სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - წულუკიანი, შეიძლება, შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ფაქტორი გახდეს
გია ხუხაშვილი - წულუკიანი, შეიძლება, შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ფაქტორი გახდეს

ბახ­ტა­ძის ხედ­ვე­ბი ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩემ­თვის მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ წუ­ლუ­კი­ა­ნი, შე­იძ­ლე­ბა, მო­მა­ვა­ლი ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი გახ­დეს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა სამ­თავ­რო­ბო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, თუ პო­ლი­ტი­კას აქვს ორი ინ­სტრუ­მენ­ტი - პური და სა­ნა­ხა­ო­ბა - და პურს მო­სახ­ლე­ო­ბას სწრა­ფად ვერ აძ­ლევ, სა­ნა­ხა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სწრა­ფი რე­ფორ­მე­ბით, რა­ზეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი თქვა.

„ბახ­ტა­ძის ხედ­ვე­ბი ეკო­ნო­მი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ბიზ­ნეს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის მთლი­ა­ნო­ბა­ში მი­სა­ღე­ბი იყო. ამ კუ­თხით აარ­ჩია ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში, მე ამ ხალ­ხის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, ამი­ტომ წი­ნას­წარ ვერც ზედ­მე­ტად სკეპ­ტი­კუ­რი ვიქ­ნე­ბი და ვერც - ზედ­მე­ტად ოპ­ტი­მის­ტი. თუმ­ცა, თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მოყ­ვა­ნი­ლი არი­ან მთავ­რო­ბა­ში იმი­სათ­ვის, რომ ბახ­ტა­ძის ხედ­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, ეს მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. და­ნარ­ჩე­ნი მოქ­მე­დე­ბა­ში უნდა შე­ვა­ფა­სოთ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე იმა­შია, რომ ეკო­ნო­მი­კა­ში და სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში სწრა­ფად შე­დე­გე­ბი ვერ მი­ი­ღე­ბა.

„სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწრა­ფი შე­დე­გე­ბი სჭირ­დე­ბა რა­ღაც სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და აქ ჩნდე­ბა უკვე პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ფი­გუ­რას უკავ­შირ­დე­ბა. მე შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის დე­მო­ნი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნო, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­მართ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ნდო­ბა და ეს და­ბა­ლი ნდო­ბა უკავ­შირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ფაქ­ტორს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ზუს­ტად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ეძ­ლო სწრა­ფი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა იმის­თვის, რომ ეკო­ნო­მი­კა­ში სო­ლი­დუ­რი, კარ­გად გათ­ვლი­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის კომ­ფორ­ტი ჰქო­ნო­და. მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გა - არ თუ ვერ გა­უშ­ვა წუ­ლუ­კი­ა­ნი სახ­ლში და ეს სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის შემ­ცვე­ლია სა­მო­მავ­ლოდ თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. თუ პო­ლი­ტი­კას აქვს ორი ინ­სტრუ­მენ­ტი - პური და სა­ნა­ხა­ო­ბა - და პურს შენ სწრა­ფად ვერ აძ­ლევ ხალ­ხს, სა­ნა­ხა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სწრა­ფი რე­ფორ­მის და­წყე­ბით, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა რჩე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, წუ­ლუ­კი­ა­ნი მო­მა­ვა­ლი ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გია ხუხაშვილი - წულუკიანი, შეიძლება, შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ფაქტორი გახდეს

გია ხუხაშვილი - წულუკიანი, შეიძლება, შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ფაქტორი გახდეს

ბახტაძის ხედვები ეკონომიკის მიმართულებით ჩემთვის მისაღებია, მაგრამ წულუკიანი, შეიძლება, მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

ხუხაშვილის თქმით, თუ პოლიტიკას აქვს ორი ინსტრუმენტი - პური და სანახაობა - და პურს მოსახლეობას სწრაფად ვერ აძლევ, სანახაობა შესაძლებელი იყო მართლმსაჯულების სისტემაში სწრაფი რეფორმებით, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა.

„ბახტაძის ხედვები ეკონომიკასთან მიმართებაში, ბიზნესთან დამოკიდებულება ჩემთვის მთლიანობაში მისაღები იყო. ამ კუთხით აარჩია ადამიანები მინისტრთა კაბინეტში, მე ამ ხალხის შესახებ არაფერი ვიცი, ამიტომ წინასწარ ვერც ზედმეტად სკეპტიკური ვიქნები და ვერც - ზედმეტად ოპტიმისტი. თუმცა, თუ ეს ადამიანები მოყვანილი არიან მთავრობაში იმისათვის, რომ ბახტაძის ხედვები განახორციელონ, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება ჩემთვის. დანარჩენი მოქმედებაში უნდა შევაფასოთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საქმე იმაშია, რომ ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში სწრაფად შედეგები ვერ მიიღება.

„სხვადასხვა პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, ასეთ დროს ხელისუფლებას სწრაფი შედეგები სჭირდება რაღაც სხვა მიმართულებით და აქ ჩნდება უკვე პრობლემა, რომელიც თეა წულუკიანის ფიგურას უკავშირდება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თეა წულუკიანის დემონიზება მოვახდინო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძალიან დაბალი ნდობა და ეს დაბალი ნდობა უკავშირდება კონკრეტულად იუსტიციის მინისტრის ფაქტორს, ხელისუფლებას ზუსტად ამ მიმართულებით შეეძლო სწრაფი შედეგების მიღება იმისთვის, რომ ეკონომიკაში სოლიდური, კარგად გათვლილი ნაბიჯების გადადგმის კომფორტი ჰქონოდა. მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა - არ თუ ვერ გაუშვა წულუკიანი სახლში და ეს სერიოზული რისკის შემცველია სამომავლოდ თვითონ ხელისუფლებისთვის. თუ პოლიტიკას აქვს ორი ინსტრუმენტი - პური და სანახაობა - და პურს შენ სწრაფად ვერ აძლევ ხალხს, სანახაობა შესაძლებელი იყო მართლმსაჯულების სისტემაში სწრაფი რეფორმის დაწყებით, მაგრამ ეს პრობლემა რჩება. შესაბამისად, წულუკიანი მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები