კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სწავლის საფასური რომ გადამეხადა, ლუდის ქარხანაში ვმუშაობდი" - პოლიციელი ქალის ისტორია, რომელსაც უამრავი ადამიანი აზიარებს
"სწავლის საფასური რომ გადამეხადა, ლუდის ქარხანაში ვმუშაობდი" - პოლიციელი ქალის ისტორია, რომელსაც უამრავი ადამიანი აზიარებს

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 31 წლის ანა ქარ­სე­ლა­ძის ის­ტო­რია. ანა რუს­თავ­ში პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უბ­ნის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს.

ანა ქარ­სე­ლა­ძე, 31 წლის, რუს­თა­ვი

"მე ვარ ანა ქარ­სე­ლა­ძე, ვმუ­შა­ობ რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უბ­ნის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, სულ მინ­დო­და ცხოვ­რე­ბა­ში, რა­ღაც ისე­თი მე­კე­თე­ბი­ნა, რაც ჩემი ქვეყ­ნის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბო­და სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი. ბავ­შვო­ბი­დან პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა მქონ­და ამი­ტომ, ან ჯარ­ში მინ­დო­და მემ­სა­ხუ­რა და ჩემი ქვეყ­ნის რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ან პო­ლი­ცი­ე­ლი. ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მინ­დო­და ამერ­ჩია, სა­დაც ვიგ­რძნობ­დი, რომ ქვეყ­ნის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ვი­ყა­ვი.

ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ გავზრდილ­ვარ, შე­სა­ბა­მი­სად, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბევ­რი შრო­მა მჭირ­დე­ბო­და. უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. იმის­თვის, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­მე­ხა­და რუს­თავ­ში, ლი­მო­ნა­თის და ლუ­დის ქარ­ხა­ნა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დი. თუ რა­ი­მე სა­ხის სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო, ვცდი­ლობ­დი ყველ­გან მე­მუ­შა­ვა, იქ­ნე­ბო­და ეს თბი­ლი­სის უბ­ნე­ბის დაგ­ვა თუ სხვა რამე, არა­ფერს ვთა­კი­ლობ­დი და ყველ­გან მივ­დი­ო­დი. ამას­თან, ვცდი­ლობ­დი გო­ნებ­რი­ვა­დაც გავნვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და სი­ახ­ლე­ე­ბი მი­მე­ღო, ამი­ტომ, თუკი სად­მე ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მოჩ­ნდე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად ვეს­წრე­ბო­დი სხვა­დას­ხვა ტრე­ნინ­გებს.

რა­ღაც პე­რი­ო­დი ბან­კშიც ვი­მუ­შა­ვე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხალ­ხთან მი­წევ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ვგრძნობ­დი, რომ ეს საქ­მე ჩემი არ იყო, კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ ვგრძნობ­დი თავს. აი, ამ გან­ცდე­ბით, რომ ქვეყ­ნის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტან სა­მუ­შა­ო­ზე მე­მუ­შა­ვა, 18 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა რომ შე­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ მა­შინ ასა­კის გამო უარი მი­თხრეს. რო­გორც გან­მარ­ტეს, პირი პო­ლი­ცი­ა­ში 21 წლის ასა­კი­დან მი­ი­ღე­ბო­და. თუმ­ცა, ახლა ეს წესი შე­იც­ვა­ლა და პო­ლი­ცი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ 18 წელს მიღ­წე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მი­ი­ღე­ბა. 22 წლი­სამ, ისევ შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში, რის შემ­დე­გაც პირ­ვე­ლი გა­სა­უბ­რე­ბა გა­ვი­ა­რე. სახ­ლში არა­ვის­თვის მით­ქვამს, რომ პო­ლი­ცი­ა­ში მინ­დო­და მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა. იმის არ შემ­ში­ნე­ბია, რომ ვინ­მე წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­დო­და, უბ­რა­ლოდ მი­ზანს რომ მი­ვაღ­წევ­დი, მერე მინ­დო­და მეთ­ქვა ამის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის. მათ მას შემ­დეგ გა­ი­გეს ეს ამ­ბა­ვი, რაც გა­სა­უბ­რე­ბის გავ­ლა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი მი­ვი­ღე, ისი­ნი და­დე­ბი­თად შეხ­ვდნენ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მათი მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ად­გი­ლი არ ქო­ნია. გა­სა­უბ­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ დიდი ხანი არა­ვინ შემ­ხმი­ა­ნე­ბია.

პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მია

ამ მო­ლო­დინ­ში ად­ვო­კა­ტის გა­მოც­დე­ბიც ჩა­ვა­ბა­რე, თუმ­ცა არც ად­ვო­კა­ტად არ მინ­დო­და მუ­შა­ო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრაქ­ტი­კე­ბიც გავ­ლი­ლი მქონ­და. და რო­გორც იქნა, და­მი­რე­კეს და მო­რიგ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­მი­ბა­რეს, რის შე­დე­გა­დაც პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში მოვ­ხვდი. ერ­თა­დერ­თი გოგო აღ­მოვ­ჩნდი 34 ბი­ჭ­ში. აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი იმ­დე­ნად კარ­გად მახ­სენ­დე­ბა იმი­ტომ, რომ იმ­დე­ნად კარ­გი ლექ­ტო­რე­ბი გვყავ­და, ზუს­ტად იმა­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ, რა მიზ­ნი­თაც მე პო­ლი­ცი­ა­ში მოვ­დი­ო­დი. მეც სა­მა­გა­ლი­თო პო­ლი­ცი­ე­ლი მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს და მი­ხა­რო­და ლექ­ტო­რებ­თან და იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

არა­ვის ჰქო­ნია აკა­დე­მი­ა­ში ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რომ აი, ქალი ხარ და პო­ლი­ცი­ა­ში რა გინ­და. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, ვინც გა­ი­გო, რომ პო­ლი­ცი­ე­ლო­ბას ვა­პი­რებ­დი, მე­უბ­ნე­ბო­და, აც­ნო­ბი­ე­რებ ახლა, რომ ყვე­ლა სა­ხის დამ­ნა­შა­ვეს­თან მო­გი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა და ხარ ამის­თვის მზა­დო? იყო გა­დარ­წმუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, თუმ­ცა ამას ჩემ­ზე არ უმოქ­მე­დია.

სა­ბო­ლო­ოდ, და­ვამ­თავ­რე სწავ­ლა, თუმ­ცა არ ვი­ცო­დი, სად გა­მა­ნა­წი­ლებ­დნენ იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში შე­იძ­ლე­ბო­და მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი. გა­სა­უბ­რე­ბის დრო­საც კი მკი­თხეს, მზად ვი­ყა­ვი თუ არა სხვა რა­ი­ონ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი სა­მუ­შა­ოდ. იმ­დე­ნად მინ­დო­და ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა და პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა, რომ რა თქმა უნდა, მზად ვი­ყა­ვი. მე კი­დევ, ვფიქ­რობ, გა­მი­მარ­თლა და რუს­თავ­ში მოვ­ხვდი და უკვე 9 წე­ლია აქ ვარ და ვმუ­შა­ობ.

თა­ვი­დან სა­მო­რი­გეო ნა­წილ­ში მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა და ერთი სული მქონ­და რო­დის და­მა­ვა­ლებ­დნენ სე­რი­ო­ზულ საქ­მეს იმი­ტომ, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ვარ. ერთი წლის თავ­ზე ეს დღეც დად­გა. თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ისე არ არის, რო­გორც ეს დე­ტექ­ტი­ურ წიგ­ნებ­ში წე­რია და ასე მარ­ტი­ვი სა­მუ­შაო არ არის. მაგ­რამ და­ვა­ლე­ბუ­ლი საქ­მით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ქურ­დო­ბის შემ­თხვე­ვა იყო და ეს საქ­მე და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. დღის ბო­ლოს, როცა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ვას­რუ­ლე და მივ­ხვდი, რომ არა­ფე­რი და­მირ­ღვე­ვია და ყვე­ლა­ფე­რი წე­სე­ბის დაც­ვით გა­ვა­კე­თე, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

ჩემი სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ბევ­რი მოძ­რა­ო­ბა მი­წევს, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გას­ვლა, ან შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა რე­გი­ონ­ში მო­გი­წი­ოს წას­ვლა სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, საქ­მის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც პო­ლი­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ჩემი პრინ­ცი­პე­ბის­თვის არ მი­ღა­ლა­ტია და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ხალ­ხს.

ვი­ნა­ი­დან გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ვარ, ასე­ვე, არას­რულ­წლოვ­ნებ­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა. მათ­თან სა­მუ­შა­ოდ შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დე­ბია ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი და მე მაქვს ეს სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია. მი­წევს და­ზა­რა­ლე­ბულ, ბრალ­დე­ბუ­ლი ან მოწ­მე არას­რულ­წლოვ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ამ­დე­ნად, მათ­თან მუ­შა­ო­ბის დროს, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ ჩემი და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი წარ­მო­ვა­ჩი­ნო, ასე ვთქვათ, არ ვიყო "ბუა" პო­ლი­ცი­ე­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ კომ­ფორ­ტუ­ლად იყ­ვნენ ჩემ­თან და შე­ვუქ­მნა შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო.

ასე­ვე, ვმუ­შა­ობ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე. წლე­ბის წინ სხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მა იყო ამ სა­კი­თხის მი­მართ. ოჯა­ხურ­ში და­ნა­შა­უ­ლი­სა და ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო კა­მა­პა­ნი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს და ასე­ვე მუ­შა­ობს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზეც, ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და კერ­ძოდ, ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის მებ­რძო­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაც. ამ ბრძო­ლამ მო­ი­ტა­ნა ის, რომ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. ამ დროს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსხვერ­პლთან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გექ­ნე­ბა. რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ას ამ მხრივ გა­მო­ვარ­ჩევ­დი.

ოჯა­ხი

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვარ 5 წე­ლია და ორი შვი­ლი მყავს: 4 წლის ბიჭი და 2 წლის გოგო. ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან მშბო­ლე­ბი და ქმა­რი. ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნამ­დე, 9 თვის მან­ძილ­ზე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი, ბოლო წუ­თამ­დე სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი. ასე­ვე, ბავ­შვე­ბის გა­ჩე­ნის შემ­დგომ, კა­ნო­ნით მო­ნი­ჭე­ბუ­ლი ყვე­ლა უფ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნე უპ­რობ­ლე­მოდ - ფა­სი­ა­ნი და უფა­სო დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა, რის შემ­დე­გაც, უპ­რობ­ლე­მოდ დავ­ბრუნ­დი იმა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რა­ზეც მა­ნამ­დე ვმუ­შა­ობ­დი. როცა ჩავ­თვა­ლე, რომ უკვე მზად ვი­ყა­ვი სა­მუ­შა­ოს დავ­ბრუ­ნე­ბო­დი, მშობ­ლე­ბი და ქმა­რი და­მეხ­მარ­ნენ და მე სამ­სა­ხურს და­ვუბ­რუნ­დი. რო­დე­საც მე ბავ­შვე­ბის გვერ­დით არ ვარ, ჩემი მე­უღ­ლე იღებს მათი მოვ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - თუ სა­ჭი­როა სა­ფენ­საც უც­ვლის და საჭ­მელ­საც უმ­ზა­დებს. ჩემს შვი­ლებს ეა­მა­ყე­ბათ და სი­ა­მა­ყით ამ­ბო­ბენ, ჩემი დე­დი­კო პო­ლი­ცი­ე­ლი­აო".

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"სწავლის საფასური რომ გადამეხადა, ლუდის ქარხანაში ვმუშაობდი" - პოლიციელი ქალის ისტორია, რომელსაც უამრავი ადამიანი აზიარებს

"სწავლის საფასური რომ გადამეხადა, ლუდის ქარხანაში ვმუშაობდი" - პოლიციელი ქალის ისტორია, რომელსაც უამრავი ადამიანი აზიარებს

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 31 წლის ანა ქარსელაძის ისტორია. ანა რუსთავში პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობს.

ანა ქარსელაძე, 31 წლის, რუსთავი

"მე ვარ ანა ქარსელაძე, ვმუშაობ რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. გულწრფელად რომ გითხრათ, სულ მინდოდა ცხოვრებაში, რაღაც ისეთი მეკეთებინა, რაც ჩემი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის იქნებოდა სარგებლის მომტანი. ბავშვობიდან პატრიოტული სულისკვეთება მქონდა ამიტომ, ან ჯარში მინდოდა მემსახურა და ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი ვყოფილიყავი ან პოლიციელი. ისეთი სამსახური მინდოდა ამერჩია, სადაც ვიგრძნობდი, რომ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის საჭირო ვიყავი.

ფუფუნებაში არ გავზრდილვარ, შესაბამისად, მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა მჭირდებოდა. უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. იმისთვის, რომ სწავლის საფასური გადამეხადა რუსთავში, ლიმონათის და ლუდის ქარხანაში ვმუშაობდი და ღამეებს ვათენებდი. თუ რაიმე სახის სტუდენტური დასაქმების შესაძლებლობა იყო, ვცდილობდი ყველგან მემუშავა, იქნებოდა ეს თბილისის უბნების დაგვა თუ სხვა რამე, არაფერს ვთაკილობდი და ყველგან მივდიოდი. ამასთან, ვცდილობდი გონებრივადაც გავნვითარებულიყავი და სიახლეები მიმეღო, ამიტომ, თუკი სადმე ამის შესაძლებლობა გამოჩნდებოდა, აუცილებლად ვესწრებოდი სხვადასხვა ტრენინგებს.

რაღაც პერიოდი ბანკშიც ვიმუშავე. მიუხედავად იმისა, რომ ხალხთან მიწევდა ურთიერთობა, ვგრძნობდი, რომ ეს საქმე ჩემი არ იყო, კომფორტულად ვერ ვგრძნობდი თავს. აი, ამ განცდებით, რომ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის სარგებლის მომტან სამუშაოზე მემუშავა, 18 წლის ვიყავი, პირველად ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განცხადება რომ შევიტანე, მაგრამ მაშინ ასაკის გამო უარი მითხრეს. როგორც განმარტეს, პირი პოლიციაში 21 წლის ასაკიდან მიიღებოდა. თუმცა, ახლა ეს წესი შეიცვალა და პოლიციაში სამუშაოდ 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე მიიღება. 22 წლისამ, ისევ შევიტანე განცხადება პოლიციაში, რის შემდეგაც პირველი გასაუბრება გავიარე. სახლში არავისთვის მითქვამს, რომ პოლიციაში მინდოდა მუშაობის დაწყება. იმის არ შემშინებია, რომ ვინმე წინააღმდეგი წავიდოდა, უბრალოდ მიზანს რომ მივაღწევდი, მერე მინდოდა მეთქვა ამის შესახებ ოჯახის წევრებისთვის. მათ მას შემდეგ გაიგეს ეს ამბავი, რაც გასაუბრების გავლაზე ოფიციალური წერილი მივიღე, ისინი დადებითად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და მათი მხრიდან წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია. გასაუბრების გავლის შემდეგ დიდი ხანი არავინ შემხმიანებია.

პოლიციის აკადემია

ამ მოლოდინში ადვოკატის გამოცდებიც ჩავაბარე, თუმცა არც ადვოკატად არ მინდოდა მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკებიც გავლილი მქონდა. და როგორც იქნა, დამირეკეს და მორიგ გასაუბრებაზე დამიბარეს, რის შედეგადაც პოლიციის აკადემიაში მოვხვდი. ერთადერთი გოგო აღმოვჩნდი 34 ბიჭში. აკადემიაში სწავლის პერიოდი იმდენად კარგად მახსენდება იმიტომ, რომ იმდენად კარგი ლექტორები გვყავდა, ზუსტად იმაზე ლაპარაკობდნენ, რა მიზნითაც მე პოლიციაში მოვდიოდი. მეც სამაგალითო პოლიციელი მინდოდა ვყოფილიყავი. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს და მიხაროდა ლექტორებთან და იქ მომუშავე ადამიანებთან ურთიერთობა.

არავის ჰქონია აკადემიაში ის დამოკიდებულება, რომ აი, ქალი ხარ და პოლიციაში რა გინდა. თუმცა საზოგადოების ნაწილი, ვინც გაიგო, რომ პოლიციელობას ვაპირებდი, მეუბნებოდა, აცნობიერებ ახლა, რომ ყველა სახის დამნაშავესთან მოგიწევს ურთიერთობა და ხარ ამისთვის მზადო? იყო გადარწმუნების მცდელობა, თუმცა ამას ჩემზე არ უმოქმედია.

საბოლოოდ, დავამთავრე სწავლა, თუმცა არ ვიცოდი, სად გამანაწილებდნენ იმიტომ, რომ ნებისმიერ რეგიონში შეიძლებოდა მოვხვედრილიყავი. გასაუბრების დროსაც კი მკითხეს, მზად ვიყავი თუ არა სხვა რაიონში წავსულიყავი სამუშაოდ. იმდენად მინდოდა ამ სფეროში მუშაობა და პოლიციელობა, რომ რა თქმა უნდა, მზად ვიყავი. მე კიდევ, ვფიქრობ, გამიმართლა და რუსთავში მოვხვდი და უკვე 9 წელია აქ ვარ და ვმუშაობ.

თავიდან სამორიგეო ნაწილში მიწევდა მუშაობა და ერთი სული მქონდა როდის დამავალებდნენ სერიოზულ საქმეს იმიტომ, რომ გამომძიებელი ვარ. ერთი წლის თავზე ეს დღეც დადგა. თუმცა ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს დეტექტიურ წიგნებში წერია და ასე მარტივი სამუშაო არ არის. მაგრამ დავალებული საქმით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ქურდობის შემთხვევა იყო და ეს საქმე დამოუკიდებლად უნდა გამეკეთებინა. დღის ბოლოს, როცა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები დავასრულე და მივხვდი, რომ არაფერი დამირღვევია და ყველაფერი წესების დაცვით გავაკეთე, ძალიან გახარებული ვიყავი.

ჩემი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ბევრი მოძრაობა მიწევს, შემთხვევის ადგილზე გასვლა, ან შეიძლება სულ სხვა რეგიონში მოგიწიოს წასვლა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ დროის განმავლობაში, რაც პოლიციაში ვმუშაობ, ჩემი პრინციპებისთვის არ მიღალატია და კეთილსინდისიერად ვემსახურები სახელმწიფოსა და ხალხს.

ვინაიდან გამომძიებელი ვარ, ასევე, არასრულწლოვნებთან მიწევს მუშაობა. მათთან სამუშაოდ შესაბამისი გამოცდებია ჩასაბარებელი და მე მაქვს ეს სპეციალიზაცია. მიწევს დაზარალებულ, ბრალდებული ან მოწმე არასრულწლოვნებთან ურთიერთობა, ამდენად, მათთან მუშაობის დროს, ყოველთვის ვცდილობ ჩემი დადებითი მხარეები წარმოვაჩინო, ასე ვთქვათ, არ ვიყო "ბუა" პოლიციელი და მაქსიმალურად ვცდილობ კომფორტულად იყვნენ ჩემთან და შევუქმნა შესაბამისი გარემო.

ასევე, ვმუშაობ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. წლების წინ სხვანაირი მიდგომა იყო ამ საკითხის მიმართ. ოჯახურში დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის მიმართულებით ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამაპანიებს ახორციელებს და ასევე მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზეც, ახლაც მიმდინარეობს გამომძიებლების გადამზადების პროგრამა. აღსანიშნავია საზოგადოებისა და კერძოდ, ქალების უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტების დამსახურებაც. ამ ბრძოლამ მოიტანა ის, რომ ოჯახში ძალადობას დიდი ყურადღება ექცევა. ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია მსხვერპლთან როგორი ურთიერთობა გექნება. რუსთავის პოლიციას ამ მხრივ გამოვარჩევდი.

ოჯახი

დაქორწინებული ვარ 5 წელია და ორი შვილი მყავს: 4 წლის ბიჭი და 2 წლის გოგო. ბავშვების აღზრდაში ძალიან მეხმარებიან მშბოლები და ქმარი. ბავშვების გაჩენამდე, 9 თვის მანძილზე აქტიურად ვმუშაობდი, ბოლო წუთამდე სამსახურში ვიყავი. ასევე, ბავშვების გაჩენის შემდგომ, კანონით მონიჭებული ყველა უფლება გამოვიყენე უპრობლემოდ - ფასიანი და უფასო დეკრეტული შვებულება, რის შემდეგაც, უპრობლემოდ დავბრუნდი იმავე თანამდებობაზე, რაზეც მანამდე ვმუშაობდი. როცა ჩავთვალე, რომ უკვე მზად ვიყავი სამუშაოს დავბრუნებოდი, მშობლები და ქმარი დამეხმარნენ და მე სამსახურს დავუბრუნდი. როდესაც მე ბავშვების გვერდით არ ვარ, ჩემი მეუღლე იღებს მათი მოვლის პასუხისმგებლობას - თუ საჭიროა საფენსაც უცვლის და საჭმელსაც უმზადებს. ჩემს შვილებს ეამაყებათ და სიამაყით ამბობენ, ჩემი დედიკო პოლიციელიაო".

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ