სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ თბილისში პარკინგის შესახებ დღეიდან - ქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები გამოჩნდებიან
რა უნდა იცოდეთ თბილისში პარკინგის შესახებ დღეიდან - ქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები გამოჩნდებიან

დე­და­ქა­ლაქ­ში კონ­ტრო­ლი­ორ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი დღეს, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­მუ­კა კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

„დღე­ი­დან თბი­ლი­სის პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მას უზ­რუნ­ველ­ყოფს თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია. დი­ლი­დან გა­სუ­ლია ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სა­პარ­კინ­გე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბას. შუ­ა­დღი­დან გა­მოჩ­ნდე­ბი­ან კონ­ტრო­ლი­ორ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ­ნე­ბი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი შე­სა­ბა­მი­სი უნი­ფორ­მით და ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და ყუ­რა­დღე­ბას მი­აქ­ცე­ვენ, თუ რამ­დე­ნად სწო­რად არის გან­თავ­სე­ბუ­ლი მან­ქა­ნა პარ­კი­რე­ბის ად­გილ­ზე, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და­ჯა­რი­მე­ბას თუ გა­დაყ­ვა­ნას სა­ჯა­რი­მო სად­გურ­ზე. პირ­ველ ეტაპ­ზე სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბით და იგი­ვე ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ არ მოხ­დეს გა­ურ­კვევ­ლო­ბა და არ შე­იქ­მნას დის­კომ­ფორ­ტი მძღო­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე, პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ინ­ფორ­მა­ციო აბ­რე­ბის შეც­ვლა, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი, ასე­ვე თბი­ლი­სის პარ­კინ­გის ინ­ტერ­ნეტ მი­სა­მარ­თი - TP.ge.

ამ მი­სა­მარ­თზე ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მო­ი­ძი­ოს ინ­ფორ­მა­ცია რო­დის აქვს გა­დახ­დი­ლი პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი, ან რო­გორ უნდა გა­და­ი­ხა­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ებს, აქ არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ ხდე­ბა.

პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი და გა­დახ­და

დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი დად­გე­ნი­ლია ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს 2016 წლის 27 დე­კემ­ბრის №33-99 დად­გე­ნი­ლე­ბით, რო­მე­ლიც შე­ად­გენს:

  • 1 კვი­რა - 4 ლარი (გა­დახ­დის მო­მენ­ტი­დან მომ­დევ­ნო 6 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში);
  • 6 თვე 25 ლარი (გა­დახ­დის მო­მენ­ტი­დან მომ­დევ­ნო 182 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში);
  • 1 წელი 50 ლარი (გა­დახ­დის მო­მენ­ტი­დან, შემ­დე­გი წლის შე­სა­ბა­მის კა­ლენ­და­რულ დღემ­დე).
  • ელექტროძ­რა­ვი­ა­ნი მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლის ძრა­ვას მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სიმ­ძლავ­რე 4 კვტ-ზე მე­ტია, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის­გან.

გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე პარ­კი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის მძღო­ლი ან ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მე­სა­კუთ­რე ჯა­რიმ­დე­ბა 10 ლა­რის ოდე­ნო­ბით; ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნის „გა­ჩე­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია“ ან „დგო­მა აკ­რძა­ლუ­ლია“ მო­თხოვ­ნის და­უც­ვე­ლო­ბი­სას მძღო­ლი ან ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მე­სა­კუთ­რე ჯა­რიმ­დე­ბა 10 ლა­რის ოდე­ნო­ბით; სპე­ცი­ა­ლურ და­ცულ სად­გომ­ზე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნის ხარ­ჯე­ბი შე­ად­გენს 60 ლარს;

რაც შე­ე­ხე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ტექ­ნი­კურ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, რო­გორც მა­მუ­კა კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, კომ­პა­ნია მთლი­ა­ნა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კით, ასე­ვე ევა­კუ­ა­ტო­რე­ბით, რო­მე­ლიც მე­რი­ამ პირ­ველ ეტაპ­ზე იქი­რა­ვა.

„კომ­პა­ნი­ის შე­სა­ბა­მი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი არი­ან შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით. პირ­ველ ეტაპ­ზე ვი­ქი­რა­ვეთ ევა­კუ­ა­ტო­რე­ბი. ტენ­დე­რია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და 2-3 თვის ვა­და­ში შე­ვი­ძენთ ევა­კუ­ა­ტო­რებს. პირ­ველ ეტაპ­ზე 10 ევა­კუ­ა­ტო­რით მოხ­დე­ბა ქა­ლა­ქის მომ­სა­ხუ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­რი­მე­ბის და პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ჩვენს ვებ-გვერ­დზე შე­უძ­ლი­ათ მო­ი­ძი­ონ ეს ინ­ფორ­მა­ცია ასე­ვე, ჯა­რი­მე­ბი და პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­დონ ნე­ბის­მი­ე­რი ბან­კის ან სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ჯა­რი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არც იზ­რდე­ბა და არც მცირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რა უნდა იცოდეთ თბილისში პარკინგის შესახებ დღეიდან - ქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები გამოჩნდებიან

რა უნდა იცოდეთ თბილისში პარკინგის შესახებ დღეიდან - ქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები გამოჩნდებიან

დედაქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები დღეს, დღის მეორე ნახევრიდან გამოჩნდებიან. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეიდან თბილისის პარკირების სისტემას უზრუნველყოფს თბილისის სატრანსპორტო კომპანია. დილიდან გასულია ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას. შუადღიდან გამოჩნდებიან კონტროლიორ-ინსპექტორები, რომლებიც იქნებიან აღჭურვილი შესაბამისი უნიფორმით და ტექნიკური საშუალებებით და ყურადღებას მიაქცევენ, თუ რამდენად სწორად არის განთავსებული მანქანა პარკირების ადგილზე, ექვემდებარება დაჯარიმებას თუ გადაყვანას საჯარიმო სადგურზე. პირველ ეტაპზე საპარკინგე ადგილები იგივე რაოდენობით და იგივე ადგილზე იქნება განთავსებული, რომ არ მოხდეს გაურკვევლობა და არ შეიქმნას დისკომფორტი მძღოლებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ასევე, პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო აბრების შეცვლა, სადაც განთავსებული იქნება ცხელი ხაზის ნომერი, ასევე თბილისის პარკინგის ინტერნეტ მისამართი - TP.ge.

ამ მისამართზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია როდის აქვს გადახდილი პარკირების საფასური, ან როგორ უნდა გადაიხადოს. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, აქ არანაირი ცვლილება არ ხდება.

პარკირების საფასური და გადახდა

დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების საფასური დადგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 დეკემბრის №33-99 დადგენილებით, რომელიც შეადგენს:

  • 1 კვირა - 4 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 6 თვე 25 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში);
  • 1 წელი 50 ლარი (გადახდის მომენტიდან, შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).
  • ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, გათავისუფლებულია პარკირების საფასურის გადახდისგან.

გზის სავალ ნაწილზე პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით; ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით; სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის ხარჯები შეადგენს 60 ლარს;

რაც შეეხება სპეციალურ ტექნიკურ აღჭურვილობას, როგორც მამუკა კობახიძე აცხადებს, კომპანია მთლიანადაა აღჭურვილი აღნიშნული ტექნიკით, ასევე ევაკუატორებით, რომელიც მერიამ პირველ ეტაპზე იქირავა.

„კომპანიის შესაბამისი თანამშრომლები აღჭურვილები არიან შესაბამისი ტექნიკით. პირველ ეტაპზე ვიქირავეთ ევაკუატორები. ტენდერია გამოცხადებული და 2-3 თვის ვადაში შევიძენთ ევაკუატორებს. პირველ ეტაპზე 10 ევაკუატორით მოხდება ქალაქის მომსახურება. რაც შეეხება ჯარიმების და პარკირების საფასურის გადახდას, ნებისმიერ მსურველს ჩვენს ვებ-გვერდზე შეუძლიათ მოიძიონ ეს ინფორმაცია ასევე, ჯარიმები და პარკირების საფასური გადაიხადონ ნებისმიერი ბანკის ან სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. ჯარიმების რაოდენობა არც იზრდება და არც მცირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ