კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კლასელები შეფუთული საჩუქრით დამხვდნენ, რომელშიც ფეკალიებით დასვრილი ქაღალდები იყო..." - 15 წლის მეკლდეური გოგონას ისტორია
"კლასელები შეფუთული საჩუქრით დამხვდნენ, რომელშიც ფეკალიებით დასვრილი ქაღალდები იყო..." - 15 წლის მეკლდეური გოგონას ისტორია

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 15 წლის ნიცა თვა­უ­რის ის­ტო­რი­ას. თბი­ლი­სე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია, ყვე­ბა რომ კლა­სე­ლე­ბის მხრი­დან ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი მათი შუ­რი­ა­ნო­ბის გამო გახ­და:

სპორ­ტი

„იმის გარ­და, რომ სკო­ლის მოს­წავ­ლე ვარ, სპორ­ტით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, კერ­ძოდ კი მეკლდე­უ­რო­ბით. მეკლდე­უ­რო­ბა არის ცოც­ვა ხე­ლოვ­ნუ­რად გა­კე­თე­ბულ კე­დელ­ზე, რო­მელ­ზეც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ხელ­მო­სა­ჭი­დე­ბია და­მაგ­რე­ბუ­ლი და ისი­ნი გან­ლა­გე­ბუ­ლია სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით. მოკ­ლედ რომ ვთქვათ, ეს არის კლდე­ზე ცოც­ვა. ახ­ლაც ვცო­ცავთ ნამ­დვილ კლდე­ებ­ზე, მაგ­რამ რა­ხან თბი­ლის­ში ამის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ არის, დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­ში გვი­წევს.

დე­და­ჩე­მი იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი ერ­თა­დერ­თი ქალი, სპორ­ტის ოს­ტა­ტი, რო­მე­ლიც არა ხე­ლოვ­ნურ, არა­მედ ნამ­დვილ კლდე­ზე ცო­ცავ­და. ასე­ვე, მა­მა­ჩე­მი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნია მეკლდე­უ­რო­ბა­ში. ჩემი უფ­რო­სი და-ძმაც ამ სპორ­ტში არი­ან.

მეც 6 წლის ასა­კი­დან ამ სპორ­ტში ვარ, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი ვარ­ჯი­ში ბოლო 4-5 წე­ლია და­ვი­წყე. როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ ვე­კი­დე­ბო­დი, უფრო ვერ­თო­ბო­დი ხოლ­მე, მაგ­რამ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა. თუმ­ცა, იყო რა­ღაც მო­მენ­ტი, როცა თა­ვის და­ნე­ბე­ბას ვა­პი­რებ­დი, ერთი, რომ საკ­მა­ოდ დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს ეს სპორ­ტი და მე­ო­რე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მე­ბი, როცა გპირ­დე­ბი­ან სა­ზღვარ­გა­რეთ შე­ჯიბ­რზე გაშ­ვე­ბას, შენ ამის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ემ­ზა­დე­ბი, ვარ­ჯი­შობ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ და აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ვერ მი­დი­ხარ და­ფი­ნან­სე­ბის არ­ქო­ნის გამო.

8 წლის ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი რომ გავ­ხდი ჩემს ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში. მას მერე, ჩემს ასაკ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი არა­სო­დეს და­მით­მია. დი­დებ­ში კი პირ­ვე­ლად 11 წლი­სამ მო­ვი­გე. მოკ­ლედ, ყვე­ლა შე­ჯიბრში ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რაც კი ტარ­დე­ბო­და.

10 წლის ვი­ყა­ვი ავ­სტრი­ა­ში რომ წა­ვე­დი „ევ­რო­პის ფეს­ტი­ვალ­ზე“, სა­დაც 200-ზე მეტი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს აჯილ­დო­ვებ­დნენ და ამ­დე­ნი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლი­დან 23-ე ად­გი­ლი ავი­ღე. ჩემ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი რომ იგე­ბენ რითი ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი მე­უბ­ნე­ბი­ან, „ვა, ეს ბი­ჭე­ბის სპორ­ტი არ არის?!“ ანუ შე­იძ­ლე­ბა იცი­ან რომ მეკლდე­უ­რო­ბა არ­სე­ბობს, მაგ­რამ არ იცი­ან, რომ გო­გოც შე­იძ­ლე­ბა ამით და­კა­ვე­ბუ­ლი იყოს. რო­დე­საც სკო­ლა­ში გა­ი­გეს პირ­ვე­ლად ავ­სტრი­ა­ში რომ მივ­დი­ო­დი, მა­შინ კლა­სე­ლე­ბი აღ­შფოთ­დნენ, რომ გოგო რა­ტომ მი­დის, აქ ბი­ჭე­ბიც არი­ა­ნო. მე კი ვცდი­ლობ­დი ამეხ­სნა, რომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა გოგო ხარ თუ ბიჭი, მთა­ვა­რია მოგ­წონ­დეს და გიყ­ვარ­დეს ეს საქ­მე. თუმ­ცა, მი­აჩ­ნდათ, რომ მეტი ძალა სჭირ­დე­ბო­და ამ სპორ­ტს და ამი­ტომ თვლიდ­ნენ „ბი­ჭე­ბის სპორ­ტად“. მე კი მიკ­ვირს - გო­გოს არ შე­იძ­ლე­ბა ძალა ჰქონ­დეს?!

ზო­გა­დად სპორ­ტის ბევ­რი სა­ხე­ო­ბა მომ­წონს და მი­ზი­დავს, ვთა­მა­შობ ფეხ­ბურ­თსაც, კა­ლათ­ბურ­თსაც, რაგ­ბი­საც. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სპე­ცი­ა­ლუ­რად წა­ვე­დი მშვილ­დის სას­რო­ლად და ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნე. მას შემ­დეგ, რაც მულ­ტფილ­მი „Brave” ვნა­ხე ბავ­შვო­ბა­ში, სულ მინ­დო­და მშვილ­დის სრო­ლა და ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე. მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე ყვე­ლა სპორ­ტი მინ­და გა­მოვ­ცა­დო, მალე ჩოგ­ბურ­თის თა­მა­შიც მინ­და და­ვი­წყო.

სკო­ლა

ავ­სტრი­ის ფეს­ტი­ვა­ლი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ჩემი კლა­სე­ლე­ბი ბუშ­ტე­ბით და შე­ფუ­თუ­ლი სა­ჩუქ­რით დამ­ხვდნენ, რაც თა­ვის­თა­ვად ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, თუმ­ცა სა­ჩუ­ქა­რი სახ­ლში მის­ვლამ­დე არ გა­მიხ­სნია. სა­ღა­მოს კი, როცა გავ­ხსე­ნი შიგ­ნით ფე­კა­ლი­ე­ბით დას­ვრი­ლი ქა­ღალ­დე­ბი დამ­ხვდა. ისე გან­ვი­ცა­დე ეს ამ­ბა­ვი, ვტი­რო­დი და ამ ამ­ბის მერე სკო­ლა­ში წას­ვლა აღარ მინ­დო­და. მათ ალ­ბათ შური ამოძ­რა­ვებ­დათ.

სწავ­ლა­სა და სპორ­ტს რაც შე­ე­ხე­ბა, არის საგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ ვსწავ­ლობ, მაგ­რამ რაც მე მომ­წონს და მინ­და ყვე­ლა­ფერს ვსწავ­ლობ. აი, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვსწავ­ლობ მა­თე­მა­ტი­კას და რუ­სულს. მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­თან კონ­ფლიქ­ტი მქონ­და და ამის გამო, ხოლო რუ­სუ­ლი არ მიყ­ვარს იმი­ტომ, რომ ის ოკუ­პან­ტი ქევყნის ენაა. ხში­რად გაკ­ვე­თი­ლებ­საც ვაც­დენ და მხო­ლოდ იმ გაკ­ვე­თი­ლებს ვეს­წრე­ბი, რომ­ლებ­ზე ყოფ­ნაც სა­სი­ა­მოვ­ნოა და ამავდრო­უ­ლად ტუ­რიზ­მის­თვი­საა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

სკო­ლა­ში სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბია, უმ­თავ­რე­სი კი ალ­ბათ სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ნე­უ­რი პი­რო­ბე­ბია. ვი­სურ­ვებ­დი, რომ ჩვე­ნი ბუ­ფე­ტი და ტუ­ა­ლე­ტი სუფ­თა ყო­ფი­ლი­ყო. ეს ალ­ბათ ყვე­ლა სკო­ლის პრობ­ლე­მაა. ასე­ვე, მინ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი ნაკ­ლე­ბად მოგ­ვახ­ვი­ონ თავს.

სა­მო­მავ­ლოდ, მინ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რო ტუ­რიზ­მზე. ამას­თან, მეკლდე­უ­რო­ბა­საც თავს არ და­ვა­ნე­ბებ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სე­რი­ო­ზუ­ლად არ ვიქ­ნე­ბი ამა­ში ჩარ­თუ­ლი, სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე, მა­ინც სულ ვი­ცო­ცებ. ჩემ­თვის ცოც­ვა უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. რო­გორც კი ფეხს ავ­დგამ კე­დელ­ზე, სულ სხვა სამ­ყა­რო­ში ვხვდე­ბი. არა­ფე­რი მეს­მის ირ­გვლივ, ჩემს სამ­ყა­რო­ში ვარ, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს ყოფ­ნა. არ ვარ ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გახ­სნი­ლი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ, მაგ­რამ ის სამ­ყა­რო სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა ყვე­ლაფ­რის­გან“.

© 2017 სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლის ხმა" მიერ. (ავტ. მა­ი­კო ჩი­ტა­ია; იდა ბახ­ტუ­რი­ძე; ნინო გა­მი­სო­ნია). ფოტო: ნინა ბა­ი­და­უ­რი; სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. #ქა­ლე­ბი­სა­ქარ­თვე­ლო­დან

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"კლასელები შეფუთული საჩუქრით დამხვდნენ, რომელშიც ფეკალიებით დასვრილი ქაღალდები იყო..." - 15 წლის მეკლდეური გოგონას ისტორია

"კლასელები შეფუთული საჩუქრით დამხვდნენ, რომელშიც ფეკალიებით დასვრილი ქაღალდები იყო..." - 15 წლის მეკლდეური გოგონას ისტორია

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 15 წლის ნიცა თვაურის ისტორიას. თბილისელი გოგონა, რომელიც ასაკის მიუხედავად, უკვე წარმატებული სპორტსმენია, ყვება რომ კლასელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი მათი შურიანობის გამო გახდა:

სპორტი

„იმის გარდა, რომ სკოლის მოსწავლე ვარ, სპორტით ვარ დაკავებული, კერძოდ კი მეკლდეურობით. მეკლდეურობა არის ცოცვა ხელოვნურად გაკეთებულ კედელზე, რომელზეც სხვადასხვანაირი ხელმოსაჭიდებია დამაგრებული და ისინი განლაგებულია სირთულის მიხედვით. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის კლდეზე ცოცვა. ახლაც ვცოცავთ ნამდვილ კლდეებზე, მაგრამ რახან თბილისში ამის დიდი შესაძლებლობა არ არის, დარბაზში ვარჯიში გვიწევს.

დედაჩემი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ერთადერთი ქალი, სპორტის ოსტატი, რომელიც არა ხელოვნურ, არამედ ნამდვილ კლდეზე ცოცავდა. ასევე, მამაჩემი საქართველოს ჩემპიონია მეკლდეურობაში. ჩემი უფროსი და-ძმაც ამ სპორტში არიან.

მეც 6 წლის ასაკიდან ამ სპორტში ვარ, მაგრამ სერიოზული ვარჯიში ბოლო 4-5 წელია დავიწყე. როცა პატარა ვიყავი სერიოზულად ვერ ვეკიდებოდი, უფრო ვერთობოდი ხოლმე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უფრო სერიოზული დამოკიდებულება გამიჩნდა. თუმცა, იყო რაღაც მომენტი, როცა თავის დანებებას ვაპირებდი, ერთი, რომ საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს ეს სპორტი და მეორე ფსიქოლოგიური ტრავმები, როცა გპირდებიან საზღვარგარეთ შეჯიბრზე გაშვებას, შენ ამისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ემზადები, ვარჯიშობ, პასუხისმგებლობას გრძნობ და აღმოჩნდება, რომ ვერ მიდიხარ დაფინანსების არქონის გამო.

8 წლის ვიყავი პირველად საქართველოს ჩემპიონი რომ გავხდი ჩემს ასაკობრივ კატეგორიაში. მას მერე, ჩემს ასაკში პირველი ადგილი არასოდეს დამითმია. დიდებში კი პირველად 11 წლისამ მოვიგე. მოკლედ, ყველა შეჯიბრში ვიღებდი მონაწილეობას, რაც კი ტარდებოდა.

10 წლის ვიყავი ავსტრიაში რომ წავედი „ევროპის ფესტივალზე“, სადაც 200-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ყველა მონაწილეს აჯილდოვებდნენ და ამდენი ქვეყნის წარმომადგენლიდან 23-ე ადგილი ავიღე. ჩემ გარშემო ადამიანები რომ იგებენ რითი ვარ დაკავებული მეუბნებიან, „ვა, ეს ბიჭების სპორტი არ არის?!“ ანუ შეიძლება იციან რომ მეკლდეურობა არსებობს, მაგრამ არ იციან, რომ გოგოც შეიძლება ამით დაკავებული იყოს. როდესაც სკოლაში გაიგეს პირველად ავსტრიაში რომ მივდიოდი, მაშინ კლასელები აღშფოთდნენ, რომ გოგო რატომ მიდის, აქ ბიჭებიც არიანო. მე კი ვცდილობდი ამეხსნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა გოგო ხარ თუ ბიჭი, მთავარია მოგწონდეს და გიყვარდეს ეს საქმე. თუმცა, მიაჩნდათ, რომ მეტი ძალა სჭირდებოდა ამ სპორტს და ამიტომ თვლიდნენ „ბიჭების სპორტად“. მე კი მიკვირს - გოგოს არ შეიძლება ძალა ჰქონდეს?!

ზოგადად სპორტის ბევრი სახეობა მომწონს და მიზიდავს, ვთამაშობ ფეხბურთსაც, კალათბურთსაც, რაგბისაც. რამდენიმე დღის წინ სპეციალურად წავედი მშვილდის სასროლად და ძალიან ვისიამოვნე. მას შემდეგ, რაც მულტფილმი „Brave” ვნახე ბავშვობაში, სულ მინდოდა მშვილდის სროლა და ოცნება ავიხდინე. მოყვარულის დონეზე ყველა სპორტი მინდა გამოვცადო, მალე ჩოგბურთის თამაშიც მინდა დავიწყო.

სკოლა

ავსტრიის ფესტივალიდან ჩამოსვლის შემდეგ, ჩემი კლასელები ბუშტებით და შეფუთული საჩუქრით დამხვდნენ, რაც თავისთავად ძალიან გამიხარდა, თუმცა საჩუქარი სახლში მისვლამდე არ გამიხსნია. საღამოს კი, როცა გავხსენი შიგნით ფეკალიებით დასვრილი ქაღალდები დამხვდა. ისე განვიცადე ეს ამბავი, ვტიროდი და ამ ამბის მერე სკოლაში წასვლა აღარ მინდოდა. მათ ალბათ შური ამოძრავებდათ.

სწავლასა და სპორტს რაც შეეხება, არის საგნები, რომლებსაც არ ვსწავლობ, მაგრამ რაც მე მომწონს და მინდა ყველაფერს ვსწავლობ. აი, კატეგორიულად არ ვსწავლობ მათემატიკას და რუსულს. მათემატიკის მასწავლებელთან კონფლიქტი მქონდა და ამის გამო, ხოლო რუსული არ მიყვარს იმიტომ, რომ ის ოკუპანტი ქევყნის ენაა. ხშირად გაკვეთილებსაც ვაცდენ და მხოლოდ იმ გაკვეთილებს ვესწრები, რომლებზე ყოფნაც სასიამოვნოა და ამავდროულად ტურიზმისთვისაა აუცილებელი.

სკოლაში სხვადასხვა პრობლემებია, უმთავრესი კი ალბათ სანიტარულ-ჰიგინეური პირობებია. ვისურვებდი, რომ ჩვენი ბუფეტი და ტუალეტი სუფთა ყოფილიყო. ეს ალბათ ყველა სკოლის პრობლემაა. ასევე, მინდა, რომ მასწავლებლებმა თავისი პრობლემები ნაკლებად მოგვახვიონ თავს.

სამომავლოდ, მინდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარო ტურიზმზე. ამასთან, მეკლდეურობასაც თავს არ დავანებებ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. ყოველ შემთხვევაში, თუ სერიოზულად არ ვიქნები ამაში ჩართული, სამოყვარულო დონეზე, მაინც სულ ვიცოცებ. ჩემთვის ცოცვა უდიდესი სიამოვნებაა. როგორც კი ფეხს ავდგამ კედელზე, სულ სხვა სამყაროში ვხვდები. არაფერი მესმის ირგვლივ, ჩემს სამყაროში ვარ, რომელშიც ძალიან მსიამოვნებს ყოფნა. არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი, პირიქით, ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ის სამყარო სრულიად განსხვავდება ყველაფრისგან“.

© 2017 სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალის ხმა" მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს