სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა

მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ პრე­ზი­დენ­ტის დე­ბა­ტებ­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა და­ტო­ვა.

პრე­ზი­დეტ­მა შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­ვახ­სე­ნო პა­ტივ­ცე­მულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის, რომ ეს იქ­ნე­ბო­და დე­ბა­ტე­ბის ფორ­მა­ტი ამის თა­ო­ბა­ზე 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი. ეს ერთი და მე­ო­რე - ჩემი სურ­ვი­ლი, რომ პა­ტივ­ცე­მულ დე­პუ­ტა­ტებს ვუ­პა­სუ­ხო, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მით მათ­და­მი და სწო­რედ იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მინ­და ბო­ლომ­დე პა­სუ­ხი გავ­ცე მათ მიერ დას­მულ კი­თხვებს. მე­სა­მე - შე­უძ­ლია მე­დი­ას ამო­ი­ღოს არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა პრე­ზი­დენ­ტე­ბის პარ­ლა­მენ­ტში დე­ბა­ტე­ბი­სა. და ბო­ლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯ­დე დარ­ბაზ­ში, არც ერთი პრო­ცე­დუ­რით არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მინ­დო­და მქო­ნო­და ინ­ტენ­სი­უ­რი დის­კუ­სია. სამ­წუ­ხა­როდ, პა­სუ­ხე­ბის მოს­მე­ნა კი­თხვებ­ზე ალ­ბათ, მძი­მე და ძნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მე ყუ­რა­დღე­ბით და­ვაკ­ვირ­დე­ბი პა­ტივ­ცე­მუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მოს­ვლებს და შემ­დეგ შე­ვეც­დე­ბი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პა­სუ­ხე­ბი გავ­ცე", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მო­ი­თხო­ვა დას­კვნით სი­ტყვამ­დე დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მოს­ვლებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცე­მო­და, რაც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, რეგ­ლა­მენ­ტის დარ­ღვე­ვაა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი იქამ­დე და­ტო­ვა, ვიდ­რე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო დე­ბა­ტე­ბის ფორ­მატ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღებ­და. დე­ბა­ტე­ბის ფორ­მა­ტის შეც­ვლის სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კენ­ჭისყრა­ზე და­ა­ყე­ნა. პარ­ლა­მენ­ტმა დე­ბა­ტე­ბის ფორ­მა­ტის ისეთ­ნა­ი­რად შეც­ვლას, რომ პრე­ზი­დენტს დის­კუ­სი­ა­ში ჩარ­თვის პერ­მა­ნენ­ტუ­ლად სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და, მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის დებატებში პერმანენტული მონაწილეობისთვის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

პრეზიდეტმა შენობის დატოვებამდე ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა.

"პირველ რიგში, მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას ის, რომ ეს იქნებოდა დებატების ფორმატი ამის თაობაზე 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული. ეს ერთი და მეორე - ჩემი სურვილი, რომ პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო, განპირობებულია ჩემი პატივისცემით მათდამი და სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მინდა ბოლომდე პასუხი გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს. მესამე - შეუძლია მედიას ამოიღოს არაერთი შემთხვევა პრეზიდენტების პარლამენტში დებატებისა. და ბოლოს, ის, რომ მე უნდა ვიჯდე დარბაზში, არც ერთი პროცედურით არ არის გათვალისწინებული. მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე ალბათ, მძიმე და ძნელი აღმოჩნდა. მე ყურადღებით დავაკვირდები პატივცემული დეპუტატების გამოსვლებს და შემდეგ შევეცდები, რომ საზოგადოებას პასუხები გავცე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევაა. გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი იქამდე დატოვა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო დებატების ფორმატზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. დებატების ფორმატის შეცვლის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა. პარლამენტმა დებატების ფორმატის ისეთნაირად შეცვლას, რომ პრეზიდენტს დისკუსიაში ჩართვის პერმანენტულად საშუალება ჰქონოდა, მხარი არ დაუჭირა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები