სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გაიხსენა დღეს პრესკონფერენციაზე დოდო გუგეშაშვილმა და ვის უკავშირებს საკუთარი ვაჟის მკვლელობას
რა გაიხსენა დღეს პრესკონფერენციაზე დოდო გუგეშაშვილმა და ვის უკავშირებს საკუთარი ვაჟის მკვლელობას

თა­და­რი­გის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მისი ვა­ჟის მკვლე­ლო­ბი­სა და მისი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის უკან რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი იდ­გნენ. რო­გორც დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ამის თქმის სა­ფუძ­ველს აძ­ლევს რამ­დე­ნი­მე წლის წინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მე­ლიც მისი მხრი­დან სა­ზღვრის კვე­თას ეხე­ბა. კერ­ძოდ, მისი თქმით, 2015-2017 წლებ­ში სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხოლო სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა (ამა­ვე წლებ­ში) და­უ­ფიქ­სირ­და, ისე რომ თით­ქოს რუ­სე­თი­დან დაბ­რუნ­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რე­ა­ლუ­რად ორი­ვე­ჯერ უკ­რა­ი­ნი­დან, კერ­ძოდ ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტი­დან გა­მოფ­რინ­და.

ამას­თან, გუ­გე­შაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ის თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში შე­მო­ვი­და, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ა­ყოვ­ნეს და ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

გუ­გე­შაშ­ვი­ლი ამ ქმე­დე­ბას მი­ზან­მი­მარ­თულს უწო­დებს და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ამ­ზა­დებ­დნენ ნი­ა­დაგს სა­ი­მი­სოდ, რომ მისი მკვლე­ლო­ბის შე­დეგ მომ­ხდა­რი­ყო მისი დის­კრე­დი­ტა­ცია - დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო რუ­სე­თის აგენ­ტუ­რას­თან.

რო­გორც დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მას შემ­დეგ, რაც მე­დი­ით გახ­მა­ურ­და 2015- 2017 წლებ­ში მის მიერ სა­ზღვრის კვე­თის ფაქ­ტი უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა კი მოს­კო­ვი­დან და­უ­ფიქ­სირ­და, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მან მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს, რათა გა­ერ­კვი­ათ რა­ტომ იყო გა­უ­გებ­რო­ბა, რა­ზეც გუ­გე­შაშ­ვი­ლის თქმით, შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ეს იყო მხო­ლოდ გა­უ­გებ­რო­ბა და ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი. რაც შე­ე­ხე­ბა აე­რო­პორ­ტში მისი შე­ყოვ­ნე­ბის სა­კი­თხის გარ­კვე­ვას, გუ­გე­შაშ­ვი­ლის თქმით, უწყე­ბა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ამის გარ­კვე­ვა მათ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დის.

„ერთი რამ ზუს­ტად ვიცი, რომ მე მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვუფრ­თხილ­დე­ბი ჩემს სი­ცო­ცხლეს და თუ ად­ვო­კატ გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­და ჩემს ლიკ­ვი­და­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისევ გა­ვაგ­რძე­ლებ ბრძო­ლას ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი პა­სუ­ხი ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის მი­მართ. თუ ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტურ­და, ოკუ­პან­ტი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ "ბევრ ცუდ სი­ურპრიზს მო­ვა­წყობ", - გა­ნა­ცხა­და გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნიკს, დოდო გუ­გე­შაშ­ვილს და მის შვილს 7 თე­ბერ­ვალს, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში თავს და­ესხნენ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლის შე­დე­გად დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი და­იჭ­რა, ხოლო მისი შვი­ლი, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო: დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მისი ვა­ჟის მკვლე­ლო­ბი­სა და მისი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის უკან რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი იდ­გნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა გაიხსენა დღეს პრესკონფერენციაზე დოდო გუგეშაშვილმა და ვის უკავშირებს საკუთარი ვაჟის მკვლელობას

რა გაიხსენა დღეს პრესკონფერენციაზე დოდო გუგეშაშვილმა და ვის უკავშირებს საკუთარი ვაჟის მკვლელობას

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ვაჟის მკვლელობისა და მისი მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. როგორც დოდო გუგეშაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის თქმის საფუძველს აძლევს რამდენიმე წლის წინ განვითარებული მოვლენები, რომელიც მისი მხრიდან საზღვრის კვეთას ეხება. კერძოდ, მისი თქმით, 2015-2017 წლებში საზღვარი გადაკვეთა უკრაინის მიმართულებით, ხოლო სამშობლოში დაბრუნება (ამავე წლებში) დაუფიქსირდა, ისე რომ თითქოს რუსეთიდან დაბრუნდა. მისივე განმარტებით, რეალურად ორივეჯერ უკრაინიდან, კერძოდ ბორისპოლის აეროპორტიდან გამოფრინდა.

ამასთან, გუგეშაშვილი ამბობს, რომ როდესაც ის თბილისის აეროპორტში შემოვიდა, რამდენიმე საათის განმავლობაში შეაყოვნეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაადგილების უფლება არ მისცეს.

გუგეშაშვილი ამ ქმედებას მიზანმიმართულს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამზადებდნენ ნიადაგს საიმისოდ, რომ მისი მკვლელობის შედეგ მომხდარიყო მისი დისკრედიტაცია - დოდო გუგეშაშვილის სახელი დაკავშირებული ყოფილიყო რუსეთის აგენტურასთან.

როგორც დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მედიით გახმაურდა 2015- 2017 წლებში მის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტი უკრაინის მიმართულებით და სამშობლოში დაბრუნება კი მოსკოვიდან დაუფიქსირდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მან მიმართა საქართველოს შსს-ს, რათა გაერკვიათ რატომ იყო გაუგებრობა, რაზეც გუგეშაშვილის თქმით, შსს-ში განუცხადეს, რომ ეს იყო მხოლოდ გაუგებრობა და ტექნიკური ხარვეზი. რაც შეეხება აეროპორტში მისი შეყოვნების საკითხის გარკვევას, გუგეშაშვილის თქმით, უწყებაში განუმარტეს, რომ ამის გარკვევა მათ კომპეტენციაში არ შედის.

„ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მე მაქსიმალურად მოვუფრთხილდები ჩემს სიცოცხლეს და თუ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის მიერ მოპოვებული ინფორმაცია დადასტურდა ჩემს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ისევ გავაგრძელებ ბრძოლას ოკუპანტების წინააღმდეგ და ეს იქნება ყველაზე დიდი პასუხი ჩემი შვილის მკვლელობის მიმართ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ "ბევრ ცუდ სიურპრიზს მოვაწყობ", - განაცხადა გუგეშაშვილმა.

თადარიგის პოლკოვნიკს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ვაჟის მკვლელობისა და მისი მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ

"გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს... უდანაშაულო ვარ" - ნიკოლოზ რევაზიშვილი მზად არის, კითხვებს სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს

"ნამდვილად გინდათ თქვენი შვილის მკვლელობის ბრალდებით უდანაშაულო ხალხი გაგვასამართლონ?" - ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილის მშობლებს

"ფურცხვანიძემ შვილს სთხოვა, ფოტო დაემუშავებინა ისე, თითქოს ის გადაღებულია 19 ივლისს და მასზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ არის ასახული" - პროკურატურის განცხადება