მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დისკომფორტი  შევუქმენით 70-100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე" - შს მინისტრი
"დისკომფორტი  შევუქმენით 70-100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე" - შს მინისტრი

ჩვენ დის­კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მე­ნით 70 - მაქ­სი­მუმ 100 ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კლუბ­ში გარ­თო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, ბო­დი­შით, მაგ­რამ ეს იყო სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. მი­ნის­ტრმა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ დი­დია სარ­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შს სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა მო­ი­ტა­ნა.

“ის რომ, სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ დის­კომ­ფორ­ტი შე­ვუქ­მე­ნით 70 - მაქ­სი­მუმ 100 ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც კლუბ­ში გარ­თო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, ბო­დი­შით, მაგ­რამ ეს იყო სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ის სარ­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამ ღო­ნის­ძი­ე­ბამ მოგ­ვი­ტა­ნა უნდა ყო­ფი­ლი და არის ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ბევ­რად უფრო მეტი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, კლუ­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი იყო. მი­ნის­ტრმა პარ­ლა­მენ­ტში მოს­მე­ნა­ზე კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე ისა­უბ­რა.

„ჩვენ გვაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­დე­საც ერთ-ერთი კლუ­ბის წინ, შე­სას­ვლელ­თან ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბა ორი ახალ­გაზ­რდა. ერთი გა­მო­დის კლუ­ბი­დან, ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ გარ­კვე­ულ ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის აქ­ტზე, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა შე­თან­ხმე­ბა ფას­ზე. შემ­დგომ მყიდ­ვე­ლი გა­დას­ცემს თან­ხას და ამ­ბობს, რომ ბო­დი­ში არ მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი თან­ხა, ხურ­და­ზეა სა­უ­ბა­რი. გამ­ყიდ­ვე­ლი იღებს ამ თან­ხას და ეუბ­ნე­ბა, რომ არ არის პრობ­ლე­მა, ხურ­დას და­გიბ­რუ­ნე­ბო. იგი შე­დის ყვე­ლა­ნა­ი­რი დაც­ვის ავ­ლით კლუბ­ში, შემ­დეგ ამ კლუ­ბი­დან ბრუნ­დე­ბა, გად­მოს­ცემს კონ­კრე­ტულ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას და აბ­რუ­ნებს თან­ხას. ასე­ვე მინ­და ვი­სა­უბ­რო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს სის­ტე­მურ კავ­შირ­ზე ნარ­კო­ტი­კის გამ­სა­ღებ­ლებ­სა და კლუბს შო­რის. ეს ფაქ­ტი არის, რომ ერთ-ერთ კლუბ­ში ნარ­კო­ტი­კის გა­ყიდ­ვას ახორ­ცი­ე­ლებ­და დაც­ვის უფ­რო­სი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა კი­თხვა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მსგავ­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია, უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით კლუბ­ში თუ არა? თუ ფორ­მა­ზე არ­სე­ბობს რა­ი­მე შე­კი­თხვე­ბი, ჩვენ ამა­ზე მზად ვართ გავ­ცეთ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გვაქვს ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა იმა­ზე, რომ მო­ვი­ქე­ცით სწო­რად ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი დაც­ვით. თუ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გა­დაც­დო­მის ერთი ფაქ­ტი მა­ინც და­დას­ტურ­დე­ბა, ჩვენ გვექ­ნე­ბა ღია და ტრან­სპა­რენ­ტუ­ლი რე­აქ­ცია ამა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

შს მი­ნის­ტრმა ისა­უბ­რა კლუბ­ში შეს­ვლის დრო­ზეც და გა­ნა­ცხა­და, რომ ორ­შა­ბათს დი­ლით კლუბ­ში შეს­ვლა გა­საკ­ვი­რი იქ­ნე­ბო­და.

„ორ­შა­ბათს, დი­ლით კლუბ­ში შეს­ვლა, რო­გორც მი­ნი­მუმ გა­საკ­ვი­რი იქ­ნე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ, ავირ­ჩი­ეთ ეს დრო და ამას აქვს კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი: კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა იწყე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ათ­ზე. შე­ვე­დით, ამ ხალ­ხს მო­ვუ­ხა­დეთ დიდი ბო­დი­ში და ვუ­თხა­რით: 260-ე მუხ­ლის დათ­ქმის სა­ფუძ­ველ­ზე, თქვენ თუ რა­ი­მე უკა­ნო­ნო გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ა­ბა­როთ პო­ლი­ცი­ას ან და­ტო­ვოთ აქ და დიდი ბო­დი­შით, მიბ­რძან­დით. ვერც ერთ ადა­მი­ანს ვერ მაჩ­ვე­ნებთ, ვისი თა­ვი­და­ნაც თმის ღერი მა­ინც ჩა­მო­ვარ­და კლუ­ბის შიგ­ნით. ვერ მა­ნა­ხებთ ვერც ერთ და­ზა­რა­ლე­ბულს, რო­მელ­მაც ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ მი­მარ­თა თუნ­დაც ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნოს. ამ მი­მარ­თვის შემ­დეგ სტუმ­რე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა გარ­კვე­უ­ლი ნივ­თე­ბის­გან თავი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა და ეს არის ის, რაც ამ ორ კლუბ­ში 34 ლო­კა­ცი­ა­ზე ვი­პო­ვეთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კლუ­ბებ­ში შეს­ვლა გა­ნა­პი­რო­ბა ორმა ფაქ­ტორ­მა: ნა­თელ­მა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა და ოპე­რა­ტი­ულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ.

გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 12 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ქსე­ლის გა­მოვ­ლე­ნის მხო­ლოდ და­სა­წყი­სია და ამა­ზე შსს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი არის მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, თურ­ქე­თი და ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, ვი­ნა­ი­დან გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კის ტრა­ფი­კი სწო­რედ იქი­დან მო­დის.

“მინ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ერთი რამ - ეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­სა­წყი­სი. ეს არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იმ ქსე­ლის გა­მოვ­ლე­ნის, რომ­ლის დიდი იმე­დიც გვაქვს. აქ ჩვენ არ ვმუ­შა­ობთ მარ­ტო. აქ ჩვენ ვმუ­შა­ობთ ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რად­გან ძი­რი­თა­დი ტრა­ფი­კი კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კის სწო­რედ იქი­დან მო­დის. ეს არის ძი­რი­თა­დად ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი და ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, სა­ი­და­ნაც ძი­რი­თა­დი ტრა­ფი­კი მო­დის. უბ­რა­ლოდ მე მინ­და, რომ ვე­ცა­დო, თქვენ შე­გიქ­მნათ ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა, რომ ჩვენ მარ­თლა გვქონ­და და გვაქვს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეჭვი, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა მი­ი­ღო სის­ტე­მა­ტუ­რი სახე და ეს სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მაა. ჩვენ მარ­თლა გვაქვს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეჭვი, რომ ეს არის გარ­კვე­უ­ლი ქსე­ლუ­რი, საკ­მა­ოდ კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯაჭ­ვი, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში მივ­ყა­ვართ ფა­ტა­ლურ შე­დე­გამ­დე. სხვა მო­ტი­ვი ჩვენ არ გაგ­ვაჩ­ნდა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ იმის რის­კი, რომ ეს ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც არის შექ­მნი­ლი, იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­გორც ეფექ­ტუ­რი ნარ­კო­ვაჭ­რო­ბის პლატ­ფორ­მა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მი­ნის­ტრის თქმით, გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად არ გა­მოდ­გე­ბა, თუმ­ცა მსგავ­სი ღო­ნის­ძე­ბე­ბი ტარ­დე­ბა თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში, სა­დაც კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

“სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სე­ბი გრძელ­დე­ბა. ჩვენ აშ­კა­რად ვხე­დავ­დით იმ მდგრად კავ­ში­რებს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან. რისი ბრა­ლი იყო ეს, უკონ­ტრო­ლო­ბის, ცუდი მე­ნე­ჯმენ­ტის, თუ რისი, შს სა­მი­ნის­ტროს­თვის ამას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. შსს ყო­ველ­თვის ებ­რძვის და იბ­რძო­ლებს ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ვე­რა­ვინ, ვე­რა­სო­დეს ვერ შე­ზღუ­დავს ზო­ნებს, სად შე­ვი­დეთ და სად - არა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"დისკომფორტი  შევუქმენით 70-100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე" - შს მინისტრი

"დისკომფორტი  შევუქმენით 70-100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე" - შს მინისტრი

ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 - მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდია სარგებელი, რომელიც შს სამინისტროს მიერ ჩატარებულმა მოიტანა.

“ის რომ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ დისკომფორტი შევუქმენით 70 - მაქსიმუმ 100 ადამიანს, რომელიც კლუბში გართობისთვის ემზადებოდა, ბოდიშით, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა უნდა ყოფილი და არის ერთმნიშვნელოვნად ბევრად უფრო მეტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები აბსოლუტურად სწორი იყო. მინისტრმა პარლამენტში მოსმენაზე კონკრეტულ ფაქტზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს გადაღებული, როდესაც ერთ-ერთი კლუბის წინ, შესასვლელთან ერთმანეთს ხვდება ორი ახალგაზრდა. ერთი გამოდის კლუბიდან, ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე. შემდგომ მყიდველი გადასცემს თანხას და ამბობს, რომ ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა, ხურდაზეა საუბარი. გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება, რომ არ არის პრობლემა, ხურდას დაგიბრუნებო. იგი შედის ყველანაირი დაცვის ავლით კლუბში, შემდეგ ამ კლუბიდან ბრუნდება, გადმოსცემს კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებას და აბრუნებს თანხას. ასევე მინდა ვისაუბრო მეორე შემთხვევაზე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სისტემურ კავშირზე ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის. ეს ფაქტი არის, რომ ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია, უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა? თუ ფორმაზე არსებობს რაიმე შეკითხვები, ჩვენ ამაზე მზად ვართ გავცეთ კონკრეტული პასუხები. აბსოლუტურად გვაქვს შინაგანი რწმენა იმაზე, რომ მოვიქეცით სწორად ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვით. თუ უფლებამოსილებების გადაცდომის ერთი ფაქტი მაინც დადასტურდება, ჩვენ გვექნება ღია და ტრანსპარენტული რეაქცია ამაზე“, - განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრმა ისაუბრა კლუბში შესვლის დროზეც და განაცხადა, რომ ორშაბათს დილით კლუბში შესვლა გასაკვირი იქნებოდა.

„ორშაბათს, დილით კლუბში შესვლა, როგორც მინიმუმ გასაკვირი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ავირჩიეთ ეს დრო და ამას აქვს კონკრეტული მიზეზები: კლუბური ცხოვრება იწყება დაახლოებით 12 საათზე. შევედით, ამ ხალხს მოვუხადეთ დიდი ბოდიში და ვუთხარით: 260-ე მუხლის დათქმის საფუძველზე, თქვენ თუ რაიმე უკანონო გაქვთ, შეგიძლიათ ჩააბაროთ პოლიციას ან დატოვოთ აქ და დიდი ბოდიშით, მიბრძანდით. ვერც ერთ ადამიანს ვერ მაჩვენებთ, ვისი თავიდანაც თმის ღერი მაინც ჩამოვარდა კლუბის შიგნით. ვერ მანახებთ ვერც ერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა თუნდაც ჯანდაცვის ორგანოს. ამ მიმართვის შემდეგ სტუმრების გარკვეულმა ნაწილმა გარკვეული ნივთებისგან თავი გაითავისუფლა და ეს არის ის, რაც ამ ორ კლუბში 34 ლოკაციაზე ვიპოვეთ“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კლუბებში შესვლა განაპირობა ორმა ფაქტორმა: ნათელმა მტკიცებულებებმა და ოპერატიულმა ინფორმაციამ.

გახარიას განცხადებით, 12 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ქსელის გამოვლენის მხოლოდ დასაწყისია და ამაზე შსს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

როგორც გახარიამ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამოძიებაში ჩართული არის მეზობელი სახელმწიფო, თურქეთი და ევროპული ქვეყნები, ვინაიდან გახარიას განცხადებით, კლუბური ნარკოტიკის ტრაფიკი სწორედ იქიდან მოდის.

“მინდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - ეს საგამოძიებო მოქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენის, რომლის დიდი იმედიც გვაქვს. აქ ჩვენ არ ვმუშაობთ მარტო. აქ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რადგან ძირითადი ტრაფიკი კლუბური ნარკოტიკის სწორედ იქიდან მოდის. ეს არის ძირითადად ჩვენი მეზობელი პარტნიორი ქვეყნები და ევროპელი პარტნიორები, საიდანაც ძირითადი ტრაფიკი მოდის. უბრალოდ მე მინდა, რომ ვეცადო, თქვენ შეგიქმნათ შინაგანი რწმენა, რომ ჩვენ მართლა გვქონდა და გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ ყველაფერმა მიიღო სისტემატური სახე და ეს სისტემური პრობლემაა. ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის გარკვეული ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯაჭვი, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში მივყავართ ფატალურ შედეგამდე. სხვა მოტივი ჩვენ არ გაგვაჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ იმის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, იყოს გამოყენებული, როგორც ეფექტური ნარკოვაჭრობის პლატფორმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, გასასამართლებლად არ გამოდგება, თუმცა მსგავსი ღონისძებები ტარდება თითქმის ყველა ქალაქში, სადაც კლუბური ცხოვრება არის განვითარებული.

“საგამოძიებო პროცესები გრძელდება. ჩვენ აშკარად ვხედავდით იმ მდგრად კავშირებს, რომელიც არსებობდა ადმინისტრაციასთან. რისი ბრალი იყო ეს, უკონტროლობის, ცუდი მენეჯმენტის, თუ რისი, შს სამინისტროსთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შსს ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ, ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ზონებს, სად შევიდეთ და სად - არა“, - განაცხადა გახარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები