პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბესიკი 4 შვილთან ერთად, ძმისშვილებსაც საკუთარივით ზრდიდა, სწორედ მათ დაცვას შეეწირა" - ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
"ბესიკი 4 შვილთან ერთად, ძმისშვილებსაც საკუთარივით ზრდიდა, სწორედ მათ დაცვას შეეწირა" - ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ალში, სა­დაც და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ერთი ადა­მი­ა­ნი - ბე­სიკ ომი­ა­ძე და­ი­ღუ­პა, ძმე­ბი ლე­ვან და შალ­ვა ბუ­ზი­აშ­ვი­ლე­ბი კი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ბუ­ზი­აშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის წვე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, მათ თავს და­ეს­ხა დაჭ­რი­ლი ძმე­ბი­დან ერთ-ერ­თის - ლე­ვან ბუ­ზი­აშ­ვი­ლის ცო­ლის, ნინო ამ­ყო­ლა­ძის ყო­ფი­ლი მაზ­ლი, რამ­დე­ნი­მე პირ­თან ერ­თად. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თლად­მა­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი - 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვან ბუ­ზი­აშ­ვი­ლი ხა­შუ­რის "ახალ კლი­ნი­კა­ში" და­ა­კა­ვეს.

ბრალ­დე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შირ­ჩე­ბა, თუმ­ცა მის პა­ლა­ტას­თან პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­რი­გე­ო­ბენ და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწყვეტ რე­ჟიმ­ში უწე­ვენ.

შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ალში, 1980 წელს და­ბა­დე­ბულ ნინო ამ­ყო­ლა­ძის კუთ­ვნილ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, მისი ყო­ფი­ლი ქმრის ძმა - 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბე­სიკ ომი­ა­ძე ორ პირ­თან ერ­თად მი­ვი­და, რა­საც სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მყოფ პი­რებ­სა და მი­სუ­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მოჰ­ყვა.

ნა­ხეთ ვი­დეო: რას ჰყვე­ბა ხა­შურ­ში სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის დროს მოკ­ლუ­ლის ძმა - ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. მხა­რე­ებ­მა, რკი­ნის ხელ­ჯო­ხი­სა და ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით, ერ­თმა­ნეთს სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რა დრო­საც ამ­ყო­ლა­ძის მე­უღ­ლის - 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვან ბუ­ზი­აშ­ვი­ლის მიერ ბე­სიკ ომი­ა­ძის­თვის და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა. იგი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ლე­ვან ბუ­ზი­აშ­ვი­ლის ძმა­მაც, 1982 წელს და­ბა­დე­ბულ­მა შალ­ვა ბუ­ზი­აშ­ვილ­მაც.

მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს".

გარ­დაც­ვლის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბე­სიკ ომი­ა­ძე სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი იყო და სა­კუ­თარ ოთხ შვილ­თან ერ­თად, 3 ძმიშ­ვილ­საც ზრდი­და, რო­მე­ლიც დე­დამ მი­ა­ტო­ვა.

მკვლე­ლო­ბის დღეს, ომი­ა­ძემ სწო­რედ ყო­ფილ რძალს მი­ა­კი­თხა. რა­ტომ მი­ვი­და მას­თან, მა­ნამ­დე ჰქონ­დათ თუ არა ომი­ა­ძეს და მის ყო­ფილ რძალს ნინო ამ­ყო­ლა­ძეს კონ­ტაქ­ტი და რა გახ­და მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი? - ამა­ზე კო­მენ­ტა­რი ომი­ა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის მე­გო­ბარს - ელი­სო ღვი­ნი­აშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- სი­მარ­თლე ისაა, რომ ლე­ვან ომი­ა­ძის და ნინო ამ­ყო­ლა­ძის ოჯა­ხი არ­ერ­თხელ იდგა დან­გრე­ვის პი­რას. ლე­ვან ომი­ა­ძე ბოლო წლე­ბი წა­სუ­ლი იყო ის­რა­ელ­ში სა­მუ­შოდ და იქი­დან ინა­ხავ­და ოჯახს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნინო ამ­ყო­ლა­ძე ეწე­ო­და უწე­სო ცხოვ­რე­ბას და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი ხში­რად იყ­ვნენ უმეთ­ვალ­ყუ­რე­ოდ სახ­ლში მარ­ტო და­ტო­ვი­ლი, უჭ­მელ-უს­მე­ლი, ავად­მყო­ფი. შემ­დგომ, ნინო ამ­ყო­ლა­ძემ მო­ინ­დო­მა ქმარ­თან ის­რა­ელ­ში ჩას­ვლა და ორი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, შეძ­ლო უკა­ნო­ნოდ გა­და­ეკ­ვე­თა სა­ზღვა­რი...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ბესიკი 4 შვილთან ერთად, ძმისშვილებსაც საკუთარივით ზრდიდა, სწორედ მათ დაცვას შეეწირა" - ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

"ბესიკი 4 შვილთან ერთად, ძმისშვილებსაც საკუთარივით ზრდიდა, სწორედ მათ დაცვას შეეწირა" - ხაშურში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, სადაც დაპირისპირებისას, ერთი ადამიანი - ბესიკ ომიაძე დაიღუპა, ძმები ლევან და შალვა ბუზიაშვილები კი სხეულის დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ბუზიაშვილების ოჯახის წვერების მტკიცებით, მათ თავს დაესხა დაჭრილი ძმებიდან ერთ-ერთის - ლევან ბუზიაშვილის ცოლის, ნინო ამყოლაძის ყოფილი მაზლი, რამდენიმე პირთან ერთად. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართლადმაცავებმა მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი - 1984 წელს დაბადებული ლევან ბუზიაშვილი ხაშურის "ახალ კლინიკაში" დააკავეს.

ბრალდებული სამკურნალო დაწესებულებაშირჩება, თუმცა მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში უწევენ.

შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ: "ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1980 წელს დაბადებულ ნინო ამყოლაძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მისი ყოფილი ქმრის ძმა - 1973 წელს დაბადებული ბესიკ ომიაძე ორ პირთან ერთად მივიდა, რასაც საცხოვრებელ სახლში მყოფ პირებსა და მისულებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

ნახეთ ვიდეო: რას ჰყვება ხაშურში სისხლიანი გარჩევის დროს მოკლულის ძმა - ოჯახური კონფლიქტის ახალი დეტალები

აღნიშნული ქმედება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მხარეებმა, რკინის ხელჯოხისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რა დროსაც ამყოლაძის მეუღლის - 1984 წელს დაბადებული ლევან ბუზიაშვილის მიერ ბესიკ ომიაძისთვის დანით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ლევან ბუზიაშვილის ძმამაც, 1982 წელს დაბადებულმა შალვა ბუზიაშვილმაც.

მომხდარის გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

გარდაცვლის ახლობლები აცხადებენ, რომ ბესიკ ომიაძე საუკეთესო ადამიანი იყო და საკუთარ ოთხ შვილთან ერთად, 3 ძმიშვილსაც ზრდიდა, რომელიც დედამ მიატოვა.

მკვლელობის დღეს, ომიაძემ სწორედ ყოფილ რძალს მიაკითხა. რატომ მივიდა მასთან, მანამდე ჰქონდათ თუ არა ომიაძეს და მის ყოფილ რძალს ნინო ამყოლაძეს კონტაქტი და რა გახდა მკვლელობის რეალური მიზეზი? - ამაზე კომენტარი ომიაძეების ოჯახის მეგობარს - ელისო ღვინიაშვილს ვთხოვეთ:

- სიმართლე ისაა, რომ ლევან ომიაძის და ნინო ამყოლაძის ოჯახი არერთხელ იდგა დანგრევის პირას. ლევან ომიაძე ბოლო წლები წასული იყო ისრაელში სამუშოდ და იქიდან ინახავდა ოჯახს. ამ ხნის განმავლობაში ნინო ამყოლაძე ეწეოდა უწესო ცხოვრებას და მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად იყვნენ უმეთვალყურეოდ სახლში მარტო დატოვილი, უჭმელ-უსმელი, ავადმყოფი. შემდგომ, ნინო ამყოლაძემ მოინდომა ქმართან ისრაელში ჩასვლა და ორი მცდელობის შემდეგ, შეძლო უკანონოდ გადაეკვეთა საზღვარი...განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს