სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურატურა ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბის გა­მო­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კოკა კა­ცი­ტა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, 2018 წლის მარ­ტის თვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ცალ­კე­ულ მო­ხე­ლე­თა მხრი­დან სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა - გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე.

„გა­მო­კი­თხვა­ზე უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­განს ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ად­გენს მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი შე­საძ­ლო დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა - გაფ­ლან­გვის და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ ალა­ვი­ძეს, ისიც იმ­ყო­ფე­ბო­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვის მიზ­ნით. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ძი­ე­ბა სწავ­ლობს იმ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებს, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და სა­მი­ნის­ტროს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან.

გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხვა დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვსა­უბ­რობთ გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ჯერ­ჯე­რო­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია. რაც შე­მიძ­ლია ვთქვა, არის ის, რომ ყვე­ლა იმ პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა, რომ­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბაც გა­მო­იკ­ვე­თე­ბა მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სტა­ტუ­სი ეკა­ვა და რა სტა­ტუ­სი გა­აჩ­ნია დღეს.იკი­თხე­ბი­ან ის პი­რე­ბი, ვი­საც შე­საძ­ლოა შე­ხე­ბა ჰქონ­დეს საქ­მეს­თან, ასე­ვე ყვე­ლა ის პირი გა­მო­ი­კი­თხე­ბა მათ შო­რის და­მა­ტე­ბით, რომ­ლის გა­მო­კი­თხვის სა­ჭი­რო­ე­ბაც დად­გე­ბა.

მე შე­მიძ­ლია და­ზუს­ტე­ბით გი­თხრათ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არ და­წყე­ბუ­ლა ამ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი იყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და­ნა­ყოფ­ში.

თა­ნაშ­რომ­ლო­ბენ თუ არა გა­მო­ძი­ე­ბას­თან ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს გე­ტყვით“, - გა­ნა­ცხა­და კა­ცი­ტა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გა­მო­კი­თხვა თუ იგეგ­მე­ბა, მისი თქმით, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­კი­თხნენ ის პი­რე­ბი, რო­მელ­თაც შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­დათ ამ სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მთავარი პროკურატურა ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ყოფილი მინისტრების გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2018 წლის მარტის თვიდან მოყოლებული, საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორე შემთხვევაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვის საქმეზე.

„გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. გამოძიების ინტერესის საგანს ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება - გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები.

რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს, ისიც იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით. ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც განხორციელდა სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან.

გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე.

ჯერჯერობით პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი ზედმეტია. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობრივი სტატუსი ეკავა და რა სტატუსი გააჩნია დღეს.იკითხებიან ის პირები, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონდეს საქმესთან, ასევე ყველა ის პირი გამოიკითხება მათ შორის დამატებით, რომლის გამოკითხვის საჭიროებაც დადგება.

მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ გამოძიება არ დაწყებულა ამ სამინისტროების მომართვის საფუძველზე. გამოძიება დაიწყო იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიღებული იყო საგამოძიებო დანაყოფში.

თანაშრომლობენ თუ არა გამოძიებასთან ყოფილი მინისტრები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა კაციტაძემ.

კითხვაზე, ყოფილი პრემიერის გამოკითხვა თუ იგეგმება, მისი თქმით, ამ შემთხვევაში გამოიკითხნენ ის პირები, რომელთაც შემხებლობა ჰქონდათ ამ სამინისტროების საქმიანობასთან დაკავშირებით.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს