პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისა და შავნაბადას ტერიტორიისკენ შესაძლოა, საბაგიროები მოეწყოს
გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისა და შავნაბადას ტერიტორიისკენ შესაძლოა, საბაგიროები მოეწყოს

სა­ბა­გი­რო­ე­ბი შე­საძ­ლოა, მო­ე­წყოს გლ­და­ნი­დან თბი­ლი­სის ზღვის­კენ, ასე­ვე ლი­სის­კენ და შავ­ნა­ბა­დას ტე­რი­ტო­რი­ის­კენ, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე „სითი ინ­სტი­ტუტ სა­ქარ­თვე­ლოს“ ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­მუ­კა სა­ლუქ­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც სა­ლუქ­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, გარ­და ახა­ლი სა­ბა­გი­რო ხა­ზე­ბის შექ­მნი­სა, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ძვე­ლი სა­ბა­გი­რო გზე­ბის აღ­დგე­ნა და გა­მო­ყე­ნე­ბაც.

„თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­ში სა­ბა­გი­რო­ე­ბის მო­წყო­ბის სა­კი­თხი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ შემ­თხვე­ვა­ში „სის­ტრას“ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი კვლე­ვა შე­ვის­წავ­ლეთ. მარ­შრუ­ტე­ბი არის მა­გა­ლი­თად, გლ­და­ნი­დან თბი­ლი­სის ზღვის­კენ, ლი­სის ტბის­კენ მი­მა­ვა­ლი მარ­შრუ­ტი, ასე­ვე შავ­ნა­ბა­დას­კენ მი­მა­ვა­ლი მარ­შრუ­ტი. გვქონ­და იდეა, რომ შავ­ნა­ბა­და­ზე სა­პარ­კო ზონა შე­იქ­მნას და მე­ო­რე მთაწ­მინ­და­სა­ვით იყოს. თუმ­ცა, იცით, რომ ეს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­შია და მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რია სა­პარ­კო ზო­ნად გა­მო­ი­ყოს, მა­გა­ლი­თად, გოლ­ფის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ძვე­ლი მარ­შრუ­ტე­ბის აღ­დგე­ნა და გა­მო­ყე­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლუქ­ვა­ძემ და დას­ძი­ნა: „რაც შე­ე­ხე­ბა ტრამ­ვა­ის, პირ­და­პირ არ გვით­ქვამს, რომ პირ­ვე­ლი­ვე წელს, იმ სატ­რან­სპორ­ტო დე­რე­ფან­ში, რო­მე­ლიც ჩვენ მე­რი­ას შევ­თა­ვა­ზეთ, მა­ინ­ცდა­მა­ინც ტრამ­ვა­ის ხაზი მო­ა­წყოს“.

„ჩვენ ვამ­ბობთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის იყოს დე­რეფ­ნე­ბი გა­კე­თე­ბუ­ლი, რაც არ ნიშ­ნავს ახალ მა­გის­ტრა­ლებს. ორ სატ­რან­სპორ­ტო დე­რე­ფან­ზე, რო­მელ­ზეც მი­ვა­ნიშ­ნებ­დით, რომ დიდი დიღ­მი­დან მაღ­ლივ კორ­პუ­სამ­დე და მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სი­დან გუ­ლი­ას ქუ­ჩამ­დე, არ­სე­ბუ­ლი გზე­ბის კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის შეც­ვლით, გა­ფარ­თო­ე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ამ გზე­ბის სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ დე­რეფ­ნებ­ში უნდა იყოს bus lane მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის, კომ­ფორ­ტუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის­თვის. ვი­ცით, რომ ტრამ­ვაი ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, მაგ­რამ ჩვენ­ზე რომ იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუთ­მობ­დით ამ დე­რეფ­ნებს ტრამ­ვა­ის. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის მო­წყო­ბილ დე­რე­ფან­ში ტრამ­ვა­ის ხა­ზის გა­ტა­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. მერე უკვე ხალ­ხზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ცობ­ში იქ­ნე­ბა თუ კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ივ­ლის, რომ­ლის ფა­სიც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლუქ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის თა­ნახ­მად, სატ­რან­სპორ­ტო ელე­მენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ოპე­რი­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად ფეხ­მა­ვალ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა გა­ნი­სა­ზღვროს.

კერ­ძოდ, სა­ქა­ლა­ქო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა პრი­ო­რი­ტე­ტი­ზა­ცია უნდა მოხ­დეს შემ­დე­გი თან­მიმ­დევ­რო­ბით: ა) სა­ფეხ­მავ­ლო, არა­მო­ტო­რი­ზი­რე­ბუ­ლი, ბ) სა­ჯა­რო ტრან­სპორ­ტი, გ) კერ­ძო ტრან­სპორ­ტი. საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ქა­ლაქ­ში უსაფრ­თხო სა­ვე­ლო­სი­პე­დო კავ­ში­რე­ბის მო­წყო­ბა. ასე­ვე, სა­ბა­გი­რო კავ­ში­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი გან­ვი­თა­რე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად, თბი­ლი­სის რე­ლი­ე­ფის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქა­ლა­ქის შე­მაღ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან სატ­რან­სპორ­ტო კონ­ტაქ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ბა­გი­რო კავ­ში­რე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის სა­ხით, რო­მელ­თა მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა, ტრა­სი­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი და სხვა სა­კი­თხე­ბი უნდა და­ზუს­ტდეს შემ­დგო­მი ეტა­პის კვლე­ვე­ბი­თა და კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისა და შავნაბადას ტერიტორიისკენ შესაძლოა, საბაგიროები მოეწყოს

გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისა და შავნაბადას ტერიტორიისკენ შესაძლოა, საბაგიროები მოეწყოს

საბაგიროები შესაძლოა, მოეწყოს გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ასევე ლისისკენ და შავნაბადას ტერიტორიისკენ, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, გარდა ახალი საბაგირო ხაზების შექმნისა, ასევე შესაძლებელია ძველი საბაგირო გზების აღდგენა და გამოყენებაც.

„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში საბაგიროების მოწყობის საკითხი შენარჩუნებულია სხვადასხვა მიმართულებით. ამ შემთხვევაში „სისტრას“ მიერ გაკეთებული კვლევა შევისწავლეთ. მარშრუტები არის მაგალითად, გლდანიდან თბილისის ზღვისკენ, ლისის ტბისკენ მიმავალი მარშრუტი, ასევე შავნაბადასკენ მიმავალი მარშრუტი. გვქონდა იდეა, რომ შავნაბადაზე საპარკო ზონა შეიქმნას და მეორე მთაწმინდასავით იყოს. თუმცა, იცით, რომ ეს კერძო საკუთრებაშია და მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ იყო მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ტერიტორია საპარკო ზონად გამოიყოს, მაგალითად, გოლფის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე შესაძლებელია ძველი მარშრუტების აღდგენა და გამოყენება“, - განაცხადა სალუქვაძემ და დასძინა: „რაც შეეხება ტრამვაის, პირდაპირ არ გვითქვამს, რომ პირველივე წელს, იმ სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც ჩვენ მერიას შევთავაზეთ, მაინცდამაინც ტრამვაის ხაზი მოაწყოს“.

„ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის იყოს დერეფნები გაკეთებული, რაც არ ნიშნავს ახალ მაგისტრალებს. ორ სატრანსპორტო დერეფანზე, რომელზეც მივანიშნებდით, რომ დიდი დიღმიდან მაღლივ კორპუსამდე და მაღლივი კორპუსიდან გულიას ქუჩამდე, არსებული გზების კონფიგურაციის შეცვლით, გაფართოებით, შეიძლება ამ გზების სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება. ამ დერეფნებში უნდა იყოს bus lane მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, კომფორტული ავტობუსებისთვის. ვიცით, რომ ტრამვაი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, სიამოვნებით დავუთმობდით ამ დერეფნებს ტრამვაის. მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოწყობილ დერეფანში ტრამვაის ხაზის გატარებაც შეიძლება. მერე უკვე ხალხზე იქნება დამოკიდებული საცობში იქნება თუ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ივლის, რომლის ფასიც მისაღები იქნება“, - განაცხადა სალუქვაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, სატრანსპორტო ელემენტის განვითარებისა და ოპერირების პროცესებში, პრიორიტეტულად ფეხმავალთა ინტერესები უნდა განისაზღვროს.

კერძოდ, საქალაქო სატრანსპორტო საშუალებათა პრიორიტეტიზაცია უნდა მოხდეს შემდეგი თანმიმდევრობით: ა) საფეხმავლო, არამოტორიზირებული, ბ) საჯარო ტრანსპორტი, გ) კერძო ტრანსპორტი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრება ქალაქში უსაფრთხო საველოსიპედო კავშირების მოწყობა. ასევე, საბაგირო კავშირების განვითარება და შესაბამისი განვითარებითი პოტენციალის შენარჩუნება განიხილება პრიორიტეტულად, თბილისის რელიეფის გათვალისწინებით, ქალაქის შემაღლებულ ტერიტორიებთან სატრანსპორტო კონტაქტის განხორციელებისთვის. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული საბაგირო კავშირები წარმოდგენილია საორიენტაციო მიმართულებების სახით, რომელთა მიზანშეწონილობა, ტრასირების დეტალები და სხვა საკითხები უნდა დაზუსტდეს შემდგომი ეტაპის კვლევებითა და კონკრეტული პროექტებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"