მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანელი კაცი, რომლის დეპორტაცია შვედეთიდან სტუდენტმა გოგონამ შეაჩერა, ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს
ავღანელი კაცი, რომლის დეპორტაცია შვედეთიდან სტუდენტმა გოგონამ შეაჩერა, ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს

გო­ტენ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, შვე­დი ელინ ერ­სო­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. თვითმფრი­ნავ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა - ერ­სო­ნი უარს ამ­ბობს და­ი­კა­ვოს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი, რათა ვერ მო­ა­ხერ­ხონ 52 წლის ავ­ღა­ნე­ლი მა­მა­კა­ცის დე­პორ­ტა­ცია. მა­მა­კაცს შვე­დეთ­მა თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უარი უთხრა.

ელი­ნის ცდამ გა­ა­მარ­თლა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მა­მა­კა­ცის დე­პორ­ტა­ცია ვერ მო­ა­ხერ­ხეს, თუმ­ცა, რო­გორც შვე­დე­თის პო­ლი­ცი­ა­ში Fox News-ს გა­ნუ­ცხა­დეს, მიგ­რანტს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო შვე­დეთ­ში პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებ­ზე პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს არ უსა­უბ­რია.

ერ­სო­ნი Fox News-თან კო­მენ­ტარ­ზე უარს აცხა­დებს.

რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ელი­ნის ვი­დეო გავ­რცელ­და, არა­ვინ იცო­და მი­ზე­ზი, რის გამო აძე­ვებ­დნენ მა­მა­კაცს ქვეყ­ნი­დან - მათ შო­რის, არც თა­ვად სტუ­დენ­ტმა გო­გო­ნამ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა, მათ შო­რის -ჟურ­ნალ­მა Newsweek-მა ერ­სონს გმი­რი უწო­და, Washington Post-ის შე­ფა­სე­ბით კი გო­გო­ნას საქ­ცი­ე­ლი „სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი“ იყო.

შვედ­მა სტუ­დენ­ტმა თვითმფრი­ნავ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო „ფე­ის­ბუქ­ზე“ გა­ა­ზი­ა­რა, ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 5 მლნ ნახ­ვა აქვს. კად­რებ­ში ერ­სო­ნი ამ­ბობს, რომ „აპი­რე­ბენ მა­მა­კა­ცის დე­პორ­ტა­ცი­ას ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც მას, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მოკ­ლა­ვენ“, ამი­ტომ არ აპი­რებს დაჯ­დეს, ვიდ­რე მიგ­რანტს თვითმფრი­ნავს არ და­ა­ტო­ვე­ბი­ნე­ბენ.

„ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­ვარ­ჩი­ნო. ვიდ­რე ადა­მი­ა­ნი თვითმფრი­ნავ­ში ფეხ­ზე დგას, მფრი­ნავს არ აქვს აფ­რე­ნის უფ­ლე­ბა. მე მხო­ლოდ მსურს, შე­ვა­ჩე­რო დე­პორ­ტა­ცია, შემ­დეგ კი წე­სებს და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბი,“ - ამ­ბობს ერ­სო­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ავღანელი კაცი, რომლის დეპორტაცია შვედეთიდან სტუდენტმა გოგონამ შეაჩერა, ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს

ავღანელი კაცი, რომლის დეპორტაცია შვედეთიდან სტუდენტმა გოგონამ შეაჩერა, ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააპატიმრეს

გოტენბურგის უნივერსიტეტის სტუდენტი, შვედი ელინ ერსონი რამდენიმე დღის წინ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. თვითმფრინავში გადაღებული ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა - ერსონი უარს ამბობს დაიკავოს საკუთარი ადგილი, რათა ვერ მოახერხონ 52 წლის ავღანელი მამაკაცის დეპორტაცია. მამაკაცს შვედეთმა თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა.

ელინის ცდამ გაამართლა, სამართალდამცველებმა მამაკაცის დეპორტაცია ვერ მოახერხეს, თუმცა, როგორც შვედეთის პოლიციაში Fox News-ს განუცხადეს, მიგრანტს ფიზიკური ძალადობის გამო შვედეთში პატიმრობა მიუსაჯეს. დანაშაულის შესახებ დეტალებზე პოლიციის წარმომადგენელს არ უსაუბრია.

ერსონი Fox News-თან კომენტარზე უარს აცხადებს.

როდესაც სოციალურ ქსელში ელინის ვიდეო გავრცელდა, არავინ იცოდა მიზეზი, რის გამო აძევებდნენ მამაკაცს ქვეყნიდან - მათ შორის, არც თავად სტუდენტმა გოგონამ. ამის მიუხედავად, მედიასაშუალებებმა, მათ შორის -ჟურნალმა Newsweek-მა ერსონს გმირი უწოდა, Washington Post-ის შეფასებით კი გოგონას საქციელი „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მაგალითი“ იყო.

შვედმა სტუდენტმა თვითმფრინავში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო „ფეისბუქზე“ გააზიარა, ვიდეოს სოციალურ ქსელში 5 მლნ ნახვა აქვს. კადრებში ერსონი ამბობს, რომ „აპირებენ მამაკაცის დეპორტაციას ავღანეთში, სადაც მას, დიდი ალბათობით, მოკლავენ“, ამიტომ არ აპირებს დაჯდეს, ვიდრე მიგრანტს თვითმფრინავს არ დაატოვებინებენ.

„ყველაფერს ვაკეთებ, რომ ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინო. ვიდრე ადამიანი თვითმფრინავში ფეხზე დგას, მფრინავს არ აქვს აფრენის უფლება. მე მხოლოდ მსურს, შევაჩერო დეპორტაცია, შემდეგ კი წესებს დავემორჩილები,“ - ამბობს ერსონი.

აზერბაიჯანი სომხეთს განჯის დაბომბვაში ადანაშაულებს - რა ხდება ყარაბაღში მას შემდეგ, რაც დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

"სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უხეშად არღვევს" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა