კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი სისტემა უცხოეთშია" - რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა პარკინგთან დაკავშირბით
"ასეთი სისტემა უცხოეთშია" - რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა პარკინგთან დაკავშირბით

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის შე­ფა­სე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­ში 1 ავ­ტო­მო­ბილ­ზე 4-5 სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლია სა­ჭი­რო.

ჯგუ­ფის მო­საზ­რე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი სა­ჭი­როა იყოს სახ­ლთან, სამ­სა­ხურ­თან, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრთან და არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტებ­თან (სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი, კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცია და სხვ.)

ამას­თან, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გენ­გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დე­და­ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი ზო­ნი­რე­ბის მი­ხედ­ვით უნდა და­წეს­დეს და ცენ­ტრში პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი უნდა იყოს, ვიდ­რე ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­ში.

„ასე­თი სის­ტე­მა უცხო­ეთ­შია. ვფიქ­რობთ, თბი­ლი­სის ცენ­ტრში პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი უნდა იყოს, ვიდ­რე ქა­ლა­ქის პე­რი­ფე­რი­ებ­ში. ასე­თი ად­გი­ლე­ბი ზო­ნი­რე­ბის მი­ხედ­ვით უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, ეს აუ­ცი­ლებ­ლად არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ცალ­კე დო­კუ­მენ­ტი უნდა შე­მუ­შავ­დეს ქა­ლაქ­ში პარ­კი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. რამ­დენ­ჯერ ძვი­რი უნდა იყოს ქა­ლა­ქის ცენ­ტრში პარ­კი­რე­ბა, რამ­დე­ნის გა­დახ­დას შეძ­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბა, ამას კვლე­ვა სჭირ­დე­ბა, გარ­კვე­უ­ლი სტრა­ტე­გი­აა შე­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, მე­რია ამა­ზე მუ­შა­ო­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყებს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლუქ­ვა­ძემ.

გარ­და ამი­სა, გენ­გეგ­მის ავ­ტო­რე­ბის მო­საზ­რე­ბით, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იქ­ნე­ბა „და­ბალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი ქუ­ჩე­ბი“ ძველ თბი­ლის­ში, რაც მა­თი­ვე აზ­რით, ხელს შე­უ­წყობს და უფრო უსაფრ­თხოს გახ­დის სა­ფეხ­მავ­ლო და სა­ვე­ლო­სი­პე­დო ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბას.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის თა­ნახ­მად, სა­მარ­შრუ­ტო ქსე­ლის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის და­გეგ­მვა მე­რი­ამ 2018-2019 წლებ­ში უნდა მო­ახ­დი­ნოს, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის­თვის (ძი­რი­თა­დი, მე­ო­რე­უ­ლი და მე­სა­მე­უ­ლი სა­ავ­რო­ბუსო ქსე­ლი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი) იერ­არ­ქი­ის მი­ხედ­ვით სა­მარ­შრუ­ტო ქსელ­ში რო­ლის გან­სა­ზღვრას, მარ­შრუ­ტე­ბის დად­გე­ნას, სა­ჭი­რო მო­ცუ­ლო­ბე­ბი­სა და სიხ­ში­რე­ე­ბის გან­სა­ზღვრას და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, მე­რი­ამ ტრან­სპორ­ტის მო­დე­ლიც უნდა შე­ი­მუ­შა­ოს, რაც გზა­თა ქსე­ლის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის ქსელს, ფუნ­ქცი­უ­რი ზო­ნი­რე­ბის რუ­კას, სა­მან­ქა­ნო და მგზავ­რთნა­კა­დე­ბის მო­ნა­ცე­მებს მო­ი­ცავს. ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა კი, მე­რი­ამ 2019-2022 წლებ­ში უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ასეთი სისტემა უცხოეთშია" - რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა პარკინგთან დაკავშირბით

"ასეთი სისტემა უცხოეთშია" - რას ითვალისწინებს თბილისის გენგეგმა პარკინგთან დაკავშირბით

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, დედაქალაქში 1 ავტომობილზე 4-5 საპარკინგე ადგილია საჭირო.

ჯგუფის მოსაზრებით, აღნიშნული საპარკინგე ადგილები საჭიროა იყოს სახლთან, სამსახურთან, სავაჭრო ცენტრთან და არარეგულარული დანიშნულების ობიექტებთან (სამედიცინო ცენტრი, კულტურული ცენტრი, სახელმწიფო ორგანიზაცია და სხვ.)

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, დედაქალაქში პარკირების საფასური ზონირების მიხედვით უნდა დაწესდეს და ცენტრში პარკირების საფასური გაცილებით ძვირი უნდა იყოს, ვიდრე ქალაქის გარეუბნებში.

„ასეთი სისტემა უცხოეთშია. ვფიქრობთ, თბილისის ცენტრში პარკირების საფასური გაცილებით ძვირი უნდა იყოს, ვიდრე ქალაქის პერიფერიებში. ასეთი ადგილები ზონირების მიხედვით უნდა განისაზღვროს, ეს აუცილებლად არის გასაკეთებელი. ცალკე დოკუმენტი უნდა შემუშავდეს ქალაქში პარკირების ორგანიზებისთვის. რამდენჯერ ძვირი უნდა იყოს ქალაქის ცენტრში პარკირება, რამდენის გადახდას შეძლებს მოსახლეობა, ამას კვლევა სჭირდება, გარკვეული სტრატეგიაა შესამუშავებელი. რამდენადაც ვიცი, მერია ამაზე მუშაობას უახლოეს მომავალში აქტიურად დაიწყებს“, - განაცხადა სალუქვაძემ.

გარდა ამისა, გენგეგმის ავტორების მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნება „დაბალსიჩქარიანი ქუჩები“ ძველ თბილისში, რაც მათივე აზრით, ხელს შეუწყობს და უფრო უსაფრთხოს გახდის საფეხმავლო და საველოსიპედო ქსელის განვითარებას.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმვა მერიამ 2018-2019 წლებში უნდა მოახდინოს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობისთვის (ძირითადი, მეორეული და მესამეული საავრობუსო ქსელი და მიკროავტობუსები) იერარქიის მიხედვით სამარშრუტო ქსელში როლის განსაზღვრას, მარშრუტების დადგენას, საჭირო მოცულობებისა და სიხშირეების განსაზღვრას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობების ერთმანეთში ინტეგრირებას გულისხმობს. ამავე პერიოდში, მერიამ ტრანსპორტის მოდელიც უნდა შეიმუშაოს, რაც გზათა ქსელის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს, ფუნქციური ზონირების რუკას, სამანქანო და მგზავრთნაკადების მონაცემებს მოიცავს. ტრანსპორტის განვითარების გეგმა კი, მერიამ 2019-2022 წლებში უნდა წარმოადგინოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი