სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ამ ფაქტს ვუკავშირებ მკვლელობას" - რა ეწერა წერილში, რომელიც მეგობარმა დოდო გუგეშაშვილს შვილის საფლავზე გადასცა
"...ამ ფაქტს ვუკავშირებ მკვლელობას" - რა ეწერა წერილში, რომელიც მეგობარმა დოდო გუგეშაშვილს შვილის საფლავზე გადასცა

თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ მის ოჯახ­ზე მოხმდა­რი თავ­დას­ხმა რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს უკავ­შირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გუ­გე­შაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამის თქმის სა­ფუძ­ველს აძ­ლევს წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მას მე­გო­ბარ­მა შვი­ლის საფ­ლავ­ზე გა­დას­ცა.

"რო­დე­საც შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს საფ­ლავ­ზე ამიყ­ვა­ნეს, ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც სა­სა­ზღვრო­ში მუ­შა­ობ­და, მო­ვი­და და ხელ­ში რა­ღაც წე­რი­ლი ჩა­მი­დო... ნუ მა­შინ­ვე წე­რი­ლი არც გა­მიხ­სნია. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ყუ­რა­დღე­ბით წა­ვი­კი­თხე. ჩემი მე­გო­ბა­რი მწერ­და, - რო­დე­საც გა­ვი­გე შენს ოჯახ­ზე თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ, მე გა­მახ­სენ­და ერთი ასე­თი ფაქ­ტი, შენი ყო­ვე­ლი წას­ვლა და ჩა­მოს­ვლა უკ­რა­ი­ნი­დან კონ­ტროლ­დე­ბო­დაო. მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ მე გავ­დი­ო­დი მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში და ვბრუნ­დე­ბო­დი, ასე­ვე ჩავ­დი­ო­დი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, მე­გობ­რებ­თან, სხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ვლა არ მაქვს. წე­რილ­ში მე­გო­ბა­რი ასე­ვე წერ­და ასეთ რა­მეს, რომ იმ სამ­სა­ხურ­ში სა­დაც ვმუ­შა­ობ, ერთ-ერთი შენი ჩა­მოს­ვლის დროს შექ­მნი­ლია ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი, თით­ქოს შენ ჩა­მოფ­რინ­დი მოს­კო­ვი­და­ნო. თა­ვი­დან ეს ფაქ­ტი სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღ­მიქ­ვამს. გე­ტყვით რა­ტომ ვა­მახ­ვი­ლებ ამა­ზე ყუ­რა­დღე­ბას, რო­გორც ჩანს, გარ­კვე­ულ სტრუქ­ტუ­რებ­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი და ჩა­ნერ­გი­ლი არი­ან რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და ისი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ ასე­თი გა­უ­გო­ნა­რი და სა­ში­ნე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბი შექ­მნან. დიახ, ამ ფაქტს ვუ­კავ­ში­რებ ჩემი შვი­ლი მკვლე­ლო­ბას. მე ვერ ვამ­ტკი­ცებ, რომ ეს ერ­თა­დერ­თი ვერ­სია... ეს უნდა გა­არ­კვი­ონ ქარ­თულ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა ორ­გან­მო­ებ­მა და მი­ნის­ტრმა გა­ხა­რი­ამ, რომ­ლის დიდი ნდო­ბა მაქვს" - აღ­ნიშ­ნა დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­სა და მის ვაჟ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა 7 თე­ბერ­ვალს მოხ­და. დედა-შვილს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და­ესხნენ თავს. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი გულ-მკერ­დის არე­ში და­იჭ­რა, ხოლო მისი შვი­ლი ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით თავ­დამ­სხმე­ლი პო­ლი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­კა­ვე­ბია.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"...ამ ფაქტს ვუკავშირებ მკვლელობას" - რა ეწერა წერილში, რომელიც მეგობარმა დოდო გუგეშაშვილს შვილის საფლავზე გადასცა

"...ამ ფაქტს ვუკავშირებ მკვლელობას" - რა ეწერა წერილში, რომელიც მეგობარმა დოდო გუგეშაშვილს შვილის საფლავზე გადასცა

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ მის ოჯახზე მოხმდარი თავდასხმა რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც გუგეშაშვილმა აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს აძლევს წერილი, რომელიც მას მეგობარმა შვილის საფლავზე გადასცა.

"როდესაც შვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს საფლავზე ამიყვანეს, ჩემი მეგობარი, რომელიც სასაზღვროში მუშაობდა, მოვიდა და ხელში რაღაც წერილი ჩამიდო... ნუ მაშინვე წერილი არც გამიხსნია. რამდენიმე დღის შემდეგ ყურადღებით წავიკითხე. ჩემი მეგობარი მწერდა, - როდესაც გავიგე შენს ოჯახზე თავდასხმის შესახებ, მე გამახსენდა ერთი ასეთი ფაქტი, შენი ყოველი წასვლა და ჩამოსვლა უკრაინიდან კონტროლდებოდაო. მინდა ავღნიშნო, რომ მე გავდიოდი მხოლოდ უკრაინაში და ვბრუნდებოდი, ასევე ჩავდიოდი აზერბაიჯანში, მეგობრებთან, სხვა ქვეყანაში გასვლა არ მაქვს. წერილში მეგობარი ასევე წერდა ასეთ რამეს, რომ იმ სამსახურში სადაც ვმუშაობ, ერთ-ერთი შენი ჩამოსვლის დროს შექმნილია ოფიციალური დოკუმენტი, თითქოს შენ ჩამოფრინდი მოსკოვიდანო. თავიდან ეს ფაქტი სერიოზულად არ აღმიქვამს. გეტყვით რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, როგორც ჩანს, გარკვეულ სტრუქტურებში ჩაბუდებული და ჩანერგილი არიან რუსეთის სპეცსამსახურები და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი გაუგონარი და საშინელი დოკუმენტაციები შექმნან. დიახ, ამ ფაქტს ვუკავშირებ ჩემი შვილი მკვლელობას. მე ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ერთადერთი ვერსია... ეს უნდა გაარკვიონ ქართულმა სამართალდამცველმა ორგანმოებმა და მინისტრმა გახარიამ, რომლის დიდი ნდობა მაქვს" - აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა - რა სიტყვებით მიმართა მან მოსამართლეს?

გურიაში დააკავეს 46 წლის მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე ფიზიკურად იძალადა

"გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს... უდანაშაულო ვარ" - ნიკოლოზ რევაზიშვილი მზად არის, კითხვებს სიცრუის დეტექტორზე უპასუხოს