კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის საუდის არაბეთის ტახტის ამბიციური მემკვიდრე, რომელსაც მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავს
ვინ არის საუდის არაბეთის ტახტის ამბიციური მემკვიდრე, რომელსაც მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავს

ჟურ­ნალ­მა Forbes-მა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სი­ა­ში სულ 75 პი­რია შეყ­ვა­ნი­ლი, 17 მათ­გა­ნი წელს პირ­ვე­ლად მოხ­ვდა სი­ა­ში. ახალ­ბე­და წევ­რებს შო­რის არის სა­უ­დის არა­ბე­თის მემ­კვიდ­რე, პრინ­ცი მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მან ალ-სა­უ­დი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­უ­დის არა­ბე­თის მე­ფემ სალ­მან ბინ აბ­დულ-აზიზ ალ სა­უდ­მა სა­მე­ფო ტახ­ტის მემ­კვიდ­რე შეც­ვა­ლა. შეც­ვლამ­დე ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ მეფე სალ­მა­ნის ძმის­შვი­ლი მუ­ჰა­მედ ბინ ნა­ი­ფი ით­ვლე­ბო­და, თუმ­ცა სალ­მან­მა მემ­კვიდ­რედ სა­კუ­თა­რი შვი­ლი, მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მან ალ სა­უ­დი გა­მო­ა­ცხა­და. მას შემ­დეგ მი­სი­ძა­ლა­უფ­ლე­ბა სულ უფრო იზ­რდე­ბა.

მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი 1985 წლის 31 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ ჯი­და­ში და­ი­ბა­და. ის სალ­მან მე­ფის მე­სა­მე ცო­ლის ბაჰდი ბინტ ფა­ლის უფ­რო­სი ვა­ჟია. სა­უ­დის არ­ბე­თის პრინ­ცე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მუ­ჰა­მედ­მა გა­ნათ­ლე­ბა სა­უ­დის არა­ბეთ­ში მი­ი­ღო. ის სა­მარ­თალს სწავ­ლობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი რამ­დე­ნი­მე სამ­თავ­რო­ბო პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. მას მხო­ლოდ ერთი ცოლი - პრინ­ცე­სა სარა ბინტ მა­შჰუ­რი ჰყავს, წყვი­ლი 2008 წელს და­ქორ­წინ­და და 2 გო­გო­ნა­სა და 2 ვაჟს ზრდის. ბი­ჭებს პრინ­ცი სალ­მა­ნი და პრინ­ცი მა­შჰო­რი ჰქვი­ათ, ხოლო გო­გო­ნებს პრინ­ცე­სა ფაჰდა და პრინ­ცე­სა ნორა 2009 წელს პრინ­ცი მუ­ჰა­მე­დი მა­მის მრჩე­ვე­ლი გახ­და, რო­მე­ლიც იმ დროს ერ-რი­ა­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რი იყო.

რო­დე­საც 2015 წლის იან­ვარ­ში სალ­მან ბინ აბ­დულ-აზი­ზი მეფე გახ­და, მას არ უყოყ­მა­ნია ქვეყ­ნის მმარ­თველ ელი­ტა­ში შვი­ლის პო­ზი­ცია გა­ეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა.

2015 წლის აპ­რილ­ში ხან­დაზ­მუ­ლი მემ­კვიდ­რე ტახ­ტი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მის ად­გილ­ზე ახალ­გაზ­რდა პრინ­ცი და­ნიშ­ნეს. ტახ­ტის ახა­ლი მემ­კვიდ­რე ასე­ვე და­ი­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და ასე­ვე აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

29 წლის ასაკ­ში მუ­ჰა­მე­დი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­და. მისი გა­მი­ნის­ტრე­ბი­დან ორი თვის შემ­დეგ სა­უ­დის არა­ბეთ­მა შექ­მნა კო­ა­ლი­ცია და იე­მენ­ში სამ­ხედ­რო კამ­პა­ნია და­ი­წყო, თუმ­ცა კო­ა­ლი­ცი­ამ დღემ­დე ვერ მი­აღ­წია თა­ვის მი­ზანს. იე­მე­ნის პრე­ზი­დენ­ტმა აბდ-რაბ მან­სურ ჰა­დიმ დღემ­დე ვერ შეძ­ლო დე­და­ქა­ლაქ სა­ნას ჰუ­ტი­სი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

2016 წლის აპ­რილ­ში გავ­ლე­ნი­ან­მა პრინცმა, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლიც არის, წარ­მო­ად­გი­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის ამ­ბი­ცი­უ­რი კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ნავ­თო­ბი­დან მი­ღე­ბულ შე­მო­სავ­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას. მისი თქმით, ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, რო­მელ­საც "ხედ­ვა 2030" უწო­და, ქვე­ყა­ნა შეძ­ლებს უკვე 2020 წლის­თვის "ნავ­თო­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას". გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ვინ არის საუდის არაბეთის ტახტის ამბიციური მემკვიდრე, რომელსაც მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავს

ვინ არის საუდის არაბეთის ტახტის ამბიციური მემკვიდრე, რომელსაც მხოლოდ ერთი ცოლი ჰყავს

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სულ 75 პირია შეყვანილი, 17 მათგანი წელს პირველად მოხვდა სიაში. ახალბედა წევრებს შორის არის საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდი.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთის მეფემ სალმან ბინ აბდულ-აზიზ ალ საუდმა სამეფო ტახტის მემკვიდრე შეცვალა. შეცვლამდე ტახტის მემკვიდრედ მეფე სალმანის ძმისშვილი მუჰამედ ბინ ნაიფი ითვლებოდა, თუმცა სალმანმა მემკვიდრედ საკუთარი შვილი, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდი გამოაცხადა. მას შემდეგ მისიძალაუფლება სულ უფრო იზრდება.

მუჰამედ ბინ სალმანი 1985 წლის 31 აგვისტოს ქალაქ ჯიდაში დაიბადა. ის სალმან მეფის მესამე ცოლის ბაჰდი ბინტ ფალის უფროსი ვაჟია. საუდის არბეთის პრინცებისგან განსხვავებით, მუჰამედმა განათლება საუდის არაბეთში მიიღო. ის სამართალს სწავლობდა, მოგვიანებით კი რამდენიმე სამთავრობო პოზიციაზე მუშაობდა. მას მხოლოდ ერთი ცოლი - პრინცესა სარა ბინტ მაშჰური ჰყავს, წყვილი 2008 წელს დაქორწინდა და 2 გოგონასა და 2 ვაჟს ზრდის. ბიჭებს პრინცი სალმანი და პრინცი მაშჰორი ჰქვიათ, ხოლო გოგონებს პრინცესა ფაჰდა და პრინცესა ნორა 2009 წელს პრინცი მუჰამედი მამის მრჩეველი გახდა, რომელიც იმ დროს ერ-რიადის გუბერნატორი იყო.

როდესაც 2015 წლის იანვარში სალმან ბინ აბდულ-აზიზი მეფე გახდა, მას არ უყოყმანია ქვეყნის მმართველ ელიტაში შვილის პოზიცია გაეძლიერებინა.

2015 წლის აპრილში ხანდაზმული მემკვიდრე ტახტიდან გაათავისუფლეს და მის ადგილზე ახალგაზრდა პრინცი დანიშნეს. ტახტის ახალი მემკვიდრე ასევე დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოადგილედ და ასევე აგრძელებს მუშაობას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

29 წლის ასაკში მუჰამედი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი გახდა. მისი გამინისტრებიდან ორი თვის შემდეგ საუდის არაბეთმა შექმნა კოალიცია და იემენში სამხედრო კამპანია დაიწყო, თუმცა კოალიციამ დღემდე ვერ მიაღწია თავის მიზანს. იემენის პრეზიდენტმა აბდ-რაბ მანსურ ჰადიმ დღემდე ვერ შეძლო დედაქალაქ სანას ჰუტისი ამბოხებულებისგან გათავისუფლება.

2016 წლის აპრილში გავლენიანმა პრინცმა, რომელიც ეკონომიკისა და განვითარების საბჭოს ხელმძღვანელიც არის, წარმოადგინა ეკონომიკური რეფორმების ამბიციური კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე დამოკიდებულების შემცირებას. მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელებით, რომელსაც "ხედვა 2030" უწოდა, ქვეყანა შეძლებს უკვე 2020 წლისთვის "ნავთობის გარეშე ცხოვრებას". განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"