Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორის დაბომბვას გადარჩენილი მოხუცი ქალის ისტორია, რომლის ფოტო მსოფლიომ იხილა
გორის დაბომბვას გადარჩენილი მოხუცი ქალის ისტორია, რომლის ფოტო მსოფლიომ იხილა

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბის მთე­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვნი­ეს, სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხეს ქუ­ჩებ­ში ჩა­მოც­ვე­ნი­ლი ბომ­ბე­ბი, და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ომი... წამ­ყვა­ნი უცხო­უ­რი მე­დია 2008 წელს აგ­რე­სო­რი რუ­სე­თის სა­ხის წარ­მო­ჩე­ნი­სას, სწო­რედ ლე­ი­ლა კა­კაშ­ვი­ლის ფო­ტო­ებს აჩ­ვე­ნებ­და. ასე "მო­ი­ა­რა" მსოფ­ლიო გო­რელ­მა ბე­ბომ, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის და­ბომბვი­სას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს...

იმ დროს მო­ხუც­მა სახლ-კარ­თან ერ­თად, ჯან­მრთე­ლო­ბაც და­კარ­გა, მაგ­რამ ხელი არ ჩა­უქ­ნე­ვია და სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი მა­ტა­რე­ბელ­ში ვაჭ­რობ­და, რათა ოჯა­ხი ერ­ჩი­ნა. სწო­რედ მა­ტა­რე­ბელ­ში წა­ა­წყდა მას ჩემი მე­გო­ბა­რი. ომი­დან წლე­ბის შემ­დეგ, ლე­ი­ლა ბებო თა­ვის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა:

"2008 წლის შემ­დეგ, სახლ-კა­რის გა­რე­შე დავ­რჩით, მაგ­რამ ხელი არ ჩა­მიქ­ნე­ვია - გორი-ხა­შუ­რი-ბორ­ჯო­მის მა­ტა­რე­ბელს დავ­ყვე­ბი, ნა­ზუქ­სა და მზე­სუმ­ზი­რას ვყი­დი. ხან­და­ხან ძალა რომ გა­მო­მეც­ლე­ბა, ვის­ვე­ნებ, შემ­დეგ ისევ ვაგ­რძე­ლებ... უსაქ­მოდ ყოფ­ნას და სახ­ლში ჯდო­მას მირ­ჩევ­ნია. ორი შვი­ლი მყავ­და, მაგ­რამ ვაჟი 41 წლი­სა და­მე­ღუ­პა. ღვიძ­ლი და­ე­შა­ლა. ორი შვი­ლი დარ­ჩა - გო­გო­ნა და ვაჟი. კი­დევ, ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მა­საც ორი შვი­ლი ჰყავს და ორი­ვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია" - ამ­ბობს მო­ხუ­ცი.

- 2008 წლის ომის დროს და­ი­ჭე­რით, არა?

- კი, 9 აგ­ვის­ტოს, გო­რის ერთ-ერთი და­ბომბვი­სას ნამ­სხვრე­ვე­ბი მომ­ხვდა. თა­ვის დრო­ზე, შვი­ლის ავად­მყო­ფო­ბის გამო კორ­პუ­სის ბინა გავ­ყი­დეთ და მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სე­ბის გვერ­დით, პა­ტა­რა სახ­ლში დავ­სახ­ლდით... არ ვიცი, რამ­დენ ხანს ვი­ცო­ცხლებ, მაგ­რამ ის დღე­ე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ცე­ცხლის ალსა და კვამლში გახ­ვე­უ­ლი ქა­ლა­ქი სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო. მუხ­ლებ­მოკ­ვე­თი­ლი ვი­დე­ქი და ვუ­ყუ­რებ­დი. სიკ­ვდი­ლის გარ­და, ვე­რა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი. მე­ზობ­ლად მდგარ კორ­პუს­ში, რო­მე­ლიც და­ბომ­ბეს, 8 ქალი და­ი­ღუ­პა...

ქა­ლიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და მთხო­ვა - ჩემ­თან გა­მო­დიო... კომ­ბი­ნა­ტის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობს. პირ­ვე­ლი ბომ­ბი "გო­რი­ჯვარ­ში" (ასე ვე­ძა­ხით აქა­უ­რე­ბი იმ ად­გილს და სა­ლო­ცა­ვად დავ­დი­ვართ) ჩა­მო­აგ­დეს, შემ­დეგ კი ქა­ლაქ­ში შე­მოფ­რინ­დნენ.

ნო­დარ ცხვი­რაშ­ვი­ლის ფოტო

ვინც სად შეძ­ლო, იქ შე­ა­ფა­რა თავი... ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას "პირ­და­ღე­ბუ­ლი" შე­ნო­ბე­ბი და და­ბომ­ბი­ლი, ნა­ხევ­რად ან მთლი­ა­ნად ჩა­მონ­გრე­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი. და­ღუ­პულ ადა­მი­ა­ნებ­ზე მძი­მე შე­სა­ხე­დი არა­ფე­რია, მაგ­რამ პირ­დაფ­ჩე­ნილ­მა და გა­მო­შიგ­ნულ­მა სახ­ლებ­მაც შემძრა... გრუ­ხუ­ნი კი მეს­მო­და, მაგ­რამ მა­ინც არ მე­გო­ნა თუ ბომ­ბი ჩემს სახ­ლსაც მოხ­ვდე­ბო­და. გზა­ში ნაც­ნო­ბი შე­მომ­ხვდა: კი­დევ კარ­გი, ლე­ი­ლა, გა­მო­სუ­ლი ყო­ფილ­ხარ, შენი სახ­ლი და გარ­შე­მო კორ­პუ­სე­ბი და­ი­ბომ­ბაო...

ვიდ­რე სახ­ლამ­დე მი­ვე­დი, ვინ იცის რამ­დენ­ჯერ "მოვ­კვდი" გზა­ში. შო­რი­დან­ვე და­ვი­ნა­ხე, ჩემს სახ­ლს ცე­ცხლი ეკი­და... მე­ზობ­ლად 60 ბინა ისე და­იწ­ვა, ნემ­სიც არ გა­მო­უ­ტა­ნი­ათ. როცა შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა, ვი­ნატ­რე - ნეტა მეც ქვეშ მოვ­ყო­ლო­დი-მეთ­ქი. ხალ­ხი პა­ნი­კა­ში იყო. ამის შემ­დეგ ყვე­ლას თუ დაგ­ვხო­ცავ­დნენ, თო­რემ, სხვა რაღა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ? აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლას მე, ჩემი მე­უღ­ლე და ერთი მე­ზობ­ლის კაცი დავ­რჩით. და­ღუ­პუ­ლებს უპატ­რო­ნოდ ვერ დავ­ტო­ვებ­დით და რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ცოტა ჩა­წყნარ­და, ზოგი ბაღ­ში და­ვა­საფ­ლა­ვეთ, ზო­გიც - სარ­დაფ­ში. ამა­სო­ბა­ში, სა­მაშ­ვე­ლოც მო­ვი­და... პირ­ვე­ლი და­ბომბვი­სას, ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში 13 ადა­მი­ა­ნი იყო და­ღუ­პუ­ლი...

არ მახ­სოვს, ის ღამე რო­გორ გა­ვა­თე­ნეთ. გვე­გო­ნა, ამით გა­დავ­რჩით, მაგ­რამ 10 აგ­ვის­ტოს ისევ გა­ის­მა თვითმფრი­ნა­ვე­ბის ხმა. ერთ-ერთი კორ­პუ­სის სარ­დაფ­ში ჩა­ვე­დით... მე­ო­რე და­ბომბვას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ არც მა­შინ გა­ურ­ჩე­ვი­ათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და სხვა შე­ნო­ბე­ბი - გა­დაგ­ვიფ­რი­ნეს და ერ­თი­ა­ნად ჩა­მო­ყა­რეს ბომ­ბე­ბი. ახ­ლაც ყუ­რებ­ში მიდ­გას ის სა­ზა­რე­ლი ხმა - ზრი­ა­ლი გა­უ­დი­ო­და მთელ ქა­ლაქს... ავე­ჯი კი არა, მთე­ლი თეფ­შიც არ დარ­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ მა­ინც სახ­ლი იყო და ადა­მი­ანს კი არა, ჩიტს უჭირს სა­კუ­თა­რი ბუ­დის მი­ტო­ვე­ბა და იმ გა­და­ბუ­გულ სახ­ლს ვერ ვშორ­დე­ბო­დით...

ჩემი ქმა­რი, ომამ­დე რამ­დე­ნი­მე წელი, მუ­შა­ობ­და სტა­დი­ო­ნის და­რა­ჯად, რო­მე­ლიც ჩვენს სახ­ლთან ახ­ლოს იყო და იქ შე­ვა­ფა­რეთ თავი. მე­სა­მედ 12 აგ­ვის­ტოს, დი­ლის 06:20 სა­ათ­ზე ისევ დაგ­ვბომ­ბეს. იქა­უ­რო­ბა ისე­დაც დან­გრე­უ­ლი იყო და სულ მი­წას­თან გა­ას­წო­რეს...

- ქა­ლაქს უკვე რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ?

- დიახ. თა­ვის დრო­ზე ჩემი მე­უღ­ლე რუ­სეთ­ში მსა­ხუ­რობ­და, ჯარ­ში და რუ­სუ­ლი კარ­გად იცის. ჯა­რის­კა­ცე­ბი გა­მო­ე­ლა­პა­რაკ­ნენ, - აქ რა­ტომ ხართ, სახ­ლი და­გიწ­ვე­სო? - კი არ დაგ­ვიწ­ვეს, დაგ­ვბომ­ბე­სო, - უთხრა ჩემ­მა ქმარ­მა... კა­ზა­კე­ბიც იყ­ვნენ და ამაზ­რზე­ნად იქ­ცე­ოდ­ნენ. ყვე­ლას ეკი­თხე­ბოდ­ნენ - აქ სას­მე­ლი სად ვი­შო­ვოთ, გო­გო­ნე­ბი სად არი­ა­ნო? მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვარ­დნენ, სურ­სა­თი გა­ზი­დეს... რამ­დე­ნი­მე დღე არა­ფე­რი გვქონ­და - საჭ­მე­ლი, ჩა­საც­მე­ლი და სა­წო­ლი ფუ­ფუ­ნე­ბა იყო. მე­რეც კო­ტე­ჯებ­ში შეგ­ვა­სახ­ლეს...

ზოგ­ჯერ ღა­მით ის სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი მიტ­რი­ა­ლებს თვალ­წინ. არ მა­ვი­წყდე­ბა დაჭ­რი­ლი ქალი, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი კორ­პუ­სის წინ მი­წა­ზე რომ იჯდა - ფო­ტოგ­რა­ფამ­დე მე და­ვი­ნა­ხე. და­მეხ­მა­რეო, მეხ­ვე­წე­ბო­და და სწო­რედ მა­შინ გა­და­უ­ღო ფო­ტოგ­რაფ­მა... (გია აბ­და­ლა­ძის ფოტო)

- გა­დარ­ჩა?

- კი, მაგ­რამ ორი­ვე ქვე­და კი­დუ­რი და­უ­ზი­ან­და... იმ ბი­ჭებ­საც ვიც­ნობ­დი, ძმა თვალ­წინ რომ მო­უკ­ლეს და ხელ­ში ჩა­აკ­ვდა - მა­გათ უბე­დუ­რე­ბა­საც ვუ­ყუ­რეთ მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ. ბევ­რმა არ იცის, რომ იმ და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭის ცო­ლიც შე­ე­წი­რა ომს... რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო...

ჩვენ თვალ­წინ კი­დევ ერთი ქალი, მაია ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა, წი­თელ­კა­ბი­ა­ნი ქა­ლის ცხე­და­რი, რომ­ლის ფო­ტოც მერე ყვე­ლამ ნახა... სა­ცო­და­ვი სტუ­მარს აცი­ლებ­და, ამ უბე­დუ­რე­ბა­ში მარ­ტო რო­გორ გა­გიშ­ვაო, სამ­შვი­დო­ბომ­დე მი­იყ­ვა­ნა და უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი და­ბომბვა­ში მოჰ­ყვა. შვი­ლიც თან ახ­ლდა თურ­მე, მას გა­და­ე­ფა­რა და და­ი­ღუ­პა... ის ბიჭი კი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ ლა­მის ფეხი და­კარ­გა. მერე გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა უპატ­რო­ნა, - წა­იყ­ვა­ნა და ფე­ხიც შე­უ­ნარ­ჩუ­ნა...

უკ­რა­ი­ნე­ლი ფო­ტოგ­რა­ფის გლებ გა­რა­ნი­ჩის ფოტო

ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბიც კი მძი­მე სა­ნა­ხა­ვია, მე კი ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე. მა­შინ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ერთი თვე ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დი... მე­უღ­ლემ სმე­ნა და­კარ­გა და ცალ ყურ­ში დღემ­დე არ ეს­მის. ომმა გაგ­ვა­ნად­გუ­რა, მაგ­რამ მა­ინც ვებ­რძვით ამ ცხოვ­რე­ბას, სხვა არც არა­ფე­რი დაგ­ვრჩე­ნია. თა­ვი­დან ქუ­ჩა­შიც მცნობ­დნენ და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ - რო­გორ ხარ­თო? ახლა ყვე­ლას თა­ვი­სი გას­ჭირ­ვე­ბია...

მთა­ვა­რი ფოტო: REUTERS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

გორის დაბომბვას გადარჩენილი მოხუცი ქალის ისტორია, რომლის ფოტო მსოფლიომ იხილა

გორის დაბომბვას გადარჩენილი მოხუცი ქალის ისტორია, რომლის ფოტო მსოფლიომ იხილა

არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს უახლოესი ისტორიის უმძიმესი დღეების მთელი საშინელება საკუთარ თავზე იწვნიეს, საკუთარი თვალით ნახეს ქუჩებში ჩამოცვენილი ბომბები, დაღუპული ადამიანები, ომი... წამყვანი უცხოური მედია 2008 წელს აგრესორი რუსეთის სახის წარმოჩენისას, სწორედ ლეილა კაკაშვილის ფოტოებს აჩვენებდა. ასე "მოიარა" მსოფლიო გორელმა ბებომ, რომელიც ქალაქის დაბომბვისას სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს...

იმ დროს მოხუცმა სახლ-კართან ერთად, ჯანმრთელობაც დაკარგა, მაგრამ ხელი არ ჩაუქნევია და სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი მატარებელში ვაჭრობდა, რათა ოჯახი ერჩინა. სწორედ მატარებელში წააწყდა მას ჩემი მეგობარი. ომიდან წლების შემდეგ, ლეილა ბებო თავის ისტორიას გვიყვება:

"2008 წლის შემდეგ, სახლ-კარის გარეშე დავრჩით, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია - გორი-ხაშური-ბორჯომის მატარებელს დავყვები, ნაზუქსა და მზესუმზირას ვყიდი. ხანდახან ძალა რომ გამომეცლება, ვისვენებ, შემდეგ ისევ ვაგრძელებ... უსაქმოდ ყოფნას და სახლში ჯდომას მირჩევნია. ორი შვილი მყავდა, მაგრამ ვაჟი 41 წლისა დამეღუპა. ღვიძლი დაეშალა. ორი შვილი დარჩა - გოგონა და ვაჟი. კიდევ, ქალიშვილი მყავს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მასაც ორი შვილი ჰყავს და ორივე დაოჯახებულია" - ამბობს მოხუცი.

- 2008 წლის ომის დროს დაიჭერით, არა?

- კი, 9 აგვისტოს, გორის ერთ-ერთი დაბომბვისას ნამსხვრევები მომხვდა. თავის დროზე, შვილის ავადმყოფობის გამო კორპუსის ბინა გავყიდეთ და მაღალსართულიანი კორპუსების გვერდით, პატარა სახლში დავსახლდით... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ ის დღეები არასდროს დამავიწყდება. ცეცხლის ალსა და კვამლში გახვეული ქალაქი საშინელი სანახავი იყო. მუხლებმოკვეთილი ვიდექი და ვუყურებდი. სიკვდილის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი. მეზობლად მდგარ კორპუსში, რომელიც დაბომბეს, 8 ქალი დაიღუპა...

ქალიშვილმა დამირეკა და მთხოვა - ჩემთან გამოდიო... კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს. პირველი ბომბი "გორიჯვარში" (ასე ვეძახით აქაურები იმ ადგილს და სალოცავად დავდივართ) ჩამოაგდეს, შემდეგ კი ქალაქში შემოფრინდნენ.

ნოდარ ცხვირაშვილის ფოტო

ვინც სად შეძლო, იქ შეაფარა თავი... ახლაც თვალწინ მიდგას "პირდაღებული" შენობები და დაბომბილი, ნახევრად ან მთლიანად ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლები. დაღუპულ ადამიანებზე მძიმე შესახედი არაფერია, მაგრამ პირდაფჩენილმა და გამოშიგნულმა სახლებმაც შემძრა... გრუხუნი კი მესმოდა, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ბომბი ჩემს სახლსაც მოხვდებოდა. გზაში ნაცნობი შემომხვდა: კიდევ კარგი, ლეილა, გამოსული ყოფილხარ, შენი სახლი და გარშემო კორპუსები დაიბომბაო...

ვიდრე სახლამდე მივედი, ვინ იცის რამდენჯერ "მოვკვდი" გზაში. შორიდანვე დავინახე, ჩემს სახლს ცეცხლი ეკიდა... მეზობლად 60 ბინა ისე დაიწვა, ნემსიც არ გამოუტანიათ. როცა შენობა ჩამოინგრა, ვინატრე - ნეტა მეც ქვეშ მოვყოლოდი-მეთქი. ხალხი პანიკაში იყო. ამის შემდეგ ყველას თუ დაგვხოცავდნენ, თორემ, სხვა რაღა უნდა გაეკეთებინათ? აფეთქების ადგილას მე, ჩემი მეუღლე და ერთი მეზობლის კაცი დავრჩით. დაღუპულებს უპატრონოდ ვერ დავტოვებდით და როდესაც ყველაფერი ცოტა ჩაწყნარდა, ზოგი ბაღში დავასაფლავეთ, ზოგიც - სარდაფში. ამასობაში, სამაშველოც მოვიდა... პირველი დაბომბვისას, ჩვენს სამეზობლოში 13 ადამიანი იყო დაღუპული...

არ მახსოვს, ის ღამე როგორ გავათენეთ. გვეგონა, ამით გადავრჩით, მაგრამ 10 აგვისტოს ისევ გაისმა თვითმფრინავების ხმა. ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ჩავედით... მეორე დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ არც მაშინ გაურჩევიათ საცხოვრებელი კორპუსი და სხვა შენობები - გადაგვიფრინეს და ერთიანად ჩამოყარეს ბომბები. ახლაც ყურებში მიდგას ის საზარელი ხმა - ზრიალი გაუდიოდა მთელ ქალაქს... ავეჯი კი არა, მთელი თეფშიც არ დარჩენილა, მაგრამ მაინც სახლი იყო და ადამიანს კი არა, ჩიტს უჭირს საკუთარი ბუდის მიტოვება და იმ გადაბუგულ სახლს ვერ ვშორდებოდით...

ჩემი ქმარი, ომამდე რამდენიმე წელი, მუშაობდა სტადიონის დარაჯად, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს იყო და იქ შევაფარეთ თავი. მესამედ 12 აგვისტოს, დილის 06:20 საათზე ისევ დაგვბომბეს. იქაურობა ისედაც დანგრეული იყო და სულ მიწასთან გაასწორეს...

- ქალაქს უკვე რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ?

- დიახ. თავის დროზე ჩემი მეუღლე რუსეთში მსახურობდა, ჯარში და რუსული კარგად იცის. ჯარისკაცები გამოელაპარაკნენ, - აქ რატომ ხართ, სახლი დაგიწვესო? - კი არ დაგვიწვეს, დაგვბომბესო, - უთხრა ჩემმა ქმარმა... კაზაკებიც იყვნენ და ამაზრზენად იქცეოდნენ. ყველას ეკითხებოდნენ - აქ სასმელი სად ვიშოვოთ, გოგონები სად არიანო? მაღაზიაში შევარდნენ, სურსათი გაზიდეს... რამდენიმე დღე არაფერი გვქონდა - საჭმელი, ჩასაცმელი და საწოლი ფუფუნება იყო. მერეც კოტეჯებში შეგვასახლეს...

ზოგჯერ ღამით ის საშინელი კადრები მიტრიალებს თვალწინ. არ მავიწყდება დაჭრილი ქალი, ცეცხლმოკიდებული კორპუსის წინ მიწაზე რომ იჯდა - ფოტოგრაფამდე მე დავინახე. დამეხმარეო, მეხვეწებოდა და სწორედ მაშინ გადაუღო ფოტოგრაფმა... (გია აბდალაძის ფოტო)

- გადარჩა?

- კი, მაგრამ ორივე ქვედა კიდური დაუზიანდა... იმ ბიჭებსაც ვიცნობდი, ძმა თვალწინ რომ მოუკლეს და ხელში ჩააკვდა - მაგათ უბედურებასაც ვუყურეთ მე და ჩემმა მეუღლემ. ბევრმა არ იცის, რომ იმ დაღუპული ბიჭის ცოლიც შეეწირა ომს... რომელი ერთი ჩამოვთვალო...

ჩვენ თვალწინ კიდევ ერთი ქალი, მაია ვაზაგაშვილი დაიღუპა, წითელკაბიანი ქალის ცხედარი, რომლის ფოტოც მერე ყველამ ნახა... საცოდავი სტუმარს აცილებდა, ამ უბედურებაში მარტო როგორ გაგიშვაო, სამშვიდობომდე მიიყვანა და უკან დაბრუნებული დაბომბვაში მოჰყვა. შვილიც თან ახლდა თურმე, მას გადაეფარა და დაიღუპა... ის ბიჭი კი გადარჩა, მაგრამ ლამის ფეხი დაკარგა. მერე გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა უპატრონა, - წაიყვანა და ფეხიც შეუნარჩუნა...

უკრაინელი ფოტოგრაფის გლებ გარანიჩის ფოტო

ამ საშინელი ამბების ამსახველი ფოტოებიც კი მძიმე სანახავია, მე კი ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. მაშინ ნერვიულობისგან ერთი თვე ლოგინად ჩავვარდი... მეუღლემ სმენა დაკარგა და ცალ ყურში დღემდე არ ესმის. ომმა გაგვანადგურა, მაგრამ მაინც ვებრძვით ამ ცხოვრებას, სხვა არც არაფერი დაგვრჩენია. თავიდან ქუჩაშიც მცნობდნენ და მეკითხებოდნენ - როგორ ხართო? ახლა ყველას თავისი გასჭირვებია...

მთავარი ფოტო: REUTERS