სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 6 თვის მონაცემები?
როგორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 6 თვის მონაცემები?

2018 წლის იან­ვარ-ივ­ნის­ში, შვე­დეთ­ში თავ­შე­სა­ფა­რი სა­ქარ­თვე­ლოს 490 მო­ქა­ლა­ქემ მო­ი­თხო­ვა, გერ­მა­ნი­ა­ში -2485, ბელ­გი­ა­ში - 471, ნი­დერ­ლან­დებ­ში - 81-მა, - აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებს მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა მარკ ჰულსტმა წა­რუდ­გი­ნა. რო­გორც ჰულსტმა აღ­ნიშ­ნა, თავ­შე­საფ­რის მომ­თხოვნთა რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­დან იკ­ლებს.

"ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­შე­სა­ფარს ითხო­ვენ სა­ზღვარ­გა­რეთ, შემ­ცი­რე­ბის­კენ მი­დის. ზოგ ქვე­ყა­ნა­ში პი­რი­ქით, ზრდის ტენ­დენ­ცია გვაქვს, მა­გა­ლი­თად ბელ­გი­ა­ში და ნი­დერ­ლან­დებ­ში, მაგ­რამ მას­შტა­ბი ამ ორ კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში შე­და­რე­ბით მცი­რეა. ყვე­ლა­ზე დიდი თავ­შე­საფ­რის მიმ­ღე­ბი ქვე­ყა­ნა მა­ინც გერ­მა­ნი­აა. წელს 2710-მა ადა­მი­ან­მა მო­ი­თხო­ვა თავ­შე­სა­ფა­რი გერ­მა­ნი­ა­ში იან­ვრი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით. ეს ციფ­რი ბოლო ორ თვე­ში აშ­კა­რად უფრო და­ბა­ლი იყო, ვიდ­რე წინა თვე­ებ­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ნაკ­ლე­ბი და ნაკ­ლე­ბი პირი ითხოვს თავ­შე­სა­ფარს. კლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმე­დის­მომ­ცე­მია. იგი­ვე ტენ­დენ­ცი­აა შვე­დეთ­ში, სა­დაც ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში და წელს იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში საკ­მა­ოდ დიდ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­თხო­ვა თავ­შე­სა­ფა­რი. გერ­მა­ნი­ას­თან შე­და­რე­ბით თავ­შე­საფ­რის მომ­თხოვნთა რა­ო­დე­ნო­ბა დიდი არ არის, მაგ­რამ შვე­დე­თის­თვი­საა დიდი რი­ცხვი, რაც მათ­თვის ახა­ლი მოვ­ლე­ნა იყო", - გა­ნა­ცხა­და ჰულსტმა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­შე­საფ­რის მომ­თხოვ­ნი ქვეყ­ნე­ბის ხუ­თე­ულ­შია: ბელ­გია, გერ­მა­ნია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, შვე­დე­თი და ავ­სტრა­ლია.

"2018 წლის პირ­ვე­ლი 6 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, შვე­დეთ­ში თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა 490 პირ­მა, გერ­მა­ნი­ა­ში -2485, ბელ­გი­ა­ში -471, ავ­სტრა­ლი­ა­ში -150, ნი­დერ­ლან­დებ­ში - 81 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ. თუ ამ ციფ­რებს შარ­შან­დე­ლი 6 თვის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდს შე­ვა­და­რებთ, მა­ტე­ბა შვე­დეთ­ში 23%-ია, ბელ­გი­ა­ში ზუს­ტად იგი­ვე ციფ­რია, რაც შარ­შან იყო",- გა­ნა­ცხა­და მარკ ჰულსტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 6 თვის მონაცემები?

როგორია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის 6 თვის მონაცემები?

2018 წლის იანვარ-ივნისში, შვედეთში თავშესაფარი საქართველოს 490 მოქალაქემ მოითხოვა, გერმანიაში -2485, ბელგიაში - 471, ნიდერლანდებში - 81-მა, - აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ჟურნალისტებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარკ ჰულსტმა წარუდგინა. როგორც ჰულსტმა აღნიშნა, თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი საქართველოდან იკლებს.

"ჩვენი დაკვირვებით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ საზღვარგარეთ, შემცირებისკენ მიდის. ზოგ ქვეყანაში პირიქით, ზრდის ტენდენცია გვაქვს, მაგალითად ბელგიაში და ნიდერლანდებში, მაგრამ მასშტაბი ამ ორ კონკრეტულ ქვეყანაში შედარებით მცირეა. ყველაზე დიდი თავშესაფრის მიმღები ქვეყანა მაინც გერმანიაა. წელს 2710-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში იანვრიდან ივნისის ჩათვლით. ეს ციფრი ბოლო ორ თვეში აშკარად უფრო დაბალი იყო, ვიდრე წინა თვეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები და ნაკლები პირი ითხოვს თავშესაფარს. კლების მაჩვენებელი იმედისმომცემია. იგივე ტენდენციაა შვედეთში, სადაც ნოემბერ-დეკემბერში და წელს იანვარ-თებერვალში საკმაოდ დიდმა რაოდენობამ მოითხოვა თავშესაფარი. გერმანიასთან შედარებით თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ შვედეთისთვისაა დიდი რიცხვი, რაც მათთვის ახალი მოვლენა იყო", - განაცხადა ჰულსტმა.

მისივე ინფორმაციით, თავშესაფრის მომთხოვნი ქვეყნების ხუთეულშია: ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი და ავსტრალია.

"2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, შვედეთში თავშესაფარი მოითხოვა 490 პირმა, გერმანიაში -2485, ბელგიაში -471, ავსტრალიაში -150, ნიდერლანდებში - 81 საქართველოს მოქალაქემ. თუ ამ ციფრებს შარშანდელი 6 თვის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, მატება შვედეთში 23%-ია, ბელგიაში ზუსტად იგივე ციფრია, რაც შარშან იყო",- განაცხადა მარკ ჰულსტმა.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"