პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რადგან ის ძალიან წარმატებულია" - დიმიტრი ქუმსიშვილი სამეწარმეო მარკეტს ვაჟიშვილთან ერთად სტუმრობდა
"ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რადგან ის ძალიან წარმატებულია" - დიმიტრი ქუმსიშვილი სამეწარმეო მარკეტს ვაჟიშვილთან ერთად სტუმრობდა

ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ პროგ­რა­მას „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, რად­გან ის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა მე­ი­დან­ზე ქარ­თუ­ლი სა­მე­წარ­მეო მარ­კე­ტის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. სა­მე­წარ­მეო მარ­კეტს მი­ნის­ტრი დღე ვა­ჟიშ­ვილ­თან ერ­თად სტუმ­რობ­და.

„თით­ქმის ყვე­ლა მე­წარ­მეს შევ­ხვდი და ვნა­ხე, რომ მათ ნამ­დვი­ლად აქვთ გა­ყიდ­ვე­ბი. ამ ადა­მი­ა­ნებს არა­ერ­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლი აქვთ შექ­მნი­ლი თა­ვი­სი ნი­ჭით, თა­ვი­სი მონ­დო­მე­ბით და რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ პროგ­რა­მას, რად­გან ის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს შე­ვუ­წყობთ მე­წარ­მე­ებს, რომ მათი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა.

ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­კე­ტი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ა­გენ­ტოს „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ორ­გა­ნი­ზე­ბით ეწყო­ბა და მას­ში, ძი­რი­თა­დად, პროგ­რა­მის „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

„მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე 30-მდე ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი არი­ან. მარ­კე­ტის გა­მარ­თვის ამო­ცა­ნა, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. წელს ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლი გვაქვს შერ­ჩე­უ­ლი, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტე­ბის­თვის არის ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა.

„აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სულ 2014 წლი­დან მხარ­და­ჭე­რი­ლია 344 პრო­ექ­ტი (მო­ი­ცავს ინ­დუსტრი­ულ, სოფ­ლის, სას­ტუმ­როს და ქო­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს), რო­მელ­თა ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 850 მლნ ლარ­ზე მე­ტია. სა­ი­და­ნაც კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის მო­ცუ­ლო­ბა ჯამ­ში 436 მლნ ლარ­ზე მე­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბით სულ შე­იქ­მნე­ბა 14.000-მდე ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რადგან ის ძალიან წარმატებულია" - დიმიტრი ქუმსიშვილი სამეწარმეო მარკეტს ვაჟიშვილთან ერთად სტუმრობდა

"ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რადგან ის ძალიან წარმატებულია" - დიმიტრი ქუმსიშვილი სამეწარმეო მარკეტს ვაჟიშვილთან ერთად სტუმრობდა

ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რადგან ის ძალიან წარმატებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეიდანზე ქართული სამეწარმეო მარკეტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. სამეწარმეო მარკეტს მინისტრი დღე ვაჟიშვილთან ერთად სტუმრობდა.

„თითქმის ყველა მეწარმეს შევხვდი და ვნახე, რომ მათ ნამდვილად აქვთ გაყიდვები. ამ ადამიანებს არაერთი სამუშაო ადგილი აქვთ შექმნილი თავისი ნიჭით, თავისი მონდომებით და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამას, რადგან ის ძალიან წარმატებულია და შესაბამისად, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ მეწარმეებს, რომ მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მარკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ეწყობა და მასში, ძირითადად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

„მიმდინარე გამოფენა-გაყიდვაზე 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც ძირითადად „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები არიან. მარკეტის გამართვის ამოცანა, რა თქმა უნდა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციაა. წელს ძალიან კარგი ადგილი გვაქვს შერჩეული, რომელიც ტურისტებისთვის არის ძალიან მიმზიდველი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 344 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 850 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 436 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 14.000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო