საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

6

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:31-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 00:32-ზე ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტუმ­რად ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი­სე­ულ სახ­ლ­ში, სადაც ახლა ცნობილი ქირურგები ცხოვრობენ
სტუმ­რად ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი­სე­ულ სახ­ლ­ში, სადაც ახლა ცნობილი ქირურგები ცხოვრობენ

მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა ეპი­ზო­დუ­რი რო­ლი­დან და­ი­წყო, დიპ­ლო­მი 70 წლის ასაკ­ში მის­ცეს, როცა უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილ­მებ­ში ძი­რი­თა­დად უარ­ყო­ფით გმი­რებს თა­მა­შობ­და, ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვილ­მა “მო­ა­ხერ­ხა” და მა­ყუ­რე­ბელს თავი ისე შე­აყ­ვა­რა, დღემ­დე მის სა­ხელს დიდი სით­ბო­თი იხ­სე­ნე­ბენ. მსა­ხი­ობს ორი შვი­ლი ჰყავს, ერთ-ერთი - ბა­ტო­ნი გოგი მა­ღა­ლაშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი ნე­ი­რო­ქი­რურ­გია. ყო­ველ­დღი­უ­რად დამ­ღლე­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მის, პა­ცი­ენ­ტე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის და ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, მა­მი­სე­ულ სახ­ლში ბრუნ­დე­ბა, რომ­ლის ერთ კე­დელს მსა­ხი­ო­ბის მე­მო­რი­ა­ლუ­რი დაფა ამ­შვე­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი რე­ჟი­მი­სა, ბა­ტონ­მა გო­გიმ ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი არ გვი­თხრა და შინ მა­მა­ზე სა­სა­უბ­როდ მიგ­ვიწ­ვია. სა­უ­ბა­რი სახ­ლის ის­ტო­რი­ით და­ვი­წყეთ.

- მე რომ და­ვი­ბა­დე, ჩემი მშობ­ლე­ბი მცხე­თის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­დნენ, ეს იყო მა­მა­ჩე­მის დე­დის ნა­ხევ­რად სარ­და­ფის ტი­პის პა­ტა­რა სახ­ლი, რო­მელ­საც ფან­ჯრე­ბი ნა­ხევ­რად მი­წა­ში ჰქონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის ვი­ყა­ვი, როცა მა­მას ბინა მეჩ­ნი­კო­ვის, ახ­ლან­დელ დოდო აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მის­ცეს. იმ პე­რი­ოდ­ში მამა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობ­და, ამი­ტომ იქვე ახ­ლოს და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს ორო­თა­ხი­ა­ნი, კო­მუ­ნა­ლუ­რი ბი­ნით. მახ­სოვს, ამ ბი­ნას სა­ერ­თო სამ­ზა­რე­უ­ლო და ქვა­ნახ­ში­რის ღუ­მე­ლი ჰქონ­და. ზამ­თრის დად­გო­მამ­დე ცოტა ხნით ადრე ეზო­ში დიდი მან­ქა­ნით ყრიდ­ნენ ქვა­ნახ­შირს, მერე ჩვენ ვე­ზი­დე­ბო­დით და ასე ვთბე­ბო­დით. ძა­ლი­ან კარ­გი მე­ზობ­ლე­ბი გვყავ­და და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბაც გვქონ­და. მეჩ­ნი­კო­ვის ქუ­ჩი­დან, სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­და­ვე­დით, მა­მას და ლენა ყიფ­ში­ძეს ვაჟა-ფშა­ვე­ლას 22 ნო­მერ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტიტს წინ, მის­ცეს ბი­ნე­ბი და იქ გა­დავ­სახ­ლდით.

უკვე დიდი ვი­ყა­ვი, როცა მამა სომ­ხე­ბის პირ­ვე­ლი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი მე­ფის და­ვით-ბე­გის როლ­ში გა­და­ი­ღეს და სე­რი­ო­ზუ­ლი, სა­კავ­ში­რო-სა­ი­უ­ბი­ლეო ჰო­ნო­რა­რი გა­და­უ­ხა­დეს, სწო­რედ იმ თან­ხით შე­ი­ძი­ნა ეს ბინა, ახლა სა­დაც ვართ. ესეც კო­მუ­ნა­ლუ­რი სახ­ლი იყო. დე­რეფ­ნუ­ლი სის­ტე­მით, აქეთ-იქით ოთა­ხე­ბით, სა­ერ­თო აბა­ზა­ნი­თა და სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. მა­მამ აქე­დან 9 ოჯა­ხი გა­იყ­ვა­ნა, ზოგს ერ­თო­თა­ხი­ა­ნი მის­ცა, ზოგს - ორო­თა­ხი­ა­ნი. ბევ­რი იწ­ვა­ლა, რომ ეს ფარ­თი გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა. რე­მონ­ტი რომ უნდა დაგ­ვე­წყო, მო­მაყ­ვა­ნი­ნა ჩემი ძმა­კა­ცე­ბი, ურო­ე­ბით დაგ­ვან­გრე­ვი­ნა ყვე­ლა კე­დე­ლი, გაგ­ვა­სუფ­თა­ვე­ბი­ნა და მერე და­ი­წყო მშე­ნებ­ლო­ბა. თვი­თონ მშე­ნე­ბე­ლი იყო და სა­ო­ცა­რი გახ­ლდათ მისი და ხე­ლოს­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა. 2 კვი­რა­ში ერთხელ ხე­ლოს­ნე­ბი იც­ვლე­ბოდ­ნენ, მა­მა­ჩემს მათი გა­კე­თე­ბუ­ლი რამე მოს­წო­ნე­ბო­და - არ არ­სე­ბობ­და. ერთი კარ­გი დურ­გა­ლი გვყავ­და, სერ­გო, იმას პა­ტივს სცემ­და. რა­ღა­ცას რომ სჭირ­დე­ბო­და 2 ტონა ცე­მენ­ტი, მამა იძახ­და - 4 გა­მო­ი­ყე­ნე­თო. “ავად­მყო­ფო­ბა სჭირ­და”, ყვე­ლა­ფე­რი ბევ­რი უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.... აქ რომ რა­მის გა­თხრა დაგ­ჭირ­დეს, ტან­კი უნდა მო­იყ­ვა­ნო, ყვე­ლა­ფე­რი ისეა გა­კე­თე­ბუ­ლი, ძვრას ვერ უზამ.

- ალ­ბათ, თქვენს სახ­ლს უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, იმ ეპო­ქის კო­რი­ფე­ე­ბი სტუმ­რობ­დნენ...

- მეჩ­ნი­კო­ვის ქუ­ჩა­ზე რომ ვცხოვ­რობ­დით, სახ­ლი თე­ატრთან ახ­ლოს იყო და როცა რე­პე­ტი­ცი­ებს შო­რის პა­ტა­რა ფან­ჯა­რა ჰქონ­დათ, ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ მა­მას მე­გობ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი. ხა­ტოვ­ნად მახ­სოვს რაჯ კა­პუ­რის და ზი­ტას ჩა­მოს­ვლა თბი­ლის­ში, ჩვენ­თა­ნაც იყ­ვნენ სახ­ლში, სა­დღაც ფო­ტოც მაქვს - კი­სერ­ზე ვა­ზი­ვარ რაჯ კა­პურს. ევ­რი­პი­დეს “მე­დე­ა­ში” მამა ია­ზონს თა­მა­შობ­და, მე­დეა კი ცნო­ბი­ლი ბერ­ძე­ნი ტრა­გი­კო­სი ას­პა­ზია პა­პა­ტა­ნა­სიუ იყო, მისი სტუმ­რო­ბაც მახ­სოვს.

მა­მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ქე­ი­ფი, სტუ­მა­რი და დე­და­ჩე­მი სულ გა­წა­მა­წი­ა­ში იყო. ედი­შე­რის ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ქარ­ხნის მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი გახ­ლდათ, რო­მელ­საც მერე შვი­ლიც მო­უ­ნათ­ლა. ყვე­ლა დღე­სას­წა­ულ­ზე ის უგ­ზავ­ნი­და წა­რაფს - ისე­თი ძლი­ე­რი ღვი­ნო იყო, სამ ჭი­ქა­ში ძირს ყრი­და ხალ­ხს. ამ წა­რაფს რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე “თა­ვა­ზი­ან ღვი­ნოს” ეძახ­და, გე­ტყვით, რა­ტომ: გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს

სტუმ­რად ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი­სე­ულ სახ­ლ­ში, სადაც ახლა ცნობილი ქირურგები ცხოვრობენ

სტუმ­რად ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი­სე­ულ სახ­ლ­ში, სადაც ახლა ცნობილი ქირურგები ცხოვრობენ

მისი სამსახიობო კარიერა ეპიზოდური როლიდან დაიწყო, დიპლომი 70 წლის ასაკში მისცეს, როცა უკვე აღიარებული არტისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფილმებში ძირითადად უარყოფით გმირებს თამაშობდა, ედიშერ მაღალაშვილმა “მოახერხა” და მაყურებელს თავი ისე შეაყვარა, დღემდე მის სახელს დიდი სითბოთი იხსენებენ. მსახიობს ორი შვილი ჰყავს, ერთ-ერთი - ბატონი გოგი მაღალაშვილი, ცნობილი ნეიროქირურგია. ყოველდღიურად დამღლელი და საპასუხისმგებლო საქმის, პაციენტების კონსულტაციების და ოპერაციების შემდეგ, მამისეულ სახლში ბრუნდება, რომლის ერთ კედელს მსახიობის მემორიალური დაფა ამშვენებს. მიუხედავად რთული რეჟიმისა, ბატონმა გოგიმ ინტერვიუზე უარი არ გვითხრა და შინ მამაზე სასაუბროდ მიგვიწვია. საუბარი სახლის ისტორიით დავიწყეთ.

- მე რომ დავიბადე, ჩემი მშობლები მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ეს იყო მამაჩემის დედის ნახევრად სარდაფის ტიპის პატარა სახლი, რომელსაც ფანჯრები ნახევრად მიწაში ჰქონდა. დაახლოებით 3-4 წლის ვიყავი, როცა მამას ბინა მეჩნიკოვის, ახლანდელ დოდო აბაშიძის ქუჩაზე მისცეს. იმ პერიოდში მამა მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა, ამიტომ იქვე ახლოს დააკმაყოფილეს ოროთახიანი, კომუნალური ბინით. მახსოვს, ამ ბინას საერთო სამზარეულო და ქვანახშირის ღუმელი ჰქონდა. ზამთრის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე ეზოში დიდი მანქანით ყრიდნენ ქვანახშირს, მერე ჩვენ ვეზიდებოდით და ასე ვთბებოდით. ძალიან კარგი მეზობლები გვყავდა და კარგი ურთიერთობაც გვქონდა. მეჩნიკოვის ქუჩიდან, საბურთალოზე გადავედით, მამას და ლენა ყიფშიძეს ვაჟა-ფშაველას 22 ნომერში, სამედიცინო უნივერსიტიტს წინ, მისცეს ბინები და იქ გადავსახლდით.

უკვე დიდი ვიყავი, როცა მამა სომხების პირველი გამაერთიანებელი მეფის დავით-ბეგის როლში გადაიღეს და სერიოზული, საკავშირო-საიუბილეო ჰონორარი გადაუხადეს, სწორედ იმ თანხით შეიძინა ეს ბინა, ახლა სადაც ვართ. ესეც კომუნალური სახლი იყო. დერეფნული სისტემით, აქეთ-იქით ოთახებით, საერთო აბაზანითა და სამზარეულოთი. მამამ აქედან 9 ოჯახი გაიყვანა, ზოგს ერთოთახიანი მისცა, ზოგს - ოროთახიანი. ბევრი იწვალა, რომ ეს ფართი გაეერთიანებინა. რემონტი რომ უნდა დაგვეწყო, მომაყვანინა ჩემი ძმაკაცები, უროებით დაგვანგრევინა ყველა კედელი, გაგვასუფთავებინა და მერე დაიწყო მშენებლობა. თვითონ მშენებელი იყო და საოცარი გახლდათ მისი და ხელოსნების ურთიერთობა. 2 კვირაში ერთხელ ხელოსნები იცვლებოდნენ, მამაჩემს მათი გაკეთებული რამე მოსწონებოდა - არ არსებობდა. ერთი კარგი დურგალი გვყავდა, სერგო, იმას პატივს სცემდა. რაღაცას რომ სჭირდებოდა 2 ტონა ცემენტი, მამა იძახდა - 4 გამოიყენეთო. “ავადმყოფობა სჭირდა”, ყველაფერი ბევრი უნდა გაეკეთებინა.... აქ რომ რამის გათხრა დაგჭირდეს, ტანკი უნდა მოიყვანო, ყველაფერი ისეა გაკეთებული, ძვრას ვერ უზამ.

- ალბათ, თქვენს სახლს უამრავი ცნობილი ადამიანი, იმ ეპოქის კორიფეები სტუმრობდნენ...

- მეჩნიკოვის ქუჩაზე რომ ვცხოვრობდით, სახლი თეატრთან ახლოს იყო და როცა რეპეტიციებს შორის პატარა ფანჯარა ჰქონდათ, ხშირად მოდიოდნენ მამას მეგობრები, კოლეგები. ხატოვნად მახსოვს რაჯ კაპურის და ზიტას ჩამოსვლა თბილისში, ჩვენთანაც იყვნენ სახლში, სადღაც ფოტოც მაქვს - კისერზე ვაზივარ რაჯ კაპურს. ევრიპიდეს “მედეაში” მამა იაზონს თამაშობდა, მედეა კი ცნობილი ბერძენი ტრაგიკოსი ასპაზია პაპატანასიუ იყო, მისი სტუმრობაც მახსოვს.

მამას ძალიან უყვარდა ქეიფი, სტუმარი და დედაჩემი სულ გაწამაწიაში იყო. ედიშერის ერთ-ერთი მეგობარი გურჯაანის ღვინის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი გახლდათ, რომელსაც მერე შვილიც მოუნათლა. ყველა დღესასწაულზე ის უგზავნიდა წარაფს - ისეთი ძლიერი ღვინო იყო, სამ ჭიქაში ძირს ყრიდა ხალხს. ამ წარაფს რამაზ ჩხიკვაძე “თავაზიან ღვინოს” ეძახდა, გეტყვით, რატომ: განაგრძეთ კითხვა

"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

BTU-ს სტუდენტის მიერ შექმნილი ფრილანსერული პლატფორმა საქართველოში დასაქმების პროცესის გამარტივებას შეუწყობს ხელს

ფილტვის კიბო - დროა, თვალი გავუსწოროთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას ონკოლოგიაში