ინდოეთის სხვადასხვა რაიონში ქვიშის ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შედეგად, გასული ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ტელეარხი NDTV იუწყება.
მისი ინფორმაციით, სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყენა უტარ-პრადეშის, ანდჰრა-პრადეშის, დასავლეთ ბენგალის შტატებსა და დედაქალაქ დელის.
ყველაზე მეტი მსხვერპლი - 38 ადამიანი უტარ-პრადეშის შტატში დაფიქსირდა. გარდა ამისა, ამავე შტატში სტიქიამ 100-მდე სახლი გაანადგურა.