მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარშრუტკების" ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა
"მარშრუტკების" ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა

ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ნა­წილს გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა აეკ­რძა­ლა. ამის შე­სა­ხებ bpn.ge სახ­მე­ლე­თო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­ზე შალ­ვა ური­ად­მყო­ფელ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

რო­გორც ური­ად­მყო­ფელ­მა რა­დიო „პა­ლიტ­რას“ გა­და­ცე­მა­ში „საქ­მე“ გა­ნა­ცხა­და, 2018 წლის 3 იან­ვრი­დან ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა 38 199 სამ­გზავ­რო და სატ­ვირ­თო ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ი­ა­რა, სა­ი­და­ნაც 858 სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა აეკ­რძა­ლა.

მი­სი­ვე თქმით, იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს შო­რის, რომ­ლებ­საც გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა აეკ­რძა­ლა და შე­კე­თე­ბა­საც კი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბიც მოხ­ვდა.

„უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის შე­დე­გებ­ზე სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს. მათ შო­რის არის ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნებს ახორ­ცი­ე­ლებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­ნას­წარ რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდა, რომ­ლებ­საც გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა აეკ­რძა­ლა და ისი­ნი შე­კე­თე­ბა­საც კი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან“, - აღ­ნიშ­ნა ური­ად­მყო­ფელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის სტა­ტის­ტი­კას, 38 199 სამ­გზავ­რო და სატ­ვირ­თო ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბი­დან, 28 574 გა­მარ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, 8 767 ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლი­სას და­ხარ­ვეზ­და; 6 202 -მა ინ­სპექ­ტი­რე­ბა გან­მე­ო­რე­ბით გა­ი­ა­რა; 257 კი გან­მე­ო­რე­ბით და­ხარ­ვეზ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა სამ­გზავ­რო და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, 1-ელი ივ­ლი­სი­დან კი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის ამოქ­მედ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"მარშრუტკების" ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა

"მარშრუტკების" ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა. ამის შესახებ bpn.ge სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე შალვა ურიადმყოფელზე დაყრდნობით წერს.

როგორც ურიადმყოფელმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 858 სატრანსპორტო საშუალებას გზაზე გადაადგილება აეკრძალა.

მისივე თქმით, იმ სატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან, ყვითელი მიკროავტობუსებიც მოხვდა.

„უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ტექნიკური ინსპექტირების შედეგებზე სტატისტიკურ მონაცემებს. მათ შორის არის ტრანსპორტი, რომელიც სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ წინასწარ რა ინფორმაციაც მაქვს, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეული რაოდენობა იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან“, - აღნიშნა ურიადმყოფელმა.

რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, 28 574 გამართული აღმოჩნდა, 8 767 ტექინსპექტირების გავლისას დახარვეზდა; 6 202 -მა ინსპექტირება განმეორებით გაიარა; 257 კი განმეორებით დახარვეზდა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ელი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ