სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
500-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
500-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სსიპ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­მარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ოფი­ცე­რი და­ა­კა­ვეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი, რომ­ლის ფუნ­ქცი­ებ­ში შე­დი­ო­და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბის, მათი ვი­ზუ­ა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის და სა­ქონ­ლის თან­მხლე­ბი სა­ბუ­თე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის გზით სა­ქონ­ლის დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და აღ­კვე­თა, არა­კა­ნო­ნი­ე­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს მფარ­ვე­ლო­ბას დაჰ­პირ­და. ბრალ­დე­ბულ­მა, პირს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ ქა­ლაქ თბი­ლი­სის გარ­კვე­ულ უბან­ში, მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, დღე-ღა­მის რა მო­ნაკ­ვეთ­ში არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და კონ­ტრო­ლი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და მას, უპ­რობ­ლე­მოდ მო­ეხ­დი­ნა სა­ქონ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­რე­შე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ბრალ­დე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქეს ქრთა­მის სა­ხით 500 ლარი გა­მო­არ­თვა.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6-დან 9-წლამ­დე ვა­დით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

500-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

500-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთ განყოფილების უფროსი ოფიცერი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომლის ფუნქციებში შედიოდა სატრანსპორტო საშუალებების შეჩერების, მათი ვიზუალური დათვალიერების და საქონლის თანმხლები საბუთების გადამოწმების გზით საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ერთ-ერთ მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. ბრალდებულმა, პირს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ქალაქ თბილისის გარკვეულ უბანში, მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დღე-ღამის რა მონაკვეთში არ ხორციელდებოდა კონტროლი, რაც საშუალებას მისცემდა მას, უპრობლემოდ მოეხდინა საქონლის ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქეს ქრთამის სახით 500 ლარი გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ