სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სცენარით შეიძლება განვითარდეს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება - რას წერენ რუსი პოლიტოლოგები
რა სცენარით შეიძლება განვითარდეს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება - რას წერენ რუსი პოლიტოლოგები

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სი­რი­ის მი­სა­მარ­თით ტრამ­პის მუ­ქა­რა, ასე­ვე დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის ლი­დე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი მსოფ­ლი­ოს სიმ­შვი­დეს მა­ინც უკარ­გავს.

ყვე­ლა­ზე მე­ტად საფრ­თხეს რუ­სეთ­ში გრძნო­ბენ. რუსი ექ­სპერ­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ მო­სა­ლოდ­ნელ სცე­ნა­რებ­ზე იმ­სჯე­ლონ, თუმ­ცა ასე­ვე დას­ძე­ნენ, რომ ეს ძა­ლი­ან ძნე­ლია, რად­გან რო­გორც ამე­რი­კას, ასე­ვე რუ­სეთს, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი მმარ­თვე­ლე­ბი ჰყავს.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის პა­ველ ფელ­გენ­გა­უ­ე­რის თქმით, ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს თით­ქოს აღი­ზი­ა­ნებს კად­რე­ბი, სა­დაც სი­რი­ა­ში მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბია ასა­ხუ­ლი. რო­გორც ის novayagazeta.ru-ს ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე, სა­კუ­თარ ბლოგ­ში წერს, ასა­დის რე­ჟი­მი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად რუ­სე­თი­სა და ირა­ნის მხარ­და­ჭე­რით ცო­ცხლობს და სი­რი­ას მი­წას­თან ას­წო­რებს.

"თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლაც არ ანაღ­ვლებს ტრამპს, რად­გან რამ­დე­ნი­მე დღის წინ ის წერ­და, რომ "ძა­ლი­ან მალე" ამე­რი­კის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სი­რი­ას და­ტო­ვებ­დნენ... "დაე, ახლა სხვებ­მა იზ­რუ­ნონ სი­რი­ა­ზე..." "ამე­რი­კა პირ­ველ რიგ­ში" - ასე­თი მიდ­გო­მა სჩ­ვე­ვი­ათ ამე­რი­კელ პატ­რი­ოტ-ნა­ცი­ო­ნალ-იზო­ლა­ცი­ო­ნის­ტებს, რომ­ლე­ბიც ტრამ­პის მხარ­დამ­ჭერ­თა უმე­ტე­სო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ.

თუმ­ცა, 7 აპ­რი­ლის შემ­დეგ, რო­დე­საც აღ­მო­სავ­ლეთ ღუ­ტას ოა­ზის­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნეს, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა... ამ შემ­ცვე­ლო­ბის ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი, 1915 წელს გერ­მა­ნე­ლებ­მა და­სავ­ლე­თის ფრონტზე გა­მო­ი­ყე­ნეს. შემ­დეგ­შიც აპი­რებ­დნენ, თუმ­ცა, ახა­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის გამო გა­და­ი­ფიქ­რეს... მისი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, დუ­მა­ში გა­მაგ­რე­ბუ­ლი ასა­დის ოპო­ზი­ცია პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და და იქა­უ­რო­ბა ოჯა­ხებ­თან ერ­თად და­ტო­ვა. ქა­ლა­ქი პრაქ­ტი­კუ­ლად, უბ­რძოლ­ვე­ლად ჩა­ბარ­და.

ასა­დის მთავ­რო­ბა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მას მომ­ხდარ­თან კავ­ში­რი არ აქვს. რუ­სე­თის გენშტაბ­მა ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბას "უპა­სუ­ხის­მგებ­ლო" უწო­და. არა­და, ცხად­ზე ცხა­დია, რომ იმ სამ­ხედ­რო­ებს რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უჭერს მხარს... თა­ვის მხრივ, რუსი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, რო­გორც ადრე, ახ­ლაც არა­დიპ­ლო­მა­ტი­ურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ეს იყო პრო­ვო­კა­ცია და სი­რი­ე­ლებ­მა თა­ვი­სი ნე­ბით მო­ი­წამ­ლეს თავი, რომ პუ­ტი­ნი და ასა­დი და­ე­სა­ჯათ..." - წერს სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი სა­კუ­თარ ბლოგ­ში.

თა­ვის მხრივ, ასა­დის დას­ჯას ემ­ხრო­ბა საფ­რან­გე­თი, ბრი­ტა­ნე­თი, ავ­სტრა­ლია, სა­უ­დის არა­ბე­თი და რამ­დე­ნი­მე არა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კულ კო­ა­ლი­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან.

"მოს­კოვ­ში, რო­გორც ეტყო­ბა, ჯერ მთლად კარ­გა­დაც ვერ გა­არ­კვი­ეს, თუ სა­ი­დან უნდა ელო­დონ დარ­ტყმას და რა­ტომ გა­და­ად­გილ­დე­ბა ავი­ა­მზი­დი "ჰარი ტრუ­მე­ნი", რო­მე­ლიც ნორ­ფოლ­კი­დან გა­მო­ვი­და და სპარ­სე­თის ყუ­რის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. იქ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას მა­ის­ში მიღ­წევს, იქამ­დე კი, დუ­მა­ში ვი­თა­რე­ბა ან ასე შე­იც­ვლე­ბა, ან ისე...

სა­ვა­რა­უ­დოდ, ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი მე­თა­უ­რო­ბა რუ­სეთ­თან ომს სუ­ლაც არ აპი­რებს. ყვე­ლა­ფე­რი "ასა­დის ერთჯე­რა­დი დას­ჯით" შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა და ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი ამ დარ­ტყმებს მო­ით­მე­ნენ, ისე, რო­გორც 2017 წლის აპ­რილ­ში, რო­დე­საც ამე­რი­კამ სი­რი­ას Tomahawk-ები და­უ­ში­ნა" - წერს ფელ­გენ­გა­უ­ე­რი.

მი­სი­ვე თქმით, ვა­შინგტონს სურს "ასა­დის დას­ჯა­ში" რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს.

"არა­და, რო­დე­საც ტრამპს ირ­ჩევ­დნენ, ძა­ლი­ან ბევ­რს წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჰქონ­და, თუ რო­გორ ის­ხდნენ ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ ტრამ­პი და პუ­ტი­ნი ყვე­ლა სა­კი­თხზე მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, თუმ­ცა "რუ­სეთ­მა მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი და არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მი­ი­ღო", - წერს სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი.

მისი ვა­რა­უ­დით, ყვე­ლა­ფე­რი ამ სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა: "რუ­სეთს სან­ქცი­ებს მო­უხ­სნი­ან, ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­საც მი­ი­ღებს და მრა­ვალ­წლი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სტაგ­ნა­ცია დას­რულ­დე­ბა, თუ ის გა­წი­რავს ასადს; ასე­ვე, დათ­მობს დონ­ბა­სის რეს­პუბ­ლი­კას, შე­ას­რუ­ლებს მინ­სკის შე­თან­ხმე­ბას. სხვა შემ­თხვე­ვა­ში - რა­კე­ტე­ბი გა­მოფ­რინ­დე­ბი­ან".

აღ­მო­სავ­ლეთმცოდ­ნე ალექ­სან­დრე შუ­მი­ლი­ნის შე­ფა­სე­ბით, "ხვალ თუ არა, ზეგ - ამე­რი­კა საფ­რან­გეთ­თან და დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან ერ­თად მა­ინც და­ბომ­ბავს სი­რი­ის არ­მი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამ­ბე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი სცე­ნა­რია. ისე კი, არ­სე­ბობს წი­ნა­და­დე­ბაც, რომ სი­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ჰმე­ი­მის ბაზა და­ი­ბომ­ბოს, სა­დაც რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბიც არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, სწო­რედ ამ ბა­ზი­დან აფ­რინ­დნენ ასა­დის თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც დუ­მის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ქი­მი­უ­რი შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს...

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რუ­სე­თის გენშტა­ბის უფ­როს­მა, გე­ნე­რალ­მა ვა­ლე­რი გე­რა­სი­მოვ­მა ამე­რი­კის მხრი­დან ავი­ა­დარ­ტყმე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვა­შინგტო­ნის მი­სა­მარ­თით მუ­ქა­რით უპა­სუ­ხა, თუმ­ცა არა­ფე­რი უთ­ქვამს საფ­რან­გეთ­სა და დიდი ბრი­ტა­ნეთ­ზე, რომ­ლებ­მაც ლა­მის ამე­რი­კა­ზე ადრე გა­ნა­ცხა­დეს ავი­ა­დარ­ტყმე­ბის შე­სა­ხებ.

წა­ი­კი­თხეთ: რას იზამს ტრამ­პი? - მსოფ­ლიო აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ლო­დინ­შია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება - რას წერენ რუსი პოლიტოლოგები

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება - რას წერენ რუსი პოლიტოლოგები

დღის განმავლობაში გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების მიუხედავად, სირიის მისამართით ტრამპის მუქარა, ასევე დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებები მსოფლიოს სიმშვიდეს მაინც უკარგავს.

ყველაზე მეტად საფრთხეს რუსეთში გრძნობენ. რუსი ექსპერტები ცდილობენ მოსალოდნელ სცენარებზე იმსჯელონ, თუმცა ასევე დასძენენ, რომ ეს ძალიან ძნელია, რადგან როგორც ამერიკას, ასევე რუსეთს, არაპროგნოზირებადი მმართველები ჰყავს.

სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაუერის თქმით, ამერიკის პრეზიდენტს თითქოს აღიზიანებს კადრები, სადაც სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებია ასახული. როგორც ის novayagazeta.ru-ს ინტერნეტგვერდზე, საკუთარ ბლოგში წერს, ასადის რეჟიმი ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით ცოცხლობს და სირიას მიწასთან ასწორებს.

"თუმცა, ეს ყველაფერი სულაც არ ანაღვლებს ტრამპს, რადგან რამდენიმე დღის წინ ის წერდა, რომ "ძალიან მალე" ამერიკის შეიარაღებული ძალები სირიას დატოვებდნენ... "დაე, ახლა სხვებმა იზრუნონ სირიაზე..." "ამერიკა პირველ რიგში" - ასეთი მიდგომა სჩვევიათ ამერიკელ პატრიოტ-ნაციონალ-იზოლაციონისტებს, რომლებიც ტრამპის მხარდამჭერთა უმეტესობას წარმოადგენენ.

თუმცა, 7 აპრილის შემდეგ, როდესაც აღმოსავლეთ ღუტას ოაზისში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, ყველაფერი შეიცვალა... ამ შემცველობის ქიმიური იარაღი, 1915 წელს გერმანელებმა დასავლეთის ფრონტზე გამოიყენეს. შემდეგშიც აპირებდნენ, თუმცა, ახალი ექსპერიმენტის გამო გადაიფიქრეს... მისი გამოყენების შემდეგ, დუმაში გამაგრებული ასადის ოპოზიცია პანიკაში ჩავარდა და იქაურობა ოჯახებთან ერთად დატოვა. ქალაქი პრაქტიკულად, უბრძოლველად ჩაბარდა.

ასადის მთავრობა ირწმუნება, რომ მას მომხდართან კავშირი არ აქვს. რუსეთის გენშტაბმა ჯანდაცვის ორგანიზაციების განცხადებას "უპასუხისმგებლო" უწოდა. არადა, ცხადზე ცხადია, რომ იმ სამხედროებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უჭერს მხარს... თავის მხრივ, რუსი დიპლომატები, როგორც ადრე, ახლაც არადიპლომატიურ განცხადებებს აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს იყო პროვოკაცია და სირიელებმა თავისი ნებით მოიწამლეს თავი, რომ პუტინი და ასადი დაესაჯათ..." - წერს სამხედრო ექსპერტი საკუთარ ბლოგში.

თავის მხრივ, ასადის დასჯას ემხრობა საფრანგეთი, ბრიტანეთი, ავსტრალია, საუდის არაბეთი და რამდენიმე არაბული სახელმწიფო, რომლებიც სავარაუდოდ, ამერიკულ კოალიციაში გაერთიანდებიან.

"მოსკოვში, როგორც ეტყობა, ჯერ მთლად კარგადაც ვერ გაარკვიეს, თუ საიდან უნდა ელოდონ დარტყმას და რატომ გადაადგილდება ავიამზიდი "ჰარი ტრუმენი", რომელიც ნორფოლკიდან გამოვიდა და სპარსეთის ყურისკენ მიემართება. იქ დანიშნულების ადგილას მაისში მიღწევს, იქამდე კი, დუმაში ვითარება ან ასე შეიცვლება, ან ისე...

სავარაუდოდ, ამერიკის ცენტრალური მეთაურობა რუსეთთან ომს სულაც არ აპირებს. ყველაფერი "ასადის ერთჯერადი დასჯით" შემოიფარგლება და ჩვენი სამხედროები ამ დარტყმებს მოითმენენ, ისე, როგორც 2017 წლის აპრილში, როდესაც ამერიკამ სირიას Tomahawk-ები დაუშინა" - წერს ფელგენგაუერი.

მისივე თქმით, ვაშინგტონს სურს "ასადის დასჯაში" რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მონაწილეობდეს.

"არადა, როდესაც ტრამპს ირჩევდნენ, ძალიან ბევრს წარმოდგენილი ჰქონდა, თუ როგორ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ ტრამპი და პუტინი ყველა საკითხზე მოსალაპარაკებლად, თუმცა "რუსეთმა მკაცრი სანქციები და არასახარბიელო საგარეო ურთიერთობები მიიღო", - წერს სამხედრო ექსპერტი.

მისი ვარაუდით, ყველაფერი ამ სცენარით განვითარდება: "რუსეთს სანქციებს მოუხსნიან, ინვესტიციებსაც მიიღებს და მრავალწლიანი ეკონომიკური სტაგნაცია დასრულდება, თუ ის გაწირავს ასადს; ასევე, დათმობს დონბასის რესპუბლიკას, შეასრულებს მინსკის შეთანხმებას. სხვა შემთხვევაში - რაკეტები გამოფრინდებიან".

აღმოსავლეთმცოდნე ალექსანდრე შუმილინის შეფასებით, "ხვალ თუ არა, ზეგ - ამერიკა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მაინც დაბომბავს სირიის არმიის ინფრასტრუქტურას. რაც მოსალოდნელი ამბებიდან, ყველაზე მსუბუქი სცენარია. ისე კი, არსებობს წინადადებაც, რომ სირიაში არსებული ჰმეიმის ბაზა დაიბომბოს, სადაც რუსული სამხედრო თვითმფრინავებიც არის განთავსებული. არსებული ცნობით, სწორედ ამ ბაზიდან აფრინდნენ ასადის თვითმფრინავები, რომლებმაც დუმის მოსახლეობაზე ქიმიური შეტევა განახორციელეს...

საინტერესოა, რომ რუსეთის გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა ამერიკის მხრიდან ავიადარტყმების შესაძლებლობას ვაშინგტონის მისამართით მუქარით უპასუხა, თუმცა არაფერი უთქვამს საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთზე, რომლებმაც ლამის ამერიკაზე ადრე განაცხადეს ავიადარტყმების შესახებ.

წაიკითხეთ: რას იზამს ტრამპი? - მსოფლიო აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე