სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო მოტოციკლისტი, რომელიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა
ვინ იყო მოტოციკლისტი, რომელიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

თბი­ლის­ში, დღეს დი­ლით მომ­ხდარ ავა­რი­ას 23 წლის მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ათ­ზე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. ერ­თმა­ნეთს მო­ტო­ციკ­ლი და ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯახ­ა. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, ბა­ი­კე­რის და მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მო­ტო­ციკ­ლის მძღო­ლი გზის სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში გა­და­ის­რო­ლა. ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მის­ვლამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ად­გილ­ზე თვითმხილ­ვე­ლის გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­და­ნაც ჩანს, შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მო­ტო­ციკ­ლი ნა­წი­ლე­ბად და­ი­შა­ლა.

"მოტო აქეთ მხა­რეს ეგდო, და­ჭეჭყი­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, გზა­ზე იდგა ბევ­რი პატ­რუ­ლი და სას­წა­რა­ფო" - ყვე­ბა ავა­რი­ის შე­სა­ხებ ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

"დიდი სის­წრა­ფით მო­დი­ო­და გლ­და­ნის მხრი­დან, მან­ქა­ნას და­არ­ტყა და გად­მო­ის­რო­ლა აქეთ, მე­ო­რე მხა­რეს, სა­დაც მო­მა­ვალ მან­ქა­ნას შე­ას­კდა კი­დევ" - ყვე­ბა ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ს მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი 23 წლის ზუკა გვა­ზა­ვაა. ის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ლე­ვან გვა­ზა­ვას ვაჟი იყო. რო­გორც ირ­კვე­ვა, და­ღუ­პუ­ლი დიდი ხა­ნია მარ­თავს მო­ტო­ციკლს.

ზუკა გვა­ზა­ვას შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ჯღარ­კა­ვაც:

"რო­გორ მახ­სოვს ზუ­კას და­ბა­დე­ბა, რა ბედ­ნი­ე­რი იყო ლე­ვა­ნის მამა ზურა გვა­ზა­ვა, ზურა გვა­ზა­ვა გაჩ­ნდაო. ლე­ვა­ნის ერ­თა­დერ­თი ვაჟ­კა­ცი! დღეს რო­გორ გა­ნუ­გე­შო ლე­ვან, ზუკა აღარ არის, მისი და­ბა­დე­ბის ლხი­ნის სუფ­რას და­ვეს­წა­რი, მის დაკ­რძალ­ვას და პა­ნაშ­ვიდს ვერ და­ვეს­წრე­ბი... მა­პა­ტიე ლე­ვან, რო­გორ გა­ნუ­გე­შო არ ვიცი, გაძ­ლი­ერ­დი ამ მძი­მე წუ­თებ­ში, რა­ტომ და­ი­სა­ჯე ასე რა­ტომ?" - წერს ნინო ჯღარ­კა­ვა პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ვინ იყო მოტოციკლისტი, რომელიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

ვინ იყო მოტოციკლისტი, რომელიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

თბილისში, დღეს დილით მომხდარ ავარიას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 12:00 საათზე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბაიკერის და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლის მძღოლი გზის საპირისპირო ზოლში გადაისროლა. ახალგაზრდა ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. როგორც ადგილზე თვითმხილველის გადაღებული ფოტოდანაც ჩანს, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მოტოციკლი ნაწილებად დაიშალა.

"მოტო აქეთ მხარეს ეგდო, დაჭეჭყილი, გაუბედურებული, გზაზე იდგა ბევრი პატრული და სასწარაფო" - ყვება ავარიის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი.

"დიდი სისწრაფით მოდიოდა გლდანის მხრიდან, მანქანას დაარტყა და გადმოისროლა აქეთ, მეორე მხარეს, სადაც მომავალ მანქანას შეასკდა კიდევ" - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი "იმედთან" ინტერვიუში.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ს მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული 23 წლის ზუკა გვაზავაა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან გვაზავას ვაჟი იყო. როგორც ირკვევა, დაღუპული დიდი ხანია მართავს მოტოციკლს.

ზუკა გვაზავას შესახებ "ფეისბუქზე" წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავაც:

"როგორ მახსოვს ზუკას დაბადება, რა ბედნიერი იყო ლევანის მამა ზურა გვაზავა, ზურა გვაზავა გაჩნდაო. ლევანის ერთადერთი ვაჟკაცი! დღეს როგორ განუგეშო ლევან, ზუკა აღარ არის, მისი დაბადების ლხინის სუფრას დავესწარი, მის დაკრძალვას და პანაშვიდს ვერ დავესწრები... მაპატიე ლევან, როგორ განუგეშო არ ვიცი, გაძლიერდი ამ მძიმე წუთებში, რატომ დაისაჯე ასე რატომ?" - წერს ნინო ჯღარკავა პოსტში.

საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელიც ქუთაისში ოთხი დღის წინ გაუჩინარდა, მდინარე რიონში ეძებენ

"უკვე 32 საათია არაფერი ვიცით მის შესახებ..." - ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ