მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს
საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს

სამ­რეწ­ვე­ლო სა­წარ­მო­ებს, შე­საძ­ლოა, წყლის ხარ­ჯვის ლი­მი­ტი და­უ­წეს­დეს. რო­გორც თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლურ გეგ­მა­შია ნათ­ქვა­მი, „მი­ზან­შე­წო­ნი­ლია და­წეს­დეს ყვე­ლა სამ­რეწ­ვე­ლო სა­წარ­მოს­თვის სას­მელ-სა­მე­ურ­ნეო წყლის ხარ­ჯვის ლი­მი­ტი და სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი ლი­მი­ტის ზე­ვით და­ხარ­ჯუ­ლი წყლის ყო­ველ ერ­თე­ულ­ზე“.

გენ­გეგ­მის თა­ნახ­მად, მი­ნი­მუ­მამ­დე უნდა იქ­ნას დაყ­ვა­ნი­ლი მა­გის­ტრა­ლურ, გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ და შიდა ქსე­ლემბზე არ­სე­ბუ­ლი გა­ჟონ­ვე­ბი. წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მე­ბის გას­ხვი­სე­ბის არე­ა­ლე­ბი­სა და სხვა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა კი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა და­გეგ­მი­ლი თუ და­სა­გეგ­მი მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის ზღვას, გენ­გეგ­მა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ იგი წარ­მო­ად­გენს დე­და­ქა­ლა­ქის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წილს და სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ელე­მენტს, ამ­დე­ნად, ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც ხდე­ბა უშუ­ა­ლოდ ზღვის მიმ­დე­ბა­რედ ან გუ­ლის­ხმობს შე­საძ­ლო გავ­ლე­ნას წყლის ხა­რისხზე ან წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­ო­პე­რა­ციო მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე, უნდა შე­თან­ხმდეს თბი­ლი­სის ზღვის დაც­ვი­თი პი­რო­ბე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

გენ­გეგ­მის ავ­ტო­რე­ბის აზ­რით, ხელი უნდა შე­ე­წყოს სამ­რეწ­ვე­ლო სა­წარ­მო­ე­ბის გა­დაყ­ვა­ნას სა­ცირ­კუ­ლა­ციო და წყლის გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­მო­ყე­ნე­ბის სის­ტე­მა­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ე­წყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტექ­ნი­კუ­რი წყალ­სა­დე­ნე­ბი.

ამას­თან, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ და შუ­ა­ლე­დურ სტრუქ­ტუ­რულ ზო­ნებ­ში, იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტის გან­თავ­სე­ბა სხვა ობი­ექ­ტე­ბის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას იწ­ვევს, ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის პრო­ცეს­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი უნდა იქ­ნას შე­სა­ბა­მი­სი მა­კომ­პენ­სი­რე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს

საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს

სამრეწველო საწარმოებს, შესაძლოა, წყლის ხარჯვის ლიმიტი დაუწესდეს. როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი, „მიზანშეწონილია დაწესდეს ყველა სამრეწველო საწარმოსთვის სასმელ-სამეურნეო წყლის ხარჯვის ლიმიტი და საჯარიმო სანქციები ლიმიტის ზევით დახარჯული წყლის ყოველ ერთეულზე“.

გენგეგმის თანახმად, მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი მაგისტრალურ, გამანაწილებელ და შიდა ქსელემბზე არსებული გაჟონვები. წყალმომარაგების სისტემების გასხვისების არეალებისა და სხვა მათთან დაკავშირებული შეზღუდვების გათვალისწინება კი სავალდებულოა ყველა დაგეგმილი თუ დასაგეგმი მშენებლობისათვის.

რაც შეეხება თბილისის ზღვას, გენგეგმაში აღნიშნულია, რომ იგი წარმოადგენს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის განუყოფელ ნაწილს და სტრატეგიული მნიშვნელობის ელემენტს, ამდენად, ყველა განვითარება, რომელიც ხდება უშუალოდ ზღვის მიმდებარედ ან გულისხმობს შესაძლო გავლენას წყლის ხარისხზე ან წყალმომარაგების საოპერაციო მაჩვენებლებზე, უნდა შეთანხმდეს თბილისის ზღვის დაცვითი პირობების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

გენგეგმის ავტორების აზრით, ხელი უნდა შეეწყოს სამრეწველო საწარმოების გადაყვანას საცირკულაციო და წყლის განმეორებითი გამოყენების სისტემაზე, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოეწყოს დამოუკიდებელი ტექნიკური წყალსადენები.

ამასთან, ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ სტრუქტურულ ზონებში, იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი სამშენებლო ობიექტის განთავსება სხვა ობიექტების წყალმომარაგების პირობების გაუარესებას იწვევს, ნებართვის გაცემის პროცესში გათვალისწინებელი უნდა იქნას შესაბამისი მაკომპენსირებელი მექანიზმები.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ