მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საგნებს სწავლობდა სამიანებზე სტალინი სასულიერო სემინარიაში
რა საგნებს სწავლობდა სამიანებზე სტალინი სასულიერო სემინარიაში

"1894 წელს ტფი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში შე­ვი­და მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მოს­წავ­ლე - იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი. მა­ნამ­დე მან გო­რის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბე­ლი პირ­ვე­ლი თან­რი­გის პირ­ველ მო­წა­ფედ და­ამ­თავ­რა და იმა­ვე წლის აგ­ვის­ტო­ში წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ მარ­ქსიზ­მით გა­ტა­ცე­ბამ­დე იო­სებ ჯუ­ღაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე პატ­რი­ო­ტუ­ლი ში­ნა­არ­სის ლექ­სი და­ბეჭ­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "ივე­რი­ა­ში". უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 1895-1896 წლებ­ში გა­ზეთ "ივე­რი­ა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის 6 ლექ­სი და ერთი - გა­ზეთ "კვალ­ში". მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია "ვარდს გა­ე­ფურ­ჩქნა კო­კო­რი", რო­მე­ლიც 1895 წლის ივ­ნის­ში "ივე­რი­ის" ნო­მერ 123-ში და­ი­ბეჭ­და ი.ჯ-შვი­ლის ხელ­მო­წე­რით გა­ზე­თის პირ­ველ გვერ­დზე. ეს ლექ­სი და­ი­ბეჭ­და ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დედა-ენა­შიც".

თბი­ლი­სის სე­მი­ნა­რი­ა­ში სტა­ლი­ნი ერთ-ერთ წარ­ჩი­ნე­ბულ მოს­წავ­ლედ ით­ვლე­ბო­და და აქ სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მისი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის ფურ­ცე­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და:

ნიშ­ნე­ბის ფურ­ცლით ირ­კვე­ვა რომ, იო­სებს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა - ხუ­თი­ა­ნი, ლო­გი­კა­ში ჰყავ­და, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი - 3 კი, სა­ეკ­ლე­სიო ის­ტო­რია, ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბა­სა და ჰო­მი­ლე­ტი­კა­ში (სა­ეკ­ლე­სიო ქა­და­გე­ბა­თა შემ­სწავ­ლე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო მწერ­ლო­ბის დარ­გი).

სე­მი­ნა­რი­ის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე მალე "აკ­რძა­ლულ ხილს" - მარ­ქსიზმს ეზი­ა­რა. რამ­დე­ნი­მე გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, 1899 წლის 29 მა­ისს ჯუ­ღაშ­ვი­ლი გა­რი­ცხეს სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­დან – "გა­რი­ცხულ იქ­ნას სე­მი­ნა­რი­ი­დან იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი გა­მო­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­მოც­დებ­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბი­სათ­ვის" - ასე ეწე­რა თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

ნა­ხა­ტი: "იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის გა­რი­ცხვა თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­დან"

წყა­რო: შსს-ს არ­ქი­ვი; საბ­ჭო­თა წარ­სუ­ლის კვლე­ვის ლა­ბო­რა­ტო­რია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა საგნებს სწავლობდა სამიანებზე სტალინი სასულიერო სემინარიაში

რა საგნებს სწავლობდა სამიანებზე სტალინი სასულიერო სემინარიაში

"1894 წელს ტფილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლე - იოსებ ჯუღაშვილი. მანამდე მან გორის სასულიერო სასწავლებელი პირველი თანრიგის პირველ მოწაფედ დაამთავრა და იმავე წლის აგვისტოში წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის სასულიერო სემინარიაში.

ცნობილია, რომ მარქსიზმით გატაცებამდე იოსებ ჯუღაშვილმა რამდენიმე პატრიოტული შინაარსის ლექსი დაბეჭდა ილია ჭავჭავაძის "ივერიაში". უფრო კონკრეტულად, 1895-1896 წლებში გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნდა იოსებ ჯუღაშვილის 6 ლექსი და ერთი - გაზეთ "კვალში". მათგან გამორჩეულია "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი", რომელიც 1895 წლის ივნისში "ივერიის" ნომერ 123-ში დაიბეჭდა ი.ჯ-შვილის ხელმოწერით გაზეთის პირველ გვერდზე. ეს ლექსი დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის "დედა-ენაშიც".

თბილისის სემინარიაში სტალინი ერთ-ერთ წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა და აქ სწავლის პერიოდში მისი აკადემიური მოსწრების ფურცელი ასე გამოიყურებოდა:

ნიშნების ფურცლით ირკვევა რომ, იოსებს ყველაზე მაღალი შეფასება - ხუთიანი, ლოგიკაში ჰყავდა, ყველაზე დაბალი - 3 კი, საეკლესიო ისტორია, ღვთისმეტყველებასა და ჰომილეტიკაში (საეკლესიო ქადაგებათა შემსწავლელი სასულიერო მწერლობის დარგი).

სემინარიის წარჩინებული მოსწავლე მალე "აკრძალულ ხილს" - მარქსიზმს ეზიარა. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, 1899 წლის 29 მაისს ჯუღაშვილი გარიცხეს სასულიერო სემინარიიდან – "გარიცხულ იქნას სემინარიიდან იოსებ ჯუღაშვილი გამოურკვეველი მიზეზების გამო გამოცდებზე გამოუცხადებლობისათვის" - ასე ეწერა თბილისის სასულიერო სემინარიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაში.

ნახატი: "იოსებ ჯუღაშვილის გარიცხვა თბილისის სასულიერო სემინარიიდან"

წყარო: შსს-ს არქივი; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა - "სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო ელოდებათ"

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო

რა არის “ენერჯი დიეტა” და როგორი კვების რეჟიმია რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ წონაში კლებისთვის