კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლების შემდეგ სცენაზე პირველად დაბრუნდა "ყიფო" - რა სიურპრიზი ელოდება მაყურებელს "იქს ფაქტორის" ხვალინდელ ლაივ-კონცერტზე
"წლების შემდეგ სცენაზე პირველად დაბრუნდა "ყიფო" - რა სიურპრიზი ელოდება მაყურებელს "იქს ფაქტორის" ხვალინდელ ლაივ-კონცერტზე

მომ­ღე­რა­ლი სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე მა­ყუ­რე­ბელ­მა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტით გა­იც­ნო. წლე­ბის მან­ძილ­ზე მისი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ვი­თარ­და და უკვე რამ­დე­ნი­მე სე­ზო­ნია, რაც სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას "ნი­ჭი­ე­რის" და "იქს ფაქ­ტო­რის" დამ­წყებ კონ­კურ­სან­ტებს უზი­ა­რებს. სწო­რედ სო­ფოს დამ­სა­ხუ­რე­ბით ყა­ლიბ­დე­ბი­ან ისი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნალ მომ­ღერ­ლე­ბად. Ambebi.ge "იქს ფაქ­ტო­რის" მუ­სი­კა­ლურ ხელ­მძღვა­ნელს სოფო ტო­რო­შე­ლი­ძეს პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა:

- სოფო, რითი არის წელს გა­მორ­ჩე­უ­ლი "იქს ფაქ­ტო­რი"?

- უკვე მე­რამ­დე­ნე სე­ზო­ნია ამ პრო­ექტს ვა­კე­თებ და რო­გორც პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ტყვი, რომ ამ­დე­ნი ნი­ჭი­ე­რი და ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი პრო­ექ­ტში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ო­ბა მო­ვი­და. ეს რა­ღაც დო­ზით ალ­ბათ დამ­თხვე­ვაც არის, ყო­ველ სე­ზონ­ზე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის აღ­მო­ჩე­ნით - რო­გორ იტევს ეს პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ამ­დენ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს?! ამის გარ­და თა­ო­ბაც სხვა­ნა­ი­რი მო­დის, მათ უკვე მრა­ვალ­ფე­რო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან აქვთ წვდო­მა და ამას ალ­ბათ ესეც გა­ნა­პი­რო­ბებს. რო­დე­საც რე­გი­ო­ნებ­ში პრე­კას­ტინ­გებ­ზე ჩავ­დი­ვართ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვრჩე­ბი - ძა­ლი­ან წინ არი­ან წა­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, ჯან­სა­ღი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი თა­ო­ბა მო­დის.

- რჩე­უ­ლი თუ გყავთ წელს პრო­ექ­ტში?

- იმ­დე­ნი ხა­ნია პრო­ექ­ტებს ვა­კე­თებ, ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს. ჩემი ამო­ცა­ნაა მაქ­სი­მა­ლუ­რი ვაჩ­ვე­ნო მა­ყუ­რე­ბელს და მათი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი წარ­მო­ვა­ჩი­ნო. ეს ბავ­შვე­ბი რომ სცე­ნა­ზე დგა­ნან, ამა­ში ჩემი დიდი წვლი­ლი დევს. თი­თო­ე­უ­ლი ტური ამო­ცა­ნაა ჩემ­თვის - ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი იდე­ა­ლუ­რი უნდა იყოს.

- მომ­თხოვ­ნი ხართ?

- მომ­თხოვ­ნი ვარ. თუმ­ცა, მეც ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ ამ ბავ­შვე­ბის­გან, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა ამ­დენ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ხში­რად ვცლით იდე­ებს. რო­გორც მე ვაძ­ლევ მათ რჩე­ვებს, ისი­ნიც დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას მაძ­ლე­ვენ.

- ერ­თი­და­ი­გი­ვე საქ­მის კე­თე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია, თქვენ უკვე ბევ­რი წე­ლია "იქს ფაქ­ტორ­ზე" მუ­შა­ობთ, რითი არის სა­ინ­ტე­რე­სო ეს პრო­ექ­ტი თქვენ­თვის?

- ყო­ვე­ლი სე­ზო­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სხვა­დას­ხვა ბრი­ლი­ან­ტი მო­დის ყვე­ლა სე­ზონ­ზე, რო­გორც ალ­მასს არ ეკარ­გე­ბა ფასი, ზუს­ტად ასეა "იქს ფაქ­ტო­რიც". ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა მო­ვი­დეს, ყვე­ლა აღ­მო­ჩე­ნა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა და ასე­ვე, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია მაყ­რუ­ებ­ლის­თვის. ამი­ტომ ელო­დე­ბი­ან ყო­ველ­თვის, ვინ იქ­ნე­ბა "იქს ფაქ­ტო­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რო­მელ­საც თა­ვად ირ­ჩე­ვენ.

- ხვა­ლინ­დე­ლი ტურ­ში რას ნა­ხავს მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- ხვა­ლინ­დე­ლი ტური ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჩვე­ნი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბის ვარ­სკვლა­ვებ­თან მღე­რი­ან. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც სცე­ნა­ზე იდ­გე­ბა, ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სია და ემო­ცი­უ­რი ტუ­რია ჩემ­თვის. ტურ­საც ვერ და­ვარ­ქმევ, უბ­რა­ლოდ მა­გა­რი კონ­ცერ­ტი იქ­ნე­ბა, რომ­ლი­თაც ისი­ა­მოვ­ნებს მა­ყუ­რე­ბე­ლი. წლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად დაბ­რუნ­და სცე­ნა­ზე ყიფო (თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი), რო­მე­ლიც ალექ­სან­დრე კიკ­ვი­ძეს­თან იმ­ღე­რებს. ასე რომ, მა­გა­რი სა­ღა­მო გე­ლო­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"წლების შემდეგ სცენაზე პირველად დაბრუნდა "ყიფო" - რა სიურპრიზი ელოდება მაყურებელს "იქს ფაქტორის" ხვალინდელ ლაივ-კონცერტზე

"წლების შემდეგ სცენაზე პირველად დაბრუნდა "ყიფო" - რა სიურპრიზი ელოდება მაყურებელს "იქს ფაქტორის" ხვალინდელ ლაივ-კონცერტზე

მომღერალი სოფო ტოროშელიძე მაყურებელმა მუსიკალური პროექტით გაიცნო. წლების მანძილზე მისი კარიერა წარმატებულად განვითარდა და უკვე რამდენიმე სეზონია, რაც საკუთარ გამოცდილებას "ნიჭიერის" და "იქს ფაქტორის" დამწყებ კონკურსანტებს უზიარებს. სწორედ სოფოს დამსახურებით ყალიბდებიან ისინი პროფესიონალ მომღერლებად. Ambebi.ge "იქს ფაქტორის" მუსიკალურ ხელმძღვანელს სოფო ტოროშელიძეს პროექტის შესახებ ესაუბრა:

- სოფო, რითი არის წელს გამორჩეული "იქს ფაქტორი"?

- უკვე მერამდენე სეზონია ამ პროექტს ვაკეთებ და როგორც პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი ვიტყვი, რომ ამდენი ნიჭიერი და ძლიერი კონკურსანტი პროექტში არასოდეს ყოფილა, ნამდვილად გამორჩეული თაობა მოვიდა. ეს რაღაც დოზით ალბათ დამთხვევაც არის, ყოველ სეზონზე გაკვირვებულები ვართ, უამრავი ნიჭიერი ადამიანის აღმოჩენით - როგორ იტევს ეს პატარა ქვეყანა ამდენ ნიჭიერ ადამიანს?! ამის გარდა თაობაც სხვანაირი მოდის, მათ უკვე მრავალფეროვან ინფორმაციასთან აქვთ წვდომა და ამას ალბათ ესეც განაპირობებს. როდესაც რეგიონებში პრეკასტინგებზე ჩავდივართ, გაოგნებული ვრჩები - ძალიან წინ არიან წასული ახალგაზრდები, ჯანსაღი და განვითარებული თაობა მოდის.

- რჩეული თუ გყავთ წელს პროექტში?

- იმდენი ხანია პროექტებს ვაკეთებ, ერთი გამორჩეული კონკურსანტი ჩემთვის არ არსებობს. ჩემი ამოცანაა მაქსიმალური ვაჩვენო მაყურებელს და მათი ინდივიდუალიზმი წარმოვაჩინო. ეს ბავშვები რომ სცენაზე დგანან, ამაში ჩემი დიდი წვლილი დევს. თითოეული ტური ამოცანაა ჩემთვის - ყველა კონკურსანტი იდეალური უნდა იყოს.

- მომთხოვნი ხართ?

- მომთხოვნი ვარ. თუმცა, მეც ბევრ რამეს ვსწავლობ ამ ბავშვებისგან, დიდი გამოცდილებაა ამდენ ნიჭიერ ადამიანთან ურთიერთობა. ხშირად ვცლით იდეებს. როგორც მე ვაძლევ მათ რჩევებს, ისინიც დიდ გამოცდილებას მაძლევენ.

- ერთიდაიგივე საქმის კეთება ნებისმიერი ადამიანისთვის მოსაბეზრებელია, თქვენ უკვე ბევრი წელია "იქს ფაქტორზე" მუშაობთ, რითი არის საინტერესო ეს პროექტი თქვენთვის?

- ყოველი სეზონი განსხვავებულია. სხვადასხვა ბრილიანტი მოდის ყველა სეზონზე, როგორც ალმასს არ ეკარგება ფასი, ზუსტად ასეა "იქს ფაქტორიც". ნიჭიერი ადამიანი რამდენჯერაც არ უნდა მოვიდეს, ყველა აღმოჩენა ჩემთვის საინტერესოა და ასევე, მრავალფეროვანია მაყრუებლისთვის. ამიტომ ელოდებიან ყოველთვის, ვინ იქნება "იქს ფაქტორის" გამარჯვებული, რომელსაც თავად ირჩევენ.

- ხვალინდელი ტურში რას ნახავს მაყურებელი?

- ხვალინდელი ტური ჩემთვის განსაკუთრებულია. წლევანდელი კონკურსის მონაწილეები ჩვენი სხვადასხვა პროექტების ვარსკვლავებთან მღერიან. ყველა ადამიანი, ვინც სცენაზე იდგება, ჩემთვის უძვირფასესია და ემოციური ტურია ჩემთვის. ტურსაც ვერ დავარქმევ, უბრალოდ მაგარი კონცერტი იქნება, რომლითაც ისიამოვნებს მაყურებელი. წლების შემდეგ პირველად დაბრუნდა სცენაზე ყიფო (თორნიკე ყიფიანი), რომელიც ალექსანდრე კიკვიძესთან იმღერებს. ასე რომ, მაგარი საღამო გელოდებათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ