სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს პირველი ვრცელი კომენტარი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
შსს-ს პირველი ვრცელი კომენტარი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ღა­მის კლუ­ბებ­ში - "ბა­სი­ან­სა" და "გა­ლე­რი­ში" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ პირ­ველ ვრცელ კო­მენ­ტარს აკე­თებს. სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი უწყე­ბა­ში ცოტა ხნის წინ გა­ი­მარ­თა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა გახ­დით ახალ­გაზ­რდე­ბის ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი მოხ­და კლუ­ბებ­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ. ამას­თან, საგ­რძნობ­ლად იმა­ტა კლუ­ბებ­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა, მათ შო­რის, არას­რულ­წლო­ვა­ნი, გა­დაყ­ვა­ნილ იქნა სტა­ცი­ო­ნარ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის დი­აგ­ნო­ზით.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბოლო 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­ურ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ თბი­ლის­ში მდე­ბა­რე კლუ­ბებ­ში, მათ შო­რის, „ბა­სი­ან­სა“ და „გა­ლე­რი­ში“. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გამ­სა­ღე­ბელ­თა გა­მო­სავ­ლე­ნად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კლუ­ბებ­ში არა­ერ­თი სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა ჩა­ტარ­და, რაც და­ფიქ­სი­რე­ბულ იქნა ვი­დე­ო­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს 8 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მა­ტუ­რად ახ­დენ­დნენ კლუ­ბებ­ში, მათ შო­რის, „ბა­სი­ან­სა“ და „გა­ლე­რი­ში“ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბას. ვი­ნა­ი­დან ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­სა­ღე­ბის მრა­ვალ­ჯე­რად ფაქტს ად­გი­ლი ჰქონ­და კლუ­ბებ­ში, არ­სე­ბობ­და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­დათ აღ­ნიშ­ნულ კლუ­ბებ­თან. ნარ­კო­ტი­კე­ბის გამ­სა­ღებ­ლე­ბის მიერ აკ­რძა­ლუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბის არე­ალს სწო­რედ კლუ­ბე­ბის ტე­რი­ტო­რია წარ­მო­ად­გენ­და. ერთ-ერთი გამ­სა­ღე­ბე­ლი კლუ­ბის დაც­ვის წევ­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის და­კა­ვე­ბა კლუბ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. პო­ლი­ცი­ამ, მისი პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ამო­ი­ღო.

შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით, 2018 წლის 12 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით, 01:00 სა­ათ­ზე, ანუ სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბა ხდე­ბო­და, „ბა­სი­ან­სა“ და „გა­ლე­რი­ში“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო.

ამას­თან, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­ზა­ნი იყო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის უშუ­ა­ლოდ კლუ­ბებ­ში ჩა­ტა­რე­ბა, იქ მყო­ფი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ახალ­გაზ­რდის კლუ­ბი­დან ინ­ცი­დენ­ტის გა­რე­შე გა­რი­დე­ბა და კლუ­ბებ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა, მოხ­და პო­ლი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე, კლუ­ბებ­ში მყოფ პი­რებს პო­ლი­ცი­ის მიერ გა­ნე­მარ­ტათ, რომ თუ ისი­ნი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ა­ბა­რებ­დნენ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბოდ­ნენ. პო­ლი­ცი­ის მო­წო­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, პირ­თა გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა კლუბ­ში და­ტო­ვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც ამ­ჟა­მად და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი, კლუბ­ში მყოფ სხვა პი­რებ­თან ერ­თად, პო­ლი­ცი­ის მიერ გაყ­ვა­ნილ იქ­ნენ კლუ­ბის შე­ნო­ბი­დან. არც ერთი მათ­გა­ნის მი­მართ პი­რა­დი გა­სინ­ჯვა ან ჩხრე­კა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. კლუ­ბის არც ერთი სტუ­მა­რი სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი შსს-ში: "ბა­სი­ან­სა" და "გა­ლე­რი­ში" ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­ის დე­ტა­ლე­ბი

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სულ და­კა­ვე­ბუ­ლია 8 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი, რო­მელ­თა მიერ კლუბ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის თი­თო­ე­ულ ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ას გა­აჩ­ნია მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი.

კერ­ძოდ, პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლია: 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ჟ., 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ., 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქ.მ., 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ., 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.დ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ჩ., 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ე. და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ.

პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. ამ დრო­ის­თვის კლუ­ბებ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

ამას­თან, გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ მო­ქა­ლა­ქე ზვი­ად გელ­ბა­ხი­ა­ნის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი შე­საძ­ლო ცე­მის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მო­ქა­ლა­ქე გელ­ბა­ხი­ა­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში. იზო­ლა­ტორ­ში შეყ­ვა­ნი­სას, გა­რეგ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით, აღ­ნიშ­ნულ მო­ქა­ლა­ქეს რა­ი­მე და­ზი­ა­ნე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და და არც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ გა­მო­უთ­ქვამს პრე­ტენ­ზია.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლო­ში კლუ­ბუ­რი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, შე­უ­რი­გე­ბელ ბრძო­ლას უცხა­დებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბას, მათ შო­რის, კლუ­ბებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ცალ­კე­უ­ლი კლუ­ბის მიერ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა აღ­ნიშ­ნუ­ლი კლუ­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­აა" - ნათ­ქვა­მია გან­ხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

შსს-ს პირველი ვრცელი კომენტარი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

შსს-ს პირველი ვრცელი კომენტარი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღამის კლუბებში - "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს. საგანგებო ბრიფინგი უწყებაში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, აგრძელებს ბრძოლას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გახდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმე. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი მოხდა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა. არსებული ინფორმაციით, არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის, არასრულწლოვანი, გადაყვანილ იქნა სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“. ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კლუბებში არაერთი საკონტროლო შესყიდვა ჩატარდა, რაც დაფიქსირებულ იქნა ვიდეოსაშუალებებით.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გამოავლინეს 8 ნარკორეალიზატორი, რომლებიც სისტემატურად ახდენდნენ კლუბებში, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. ვინაიდან ნარკოტიკების გასაღების მრავალჯერად ფაქტს ადგილი ჰქონდა კლუბებში, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ აღნიშნულ კლუბებთან. ნარკოტიკების გამსაღებლების მიერ აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასაღების არეალს სწორედ კლუბების ტერიტორია წარმოადგენდა. ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია. აღნიშნული პირის დაკავება კლუბში განხორციელდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.

შესაბამისად, მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით, 01:00 საათზე, ანუ სწორედ იმ დროს, როდესაც გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ხდებოდა, „ბასიანსა“ და „გალერიში“ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო საგამოძიებო მოქმედებების უშუალოდ კლუბებში ჩატარება, იქ მყოფი დიდი რაოდენობით ახალგაზრდის კლუბიდან ინციდენტის გარეშე გარიდება და კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას უსაფრთხოების დაცვა, მოხდა პოლიციის შესაბამისი ძალების მობილიზება.

საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, კლუბებში მყოფ პირებს პოლიციის მიერ განემარტათ, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებოდნენ. პოლიციის მოწოდების შესაბამისად, პირთა გარკვეულმა ნაწილმა კლუბში დატოვა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც ამჟამად დანიშნულია ექსპერტიზები. აღნიშნული პირები, კლუბში მყოფ სხვა პირებთან ერთად, პოლიციის მიერ გაყვანილ იქნენ კლუბის შენობიდან. არც ერთი მათგანის მიმართ პირადი გასინჯვა ან ჩხრეკა არ განხორციელებულა. კლუბის არც ერთი სტუმარი სისხლის სამართლის წესით დაკავებული არ არის.

იხილეთ ვიდეო: საგანგებო ბრიფინგი შსს-ში: "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციიის დეტალები

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი, რომელთა მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.

კერძოდ, პოლიციის მიერ დაკავებულია: 1988 წელს დაბადებული ვ.ჟ., 1992 წელს დაბადებული ლ.მ., 1996 წელს დაბადებული ქ.მ., 1997 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ბ.დ., 1994 წელს დაბადებული თ.ჩ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ე. და 1988 წელს დაბადებული გ.მ.

პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია. ამ დროისთვის კლუბებში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამასთან, გვსურს, გამოვეხმაუროთ მოქალაქე ზვიად გელბახიანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მისი შესაძლო ცემის შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას. მოქალაქე გელბახიანი გადაყვანილი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შეყვანისას, გარეგნული დათვალიერებით, აღნიშნულ მოქალაქეს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა და არც სამართალდამცველების მიმართ გამოუთქვამს პრეტენზია.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოში კლუბური კულტურის განვითარებას, თუმცა, ამავდროულად, შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას, მათ შორის, კლუბებში. შესაბამისად, ცალკეული კლუბის მიერ ფუნქციონირების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა აღნიშნული კლუბის მეპატრონეების კომპეტენციაა" - ნათქვამია განხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს