს კუთვნილი ავტომანქანა, ინტენსიური, ორმხრივი სროლა დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, დაიღუპა 6 და დაიჭრა 21 ადამიანი.

2 აგვისტო

მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ქართული სოფლები: ქვემო და ზემო ნიქოზი, ავნევი, ერედვი, ერგნეთი. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელს, მარატ კულახმეტოვს ხვდება. იაკობაშვილი ოს სეპარატისტებთან შეხვედრასაც ითხოვს, მაგრამ უარს იღებს.

3 აგვისტო

ცხინვალიდან რუსეთში ევაკუირებულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობა – ბავშვები და ქალები. ვლადიკავკაზში ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარდამჭერი მიტინგი იმართება. ამ დღეს აფხაზი სეპარატისტები იღებენ გადაწყვეტილებას სექტემბრიდან გალში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. სერგეი ბაღაფში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს. როკის გვირაბიდან რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი, ჯავშანტექნიკა და არტილერია შემოდის.

4 აგვისტო

ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ რუსეთის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებას არ გამართავს. სეპარატისტთა ე. წ. შს მინისტრი მიხეილ მინძაევი აცხადებს, რომ ცხინვალი მზად არის ცეცხლის გასახსნელად. კონფლიქტის ზონაში მდგარი რუსული ბატალიონი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

5 აგვისტო

ისევ დაცხრილეს ქართული სოფლები. აფხაზი სეპარატისტები მეორე ფრონტის გახსნაზე იწყებენ ლაპარაკს. სამხრეთ რუსეთიდან მოხალისეთა ნაკადი მოედინება. განცხადებას ავრცელებს ეუთო და ვითარების დაძაბვაში სეპარატისტებს ადანაშაულებს.

6 აგვისტო

მსხვილკალიბრიანი არტილერიით მთელი დღე იბომბება ქართული სოფლები: ნული, ავნევი, თამარაშენი... ააფეთქეს ქართული სამშვიდობო ძალების ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბე-ემ-პე“. ქართული სოფლები კვლავ იცხრილება. არის მსხვერპლი. ქართულმა მხარემ რეგიონის საზღვართან ტანკები, ჯარი და არტილერია განალაგა და სროლითვე პასუხობს მოწინააღმდეგეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგანგებო თათბირის შემდეგ, თბილისში გზავნიან იური პოპოვს, რომლის განცხადებითაც, იაკობაშვილისა და ჩოჩიევის შეხვედრა რუსული მხარის ხელშეწყობით გაიმართება, ხოლო რეგიონში მოვლენათა ძალისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში რუსეთი განზე ვერ დარჩება. ოსმა სეპარატისტებმა 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრა გადადეს და ქართულ მხარეს შეხვედრა 9 აგვისტოს შესთავაზეს.

7 აგვისტო

ქართულ სოფლებზე თავდასხმა გახშირდა - სეპარატისტები განუწყვეტლივ ბომბავენ ქართულ სოფლებს.

საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას აკეთებს, რომ ქართული მხარე მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისთვის მზად არის... საქართველოს საგარეო უწყება კი მოუწოდებს რუსეთს, გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა აღკვეთოს...

კონფლიქტის ზონაში სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ, ინტენსიურად ისვრიან არტილერია, ტანკები და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურად არის შემოტანილი - აცხადებს სააკაშვილი

ის მხარეებს ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს - პირობა, სამხრეთ ოსეთისთვის სრული ავტონომიის მინიჭებისა, ძალაში რჩება... სააკაშვილი კიდევ ერთხელ სთავაზობს რუსეთის ფედერაციას შუამავლობას კონფლიქტის მოგვარებაში. ოსურმა მხარემ ცეცხლი დროებით შეწყვიტა, მაგრამ მალე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია და კვლავ შეუტია ქართულ სოფლებს...

23:30 საათზე ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად, სააკაშვილის ბრძანებით, ქართული მხარე საბრძოლო მოქმედებებს იწყებს... ქართული მხარის საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბით ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოდის.

8 აგვისტო

რუსულმა მხარემ ჩრდილო კავკასიაში სამხედრო წვრთნების დამთავრების შემდეგ იქვე დატოვებული თავისი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ცხინვალის რეგიონში განალაგა... რუსულმა ავიაციამ დაბომბა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები კონფლიქტის ზონის მიღმა, საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მოსახლეობაში და დაზიანდა ინფრასტრუქტურა:

  • გორი და გორის მიმდებარე სოფლები (მათ შორის – სამოქალაქო ინფრასტრუქტურა);
  • მარნეულის აეროდრომი;
  • ვაზიანის აეროდრომი;
  • კოპიტნარის აეროდრომი;
  • ონი;
  • ფოთის პორტი;
  • ბაქო-სუფსის ნავთობსადენი;
  • ანაკლია;
  • ზემო აფხაზეთი/კოდორის ხეობა;
  • თბილისი (საავიაციო ქარხანა და თბილისის აეროპორტის სამოქალაქო რადარი);
  • ხელვაჩაური;
  • შირაქი;
  • სენაკის აეროპორტი და სამხედრო ბაზა;
  • კასპი და ხაშურის რაიონის სოფლები;
  • ბორჯომის ეროვნული პარკი

9 აგვისტო

რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს - კოდორის ხეობაზე თავდასხმის შემდეგ დასავლეთ საქართველოში შეიჭრნენ და ფოთისა და სენაკის ოკუპირება მოახდინეს, დაბომბეს ინფრასტრუქტურული და სტრატეგიული წერტილები – ფლოტი, საცხოვრებელი სახლები და სამკურნალო დაწესებულებები... იმ დღეს საქართველოს ვებსაიტებზე ჰაკერებმაც მიიტანეს მძლავრი იერიში.

ორმა რუსულმა მოიერიშემ ქალაქ გორთან ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა. გორში ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა. ქართული მხარის განცხადებით, ჩამოგდებულია 10 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველო ერაყიდან ათასი სამხედრო მოსამსახურის გამოწვევის გადაწყვეტილებას იღებს. რუსეთის სამხედრო ავიაცია ლიახვის ხეობის ცხრავე სოფელს ბომბავს. ხეობაში დარჩენილი მოსახლეობა შველას ითხოვს.

ცხინვალში ბრძოლები მძაფრდება. რუსეთის სამხედრო ავიაციამ ონის რაიონის სოფლები: წედისი და ბარი დაბომბა.

10 აგვისტო

რუსებმა აფხაზეთში 9 000 ქვეითი და 350 ჯავშანმანქანა შეიყვანეს. სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ აფხაზეთი მზად არის "კანონის დასამყარებლად". მან 1 000 ჯარისკაცი გაგზავნა კოდორის ხეობაში და გამოაცხადა მობილიზაცია.

ქართული ჯარები ცხინვალს ტოვებენ, თუმცა, ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, საქართველომ ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რუსეთის მხარემ კი ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა, რადგან, მათი მტკიცებით, ქართული ჯარები უკან დახევის ნაცვლად პოზიციებს იკავებენ. საქართველოს შს სამინისტროს სპიკერის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, საქართველომ ცეცხლი შეწყვიტა და ქართულმა ჯარებმა დატოვეს ე. წ. სამხრეთი ოსეთი.

იმავე დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერის ჩამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს... თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ ცნობას დეზინფორმაცია უწოდა. მედიის ცნობით, საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობო ძალების შესვლას ზუგდიდში. ინტენსიურად იბომბება ზუგდიდის, სენაკის, გორის, ქარელის რაიონები, ზემო აფხაზეთი, თბილისის მიმდებარე ტერიტორია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავით ბაქრაძე ტელეეთერით მოუწოდებს მოსახლეობას, თბილისის დასაცავად ყველა საშუალებით დახვდეს მტერს... მოგვიანებით შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პირველმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ, საზოგადოება „დაამშვიდა“: რუსული ტანკები თბილისზე აღარ მოდიან – ორჭოსანთან გადაუხვიესო.

მოსკოვი საქართველოს გენოციდში ადანაშაულებს, ეუთოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ რუსეთი შუამავლის როლს კი არ ასრულებს, კონფლიქტის მხარედ მოგვევლინა.

11 აგვისტო

რუსული წყაროების ცნობით, ცხინვალი ისევ ქართული არტილერიის ცეცხლქვეშაა. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიაზე გაცხადდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან დიპლომატიურ სატელეფონო საუბარში თქვა: „საქართველოს პრეზიდენტი უნდა წავიდეს!“ დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობის დამხობას აპირებს. რუსეთმა უარყო საქართველოს ოკუპაციის მცდელობა: "ჩვენ საკმარისი ტერიტორია გვაქვს და საქართველო არ გვჭირდება" - განაცხადა კრემლის სპიკერმა ალექსეი როგოზინმა.

არსებობს რუსული არმიის თბილისში შემოსვლის საფრთხე... უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრე ლომაიას, განცხადებით, ქართულ არმიას ნაბრძანები აქვს ქალაქ მცხეთასთან გამაგრება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ რუსეთს თბილისზე თავდასხმა არა აქვს დაგეგმილი(?!). თუმცა... ტანკებზე ამხედრებული რუსული საჯარისო ნაწილები თბილისისკენ დაიძრნენ და სოფელ იგოეთთან შეჩერდნენ... მოგვიანებით გავრცელდა CNN-ის კადრები, სადაც აღელვებული მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით უკავშირდება დასავლეთის ლიდერებს და აგრესიის შეჩერებას სთხოვს. ამ საუბრის კადრები, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი ჰალსტუხს ნერვიულად ღეჭავს, მთელმა მსოფლიომ იხილა...

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან ქართველ მაღალჩინოსანთა გრძელი რიგი დგას... ისინი ოჯახებიანად ქვეყანას ტოვებენ და გარბიან. მოგვიანებით გამოქვეყნდა სიაც, სადაც თანამდებობის პირთა ქვეყნიდან გასვლისა და უკან დაბრუნების ზუსტი დროა მითითებული.

12 აგვისტო

რუსული მხარე ქმნის ფოთის პორტის გარშემო 50-კილომეტრიან ბუფერულ ზონას. აშშ-ის პრეზიდენტი ისევ მოუწოდებს რუსეთს, გადადგას ნაბიჯები კრიზისის გადასალახავად. "დიდი შვიდიანის" საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისგან უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვენ. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს სპეცოპერაცია ზემო აფხაზეთში... კოდორის ხეობიდან გამოდის მოსახლეობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა - შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკება. თუმცა, რუსეთის ავიაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას. საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს...

საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსახატავად თბილისში ჩამოვიდნენ ესტონეთის, ლიტვის, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი. იმავე საღამოს მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა ქართული მხარისთვის რფ პრეზიდენტთან შეთანხმებული 6-პუნქტიანი ხელშეკრულების გასაცნობად საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი კი სკანდირებს: "სარკო, სარკო". ისინი იმედით შეჰყურებენ სარკოზის მიერ მედვედევთან შეთანხმებულ ხელშეკრულებას, რომელზეც სააკაშვილსაც ხელი აქვს მოსაწერი. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს ხელშეკრულების მე-6 პუნქტის ფორმულირებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო გარანტიების მინიჭების თაობაზე...

აშშ-მა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გამოგზავნა საესკადრო ნაღმოსანი „მაკფოლი“ (აღჭურვილი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით და უახლესი საბრძოლო-საინფორმაციო ანტისარაკეტო სისტემით), „მაუნთ უითნი“ (აშშ-ის მეექვსე ფლოტის ფლაგმანი) და სანაპირო დაცვის კატარღა. ამერიკულ ხომალდებს ნატოს ათზე მეტი გემი ახლდა. აშშ-მა უახლესი სამხედრო ხომალდები რეგიონში დისლოცირებული რუსი ანალოგებისგან მხოლოდ 90 მილის დაშორებით განალაგა და შეიძლება ითქვას, ამით მათ დაუპირისპირდა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი გვამცნობს: "მშვიდობისთვის იძულების ოპერაცია დასრულებულია!"

13 აგვისტო

სარკოზის ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო – რუსულმა ტანკებმა, რომლებიც თბილისისკენ მიემართებოდნენ, უფლისციხესთან გადაუხვიეს... გორს კი აკონტროლებენ რუსული და ე.წ. ოსური დანაყოფები, რომლებიც განუკითხავად მაროდიორობენ და სასტიკად უსწორდებიან გორის მშვიდობიან მოსახლეობას.

საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა...

14 აგვისტო

თბილისში თავი მოიყარა 28 ათასმა ლტოლვილმა ცხინვალის რეგიონიდან.

15 აგვისტო

მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ხელი მოაწერა სარკოზის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი ხელშეკრულების ახალ ვერსიას.

16 აგვისტო

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი ხელშეკრულებას.

ინფორმაცია ეფუძნება "კვირის პალიტრის" პუბლიკაციებს, რომლებიც გაერთიანებულია "პალიტრა L"-ის გამოცემაში "რჩეული ეპოქა".

ფოტოები: "ინტერპრესნიუსის" არქივი; მზია საგანელიძე, ნოდარ ცხვირაშვილი, გია აბდალაძე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"